Return to the talk Return to talk

Transcript

Select language

Translated by Tsitsi Dalakishvili
Reviewed by George Tsaava

0:15 ბევრი რევოლუცია მოხდა, უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ალბათ არც ერთი იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც მოხდა სიცოცხლის გახანგრძლივებაში. საშუალოდ ჩვენ ვცხოვრობთ 34 წლით უფრო მეტ ხანს, ვიდრე ჩვენი წინაპრები. დაუფიქრდით! ეს მთელი ერთი ზრდასრული ცხოვრებაა, რომელიც მიემატა ჩვენს ცხოვრებას. უმეტესწილად, ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ჩვენმა საზოგადოებამ თუ რას ნიშნავს ეს. ჩვენ ისევ ძველი პარადიგმით ვცხოვრობთ, ასაკი როგორც თაღი. ეს მეტაფორაა, ძველი მეტაფორა. ჩვენ ვიბადებით, შუა ასაკში ვაღწევთ პიკს და შემდგომ შკალა ქვევით მიდის. (სიცილი) ასაკი როგორც პათოლოგია.

0:56 დღეს უამრავი ადამიანი -- ფილოსოფოსები, მხატვრები, ექიმები, მეცნიერები სხვანაირად უყურებენ იმას, რასაც მე ვეძახი მესამე აქტს სიცოცხლის ბოლო, მესამე დეკადას. მათ გააცნობიერეს რომ ეს არის ცხოვრების განვითარების ეტაპი მთელი თავისი მნიშვნელობით -- რომელიც ისევე განსხვავდება შუა ასაკისგან როგორც მოზარდობა - ბავშვობისაგან. და ისინი სვამენ კითხვას, რომელიც ჩვენც უნდა დავსვათ -- როგორ გამოვიყენოთ ეს დრო? როგორ გამოვიყენოთ ის წარმატებით და სასარგებლოდ? რა იქნება ახალი შესაფერისი მეტაფორა ამ ასაკისთვის?

1:32 ბოლო რამდენიმე წელი ამ საკითხზე კვლევას და წერას დავუთმე და მივაგენი უფრო შესაფერის მეტაფორას ამ ასაკისთვის - - კიბე ადამიანის სულის განვითარების სიბრძნის ასაკი, სინამდვილის ასაკი. ასაკი არაა პათოლოგია ასაკი არის პოტენციალი, შესაძლებლობა და იცით რა? ეს შესაძლებლობა მხოლოდ რჩეულებს არ ეძლევათ. როგორც აღმოჩნდა, 50-ს გადაცილებული ადამიანების უმეტესობა უკეთესად გრძნობს თავს, ნაკლებად სტრესულია ნაკლებად მტრულად განწყობილი და მშფოთვარე. ჩვენ უფრო მიდრეკილნი ვართ დავინახოთ მსგავსება ვიდრე განსხვავება. კვლევების ნაწილი ამბობს რომ, ამ ასაკში უფრო ბედნიერნი ვართ,

2:15 ამას არ ველოდი, დამიჯერეთ. მე დეპრესიული წარსულიდან მოვდივარ. როდესაც 40-ს მივაღწიე დილით ადგომისას ჩემი პირველი ექვსი აზრი, რომელიც თავში მომდიოდა იყო ნგატიური. და შემეშინდა. ვიფიქრე ო, ღმერთო! მე კაპრიზიანი მოხუცი ვხდები. მაგრამ ახლა, როდესაც ჩემი მესამე აქტის შუაში ვარ, მივხვდი რომ არასოდეს ვყოფილვარ უფრო ბედნიერი. ისეთი ძლიერი განცდა მაქვს საკუთარი ბედნიერების და აღმოვაჩინე, როდესაც ვბერდებით, ყველაფერი პირიქითაა, ვიდრე გარედან ჩანს, ქრება შიში, აცნობიერებ რომ ისევ ის ხარ ვინც იყავი, შეიძლება უფრო მეტადაც კი ვიდრე ოდესმე ყოფილხარ. ერთხელ პიკასომ თქვა: "ძალიან დიდი დრო ჭირდება რომ ახალგზრდა გახდე"

3:00 (სიცილი)

3:02 არ მინდა ამ ასაკის რომანტიზება მოვახდინო, რა თქმა უნდა არ არის გარანტია რომ ეს იქნება ზრდის და აყვავების ხანა. ბევრია დამოკიდებული იღბალზე. ბევრი - გენეტიკაზე. ერთი მესამედი სწორედ გენეტიკაზეა დამოკიდებული. და ვერაფერს ვუზამთ ამას. მაგრამ ეს ნიშნავს რომ ორი მესამედი იმისა თუ როგორ ვიქნებით მესამე აქტის განმავლობაში ჩვენზეა დამოკიდებული. მოდით ვისაუბროთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ ეს დამატებითი წლები წარმატებით გავატაროთ და გამოვიყენოთ ის განსხვავებულად.

3:34 ნება მომეცით გითხრათ კიბეზე, რომელიც უფროსი ასაკის ადამიანებს შეიძლება უჩვეულოდ მეტაფორად მოეჩვენოთ თუ გავითვალისწინებთ რომ უმეტესობისთვის კიბე არის გამოწვევა (სიცილი) ჩემი ჩათვლით. როგორც ალბათ იცით, მთელი სამყარო ფუნქციონირებს ერთი კანონით: ენთროპია, თერმოდინამიკის მეორე კანონი. ენთროპია ნიშნავს, რომ ყველაფერი სამყაროში, ყველაფერი ინგრევა, ძველდება, ბერდება. თაღი. მხოლოდ ერთი გამონაკლისია ამ უნივერსალურ კანონში ეს არის ადამიანის სული, რომელიც ვითარდება აგრძელებს სიცოცხლეს, ადის კიბეზე მივყავართ სიბრძნემდე, სულის სიმრთელემდე

4:19 ამის მაგალითი არსებობეს ზევით სვლა, შესაძლებელია თუნდაც არასახარბიელო ფიზიკური პირობების შემთხვევაშიც დაახლოებით სამი წლის წინ "ნიუ-იორკ ტაიმსში" წავიკითხე სტატია ის იყო მამაკაცზე, ნილ სელინჯერზე -- 57 წლის, პენზიაზე გასულ იურისტზე -- რომელიც შეუერთდა მწერალთა ჯგუფს სარა ლოურენსის კოლეჯში, სადაც მან აღმოაჩინა მწერლის ნიჭი. ორი წლის შემდეგ, მას დაუსვეს ALS დიაგნოზი, ასევე ცნობილი როგორც Lou Gehrig - ს ავადმყოფობა. ეს საშინელი ავადმყოფობაა, ფატალური. ის ანადგურებს სხეულს, მაშინ როდესაც გონება მუშაობს ამ სტატიაში მისტერ სელინჯერი წერდა აღწერდა თუ რა ემართებოდა ციტატა: "იმ დროს როცა ჩემი კუნთები სუსტდება ჩემი მწერლის უნარები ძლიერდება. თანდათან ვკარგავ მეტყველების უნარს მაგრამ მოვიპოვე ხმა ვქრები, მაგრამ ვიზრდები. ძალიან ბევრი დავკარგე, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი თავი ვიპოვე." ჩემთვის ნილ სელინჯერი კიბეზე ზევით ამავალი ადამიანის განსახიერებაა ცხოვრების მესამე აქტში.

5:30 ჩვენ ყველა ვიბადებით სულით, ყველა, მაგრამ ზოგჯერ ვტყდებით სულიერად ცხოვრებისეული გამოწვევებისგან, ძალადობის, შეურაცხყოფის, უყურადღეობისგან. ალბათ ჩვენი მშობლები დეპრესიისგან იტანჯებოდნენ ალბათ ჩვენი სიყვარულიც კი უჭირდათ იმის გამო თუ როგორ ვიქცეოდით. ალბათ ჩვენ კვლავ ვიტანჯებით ფიზიკური ტკივილებისგან. შეგრძნება რომ ჩვენი უამრავი ურთიერთობა ჯერ კიდევ დაუმთავრებელია და ჩვენ თავს ვგრძნობთ ჩამოუყალიბებლად. ალბათ სწორედ ეს თვითშემეცნებაა, რაც მესამე აქტში უნდა დავასრულოთ, უნდა დავასრულოთ საკუთარი თავები.

6:08 ჩემთვის ეს დაიწყო, როდესაც მესამე აქტს მივაღწიე, ჩემს მე-60 დაბადების დღეს. როგორ უნდა გავატარო ეს ეტაპი? რას უნდა მივაღწიო ამ დამამთავრებელ აქტში? და მივხვდი, გარდა იმისა რომ უნდა მცოდნოდა საით მივდივარ, ასევე უნდა მცოდნოდა საიდან მოვედი. მოვიხედე უკან შევისწავლე ჩემი განვლილი პირველი ორი აქტი იმის ცდაში რომ მივმხვდარიყავი ვინ ვიყავი როგორი ვიყავი სინამდვილეში არა ის, რასაც ჩემი მშობლები და სხვა ადამიანები მეუბნებოდნენ რომ ვიყავი ან როგორც მექცეოდნენ ისინი. არამედ თუ ვინ ვიყავი მე? ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, არა როგორც მშობლები, არამედ როგორც ადამიანები ვინ იყვნენ ჩემი ბებიები და ბაბუები? როგორ ექცეოდნენ ჩემს მშობლებს? და ამგვარი საკითხები.

6:51 რამოდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ეს პროცესი რასაც მე გავდიოდი ფსიქოლოგიში ეწოდება განვლილი ცხოვრების მიმოხილვა ისინი ამბობენ რომ ამან შეიძლება ახალი მნიშვნელობა სიცხადე და აზრი შესძინოს ადამიანის ცხოვრებას. შეიძლება თქვენ, ისევე როგორც მე, აღმოაჩინოთ რომ უამრავი რამ რასაც ფიქრობდით, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობდით, საერთო არაფერი ქონდა თქვენთან. თქვენი დანაშაული არ იყო , თქვენ სწორად მოიქეცით თქვენ საშუალება გეძლევათ დაბრუნდეთ უკან წარსულში მიუტევოთ მათ, მიუტევოთ საკუთარ თავს. და ამგვარად შეგიძლიათ გაანთავისუფლოდ საკუთარი თავი წარსულისგან. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება წარსულის მიმართ.

7:37 როდესაც ამაზე ვწერდი გადავეყარე წიგნს, სათაურით "ადამიანი საზრისის ძიებაში" ვიქტორ ფრანკლის ავტორობით. ვიქტორ ფრანკლი იყო გერმანელი ფსიქიატრი, რომელმაც ხუთი წელიწადი გაატარა საკონცენტრაციო ბანაკში და დაწერა რომ ბანაკში ყოფნისას მას შეეძლო ეთქვა ვინ დააღწევდა თავს ბანაკს, ვინ იქნებოდა კარგად და ვინ არ იქნებოდა. მან დაწერა: ყველაფერი რაც გაქვს ცხოვრებაში შეიძლება დაკარგო ერთი რამის გარდა, შენი არჩევანი თუ რა კუთხით შეხედავ სიტუაციას, მოვლენას. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენი განვლილი ცხოვრების ხარისხს -- არა ის მდიდრები ვართ თუ ღარიბები ცნობილები თუ უცნობები ჯანმრთელები თუ ნატანჯები. ის რაც ჩვენი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს არის ის თუ როგორ ვიღებთ ამ რეალობას, რა აზრს მივანიჭებთ მათ, რა დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ, როგორ სულიერ მდგომარეობას გვიქმნის ეს მოვლენები.

8:42 ალბათ მესამე აქტი მთავარი მიზანია დავბრუნდეთ უკან და ვეცადოთ, თუ შესაძლებელია შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება წარსულის მიმართ. როგორც აღმოჩნდა შემეცნებითი კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ამ პროცესს გავდივართ, ეს აისახება ნევროლოგიურად ახალი ნერვული ბილიკები ჩნდება ტვინში. თუ თქვენ რეაგირებთ წარსულ ფაქტებზე და ადამიანებზე ნეგატიურად ნერვული ბილოკების ახალი გზები იკვეთება, რომელიც ქიმიური და ელექტრონული სიგნალებს უშვებს ტვინში. დროთა განმავლობაში ეს ნერვული ბილიკები ძლიერდება ხდება ნორმა -- თუნდაც ეს ჩვენთვის ცუდი იყოს რადგან ის სტრესს და ნერვიულობას იწვევს.

9:25 თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ უკან და შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებებს წარსულ ადამიანებზე და მოვლენებზე და ეს ბილიკები შეიძლება შეიცვალოს. და თუ მოვახერხებთ, რომ პოზიტიური შეგრძნებები გვქონდეს წარსულთან მიმართებაში ეს ახალი ნორმა გახდება. ეს თერმომეტრზე ტემპერატურის ვარდნას გავს. გამოცდილება კი არ გვაბრძენებს, ის რეაქცია რაც ამ გამოცდილებასთან მიმართებაში გვაქვს, გვაბრძენებს და გვეხმარება სიმშვიდის და სრულყოფის მიღწევაში. და გვეხმარება გავხდეთ ისინი ვინც ვიყავით.

10:07 ქალები თავიდან კარგად ვიწყებთ, არა? ვგულისხმობ რომ გოგოები უფრო თავდაჯერებულები ვართ დიდი ძალა და ენერგია გვაქვს. თავად ვართ მთავარი ობიექტი საკუთარ ცხოვრებაში. მაგრამ ძალიან ხშირად, ბევრი, თუ უმეტესობა არა, ჩვენი სექსუალური სიმწიფის დროს ვიწყებთ საკუთარი თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში და პოპულარობაზე ფიქრს. და ჩვენ ვხდებით სხვების ცხოვრების ობიექტები და სუბიექტები მაგრამ ახლა, ჩვენი ცხოვრების მესამე აქტში, შესაძლებელია წავიდეთ წრეზე, საიდანაც დავიწყეთ და თავიდან განვიცადოთ. და თუ ამას შევძლებთ, ეს იქნება, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ასაკიანი ქალები ყველაზე ფართო დემოგრაფიული ჯგუფია დედამიწაზე. თუ დავბრუნდებით უკან და გადავაფასებთ საკუთარ თავს გავხდებით მეტად სრულყოფილები, ეს იქნება კულტურული ბიძგი სამყაროსთვის მისცემს მაგალითს ახალ თაობას რათა მათ გადახედონ და გადააფასონ საკუთარი ცხოვრება

11:04 დიდი მადლობა.

11:06 (აპლოდისმენტები)