ყველა ჩვენგანმა, ვინც დღეს აქ ვიმყოფებით დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ იღბლიანები ვართ რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენი დედები და ბებიები ცხოვრობდნენ და სადაც კარიერული არჩევანი ქალებისთვის იყო შეზღუდული და თუ დღეს თქვენ ამ ოთახში იმყოფებით, უმეტესობა ალბათ გაიზარდა იმ სამყაროში სადაც გვქონდა ძირითადი სამოქალაქო უფლებები და გასაოცარია, მაგრამ ჩვენ ახლაც ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ სადაც ქალებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ ისინი. მაგრამ ეს ყველაფერი გვერდით გადავდოთ, ჩვენ მაინც გვაქვს სხვა პრობლემები უფრო სერიოზული პრობლემები და მათგან ერთი ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში ქალები არ აღწევენ უმაღლეს პროფესიულ საფეხურებს მსოფლიოში. ციფრები უფრო უკეთ მოგვითხრობენ ამის შესახებ: 190 სახელმწიფო მმართველიდან მხოლოდ 9 არის ქალი. მსოფლიოს პარლამენტებში – დეპუტატების სრული რაოდენობის მხოლოდ 13 % ია ქალი. კორპორატიულ სექტორში ქალები ტოპ პოზიციებზე უმაღლეს რანგის თანამდებობებზე და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მხოლოდ 15, 16 % -ს შეადგენენ. ეს რიცხვები არ შეცვლილა 2002 წლის შემდეგ და სამწუხაროდ არასწორი მიმართულებით მიდის. თუნდაც არაკომერციულ სამყაროში სამყაროში, რომელზეც ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ქალების მიერ არის მართული, ქალების მხოლოდ 20 %–ია უმაღლეს პოზიციებზე.
ჩვენ ასევე სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ქალებს ურთულესი არჩევანის გაკეთება უხდებათ პროფესიულ წარმატებასა და პირად ბედნიერებას შორის. უახლესმა კვლევებმა აშშ–ში აჩვენა რომ დაქორწინებული მენეჯერების კაცების 2/3–ს ჰყავდათ შვილები და ქალების მხოლოდ 1/3–ს. რამდენიმე წლის წინ მე ვიყავი ნიუ-იორკში და ვდებდი გარიგებას და ვიყავი ერთ-ერთ მდიდრულ ნიუ-იორკულ კერძო ოფისში წარმოიდგინეთ. ვიმყოფები შეხვედრაზე – დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობს - და როცა 2 საათი გავიდა, მოვიდა შესვენების დრო და ყველა დგება, პარტნიორი, ვისაც შეხვედრა მიყავს ძალიან შეცბუნებული ჩანს და მე შევნიშნე, რომ მან არც კი იცის ქალთა საპირფარეშო სად მდებარეობს და დავუწყე გადამზიდ ყუთებს ძებნა, ვიმედოვნებდი, რომ ისინი ახალი გადმოსულები იყვნენ, თუმცა ვერაფერი ვიპოვე და ვკითხე: "თქვენ ეხლახან გადმოხვედით ამ ოფისში?" და მან მითხრა : "ჩვენ აქ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობთ" თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მე ვარ პირველი ქალი, რომელმაც წლის განმავლობაში თქვენთან დადო გარიგება? მან შემომხედა და მითხრა "ალბათ, ან იქნებ თქვენ ხართ ის ვინც მოითხოვა ქალთა საპირფარეშოში შესვლა"
შეკითხვა კი ასეთია: როგორ ვაპირებთ ამის გამოსწორებას? როგორ ვაპირებთ რომ ეს ციფრები შევცვალოთ? როგორ უნდა შევცვალოთ? მე მინდა დავიწყო, სწორედ ამაზე მსურს საუბარი - თუ როგორ შევინარჩუნოთ ქალები სამსახურში - რადგან მე ვიქრობ, რომ პასუხი სწორედ ესაა. ყველაზე მაღალშემოსავლიან პერსონალს შორის ადამიანებს შორის, რომლებიც აღწევენ მწვერვალს - Fortune 500, გენერალური დირექტორი, - ან მათ ანალოგიებს სხვა დარგებში - დარწმუნებული ვარ, პრობლემა ისაა, რომ ქალები ტოვებენ სამსახურს. ხალხი ამაზე ბევრს საუბრობს: საუბრობენ დროის შეთავსებაზე და მენტორობაზე, კომპანიები მუშაობენ ახალ პროგრამებზე, მაგრამ დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებ - მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მე ყურადღებას მივმართავ იმისკენ თუ რა შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავაკეთოთ პრობლემის გამოსასწორებლად. რა რჩევა უნდა მივცეთ საკუთარ თავს? რა რჩევას ვაძლევთ ქალებს, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან და ჩვენთვის? რა რჩევები უნდა მივცეთ ჩვენს ქალიშვილებს?
დასაწყისშივე მინდა დავაზუსტო, რომ ჩემი ეს გამოსვლა არ არის დასკვნა. მე არ მაქვს სწორი პასუხი. ჩემთვისაც კი არ მაქვს. მე დავტოვე სან ფრანცისკო(სადაც ვცხოვრობ) ორშაბათს და მოვფრინავდი ამ კონფერენციაზე. და როდესაც ჩემი სამი წლის ქალიშვილი დავტოვე საბაშვო ბაღთან მეხვეოდა და ტიროდა - დედა არ წახვიდე - ეს რთულია, ხშირად თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მე არ ვიცნობ ქალს - სახლში არიან ისინი თუ სამსახურში - ვინც არ განიცდის ხოლმე იმავეს. მე არ ვამბობ, რომ სამსახურში დარჩენა ყველასთვის სწორი გამოსავალია
მაგრამ ჩემი დღევანდელი გამოსვლა არის რცევები მათთვის, ვისაც სურთ სამსახურში დარჩენა. სულ სამი რჩევაა: 1. მიუსხედით მაგიდას 2. გახადეთ თქვენი პარტნიორი ნამდვილი პარტნიორი. 3. მენტალურად არ წახვიდეთ იქამდე, სანამ წახვალთ. პირველი რჩევა: დასხედით მაგიდასთან. რამდენიმე კვირის წინ Facebook-ში ვუმასპინძლეთ ერთ მაღალჩინოსანს მთავრობიდან ის მოვიდა რომ შეხვედროდა მმართველ წრეს Sillicon Valley-დან. ყველანი მიუსხდნენ მაგიდას. შემდეგ შემოგვიერთდა ორი ქალბატონი, რომლებიც მას ახლდნენ რომელებსაც ასევე საკმაოდ მაღალი თანამდებობები ჰქონდათ. და მე ვუთხარი მათ: "დასხედით, დაბრძანდით მაგიდასთან" ისინი კი ოთახის სხვა მხარეს დასხდნენ. როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი ევროპული ინტელექტუალიზმის ისტორიის კურსს გავდიოდი არ გიყვართ მსგავსი რაღაც კოლეჯიდან? ნეტა შემეძლოს ისევ მსგავსის გაკეთება და კურსი ავიღე ჩემს ოთახის მეგობარ ქერისთან ერთად რომელიც იყო ბრწყინვალე, განათლებული სტუდენტი შემდეგ კი ბრწყინვალე მეცნიერი გახდა - და ჩემს ძმასთან ერთად, ის ჭკვიანი ბიჭი იყო, მომავალი ექიმი, რომელიც წყლის პოლოს თამაშის მეტს არაფერს აკეთებდა. და იყო მეორეკურსელი.
ჩვენ სამნი ერთად დავდიოდით ამ კურსზე. ქერი კითხულობდა ყველა წიგნს ბერძნულ და ლათინურ ორიგინალში ესწრებოდა ყველა ლექციას. მე ვკითხულობდი ყველა წიგნს ინგლისურად დავდიოდი უმეტესობა ლექციებზე. ჩემი ძმა კი დაკავებული იყო - მან 12 დან მხოლოდ ერთი წიგნი წაიკითხა და რამდენიმე ლექციას დაესწრო. გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე მოგვაკითხა ოთახში, რომ დავხმარებოდით მომზადებაში. სამივე მივდივართ გამოცდაზე ერთად, და ვსხდებით გამოცდა სამი საათი გრძელდება თან გვაქვს ჩვენი პატარა ცისფერი რვეულები – დიახ, სწორედ ის დროა.. გამოცდიდან გამოვდივართ თუ არა ვეკითხებით: რა ქენი? ქერი ამბობს: "მგონი კარგად ვერ აღვწერე ძირითადი საკითხი ჰეგელის დიალექტიკაში" მე ვამბობ: " ნეტა კარგად დამეკავშირებინა ჯონ ლოკის თეორია საკუთრებაზე, შემდგომ ფილოსოფოსებთან". ჩემი ძმა კი ამბობს "ჯგუფში საუკეთესო ქულა ჩემია". "შენ მიიღებ ჯგუფში საუკეთესო ქულას? შენ ხომ არაფერი იცი".
პრობლემა ამ ისტორიებში არის ის რასაც მონაცემები აჩვენებენ: ქალები სისტემატურად სათანადოდ ვერ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. თუ ქალებს და კაცებს ჩაუტარებთ ტესტს და შეეკითხებით ისეთ კრიტეტიუმზე როგორიცაა GPA კაცები იღებენ ძალიან მაღალს ხოლო ქალები შედარებით დაბალს. ქალები არ იცავენ საკუთარ ინტერესებს, შეხედულებებს სამსახურში. და უკანასკნელი ორი წლის კვლევა ადამიანებს შორის, რომლების კოლეჯის დამთავრებისთანავე იწყებენ სამსახურს - აჩვენებს, რომ ასეთი ბიჭების 57% ან კაცების, ალბათ, გასაუბრებაზე პირველად განიხილავებ ხელფასის ოდენობას იმავეს ქალების მხოლოდ 7% აკეთებს. და კიდევ ერთი რაც ასევე მნიშვნელოვანია - კაცები წარმატებას მხოლოდ თავიანთ თავს აწერენ, და ქალები კი საკუთარ წარმატებას სხვა ფაქტორებს მიაწერენ. თუ კაცს შეეკითხებით როგორ შეასრულა საქმე ასე კარგად, გიპასუხებთ: "მე მაგარი ვარ" რა თქმა უნდა, საერთოდ რა კითხვაა? ხოლო როდესაც ქალს შეეკითხებით როგორ მოახერხა სამუშაოს შესრულება გიპასუხებთ, რომ მას დაეხმარნენ, გაუმართლათ, ან რომ კარგად შრომობდნენ და იმიტომ. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ამას აქვს დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ ვერავინ იღებს ოფისის კუთხეს სადღაც სხვა მხარეს მოშორებით, და არა მაგიდასთან ჯდომით და ვერავინ იღებს დაწინაურებას თუ თვითონ არ ფიქრობს, რომ იმსახურებს ამ წარმატებას ან თუ მას არ ესმის თავსი წარმატების მნიშვნელობა.
ნეტა პასუხი ასეთი მარტივი იყოს. ნეტა შემეძლოს გავიდე და ვუთხრა ყველა ახალგაზრდა ქალბატონს ყველა შესანიშნავ ქალბატონს "გჯეროდეთ საკუთარი თავის და იბრძოლეთ თქვენი თავისთვის უხელმძღვანელეთ საკუთარ წარმატებას" ნეტა შემეძლოს, რომ ვუთხრა ეს ჩემს ქალიშვილს მაგრამ ეს არც ისე მარტივია. იმიტომ, რომ მონაცემები ერთ რამეს აჩვენებს - წარმატება და მოწონება დადებითადაა განაწილებული კაცების მიმართ და ნეგატიურად ქალების მიმართ. და ყველა თავს ხრის თანხმობის ნიშნად, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა.
არის ძალიან კარგი კვლევა, რომელიც კარგად აჩვენებს ამას - ეს არის ცნობილი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევა ქალზე, სახელად ჰეიდი როიზენი. და ის ერთ-ერთი მმართველია კომპანიაში Sillicon Valley და ის იყენებს კონტაქტებს რათა გახდეს წარმატებული ინვესტორი. 2002 ში, არც ისე დიდი ხნის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთმა პროფესორმა მან დაარქვა ამ საქმეს ჰოვარდ როიზენი. და დაურიგა ყველა სტუდენტს სტუდენტების ორ ჯგუფს მან მხოლოდ ერთი სიტყვა შეცვალა: ჰეიდი – ჰოვარდით და სწორედ ამ ერთმა სიტყვამ გამოიწვია დიდი განსხვავება. ის იკვლევდა სტუდენტებს და კარგი ამბავი ისაა, რომ ორივე სქესის სტუდენტებმა ჰეიდიც და ჰოვარდიც თანაბრად კომპეტენტურებად მიიჩნიეს და ეს კარგია. ხოლო ცუდი კი ისაა, რომ ყველას ჰოვარდი მოეწონა. ის ძალიან კარგი ტიპია. და შენ გინდა მისთვის მუშაობა. და შენ გინდა გაატარო დღე მასთან ერთად სათევზაოდ. მაგრამ ჰეიდი? არ ხარ დარწმუნებული. ის თითქოს გადამეტებულია, ცოტათი პოლიტიკური. და არ ხარ დარწმუნებული, რომ მასთან იმუშავებდი. სწორედ ეს არის სირთულე. ჩვენ უნდა ვუთხრათ ქალიშვილებს და კოლეგებს, ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ მივიღეთ უმაღლესი შეფასება –A და მივაღწიეთ დაწინაურებას და მაგიდასთან დასხდომას. და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ მთელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც ქალებს უწევთ მსხვერპლის გაღება, რომ დააწინაურონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძმებს არ მოუწევთ ამის გაკეთება.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს ძნელად გასახსენებელია. ახლა მსურს მოგიყვეთ ისტორია, რომლის გამოც ძალიან მრცხვენია - მაგრამ მნიშვნელოვანია. ეს მოხსენება მქონდა Facebook-ში არც ისე დიდი ხნის წინ დაახლოებით 100–მდე თანამშრომელთან, და რამდენიმე საათის შემდეგ, იქვე იყო ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც იქ მუშაობს და იჯდა ჩემი პატარა მაგიდისგან მოშორებით და მითხრა, რომ საუბარი სურდა ჩემთან კარგი – ვუთხარი მე, ის დაჯდა და ჩვენ ვისაუბრეთ. მან მითხრა– "დღეს მე რაღაც ვისწავლე ვისწავლე, რომ ხელი ზემოთ უნდა მეჭიროს" რას გულისხმობთ? – ვკითხე მე მან თქვა – "როდესაც თქვენ საუბრობდით და თქვით, რომ კიდევ ორ შეკითხვას უპასუხებდით, და მე მქონდა ხელი აწეული სხვებთან ერთად, და თქვენ უპასუხეთ კიდევ ორი შეკითხვას შემდეგ მე ხელი დავწიე, და შევნიშნე რომ ყველა ქალმა დაწია ხელი და შემდეგ თქვენ კიდევ ორ შეკითხვას უპასუხეთ და ისიც მხოლოდ კაცებისგან" მე გავიფიქრე: ნუთუ ეს მე ვარ? ის, ვინც ამ საკითხზე ღელავს და საუბრისას ვერც კი შევამჩნიე, რომ კაცებს ხელი ისევ აწეული ჰქონდათ და ქალებსაც ჰქონდათ ხელი აწეული, რამდენად კარგები ვართ ჩვენ, როგორც კომპანიის ან ორგანიზაციის მმართველები, როცა ვხედავთ, რომ კაცები უფრო ხშირად აღწევენ მიზნებს ვიდრე ქალები? ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავსვათ ქალები მაგიდასთან.
მეორე რჩევა: გახადეთ თქვენი პარტნიორი ნამდვილი პარტნიორი. მე დავრწმუნდი, რომ უფრო მეტ პროგრესს ჩვენ სამსახურში ვაღწევთ, ვიდრე სახლში. ამას მონაცემების ადასტურებენ. თუ ქალი და კაცი მუშაობს სრულ განაკვეთზე და ჰყავთ შვილი, ქალი ორჯერ მეტ საშინაო საქმეს აკეთებს, ვიდრე კაცი და ქალი სამჯერ მეტად ზრუნავს ბავშვზე, ვიდრე კაცი. ასე რომ ქალს აქვს სამი ან ორი საქმე, კაცს კი მხოლოდ ერთი. და თქვენი აზრით ვინ მიატოვებს სამსახურს როდესაც რომელიმე სახლშია მეტად საჭირო? ამის მიზეზები ძალიან ჩახლართულია, და მე დროც არ მაქვს მათი მიმოხილვისთვის. არამგონია, კვირა დღეს ფეხბურთის ყურება და უბრალოდ ზარმაცობა იყოს მიზეზი.
ვფიქრობ, რომ მიზეზები უფრო რთულია. ვფიქრობ, რომ როგორც საზოგადოება ჩვენ უფრო დიდ ზეწოლას ვახდენთ ბიჭებზე, რომ წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე გოგონებზე. მე ვიცი მამაკაცები, რომლებიც რჩებიან სახლში და საშინაო საქმეებს აკეთებენ, რათა დაეხმარნონ ცოლებს კარიერულ წინსვლაში და ეს ძნელია. როდესაც მე მივდივარ საბავშვო ცენტრში და ვხედავ იქ მამას, ვამჩნევ, რომ სხვა დედები არ ურთიერთობენ მასთან. და ეს პრობლემაა, რადგან ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამსახური - რადგან საშინაო საქმეები მსოფლიოში ყველაზე რთული სამსახურია - ორივე სქესის ადამიანებისთვის, თუ ჩვენ გვსურს გავათანაბროთ მდგომარეობა და მივცეთ ქალებს საშუალება გააგრძელონ კარიერა. (აპლოდისმენტები) კვლევები აჩვენებენ, რომ წყვილები თანაბარი შემოსავლით და თანაბარი პასუხისმგებლობით ორჯერ უფრო იშვიათად განქორწინდებიან. და თუ ამან საკმარისად ვერ დაგარწმუნათ, კიდევ არსებობს ერთი რამ როგორ ვთქვა ეს სცენაზე? ისინი უკეთ იცნობენ ერთმანეთს ბიბლიური მნიშვნელობითაც.
მესამე რჩევა: არ წახვიდეთ მანამ, სანამ რეალურად წახვალთ. ვფიქრობ, ძალიან ღრმა ირონიაა იმ მოქმედებებში, რასაც ქალბატონები აკეთებენ - და მე ამას ვხედავ ყოველდღე -- სამსახურში დარჩენის მიზნით, საბოლოოდ მისი დატოვებისკენ მიდიან. აი რა ხდება: ყველანი დაკავებულნი ვართ, ყველა დაკავებულია, ქალიც დაკავებულია. და ის იწყებს ფიქრს შვილის ყოლაზე, და როგორც კი იწყებს ფიქრს შვილის ყოლაზე, იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოაწყობს ბავშვის ოთახს. "როგორ უნდა შევათავსო ეს ყველაფერი იმასთან, რასაც ვაკეთებ?" და სწორედ იმ მომენტიდან, ის ხელს აღარ იწევს, აღარ ეძებს დაწინაურებას, აღარ ერთვება ახალ პროექტებში, აღარ ამბობს: ''მე. მე მსურს ამის გაკეთება." ის იწყებს უკან დახევას. პრობლემა კი ისაა-- ვთქვათ, იმავე დღეს დაორსულდა - ფეხმძიმობის 9 თვე, 3 თვე ჩვილის მოვლა, 6 თვე, რომ ცოტა სული მოითქვა, უხეშად რომ ვთქვათ, სულ 2 წელს წაიღებ ეს. მაგრამ ყველაზე ხშირად - ეს თავად მინახავს - ქალები ამაზე ფიქრს გაცილებით ადრე იწყებენ -- როდესაც დაინიშნებიან, ან დაქორწინდებიან, როდესაც ბავშვის ყოლაზე იწყებენ ფიქრს, რასაც ძალიან დიდი დრო მიაქვს. ერთი ქალი მოვიდა ამ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც შევხედე მას, საკმაოდ ახალგაზრდა ჩანდა. მე ვკითხე: "შენ და შენი ქმარი ფიქრობთ შვილის ყოლაზე?" მან მიპასუხა: "ო არა, მე არ ვარ გათხოვილი". მას ბოიფრენდიც კი არ ჰყავდა. მე ვუთხარი "შენ ამაზე ძალიან ადრე ფიქრობ".
მაგრამ სწორედ ისაა საინტერესო თუ რა ხდება, როდესაც თქვენ ნელ-ნელა პოზიციებს თმობთ. ყველას უფიქრია ამაზე -- მინდა გითხრათ, რომ როდესაც შვილი გეყოლებათ, თქვენი სამსახური ძალიან კარგი უნდა იყოს, რომ დაბრუნდეთ, რადგან ძალიან რთულია ბავშვის სახლში დატოვება -- თქვენი სამსახური საინტერესო უნდა იყოს. ის უნდა ამართლებდეს თქვენს ქცევას, გაჯილდოვებდეთ. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ რაღაცას ცვლით. და თუ ორი წლის წინ თქვენ უარი თქვით დაწინაურებაზე და ვიღაცამ თქვენს გვერდით ისარგებლა ამ შესაძლებლობით, თუ სამი წლის წინ თავი დაანებეთ ახალი შესაძლებლობების ძებნას, თქვენ მოგბეზრდებათ, რადგან სიჩქარის პედალიდან ფეხი არ უნდა აგეღოთ. არ წახვიდეთ მანამ, სანამ მართლა წახვალთ. გააგრძელეთ მუშაობა. გეჭიროთ ფეხი სიჩქარის პედალზე, იმ ძალიან მნიშვნელოვან დღემდე, როდესაც დაგჭირდებათ წასვლა, რათა აიღოთ შესვენება შვილისთვის -- და მხოლოდ მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება. არ მიიღოთ ძალიან ადრეული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ვერ აცნობიერებთ.
ჩემს თაობას სამწუხაროდ, არ შეუძლია შეცვალოს მმართველი თანამდებობების მონაცემები. ისინი ადგილიდან არ იძვრიან. ჩვენ ვერ მივალთ იმ მაჩვენებლამდე, რომ მოსახლეობის 50 % -- ჩემს თაობაში არ იქნება 50 % ქალი უმაღლეს თანამდებობებზე. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობა შეძლებს ამას. ვფიქრობ, რომ სამყარო სადაც ქავეყნების ნახევარი და კომპანიების ნახევარი ქალების მიერ იქნება მართული, უკეთესი სამყარო იქნება. და ეს არა იმიტომ, რომ ადამიანებს ეცოდინებათ სადაა ქალების საპირფარეშო, თუმცა ესეც საკმაოდ სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, რომ სამყარო უკეთესი იქნება. მე ორი შვილი მყავს -- ხუთი წლის ბიჭი და ორი წლის ქალიშვილი. მინდა, რომ ჩემს ბიჭს ჰქონდეს არჩევანი - სრულად მოახმაროს თავი სამსახურს ან სახლს და მინდა, რომ ჩემს ქალიშვილსაც ჰქონდეს არჩევანი -- არამხოლოდ იყოს წარმატებული, არამედ აფასებდნენ კიდეც მას თავისი მიღწევებისთვის.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
შერილ სენდბერგი, კომპანია Facebook ის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი იკვლევს თუ რატომ აღწევენ უმაღლეს პროფესიულ საფეხურს უფრო მეტად კაცები, ხოლო იმ ქალბატონებს, რომლებიც მწვერვალს უმიზნებენ სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.
As the COO at the helm of Facebook, Sheryl Sandberg juggles the tasks of monetizing the world’s largest social networking site while keeping its users happy and engaged. Full bio »
Translated into Georgian by Nino Dundua
Reviewed by Kate Mchedlishvili
Comments? Please email the translators above.
08:00 Posted: Feb 2009
Views 681,489 | Comments 101
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.