Return to the talk Return to talk

Transcript

Select language

Translated by Maka Gatenadze
Reviewed by nini popkhadze

0:11 მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე სკოლაში, ან სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ან სკოლის ამბებზე საუბარში. ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ, დედის მხრიდან ბებია და პაპაც პედაგოგები იყვნენ, და ბოლო 40 წელია მეც იგივე საქმეს ვაკეთებ. ამიტომ ზედმეტია იმის თქმა, რომ ,მთელი ამ წლების განმავლობაში მქონია საშუალება თვალყური მედევნებინა საგანმანათლებლო რეფორმისთვის უამრავი კუთხით. ზოგიერთი რეფორმათაგანი კარგი იყო. ზოგიერთი არც ისე კარგი. და ჩვენ ვიცით, რატომ წყვეტენ ბავშვები სწავლას სკოლაში. ჩვენ ვიცით რატომ არ სწავლობენ ბავშვები. ეს ან სიღარიბეა, დასწრების დაბალი მაჩვენებელი თანატოლების უარყოფითი ზეგავლენა. ჩვენ ვიცი რატომ მაგრამ ერთ-ერთი, რასაც არასოდეს განვიხილავთ ან იშვიათად გავიხილავთ არის ადამიანთა კავშირის ღირებულება და მნიშვნელობა, ურთიერთობები.

1:07 ჯეიმს კომერი ამბობს, რომ ვერ მოხდება მნიშვნელოვანი სწავლება, მნიშვნელოვანი ურთიერთობების გარეშე. ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი ამბობს, რომ სწავლება ურთიერთობების შესწავლა და გაგებაა. ყველა ჩვენთაგანი ყოფილა მასწავლებლის თუ ზრდასრულის ზეგავლენის ქვეშ. წლებია, ვუყურებ როგორ ასწავლის ხალხი. მინახავს საუკეთესოც და ასევე მინახავს ყველაზე ცუდიც.

1:33 კოლეგამ მითხრა ერთხელ, "ისინი არ მიხდიან ფულს იმისთვის, რომ მომეწონოს ბავშვი. მიხდიან ფულს გაკვეთილის ჩატარებაში. ბავშვებმა უნდა ისწავლონ. მე უნდა ვასწავლო. მათ უნდა ისწავლონ. საქმე დახურულია."

1:44 კარგით, მე ვუთხარი მას, "იცით, ბავშვები არ სწავლობენ იმისგან ვინც მათ არ მოსწონთ."

1:50 (სიცილი) (ტაში)

1:58 მათ თქვა, "ეს მხოლოდ სულელური საუბარია."

2:01 და მე ვუთხარი. "ნუ თქვენი წელი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იქნება საყვარელო."

2:07 ზედმეტი იქნება ავღნიშნო, რომ იყო. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ან შინაგანად იცი ურთიერთობა ხალხთან, ან არ გამოგდის. ვფიქრობ სტივენ ქავის ქონდა სწორი აზრი. მან თქვა უბრალოდ უნდა გადააგდო რამდენიმე მარტივი რამ, როგორიცაა, პირველ რიგში ეძიო, რომ გაუგო ისევე, როგორც პირიქით, გაგიგონ. მარტივი რამ ,როგორიცაა მობოდიშება. ოდესმე გიფიქრიათ ამაზე? უთხარი ბავშვს, რომ წუხარ, და ისინი შოკში არიან.

2:32 ერთხელ, გაკვეთილი მქონდა ფარდობითობაზე. არ ვარ ძლიერი მათემატიკაში, მაგრამ ვმუშაობდი ამაზე. მივუბრუნდი მასწავლებლის გამოცემას. მთელი გაკვეთილი არასწორად ჩავატარე. (სიცილი)

2:44 ასე, რომ მეორე დღეს, მივედი ჩემს კლასთან და ვუთხარი, "მისმინეთ ბავშვებო, უნდა მოგიბოდიშოთ. მთელი გაკვეთილი არასწორად გასწავლეთ. ძალიან ვწუხვარ."

2:53 მათ თქვეს, "არაუშავს, მის პირსონ. ისეთი აღელვებული იყავით, უბრალოდ ნება დაგრთეთ." (სიცილი) (ტაში)

3:01 მყოლია კლასები, ძალიან სუსტები ისეთი დაბალი აკადემიური მოსწრებით, რომ ვიტირე. გავოცდი, როგორ ვაპირებ ამ ჯგუფის მიყვანას ცხრა თვეში, იქიდან სადაც, არიან, იქ სადაც უნდა იყვნენ? ეს იყო ძნელი. მართლაც, რომ საშინლად რთული იყო. როგორ ავამაღლე ბავშვს ღირსების შეგრძნება? და ამავდროულად მისი აკადემიური მიღწევებიც?

3:26 ერთ წელში, მივედი ერთ ბრწყინვალე აზრამდე ჩემს ყველა მოსწავლეს ვუთხარი, "თქვენ აგირჩიეს, რომ ჩემს კლასში მოხვედრილიყავით იმიტომ, რომ მე საუკეთესო მასწავლებელი ვარ და თქვენ საუკეთესო მოსწავლეები, ჩვენ ერთად შეგვკრიბეს რომ ვაჩვენოთ ყველა დანარჩენს, როგორ უნდა გააკეთონ ეს."

3:41 ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, "მართლა?" (სიცილი)

3:46 მე ვუთხარი "მართლა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სხვა კლასებს როგორ გააკეთონ საუკეთესოდ, ისე, რომ როცა დერეფანში გავალთ ხალხი შეგვამჩნევს, ასე, რომ ვერ იხმაურებთ. მხოლოდ ამაყად გაივლით." და მივეცი ანდაზა სათქმელად: 'მე ვარ ვიღაც. ვიყავი ვიღაც, როცა მოვედი. და უკეთესი ვიღაც ვიქნები, როცა დავტოვებ აქაურობას. მე ვარ ღონიერი და ძლიერი. მე ვიმსახურებ განათლებას, რასაც აქ ვიღებ. მე გასაკეთებელი მაქვს რაღაც, რაც ხალხს გააოცებს და ადგილები სანახავი."

4:12 და მათ თქვეს, "დიახ, აბა რა!"

4:15 ამას იმდენ ხანს ამბობ, სანამ შენი ნაწილი არ გახდება.

4:20 ასე, რომ--- (ტაში) მივეცი დავალება, 20 კითხვა. სტუდენტმა თვრამეტს არასწორად გასცა პასუხი. მე დავუწერე "+2" მის ფურცელზე და დიდი ღიმილი დავუხატე.

4:38 მან თქვა, "მის პირსონ, ეს F არის?"

4:42 მე ვუთხარი "დიახ"

4:44 მან თქვა, "მაშინ რატომ დახატეთ ეს ღიმილი?"

4:48 მე ვუთხარი, "იმიტომ, რომ წარმატების გზაზე დგახარ. ორი სწორი პასუხი გაქვს, ყველას არ გაეცი არასწორი პასუხი." მე ვუთხარი," რომ განვიხილავთ ამას გააკეთებ უკეთესად?"

4:57 მან თქვა, "დიახ მემ, მე შემიძლია უკეთ გაკეთება."

5:00 იცით, "-18" სიცოცხლეს გართმევს "+2" თქვა, "მთლიანად ცუდი არ იყო." (სიცილი) (ტაში)

5:11 წლების განმავლობაში ვუყურებდი დედას არდადაგებზე, დროს უთმობდა განხილვას საღამოობით სახლში დადიოდა ვიზიტებზე, ყიდულობდა ფუნჯებს ,არაქისის კარაქს და კრეკერებს რომ ჩაედო მისი მაგიდის უჯრაში, ბავშვებისთვის, რომლებიც კვებას საჭიროებდა, პირსახოცს და საპონს, რომლებსაც არც ისე კარგი სუნი ასდიოდათ. იცით რთულია ასწავლო ბავშვებს, ცუდი სუნი რომ ასდით. ბავშვებს შეუძლიათ იყვნენ სასტიკები. ასე, რომ დედა ინახავდა ამ ნივთებს მის უჯრაში, და წლების შემდეგ, როცა ის პენსიაზე გავიდა, ვხედავდი, როგორ მოდიოდა, ზოგიერთი ბავშვი და ეუბნებოდნენ, "იცით, მის ვოლკერ, თქვენ ზეგავლენა მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაზე. თქვენ ის ჩემთვის აამუშავეთ. თქვენ მაგრძნობინეთ, რომ ვიღაც ვიყავი, მაშინ, როცა გულის სიღრმეში, ვიცოდი, რომ არ ვიყავი. და მინდა უბრალოდ ნახოთ, როგორი გავხდი."

5:57 როცა დედა გარდაიცვალა 1992 წელს დაკრძალვაზე, მისი მრავალი ყოფილი მოსწავლე მოვიდა ცრემლები მომგვარა, არა იმიტომ, რომ დედა წავიდა, არამედ იმიტომ, რომ ურთიერთობების მემკვიდრეობა დატოვა ასე რომ ის ვერასოდეს გაუჩინარდებოდა.

6:12 შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მეტ ურთიერთობებს? რა თქმა უნდა ყველა შენი მოსწავლე მოგეწონება? რა თქმა უნდა არა. თქვენ იცით, რომ ყველაზე რთული მოსწავლეები არასოდეს აცდენენ (სიცილი) არასოდეს. ყველა ვერ მოგეწონებათ, რთული მოსწავლეები რაღაც მიზეზით მოდიან. ეს არის კავშირი. ეს არის ურთიერთობები. და მაშინ, როცა ყველა ვერ მოგწონს, მთავარი ის არის, რომ ისინი ამას ვერასოდეს გაიგებენ. ამგვარად მასწავლებლები უდიდესი მსახიობები ხდებიან, მოვდივართ სამსახურში, მაშინ როცა არ გვსურს დიდად მუშაობა და ვუსმენთ მოსაზრებებს, რომელიც აზრს მოკლებულია, და მაინც ვასწავლით მაინც ვასწავლით, რადგან სწორედ ეს არის, რასაც ვაკეთებთ.

6:59 სწავლამ და სწავლებამ სიამოვნება უნდა მოგგვაროს. როგორი ბრწყინვალე იქნებოდა მსოფლიო ისეთი ბავშვები, რომ გვყავდეს, ვისაც გარისკვის არ შეეშინდებათ არ შეეშინდებათ ფიქრის, და ვისაც ეყოლება ჩემპიონი? ყველა ბავშვი იმსახურებს ჩემპიონს, მოზრდილს, რომელიც არასოდეს ჩაიქნევს მათზე ხელს ვისაც ესმის, კავშირის ძალა და დაიჟინებს, რომ მათ შეეძლებათ გახდნენ იმაზე უკეთესები ვიდრე შესაძლებელია.

7:23 რთულია ეს საქმე? ღმერთმანი, უდაოდ მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ შეგვიძლია ეს. ჩვენ მასწავლებლები ვართ ჩვენ დავიბადეთ, რომ მოვახდინოთ ზეგავლენა

7:35 დიდი მადლობა

7:36 (ტაში)