ჯონათან ჰეიდტი
3,015,209 views • 18:42

დავუშვათ ორი ამერიკელი მეგობარი, ერთად მოგზაურობს იტალიაში. m ისინი მიდიან მიქელანჯელოს "დავითის" სანახავად და როცა საბოლოოდ ქანდაკების პირისპირ აღმოჩნდებიან ორივე ქვავდება. პირველი მათგანი, ადამი დავარქვათ, გაშეშებულია ადამიანის იდეალური ფორმის სილამაზისგან. მეორე, მას ბილი დავარქვათ, გაშეშებულია უხერხულობისგან. მაშ, აი ჩემი კითხვა: რომელმა მათგანმა მისცა უფრო დიდი ალბათობით ხმა ჯორჯ ბუშს და რომელმა ელ გორს?

ხელის აწევა არ მჭირდება, რადგან ყველა ჩვენგანს ერთნაირი პოლიტიკური სტერეოტიპები გვაქვს. ყველამ ვიცით, რომ ეს ბილია. ამ შემთხვევაში, ეს სტერეოტიპი რეალობას შეესაბამება. მართლაც ფაქტია, რომ ლიბერალებს კონსერვატორებზე უფრო მეტად აქვთ ახალი გამოცდილებს მიმართ ღიაობის პიროვნული თვისება. ხალხი ვისაც ახალი გამოცდილების მიმართ მეტი ღიაობა ახასიათებს, სურთ სიახლე, მრავალფეროვნება, ახალი იდეები, მოგზაურობა. ამ მხრივ უფრო ჩაკეტილ ხალხს ნაცნობი, უსაფრთხო და საიმედო რამეები მოსწონთ.

თუ თქვენთვის ცნობილია ეს თვისება, ადამიანის ქცევის ბევრ გამოცანას ამოხსნით. მიხვდებით რატომ განსხვავდებიან ხელოვანები ბუღალტრებისგან ასე ძალიან. შეგიძლიათ გამოიცნოთ რა წიგნის წაკითხვა ეყვარებათ მათ, სად ეყვარებათ მოგზაურობა და რისი ჭამა უყვართ. როცა ამ თვისებას გაიგებთ, მიხვდებით თუ რატომ უნდა ჭამოს ვინმემ Applebee's, მაგრამ არა ისეთმა ვისაც თქვენ იცნობთ. (სიცილი) ეს თვისება ბევრს გვეუბნება ასევე პოლიტიკაზეც. ამ თვისების მთავარი მკვლევარი, რობერტ მაკკრეი ამბობს: "ღია ინდივიდებს ახსიათებთ ლიბერალური, პროგრესული, მემრცხენე პოლიტიკური ხედვები. ისინი ღია და ცვალებად საზოგადოებას ემხრობიან" "მაშინ როცა ჩაკეტილებს კონსერვატიული, ტრადიციული, მემარჯვენე ხედვები აქვთ"

ეს თვისება ბევრს ამბობს ასევე იმ ჯგუფებზე, რომლებშიც ხალხი ერთიანდება. აი, ინტერნეტში ნაპოვნი ჯგუფის აღწერლობა. რა ტიპის ადამიანები გაერთიანდებიან გლობალურ საზოგადოებაში, რომელიც ყველა პროფესიის და კულტურის ადამიანებს ელის, ვინც მსოფლიოს სიღრმისეული შესწავლისკენ მიილტვის და ამით ყველასთვის უკეთესი მომავლის შექმნას იმედოვნებს? ამის ავტორი ვინმე ტედია. (სიცილი) მაშ ვნახოთ, თუ ღიაობა აჩვენებს ვინაა არის ლიბერალი და ღიაობა აჩვენებს ვინ ხდება TED-ელი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ TED-ელების უმეტესობა ლიბერალია? ვნახოთ. ხელის აწევით გთხოვდით მაჩვენოთ ხართ ლიბერალი, ცენტრის მარცხნივ... სოციალურ საკითხებზე ვსაუბრობთ ძირითადად... თუ კონსერვატორი? მესამე ვარიანტიც გექნებათ, რადგან ვიცი ლიბერტარიანელებიც არიან დარბაზში. მაშ, გთხოვთ ხელი აწიოთ ქვემოთ საეთეროებშიც, მოდით ვაჩვენოთ ყველას ვინ არის აქ. გთხოვთ ხელი აწიოთ, თუ ხართ ლიბერალი, ან ცენტრის მარცხნივ. გთხოვთ მაღლა აწიოთ ხელი. კარგი. გთხოვთ ხელი აწიოთ, თუ თვლით რომ ლიბერტარიანელი ხართ. კარგი, 20-იოდე ადამიანი. და გთხოვთ ხელი აწიოთ, თუ თვლით რომ მარჯვნივ ხართ, ან კონსერვატორი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... დაახლოებით 8 ან 10.

კარგი, ეს ცოტა პრობლემატურია. რადგან თუ ჩვენი ამოცანა მსოფლიოს შესწავლაა, მსოფლიოს უფრო ღრმად გაგება, მორალური მრავალფეროვნების ნაკლებობა ამას უფრო გაართულებს. რადგან როცა ყველას საერთო ფასეულობები და საერთო მორალი აქვს, ისინი გუნდად იკვრებიან და როცა გუნდის ფსიქოლოგიას ეზიარები, ეს გახსნილ გონებას ახშობს. როცა ლიბერალური გუნდი მარცხდება, როგორც ეს 2004-ში მოხდა და როგორც თითქმის იგივე 2000-ში მოხდა, ჩვენ თავს ვიმშვიდებთ. (სიცილი) ვცდილობთ ავხსნათ რატომ მისცა ხმა ნახევარმა ამერიკამ სხვა გუნდს. ვასკვნით, რომ ისინი რელიგიამ დააბრმავა, ან უბრალოდ სულელები არიან. (სიცილი) (აპლოდისმენტები) თუ ფიქრობთ, რომ ნახევარმა ამერიკამ იმიტომ მისცა ხმა რესპუბლიკელებს, რომ ისინი ასე არიან დაბრმავებულები, მაშინ გეტყვით, რომ თქვენ მორალური მატრიცის მახეში აღმოჩნდით. კონკრეტულ მორალურ მატრიცაში. მატრიცას პირდაპირი გაგებით ვგულისხმობ, როგორც ფილმი: "მატრიცა".

დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ არჩევანის საშუალება მოგცეთ. თქვენ შეგიძლიათ ლურჯი აბი მიიღოთ და თქვენ კომფორტულ ილუზიებში დარჩეთ, ან შეგიძლიათ წითელი აბი მიიღოთ, გაიგოთ რაღაც მორალურ ფსიქოლოგიაზე და გამოხვიდეთ მორალური მატრიციდან. რადგან ვიცი, (აპლოდისმენტები) კარგი, მგონი ეს პასუხია ჩემს კითხვაზე. უნდა მეკითხა თუ რომელს ირჩევთ, მაგრამ აღარაა საჭირო. თქვენ ყველა ღია ხართ ახალი გამოცდილების მიმართ და ასევე ჩანს რომ ის შეიძლება გემრიელია თქვენ კი გურმანები ხართ. მოკლედ, წითელ აბს ვირჩევთ. შევიწავლოთ ცოტა მორალური ფსიქოლოგია და ვნახოთ სად მივალთ.

დავიწყოთ თავიდან, რა არის მორალი და საიდან მოდის? ყველაზე უარესი აზრი მთელ ფსიქოლოგიაში, არის აზრი რომ გონება დაბადებისას ცარიელი დაფაა. განვითარების ფსიქოლოგიამ აჩვენა, რომ ბავშვები ამ ქვეყანას ფიზიკურ და სოციალურ მსოფლიოზე საკმაო ცოდნით ევლინებიან. ისინი დაპროგრამებულები არიან, რომ რაღაცეები მარტივად შეისწავლონ და რაღაცეები რთულად. თანდაყოლილობის საუკეთესო განმარტება რაც კი მინახავს, თავის ტვინის მეცნიერის გერი მარკუსისაა. ის ბევრ რამეს ნათელყოფს ჩემთვის. ის ამბობს: "ტვინის საწყისი წყობა დიდად არაა გამოციდლებაზე დამოკიდებული. ბუნება პირველად მონახაზს წარადგენს, რასაც შემდეგ გამოცდილება გადასინჯავს. თანდაყოლილი არ ნიშნავს უცვლელს; ეს ნიშნავს გამოცდილებამდე მოწყობილი" მაშ, რა დევს მორალური გონების პირველად მონახაზში? ამის აღმოსაჩენად, ჩემმა კოლეგამ კრეიგ ჯოსეფმა და მე გავარჩიეთ ლიტერატურა ანთროპოლოგიაზე, მორალის კულტურულ სხვადასხვაობებზე და ასევე ევოლუციურ ფსიქოლოგიაზე, მსგავსებების დასადგენად. რა არის ის, რაზეც ხალხი საქმიანობის მიუხედავად საუბრობს? რასაც სხვადასხვა კულტურებში და სხვადასხვა სახეობებშიც კი ხვდებით? 5 ასეთი თვისება ვიპოვეთ.. 5 დამთხვევა. რასაც მორალის 5 საფუძველი ვუწოდეთ.

პირველი ზიანი / მზრუნველობა ყველა ძუძუმწოვარი ვართ, ყველა ვართ ნეირონულად და ჰორმონალურად დაპროგრამებული რაც კავშირებს, მზრუნველობას და თანაგრძნობას განაპირობებს. განსაკუთრებით სუსტების და მოწყვლადების მიმართ ეს ჩვენში ზიანის გამომწვევების მიმართ ძლიერ გრძნობებს აღძრავს. ეს მორალური პრინციპი ჩემს მიერ TED-ზე მოსმენილი მორალური მოსაზრებების დაახლოებით 70% უდევს საფუძვლად.

მეორე საფუძველია სამართლიანობა / ურთიერთდახმარება. არაერთგვაროვანი მტკიცებულებებია იმაზე, არსებობს თუ არა ურთიერთდახმარება სხვა ცხოველებში, მაგრამ ადამიანებში ეს ცალსახაა. ამ ნორმან როკუელის ნახატს "ოქროს წესი" ჰქვია და ჩვენ მასზე, როგორც ბევრი რელიგიის ფუძემდებლურ პრინციპზე კარენ არმსტრონგისგან გვსმენია. ეს მეორე პრინციპი TED-ში მოსმენილი მორალური განცხადებების დანარჩენ 30% შეადგენს.

მესამე საფუძველია ჯგუფურობა / ლოიალობა. ჯგუფებს ცხოველთა სამყაროშიც შეხვდებით შევხდებით მოთანამშრომლე ჯგუფებს, მაგრამ ეს ჯგუფები, ან ძალიან მცირერიცხოვანია, ან ნათესავური მხოლოდ ადამიანებში შეხვდებთ ძალიან მრავალრიცხოვან ჯგუფებს, ვისაც თანამშრომლობა და ჯგუფებად გაერთიანება შეუძლიათ, მაგრამ ეს ჯგუფები სხვა ჯგუფებთან საბრძოლველად ერთიანდებიან. ეს სავარაუდოდ ტომობრივი ცხოვრების გრძელი ისტორიიდან, ტომობრივი ფსიქოლოგიიდან მოდის. ეს ტომობრივი ფსიქოლოგია იმდენად სასიამოვნოა, რომ როცა ტომები არ გვყავს, ხელოვნურად ვქმნით მათ, რადგან სახალისოა. (სიცილი) სპორტი რაცაა ომისთვის, იგივეა პორნოგრაფია სექსისთვის. ამ გზით ჩვენს ძველისძველ სწრაფვებს გამოვცდით.

მეოთხე საფუძველია ძალაუფლება / პატივისცემა. აქ ძალიან ახლოს მყოფი სახეობის ორი წარმომადგენლის მორჩილებას ხედავთ. ძალაუფლება ადამიანებში იმდენად არ ეფუძნება ძალას და სისატიკეს, რამდენადაც ეს სხვა პრიმატებშია. ის უფრო ნებაყოფლობითი პატივისცემაა და ზოგჯერ სიყვარულის ელემენტებსაც შეიცავს.

მეხუთე საფუძველი სიწმინდე / სისპეტაკე. ამ ნახატს "უბიწოების ალეგორია" ჰქვია. მაგრამ სიწმინდე მხოლოდ ქალის სექსუალობის დათრგუნვა არაა. ის ნებისმიერ იდეოლოგიაში და აზრშია, რომელიც ამბობს, რომ ღირსეული გახდები, თუ საკუთარ სხეულს გააკონტროლებ თუ გააკონტროლებ რას ახვედრებ სხეულში. თუ პოლიტიკური მემარჯვენეები სექსის მორალიზებას ახდენენ, მემარცხენეები იგივეს საკვებზე აკეთებენ. საკვები ზემდეტად მორალიზებული ხდება დღეს-დღეობით და ეს დიდ წილად სიწმინდის აზრით ხდება, იმით თუ რისი შეხება, ან რისი მოთავსება გსურს საკუთარ სხეულში.

მიმაჩნია რომ ეს 5 არის მორალური გონების პირველად მონახაზში მოხვედრის საუკეთესო კანდიდატი. ვფქირობ ამით ვევლინებით სამყაროს მინიმუმ მზაობით, რომ ეს ავითვისოთ. თუმცა, როცა ჩემი ბიჭი მაქსი ლიბერალურ საუნივერსიტეტო ქალაქში იზრდება, როგორ გადაიხედება მისი პირველადი მონახაზი? და რამდენად განსხვავებული იქნება ის ბავშვისგან, ვინც 100 კმ-ით უფრო სამხრეთით, ლინჩბერგში, ვირჯინიაში დაიბადა? კულტურული სხვაობების გასააზრებლად სხვა მეტაფორა ვცადით. თუ ცნობიერებაში მართლაც 5 ძირითადი პრინციპია, ინტუიციის და ემოციის 5 წყარო, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მორალური გონება ხუთარხიანი აუდეიო ეკვალაიზერად წარმოვიდგინოთ, რომელზეც თითოეული არხის განსხვავებულად დაყენება შეიძლება. ჩემმა კოლეგებმა ბრაიან ნოზიკმა, ჯესი გრეჰემმა და მე შევქმენით გამოკიტხვა, რომელიც www.YourMorals.org-ზე განვათავსეთ. ის უკვე 30 000-მა კაცმა შეავსო და თქვენც შეგიძლიათ. აი შედეგებიც. ეს დაახლოებით 23 000 ამერიკელის შედეგია. მარცხნივ ლიბერალების შედეგებია. მარჯვნივ - კონსერვატორების. შუაში - ხალხი ზომიერი შეხედულებებით. ლურჯი ხაზი ასახავს ხალხის საშუალო პასუხს ზიანის მიყენების შესახებ ყველა კითხვაზე.

როგორც ხედავთ ხალხს ადარდებს ზიანი და მზრუნველობა. ისინი ასეთ მსჯელობას მტკიცედ ემხრობიან, მაგრამ თქვენ ასევე ხედავთ, რომ ლიბერალებს ეს ცოტა უფრო მეტად ადარდებთ ვიდრე კონსერვატორებს.. ხაზი ქვემოთ მოდის. იგივეა სამართლიანობაზე. მაგრამ შეხედეთ დანარჩენ სამ ხაზს. ლიბერალებისთვის ისინი ძალიან დაბლაა. ლიბერალები ამბობენ: "არა, ეს არაა მორალი. ჯგუფურობა, ძალაუფლება, სიწმინდე მათ არაფერი ესაქმებათ მორალთან. უარვყოფ" როგორც კი ადამიანი უფრო კონსერვატორი ხდება, მონაცემი მაღლა იწევს. შეგვიძლია ვთქვათ რომ ლიბერალებს ორარხიანი, ან ორსაფუძვლიანი მორალი აქვთ. კონსერვატორებს უფრო 5 საფუძვლიანი, ან 5 არხიანი მორალი.

ამას ყოველ ქვეყანაში ვაწყდებით. აი, 1100 კანადელის მონაცემი. რამდენიმე სხვა სლაიდსაც გავივლი. გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დას. და აღმ. ევროპა, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ და სამხრეთ აზია. დააკვირდით რომ ყველა ამ გრაფიკზე ჯგუფურობა, ძალაუფლება და სიწმინდე, უფრო დახრილი ხაზითაა. რაც აჩვენებს, რომ ქვეყანაში ზიანსა და სამართლიანობაზე დავა არაა. ყველა... ვკამათობთ იმაზე, თუ რაა სამართლიანი მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ზიანი და სამართლიანობა მნიშვნელოვანია. მორალური დავა კულტურებში, ძირითადად ჯგუფურობაზე, ძალაუფლებაზე და სიწმინდეზეა.

ეს ტენდენცია იმდენად მდგრადია, რომ მას კითხვის დასმის სპეციფიკა არ ცვლის. ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, ხალხს შევთავაზეთ, წარმოადგინათ ძაღლის შეძენა. არჩევთ კონკრეტულ ჯიშს, და იგებთ ახალ ინფორმაციას ამ ჯიშზე. ვთქვათ გაიგეთ რომ ეს კონკრეტული ჯიში, დამოუკიდებლად აზროვნებს და მის მფლობელს მეგობარად და თანასწორად აღიქვამს. თუ ლიბერალი ხართ, იტყვით: "ეი, მშვენიერია!" რადგან ლიბერალებს უყვართ თქმა: "მოიტანე! თუ შეიძლება" (სიცილი) მაგრამ თუ კონსერვატორი ხართ, ეს არც ისე სასიამოვნოა. თუ კონსერვატორი ხართ და გაიგეთ, რომ ძაღლი ძალიან ერთგულია სახლის და ოჯახის მიმართ და უცხოსთან სწრაფად არ შინაურდება, კონსერვატორებისთვის, ერთგულება კარგია ძაღლები ერთგულები უნდა იყვნენ. მაგრამ ლიბერალისთვის ეს ჟღერს, თითქოს ეს ძაღლი რესპუბლიკელების ნომინანტობის კანდიდატია. (სიცილი)

ახლა თქვენ იტყვით, კარგი, ეს განსხვავებაა ლიბერალებს და კონსერვატორებს შორის, მაგრამ რის გამოა დანარჩენი 3 მორალური? ისინი ხომ მხოლოდ ქსენოფობიის, ავტორიტარიზმის და პურიტანიზმის საფუძვლებია? რა ხდის მათ მორალურს? ვფიქრობ პასუხს ჰიერონიმუს ბოსხის ეს არაჩვეულებრივი ტრიპტიქი შეიცავს: "მიწიერი ტკბობის ბაღი" პირველ პანელზე შექმნის მომენტს ვხედავთ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი შვენიერია, ყველა ადამიანი და ცხოველი აკეთებს იმას რაც საჭიროა, არიან სადაც საჭიროა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი იცვლება. ყველა ადამიანი უკეთებს რასაც უნდა, ყევლა სხვა ადამიანის და ცხოველის ყველა ხვრელს. ზოგიერთმა შეიძლება ამაში 60-იანები ამოიცნოს (სიცილი) მაგრამ 60-იანებს აუცილებლად 70-იანები მოყვება, როცა ხვრელების დაზიანებები უფრო მტკივნეული ხდება. რა თქმა უნდა ბოსხმა ამას ჯოჯოხეთი უწოდა.

ასე რომ, ეს ტრიპტიქი, ეს სამი პანელი ჭეშმარიტებას ასახავს: წესრიგს ქაოსი მოსდევს. საზოგადოებრივი ენტროპიის ჭეშმარიტება. მაგრამ რომ არ იფიქროთ, ეს მხოლოდ ქრისტიანული წარმოსახვის ნაწილია, რომელშიც მათ სიამოვნებების მიმართ უცნაური აკვიატება აქვთ, ამიტომ აი, ჟურნალ "Nature"-ში რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული ისტორია მსგავსი განვითარებით, სადაც ერნსტ ფერმა და საიმონ გახტერმა ხალხი დილემის თამაშში ჩართეს. თამაშში, რომელშიც ხალხს ფული ეძლევა და შემდეგ თამაშის ყოველ ახალ წრეზე, მათ შეუძლიათ ეს ფული საერთო ყულაბაში ჩადონ შემდეგ ექსპერიმენტატორი აორმაგებს ამ თანხას, შემდეგ ის თანაბრად ნაწილდება მოთამაშეებში. ეს გარემო პრობლემების კარგი ანალოგია, სადაც ხალხს შესაწირს ვთხოვთ და ისინი თავად პირდაპირ ვერ სარგებლობენ საკუთარი შემოწიროლობით. საჭიროა რომ ყველა სხვამაც გააკეთოს შემოწირულობა, მაგრამ ყველას აქვს ასევე მუქთახორობის ცდუნება. ხდება შემდეგი: თავიდან ხალხი ნორმალურად თანამშრომლობს. ეს ყველაფერი ანონიმურად ხდება. პირველ წრეზე ხალხი საკუთარი თანხის დაახლოებით ნახევარს გასცემს, მაგრამ სწრაფადვე ხედავენ: "იცი, სხვები ამდენს არ გასცემენ არ მინდა სულელი ვიყო. არ ვითანამშრომლებ" ამიტომ თანამშრომლობა სწრაფადვე ვარდება ნორმალურიდან 0-თან ახლოს.

მაგრამ შემდეგ, ეს პატარა ხრიკია, ფერი და გახტერი ამბობენ, მეშვიდე წრეზე "იცით? ახალი წესია. თუ გინდათ, შეგიძლიათ თქვენი ფული იმ ხალხის დასასჯელად გასცეთ ვინც შემოწირულობას არ აკეთებს" და როგორც კი ხალხი სასჯელის შესახებ შეიტყობს, თანამშრომლობა მკვეთრად იზრდება. მკვეთრად იზრდება და ზრდა ნარჩუნდება. ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ თანაშრომლობის პრობლემის გადაჭრაში ეს მეთოდი ამართლებს. მხოლოდ ხალხის კეთილ ნებაზე აპელირება არაა საკმარისი. რაღაც ტიპის სასჯელი მართლაც სასარგებლოა. მხოლოდ შერცხვენა, უხერხულობა, ან ჭორიც რომ იყოს, რაღაც ტიპის სასჯელი გჭირდებათ იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები თანამშრომლობაში ჩართოთ. არსებობს რაღაც კვლევები, რომელიც აჩვენებს რომ რელიგიაც კი რომელიც აიძულებს ხალხს ღმერთზე იფიქრონ, ხშირად, ზოგ ვითარებაში უფრო მეტი თანამშრომლობის და სოციალურობისკენ უბიძგებს

ზოგი მიიჩნევს, რომ რელიგია ადაპტაციაა, რომელიც კულტურული და ბიოლოგიური ევოლუციით განვითარდა ჯგუფების შეთანხმებულობისთვის, იმისთვის, რომ ხალხი ენდობოდეს ერთმანეთს და იყოს უფრო ძლიერი სხვა ჯგუფებთან შეჯიბრისას. ალბათ ეს ასეცაა, თუმცა ეს ჯერ კიდევ სკამათოა. თუმცა, მე განსაკუთრებით რელიგია მაინტერესებს და მისი წარმომავლობა, რას გვიკეთებს ის ჩვენ და ჩვენთვის. რადგან მგონია, რომ უდიდესი საოცრება გრანდ კენიონია არაა. გრანდ კენიონი საკმაოდ მარტივია. ის მხოლოდ ბევრი ქვა, წყალი, ქარი და დიდი დროა და ვიღებთ გრანდ კენიონს. ეს არც ისე რთულია. მართლაც რთულია ის, რომ ხალხი ცხოვრობდა გრანდ კენიონისნაირ ადგილებში და თანამშრომლობდა, ან აფრიკის სავანებში, ან ალიასკის გაყინულ ნაპირებზე, შემდეგ კი ამ დასახლებიდან ზოგიერთი გრანდიოზულ ბაბილონისნაირ, რომისნაირ და ტენოჩტიტლანისნაირ ქალაქებად იქცა. როგორ მოხდა ეს? ეს სრული სასწაულია. ბევრად უფრო რთულად ასახსნელი ვიდრე გრანდ კენიონი.

ვფიქრობ პასუხი ის არის, რომ მათ ყველაფერი გამოიყენეს. მთელი მორალური ფსიქოლოგია გახდა საჭირო იმისთვის, რომ ეს მოთანაშრომლე ჯგუფები შეექმნათ. კი, უნდა გვაღელვებდეს ზიანის თემა სამართალიც საჭიროა. მაგრამ ჯგუფების ორგანიზებისთვის სასარგებლოა ქვეჯგუფების არსებობა და ამ ქვეჯგუფებში, რაღაც შიდა სტრუქტურის არსებობა და რაღაც იდეოლოგია, რომელიც ხალხს ასწავლის შეიკავონ მიწიერი სურვილები და უფრო ამაღლებულ მიზნებს მისდიონ ახლა კი ლიბერალების და კონსერვატორების უთანხლოების გასაყარს მივადექით. ლიბერალები სამს უარყოფენ ამ საფუძვლებიდან. ისინი ამბობენ: "ვიხაროთ განსხვავებულობით და არა რიგითი ჯგუფის წევრობა" ისინი ამბობენ: "კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ძალაუფლება" და: "შორს შენი კანონი ჩემი სხეულიდან"

ლიბერალებს ძალიან კეთილშობილური განზრახვა აქვთ ამისთვის. ტრადიციული ძალაუფლება და მორალი საკმაოდ რეპრესიული შეიძლება იყოს და შემზღუდავი ქვედა რგოლებისთვის, ქალებისთვის, განსხვავებულებისთვის. ამიტომ ლიბერალები სუსტებს და ჩაგრულებს ესარჩლებიან. მათ ქაოსის რისკადაც კი სურთ ცვლილება და სამართალი, ამ ბიჭის მაისურზე წერია: "გეყოფა წუწუნი, დაიწყე რევოლუცია" თუ ღია ხართ სიახლის მიმართ, რევოლუცია კარგია. ეს ცვლილებაა. ეს სახალისოა. მეორეს მხრივ კონსერვატორები, იცავენ ინსტიტუციებს და ტრადიციებს. მათ წესრიგი სურთ, ქვედა რგოლებში მყოფებისთვის ზიანის ფასადაც კი. დიდი კონსერვატორული მიგნება იმაშია, რომ წესრიგი რთული მისაღწევია. ის ძალიან ძვირფასია და ადვილი დასაკარგი. როგორც ედმუნდ ბერკმა თქვა: "ადამიანების შეზღუდულობა ისევე როგორც თავისუფლება, მათ უფლებად უნდა მოვიაზროთ" ეს საფრანგეთის რევოლცუიის ქაოსის შემდეგ იყო. ამიტომ, როცა ამას დაინახავთ, რომ ლიბერალებსაც და კონსერვატორებსაც შეუძლიათ წვლილის შეტანა, რომ ისინი ცვლილების და სტაბილურობის ბალანსს ინარჩუნებენ, ვფიქრობ მაშინ მორალური მატრიციდან გასასვლელი კარი ღია იქნება.

ამ დიდ სიბრძნეს ყველა აზიურმა რელიგიამ მიაგნო. გაიხსენეთ ინი და იანი. ინი და იანი მტრები არ არიან. მათ არ სძულთ ერთმანეთი. ინი და იანი ორივე საჭროა, როგორც ღამე და დღე მსოფლიოს ფუნქციონირებისთვის. იგივეს ინდუიზმშიც შეხვდებით. ინდუიზმში ბევრი ღმერთია. ორი მათგანია ვიშნუ - მხსნელი და შივა - გამანადგურებელი. ეს ნახატი პრინციპში ორივე ეს ღმერთია ერთ სხეულში. მარცხნივ ვიშნუს კონტურებია. ვიშნუ შეიძლება კონსერვატორების ღმერთად მოვიაზროთ. მარჯვნივ შივას კონტურებია. შივა ლიბერალების ღმერთია და ისინი ერთად მუშაობენ. იგივეს ბუდინზმშიც შეხვდებით. ვფიქრობ, ეს ორი სტროფი უღრმეს მორალური ფსიქოლოგიის მიგნებებს შეიცავს ძენის ოსტატ სენ-ცანისგან: "თუ ჭეშმარიტების მიგნება გსურთ, არასდროს იყოთ რაღაცისკენ, ან წინააღმდეგ. "კენ"-ს და "წინააღმდეგ"-ს შორის ბრძოლა, გონების ყველაზე უარესი დაავადებაა" სამწუხაროდ ეს დაავადება, მსოფლიოს ბევრ ლიდერს შეეყარა. მაგრამ სანამ ჯორჯ ბუშზე უპირატესად იგრძნოდეთ თავს, სანამ ქვას ისროდეთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს ეთანხმებით ამას? ეთანხმებით კეთილისა და ბოროტის ბრძოლის გარეთ გასვლას? შეგიძლიათ იყოთ არც "კენ" და არც "წინააღმდეგ"?

მაშ, რაღა ზრი აქვს? რა უნდა ვქნათ? თუ თქვენ უძველესი აზიური ფილოსოფიების და რელიგიების მიგნებებს აიღებთ და შეაჯერებთ მათ უახლეს კვლევებთან მორალურ ფსიქოლოგიაში, მგონი შემდეგ დასკვნამდე მიხვალთ: ჩვენი გონება ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა, ჩვენი გუნდებად გასაერთიანებლად, სხვა ჯგუფების წინააღმდეგ დასაყოფად და შემდეგ ჭეშმარიტების მიმართ დასაბრმავებლად. მაშ, რა უნდა ქნათ? ბრძოლის შეწყვეტისკენ მოგიწოდებთ? სენ-ცანის მიღებას და გაჩერებას გთავაზობთ? რაღაცისკენ, ან წინააღმდეგ ბძროლის შეწყვეტას? არა, სრულებითაც არა. მე ამას არ ვამბობ. ეს შესანიშნავი ხალხის ჯგუფია, რომელიც ბევრს აკეთებს მათი ნიჭის, ენერგიის და ფულის გამოყენებით, იმისთვის რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალონ, ბრძოლისთვის, პრობლემების გადაჭრისთვის.

მაგრამ როგორც სამანთა პაუერისგან შევიტყვეთ მის ისტორიაში სეჯიო ვიეირა დე მელოს შესახებ, არ შეიძლება უბრალოდ ეცე სიტყვებით: "შენ ცდები, მე მართალი ვარ" რადგან, როგორც მოვისმინეთ, ყველა თვლის რომ ის მართალია. ბევრი გადასაჭრელი პრობლემა ისეთია, რომელიც სხვა ადამიანების შეცვლას საჭიროებს და თუ სხვების შეცვლა გსურთ, ბევრად უკეთესი გზა, ჯერ იმის გაგებაა, თუ ვინ ვართ... ჩვენი მორალური ფსიქოლოგიის გაგებაა. გაგება, რომ ჩვენ ყველას თავი მართლებად მიგვაჩნია და შემდეგ გადგომაა. თუნდაც ერთი წამით გარეთ გადგომა, სენ-ცანის გახსენება. მორალური მატრიციდან გასვლა, შეეცადეთ ეს დაინახოთ როგორც ბრძოლა, სადაც ყველა ფიქრობს, რომ მართალია და ყველას აქვს რაღაც მიზეზი, მაშინაც თუ არ ეთანხმებით, ყველას აქვს რაღაც მიზეზი იმისთვის რასაც აკეთებს გამოდით. და თუ ამას იზამთ, ეს მთავარია მორალული თავმდაბლობისთვის. იმ თვითკმაყოფილების დამარცხებისთვის, რომელიც ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა. გაიხსენეთ დალაი ლამა. გაიხსენეთ მისი უდიდესი მორალური ავტორიტეტი და ეს მისი მორალური თავმდაბლობიდან მოდის.

ამიტომ, ვფიქრობ ჩემი საუბრის აზრი და ვფიქრობ TED-ის აზრიც ის არის, რომ ესაა ჯგუფი, რომელიც მგზნებარედაა ჩართული მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის საქმეში. აქ ხალხი ჩართულია მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობებში, მაგრამ არსებობს ასევე მგზნებარე სწრაფვა ჭეშმარიტებისკენ და ვფიქრობ პასუხი არის ის, რომ ეს ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა, ჩვენთვის ყველასთვის უკეთეს მომავლად ვაქციოთ. მადლობა. (აპლოდისმენტები)