ხანის აკადემია პირველ რიგში ცნობილია თავისი ვიდეო გაკვეთილების კოლექციით, ამიტომ სანამ გავაგრძელებ ნება მომეცით გიჩვენოთ პატარა ვიოდე კოლაჟი.
(ვიდეო) სალმან ხანი: ასე რომ, ჰიპოთეზა უდრის ხუთს. ამ ცხოველის ნამარხები ნაპოვნია მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ამ არეში - აქ აი ასეთი სწორი ხაზია - და აფრიკის ამ ნაწილში. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ზედაპირის ინტეგრალი და ჩვეულიბრივ ის აღიშნება - დიდი სიგმათი. ნაციონალური ასამბლეა: მათ შექმნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტი, როგორც ჩანს საკმაოდ კარგი კომიტეტი. მიაქციეთ ყურადღება, ეს არის ალდეჰიდი და ეს არის სპირტი. იწყებს დაყოფას ეფექტორად და მეხსიერების უჯრედებად. გალაკტიკა. შეხედე, კიდევ ერთი გალაკტიკა. ო, შეხედე, კიდევ ერთი გალაკტიკა. რაც შეეხება დოლარს, ის 30 მილიონია, ამას პლუს 20 მილიონი დოლარი ამერიკელი მწარმოებელისგან. თუ ამან არ გადაგრიათ, მაშინ თქვენ გული არ გქონიათ.
სხ: ეხლა ჩვენ გვაქ დაახლოებით 2,200 ვიდეო განსხვავებულ საკითხებზე - დაწყებული ელემენტარული არითმეტიკით და დამთავრებული ვეკტორული გამოთვლებით რომლის ნაწყვეტებიც აქ ნახეთ. ამ საიტს ყოველ თვე მილიონი სტუდენტი იყენებს, დღეში საშულოდ 100,000-დან 200,000-მდე ვიდეოს უყურებენ. მაგრამ ეხლა რაზეც უნდა ვილაპარაკოთ არის ის, თუ როგორ გადავიდეთ შემდეგ დონეზე. სანამ დავიწყებ, მინდა მოკლედ მოგიყვეთ იმაზე, თუ როგორ დავიწყე ეს ყველაფერი. შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა იცოდეს, დაახლოებით ხუთი წლის წინ ვიყავი ანალიტიკოსი საინვესტიციო ფონდში და ვცხოვრობდი ბოსტონში და დისტანციურად ვასწავლიდი ჩემს ბიძაშვილებს ახალ ორლეანში. და დავიწყე ჩემი პირველი ვიდეო გაკვეთილების ატვირთვა YouTube-ზე უბრალოდ, მარტივად გამოყენებისთვის, როგორც დამხმარე საშუალება ჩემი ბიძაშვილებისთვის - რაღაც, რაც გამეორებაში გამოადგებოდათ.
და როგორც კი ავტვირთე ეს ვიდეოები YouTube-ზე საინტერესო რამ მოხდა - სინამდვილეში, ბევრი საინტერესო რამ მოხდა. პირველი - ეს იყო უკუკავშირი ბიძაშვილებისგან. მათ მითხრეს, რომ YouTube-ში მე მათ უფორ მოვწონვარ, ვიდრე პერსონალურად. (სიცილი) და როცა ამ აღიარების ორაზროვან ბუნებას აღარ მიაქცევთ ყურადღებს, დაინახავთ, რომ აქ იყო რაღაც ღრმა აზრი. მათ თქვეს, რომ ერჩივნათ მათი ბიძაშვილის ავტომატური ვერსია მათ ბიძაშვილს. ერთი შეხედვით ეს ალოგიკურია, მაგრამ როგორც კი შეხედავთ ამას მათი თვალთახედვიდან, ყველაფერი ნათელი ხდება. ამ შემთხევაში როცა მათ შეუძლიათ გააჩერონ და თავიდან უყურონ მათ ბაძიშვილს იმის განცდის გარეშე, რომ ჩემს დროს ფლანგავენ. თუ მათ სჭირდებათ რაიმეს გადამეორება რაც მათ უნდა ესწავლათ რამდენიმე კვირის წინ, ან რამდენიმე წლის წინ, მათ არ სჭირდებათ თხოვონ მათ ბიძაშვილს და თავი უხერხულად იგრძნონ. მათ შუძლიათ უბრალოდ უყურონ ამ ვიდეოებს. თუ მოიწყენენ შეუძლიათ წინ გადახვიონ. მათ შეუძლიათ უყურონ ისინი როცა მათ მოუნდებათ, საკუთარ ტემპში. და ალბათ ამის ყველზე ნაკლებათ დაფასებული ასპექტი ის აზრია, რომ თავიდან პირველად როცა ცდილობთ მუღამი დაუჭიროთ რაიმე ახალ ცნებას, ყველაზე ნაკლებად რაც გჭირდებათ არის მეორე ადამიანი, ვიც გეკითხება "გაიგე?" და ადრე ზუსტად ეს ხდებო ურთიერთობაში ჩემს ბიძაშვილებთან, ეხლა მათ შუძლიათ იმეცადინონ მშვიდად თავიანთ ოთახში.
მეორე რაც მოხდა - ვიდეოები YouTube-ზე ავტვირთე - ვერ ვხედავდი მიზეზს დამემალა ისინი ასერომ ყველას შეეძლო მათი ნახვა და ხალხმა დაიწყო მათი ყურება. მე მომდიოდა კომენტარები და წერილები და სხვა უკუკავშირი შემთხვევითი ხალხისგან მთელი მსოფლიოდან. აი, რამდენიმე მათგანი ეს არის ერთ-ერთი გამოთვლის ვიდეობთან მიმართებაში. ვიღაცამ დაწერა პირდაპირ YouTube-ზე - ის იყო კომენტარებში YouTube-ზე: "ცვხოვრებაში პირველად გამეღიმა წარმოებულის მოღებისას." (სიცილი) მოდით შევჩერდეთ ამაზე. ამ ადამიანმა მიიღო წარმოებული და გაიღიმა. შემდეგ პასუხი ამავე კომეტარზე - ეს არის ჩამონათვალში. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ YouTube-ზე და ნახოთ ეს კომეტარები - ვიღაც სხვამ დაწერა: "მეც იგივე მომივიდა. ისე ვისიამოვნე, რომ კარგი განწყო შემექმნა მთელი დღისთვის. მახსენდება, როგორ ვუყურებდი კლასში მთელ ამ ტექსტს "მატრიციდან", ახლა კიდე, ისეთი განცდა მაქ, თითქოს "კუნგ ფუ ვიცი."
ჩვენ მრავალი მზგავსი უკუვშირი მივიღეთ. ეს ნამდვილად ეხმარებოდა ხალხს. მაგრამ მასმერე, რაც ნახვების რაოდენობა სულ იზრებოდა და იზრდებოდა, მიგზავდნიდნენ წერილებს და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს იყო მეტი ვიდრე უბრალოდ "მარტივად გამოყენებისთვის" აი ნაწყვეტი მზგავსი წერილიდან: ჩემს 12 წლის ბავშვს აქვს აუტიზმი და უძნელდებოდა მათემათიკის სწავლა. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ყველაფერს ვუყურეთ, ყველაფერი ვიყიდეთ. ჩვენ ვუჩვენეთ თქვენი ვიდეო ათობითებზე და მან გაიგო. შემდეგ ვუჩვენეთ წილადები. მან ისევ გაიგო. ჩვენ არ ვუჯერებდით ჩვენს თვალებს. ის ძალიან გახარებულია." ასე რომ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი იყო ეს ჩემთვის, ანალიტოკოსისთვის საინვესტიციო ფონდიდან. ჩემთვის იყო ძალიან უცნაური საზოგადოებრივად ღირებული რამ გამეკეთებინა.
მაგრამ მე ვიყავი აღელვებული, ამიტომ გავაგრძელე. შემდეგ სხვა რაღაცეებიც მოვიდა ჩემს აზრამდე. რომ, ეს დაეხმარებოდა არა მხოლოდ ჩემს ბიძაშვილებს ეხლა, ან ამ ხალხს ვინც წერილებს მიგზავნის, არამედ, რომ ეს ინფორმაცია არასდროს არ მძველდებოდა, რომ ის დაეხმარებოდა მათ შვილებს ან შვილიშვილებს. თუ კი ისააკ ნიუტონს ჰქონოდა ატვირთული YouTube-ზე ვიდეოები გამოთვლაზე მე არ მომიწევდა ამის კეთება. (სიცილი) თუ დავუშვებთ რომ ეს კაგრად გამოუვიდოდა. ჩვენ ეს არ ვიცით.
სხვა რამ რაც მოხდა - და თუნდაც ამ დონეზე, ვიფიქრე" კაი, ეს შეიძლება იყოს კარგი დამხმარე. ეს კარგია მოტივირებული მოსწავლეებისთვის. ეს შეიძლება კარგი მათთვის ვინც სახლში სწავლობს." მაგრამ არც კი ვიფიქრებდი, რომ ამას შეეძლო შეეღწია კლასში. მაგრამ შემდეგ დავიწყე წერილების მიღება მასწავლებლებისგან. და ისინი წერდნენ: "ჩვენ გამოვიყენეთ თქვენი ვიდეოები კლასში მეცადინეობისას. თქვენ კითხულობთ ლექციებს, ამიტომ ეხლა ჩვენ .." -- და ეს შეიძლება მოხდეს ხვალევე ამერიკის ყველა სკოლაში -- იმას ვაკეთებთ, რომ ვაძლევთ თქვენს ლექციებს საშინაო დავალებად, და რაც ადრე იყო საშინაო დავალება ეხლა კლასში ვაკეთბინებთ მოსწავლეებს."
და ეხლა მინდა ამაზე შევჩერდე -- (აპლოდისმენტები) მინდა შევჩერდე აქ ერთი წამით, იმიტომ, რომ რამდენი საინტერესო რამ არის. პირველი, როცა ეს მასწავლები აკეთებენ ამას, აქ არის ერთისმხრივ აშკარა სარგებელი -- სარგებლი, რომლითაც მათ მოსწავლეებს შეუძლიათ ისიამოვნონ როგორც ჩემი ბიძაშვილები. მათ შეუძლიათ დააპაუზონ, გაიმეორონ მათ საკუთარ ტემპში, როცა მათ მოუნდებათ. მაგრამ უფრო საინტერესოა, რომ -- და ეს თითქოს ალოგიკურია როცა საუბარი მიდის ტექნოგიის გამოყენებაზე კლასში -- კლასიდან სტანდარტული ლექციების მოხსნით და მოსწავლეებისთვის საშუალების მიცემით სახლში საკუთარ ტემპში ისწავლონ და შემდეგ როცა დავალებებს კლასში აკეთებენ, მასწავლებლების მეთვალყურეობით, თანატოლებთან აქტიური ინტერაქციის საშუალებით, ამ მასწავლებლებმა გამოიყენეს ტექნოლოგია საკლასო მეცადინეობის ჰუმანიზაციისთვის. მათ აიღეს პრინციპში ჰუმანიზმს მოკლებული პრაქტიკა -- 30 ბავშვი ჩუმად მჯდომიარე, ერთმანეთთან ურთიერქმედების უფლების გარეშე. მასწავლებელი, რაც არ უნდა კარგი იყოს, უნდა გასაგებად მოყვეს ყველა 30 ბავშვისთვის -- ცარიელი სახეები, ოდნავ ანტაგონისტური -- ეხლა კიდე ეს არის ადამინური გამოცდილება. ეხლა ისინი რეალურად ურთიერთქმედებენ.
ასერომ როცა ხან აკადემი დაარსდა-- მე დავტოვე სამსახური და ჩვენ ნამდვილ ორგანიზაციად გადავიქეცით -- არა კომერციულ ორგანიზაციად -- კითხვა შემდეგში, როგორ გადავიდეთ შემდეგ დონეზე? როგორ მივიყვანოთ ის რასაც ეს მასწავლებლები აკეთებენ ბუნებრივ დასკვნამდე? ეხლა რასაც გიჩვენებთ აქ არის ამოცანები რომლის წერაც დავიწყე ჩემი ბიძაშვილებისთვის. რომლითაც დავიწყე იყო უფრო მარტივი. ეს უფრო კომპეტენეტური ვერსიაა. მაგრამ პარადიგმა აქ არის - იქნება იმდენი კითხვა რამდენიც საჭიროა, რომ გაიგოთ ცნება, სანამ ზედიზედ 10 სწორ პასუხს არ გასცემთ. და ხან აკადემიის ვიდეოები აქვე არის. თქვენ იღებთ მინიშნებებს, ამოცანის ახნის ნაბიჯებს, თუ არ იცით როგორ ამოხსნათ ის. თუმცა პარადიგმა ერთი შეხედვით მარტივია: 10 სწორი პასუხი ზედიზედ და არგძეელბთ სვლას. მაგრამ ეს ფუნდამენტურად განსხვავდება იმასგან, თუ რა ხდება დღეს კლასებში.
ტრადიციულ კლასში იძლევა რამდენიმე საშინაო დავალება, დავალება, ლექცია, დავალება, ლექცია და მერე საბოლოო გამოცდა. და გამოცდის მერე, მიუხედავათ იმასა მიიღებთ 70%, 80% 90% თუ 95% კლასი გადადის შემდეგ თემაზე. და თუნდაც მოსწავლე 95%-თ, რა იყო ის ხუთი პროცენტი, რომიც მათ არ იცოდნენ? შესაძლოა მათ არ იცოდნენ რა ხდება როცა აგყავს რაღაც ნულოვან ხარისხში. და შემდგომ აგრძელებთ შემდეგი ცნების შესწავლას. ეს ანალოგიურია წარმოიდგინეთ რომ სწავლობთ ველოსიპედის ტარებას, და შესაძლოა დასაწყისში აგიხსნით თეორიას და შემდეგ ორი კვირით გაძლებთ ველოსიპედს. მერე ვბრუნდები ორი კვირის მერე და ვიძახი: "აბა, მოდი ვნახოთ. პრობლემები გაქვთ მარცხვნივ მოხვევის დროს. ვერ ამუხრუჭებთ. თქვენ ხართ ველოსიპედისტი 80 %-თ." და მე ვსვავ დიდ "სამიანს" თქვენს შუბლზე და შემდეგ ვიძახი: "აგერ ერთბორბლიანი ველოსიპედი." რაც არ უნდა სასცილოდ ჟღერდეს ეს, ზუსტად ეს ხდება ჩვენს კლასებში ახლა. ამის არსი ისაა, რომ როცა სწრაფად გადიხართ მასალას კარგი მოსწავლეებს მოულოდნელედ აქვთ ჩავარდნები ალგებრაში ან მოულოდნელად აქვთ ჩავარდნები გამოთვლაში. მიუხედავთ იმისა რომ ჭკვიანები არიან, მიუხედავთ კარგი მასწავლებლების ყოლისა. და როგორც წესი ეს იმისგამოა, რომ მათ აქვთ ეს ხვრელები, როგორც შვეიცარიულ ყველში, რომლებიც გამსჭვალავენ მათი ცოდნის საფუძველს. ასერომ, ჩვენი მოდელი არის - ისწავლე მათეამთიკა ისე როგოც სწავლობ ყველაფერ დანარჩენს, ისევე, როგორც ველოსიპედის ტარებას ისწავლიდი. იჯექი ველოსიპედზე. ჩამოვარდი ველოსიპედიდან. აკეთეს ეს მანამ სანამ ოსტატობას არ მიაღწევ. ტრადიციული მოდელი სჯის ექსპერიმენტირებისა და შეხდომებისთვის, მაგრამ ის არ მოელის ოსტატობის მიღწევას. ჩვენ მივესალმებით ექსპერიმენტირებას. ჩვენ მივესალმებით შეცდომებს. მაგრამ ჩვენ მოველით ოსტატობას.
ეს ერთ-ერთი ჩვენი მოდულებისგას. ეს ტრიგონომეტრიაა. ეს ფუნქციების გადაადგილება და არეკვლა. და ისინი ყველა ერგება ერთმანეთს. ეხლა ჩვენ გვაქ დაახლობით 90 ასეთი. და თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ეხლა საიტზე. ყველაფერი უფასოა. ჩვენ არ ვცდილობთ რაიმეს გაყიდვას. ძირითადი იდეა ის არის, რომ ეს ყველა ჯდება ამ ცოდნის რუკაში. ზედა კვანძი, ფაქტიურად არის ერთ ნიშნა რიცხვების მომეტება. როგორც ერთს პლიუს ერთი უდრის ორს. და პარადიგმა შემდეგში, როცა გექნება ზედიზედ 10 სწორი პასუხი ამაში თქვენ გადახვალთ უფრო რთულ მოდულზე და ა.შ. ასერომ თუ გაყვებით დაბლა ცოდნის რუკას, ჩვენ გადავალთ უფრო რთულ ამოცანებზე არითმეთიკაში. უფრო ქვევით შეგხვდებათ ალგებრის წინარე და ელემენტარული ამოცანები. უფრო ქვევით, ალგებრა ერთი, აგებრა ორი და მიხვალთ გამოთვლების წინარე ამოცანებამდე. იდეა შემდეგში, ასეთი მეთოდით შეგვიძლია ფაქტიურად ყველაფერი ვასწავლოთ -- ყველაფერი რაც შეიძლება ისწავლებოდეს ასეთ ფორმატში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ - და ეს არის რაზეც ჩვენ ვმუშაობთ - რომ ამ ცოდნის რუკაში შედის ლოგიკა, კომპიუტერული პროგრამირება, გრამატიკა, გენეტიკა და ეს ყველფერი დაფუძნებულია იდეაზე - თუ იცი ესა და ეს, ესე იგი მზად ხართ შემდეგი თემისთვის. ამან შეიძლება იმუშაოს ინდივიდუალურად სწავლისას და მე მოგიწოდებთ გააკეთეთოთ ეს თქვენ ბავშვებთან, მაგრამ აგრეთვე მოვუწოდებ ყველას აუდიტორიაში. ეს შეიტანს ცვლილებს საუბრებში სადილისას.
მაგრამ რისი გაკეთებაც გვინდა არის გამოყენება იმ ცვლილებები საკლასო მუშაობაში რაზეც მწერენ მასწავლებლები. და ეს რასაც გიჩვენებთ ეს არის მონაცემები საცდელი პროგრამიდან ლოს ალტოსის საოლქო სკოლაში, სადაც მათ აიღეს ორი მეხუთე და ორი მეშვიდე კლასები და ფაქტიურად გადაგდეს მათემათიკის ძველი კურიკულუმი. ეს ბავშვები არ იყენებენ სახემძღვანელოებს, მათ არ უკითხავენ ლექციებს მთელი კლასისთვის. ისინი მუშაობენ ხან აკადემიში, ისინი მუშაობენ ამ პროგრამით, სადღაც ნახევარ დროს მათემათიკის კლასში. და აქ მინდა სიცხადე შევიტანო - ჩვენ არ ვუყურებთ ამას, როგორც მათემათიკის დამთავრებულ კურსს. რას ეს შვრება -- და ეს ხდება ლოს ალტოსში -- ის ათავისუფლებს დროს. ეს არის ბერკეტბის და ბლოკების სისტემის მზგავსი, რომელიც ამოწმებს იცით თუ არა განტოლების ამოხსნა და ათავისულებს დროს მოდელირებისთვის, თამაშებისთვის, მექანიკისთვის, რობოტების გაკეთებისთვის, იმის გარკვევისთვის, თუ რამდენად ღრმად ერკვევით ამ თემაში.
პარადიგმა ასეთია - მასწავლებელი ყოვედღე ამოწმებს შედეგებს, ყველა ბავშვი თავის ტემპში მუშაობს -- და ფაქტიურად ეს არის რეალური მონაცემები ლოს ალტოსის საოლქო სკოლიდან -- და ისინი მუშაობენ ამ მონაცემებით. ყოველი რიგი - მოსწავლეა. ყოველი სვეტი - ერთ-ერთი თემა. მწვანე ნიშნავს მოსწავლე უკვე დაოსტატებულია. ლურჯი ნიშნავს მუშაობის პროცესშია -- ყველფერი რიგზეა. წითელი ნიშნავს, რომ გაიჭედა. და მასწავლებელი ფაქტიურად შემდეგს იძახის: "მოდი მივალ მაგ ბავშვებთან წითელი ფერით" ან უფრო უკეთესი "მოდი ავიღებ ბავშვებს მწვანე ფერით რომლებმაც უკვე აითვივსეს თემა იყვნენ წინა რიგებში და ფაქტიურად ასწავლონ თანატოლებს."
მე მიჩვეული ვარ ვიმსჯელო მონაცემებზე დაყრდნობით, ასე რომ ჩვენ არც გვინდა რომ მასწავლებელი მიდიოდეს და ერეოდეს და უსვავდეს ბავშვს უხერხულ კითხვებს: "აბა, რა ვერ გაიგე?" ან "რა გაიგე?" და მზგავსი. ჩვენი მიზანია - რეალუად აღვჭურვოთ მასწავლებელი რაც შეიძლება ბევრი მონაცემებით -- რეალური მონაცემებით, რომლებისც თითქმის ყველა სფეროში გამოიყენება, თუ თქვენ ხართ ფინანსების მართვაში ან მარკეტინგში ან წარმოებაში -- და მასწავლებლები შეძლებენ დაადგინო რა პრობლემები აქვთ მოსწავლეებს და გახადონ მათი ურთიერთქმედება მაქსიმალურად ეფექტური. ეხლა, მასწავლებლებმა ზუსტად იციან რას აკეთებენ მოსწავლეები, დღეში რამდენ ხანს აკათებენ ამას, რომელ ვიდეოებს უყურებენ, როდის დააპაუზეს ვიდეო, როდის დაამთავრეს ყურება, რომელ ამოცანებს აკეთებენ, რას აკცევენ ყურადღებას? გარეთა წრე გვიჩვენებს შესრულებულ დავალებებს. შიგნითა წრე - ნანახ ვიდეოებს. და მონაცემები ხდება უფრო კოკნრეტული ისე, რომ შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული ამოცანები რომლებიც სწორად ამოხსნა მოსწავლემ ან არა სწორად. წითელი სწორეა, ლურჯი არა სწორე. კითხვა მარცხენა ბოლოში არის პირველი რომელზეც უპასუხა მოსწავლემ. მათ უყურეს ვიდეოს მაგ ადგილას. და თქვენ ხედავთ, საბოლოოდ, მათ შეძლეს ზედიზედ 10-ს მიღება. ფაქტურად თქვენ ხედავ თუ როგორ დაისწავლეთ მათ ამ ბოლო 10 ამოცანის დროს. მათ ასავე სისწრაფეს მოუმატეს. სიმაღლე გვიჩვენებს, რამდენი დრო დასჭირდათ.
ასე რომ, როცა ლაპარკობთ სწავლის ტემპის დამოუკიდებლად დადგენაზე, ეს გასაგებია ყველასათვის -- განათლების კონტექსტში, დიფერენცირებული სწავლება -- მაგრამ უცნაურია ხედავდე ამას კლასში. რადგან ყოველთვის როცა ვაკეთებთ ამას, ყველა კლასში სადაც ეს გავაკეთეთ, ისევ და ისევთ, თუ თვალყურს მიადევნებთ 5 დღის განმავლობაში, შეამჩნევთ ბავშვების ჯგუფს ვინც წინ უსწრებს დანარჩენებს და ბავშვებს ვინც ცოტათი ჩამორჩება. ტრადიციულ მოდელში, შეფასების გაკეთებისას, იტყოდით:" ესენი არიან ნიჭიერი ბავშვები და ესენი ჩამორჩებიან. ალბათ სხვა მეთოდიკა სჭირდებათ. ალბათ სხვა კლასში უნდა დავსვათ." მაგრამ როცა მოსწავლეებს აძლევთ საშუალებას საკუთარ ტემპში იმუშაონ -- და ამას ჩვენ ვხედავ ისევ და ისევ -- თქვენ ხედავთ მოსწავლეებს ვისაც დასჭირდა ცოტა მეტი დრო ამა თუ იმ თემისთვის, მაგრამ როგორც კი გაერკვევიან ამ თემაში, ისი უცებ წინ ხვდებიან. და იგივე ბავშვები რომლებზეც 6 კვირის წინ იფიქრებდით რომ ჩამორჩებიან, ეხლა იფიქრებთ რომ ნიჭიერები არიან. და ამას ჩვენ ვხედავთ ისევ და ისევ. რაც ყველას გვაფიქრებს რამდენმა ჩვენგანმა მიიღო სარგებელი დადებითი შეფასებისგან, რომელიც შემთხვევითი დამთხვევის შედეგია.
ეხლა, რაც არ უნდა ღირებული იყოს ეს ისეთ ოლქში, როგორც ლოს ალტოსია ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ტექნოლოგია განათლების ჰუმანიზაციისთვის, არა მხოლოდ ლოს ალტოსში, არამედ მსოფლიო დონეზე. და ეს წინ წევს საინტერესო აზრს. ბევრი ძლისხმევა კლასის ჰუმანიზაციისთვის მიმართული მოსწავლე-მასწავლებელის თანაფარდობაზე. ჩვენი აზრით, რელევანტური მაჩვენებელია მოსწავლე-სასრგებლო დრო მასწავლებელთან ურთიერთობის თანაფარდობა. ტრადიციულ მოდელში, მასწავლებელი უმეტეს დროს ატარებს ლექციებში, შეფასებაში და ა.შ. ალბათ მათი დროის მხოლოდ 5%-ა მოსწალესთან გვერდით ჯდომა და ფაქტიურად მათთან მუშაობა. ეხლა დროის მთელი 100% არის ამისთვის. გავიმეორებ - ტექნოლოგიის გამოყენებით, ხდება არა მხოლოდ კლასში მეცადინეობის გარდაქმნა არამედ პროცესის ჰუმანიზაცია, ხუთჯერ და თუნდაც ათჯერ უფრო მეტად.
და რამდენადაც ეს ღირებულია ლოს ალტოსში, წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ზრდასრულისთვის ვისაც სრცხვენია დაბრუნდეს სკოლაში და ის ისწავლოს რაც მანამდე უნდა ესწავლათ, სანამ კოლეჯში ჩააბარებენ. წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ქუჩის ბავშვისთვის კალკუტაში რომელიც იძულებულია დღის განმავლობაში თავის ოჯახს ეხმარებოდეს და ეს არის მიზეზი რის გამოც მას არ შეუძლია სკოლაში სიარული. ეხლა მათ შეუძლიათ დახარჯონ ორი საათი დღეში რომ წამოიწიონ ან გარკვეულ დონეს მიაღწიონ და თავი უხერხულად არ იგრძნონ იმისგამო რა იციან ან არ იციან. ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდება როცა ჩვენ ვლაპარაკობდით თანატოლებზე რომლებიც ასწავლიან ერთმანეთს კლასში. მაგრამ ეს ყველფერი ერთიანი სისტემაა. ვერ ვხედავ მიზეზს რატომ არ შეიძლება თანატოლების სწავლების მეთოდი კლასის გარეთაც ხდებოდეს. წარმოიდგენთ რა მოხდება, თუ ეს მოსწავლე კალკუტიდან ერთდღეს თქვენს ბიჭს ასწავლის, ან თქვენ ბიჭს შეუძლია ასწავლოს ბავშვი კალკუტაში? და ვფიქრობ რაც თქვენ გექმნებათ წარმოდგენაში არის გლობალური საკლასო ოთახი მთელი მსოფლიოსთვის. და პრინციპში ეგ არის რისი შექმნაც გვინდა.
ბილ გეიტსი: როგორც ვნახე სისტემაში გაქვთ ჩართული მოტივაციის და უკუკავშირის კომპონენტები -- ენერგიის ქულები, დამსახურების ნიშნები. მომიყევით რას ნიშნავს ეს.
სხ: კი. ჩვენ გვყავს შესანიშნავი გუნდი რომელიც მუშაობს ამაზე. აქ მინდა სიცხადე შემოვიტანო, მარტო მე არ ვარ ვინც ამას აკეთებს. მე ისევ ვაკეთებ ვიდეოებს, მაგრამ ჩვენ გვაქ მაგარი გუნდი რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. კი, ჩვენ ჩავდეთ ბევრი თამაშის კომპონენტი ამაში შეგიძლიათ მიიღოთ ნიშნები ჩვენ ასევე ვაპირებთ ლიდერების ჯგუფების დადგენას ამა თუ იმ სფეროში. ეს საკმაოდ საინტერესოა. ნიშნების სახელები ან ქულების რაოდენობა რომელსაც იღებ რაღაცის გაკეთებისთვის, შეგვიძლია ვნახოთ მთელი სისტემის ბაზაზე. სიტყვაზე, ათი ათასობით მეხუთე ან მეექვსე კლასელი მუშობს ერთი ან მეორე მიმართულებით, იქიდან გამომდინარე თუ როგორ ნიშანს აძლევ.
ბგ: და თანმშრომლობა ლოს ალტოსთან, როგორ დაიწყო ეს?
სხ: ლოს ალტოსთან მოხდა საოცარი რამ. გავიმეორებ, მე არ მოველოდი ამის კლასში გამოყენებას. ერთ-ერთი მათი ადმინისტრაციიდან მოვიდა და მკითხა? "რას იზამდით, რომ კლასში კარტ-ბლანში გქონოდათ?" და მე ვუთხარი:"ნუ, ვფიქრობ, ყველას მივცემდი საშუალებას საკუთარ ტემპში იმუშაოს და თვალყურეს მოვადევნებდი მონაცემებს." მათ მითხრეს:"ნუ, ეს საკმაოდ რადიკალურია. დაფიქრება გვჭირდება ამაზე ." და მე და დანარჩენი გუნდი ვფიქრობდი: "ამაზე არასოდეს არ წამოვლენ." მაგრამ ზუსტად მეორე დღეს გვიპასუხეს:"თუ შეგიძლიათ 2 კვირაში რომ დაიწყოთ?"
ბგ: ანუ ეხლა ეს მეხუთე კლასებში მუშაობს?
სხ: ჩვენ გვაქ ორი მეხუთე და ორი მეშვიდე კლასები. ჩვენ ვმუშაობთ მათთან ოლქის დონეზე. ვფიქრობ ოლქს მოსწონს, რომ შეუძლია თვალყური ადევნონ ბავშვების სწავლის პროცესს. ამას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სკოლაში. ისიც გვინახავს, რომ ზოგიერთი ბავშვი შობაზეც მუშაობდა ამაში. და ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ყველაფერს. მათ შეუძლით თვალყური ადევნონ სწავლების პროცესს მთელ ოლქში. ისიც რასაც მოსწავლე აკათებს ზაფხულის განმავლობაში, ერთი მასწავლებლიდან მეორესთან გადასვლისას მონაცემების უწყვეტობის დახმარებით თუნდაც ეს შეუძლიათ ნახონ ოლქის დონეზე.
ბგ: ანუ ზოგიერთი რაც ვნახეთ მასწავლებლებისთვისაა რომ შევიდნენ და ფაქტიურად ნახონ როგორ მუშაობენ ბავშვები. და თქვენ იღებთ უკუკავშირს მასწავლებლებისგან რომ ნახოთ, როგორ ესმით ეს მათ?
სხ: კი, რა თქმა უნდა. ამ სქემების უმეტესობა მათ მიერაა შემუშავებული. ჩვენ გავაკეთეთ რამოდენიმე მოსწავლეებისთვის ,რომ მათ შეეძლოთ საკუთარი მონაცემების ნახვა, მაგრამ შემუშავების დროს ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქ თავად მასწავლებლებთან. და ისინი ფაქტიურად იძახიან: "იცი, ეს კარგია მაგრამ ..." როგორც ეგ ყურადღების გრაფიკი, ბევრმა მასაწვლებელმა თქვა, "მგონია, თითქოს ბევრი მოსწავლე დახტის აქეთ იქით და არ ჩერდება ერთ თემაზე." ამიტომ გრაფიკის სახე მივეცით ყურადრების მონაცემებს. ასე რომ ამაზე მასწავლებლებმა დაგვაფიქრეს. საერთოდ ეს ძალიან საინტერესოა.
ბგ: მზად ხართ მეტისთვის? თქვენი აზრით უნდა სცადონ მეტმა კლასებმა ეს სისტემა შემდეგ სასწავლო წელს?
სხ: კი, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ უკვე გვყავს მილიონი ადამინი საიტზე, ასე რომ ერთ-ორ მილიონს კიდე მოვუვლით. (სიცილი) ვერ ვხედავ მიზესს, რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს ხვალ ამერიკის ყველა სკოლაში.
ბგ: და თქვენი სწავლების ხედვა. იდეა შემდეგში, თუ მიძნელდება თემის გაგება, როგორღაც იქვე მომხმარებლის გვერდზე ვიპოვი ხალხს ვინც მოხალისეა, ამბათ ვნახო მათი რეპუტაცია და შევძლებ დავგეგმო მათთან დაკავშირება?
ახ: აბლოსუტურად. და ეს არის რასაც ვურჩევ ყველას ამ აუდიტორიაში. თქვენ შეგიძლიათ ეხლავე შეხვიდეთ სისტემაში მასწავლებლის სახით და ფაქტიურად გახდეთ მწვრთნელი თქვენი შვილების, ან ძმისშვილების, ან ბიძაშვილებისთვის, ან ბავშვებისთვის ბიჭების და გოგონების კლუბიდან. კი, თქვენ ახლავე შეგიძლით დაიწყოთ დამრიგებლად, მასწავლებლად გახდომა. კი, აქ ყველაფერია ამისთვის.
ბგ: ეს ნამდვილად საოცრებაა. ვფიქრობ თქვენ ახლა თვალი შეავლეთ მომავლის განათლბას. გმადლობთ. (სხ: გმადლობთ.)
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation, or join one of these:
სალმან ხანი საუბრობს იმაზე თუ როგორ და რატომ შექმნა შესანიშნავი Khan Academy. დიდი ყურადღებით სისტემატიზირებული ვიდეო გაკვეთილების სერიები, რომლებიც ფარავენ მათემათიკის მთელ სასწავლო პროგრამას, და ეხლა უკვე, სხვა საგნებსაც. ის გვიჩვენებს ინტერაქტიული დავალებების უპირატესობას და მოუწოდებს მასწავლებლებს განიხილონ ტრადიციული სწავლების "გადატრიალებული" მოდელი - მისცენ ვიდეო გაკვეთილები სახლში საყურებლად და "საშინაო დავალება" კლასში გააკეთონ, საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლის დახმარებით.
In 2004, Salman Khan, a hedge fund analyst, began posting math tutorials on YouTube. Six years later, he has posted more than 2.000 tutorials, which are viewed nearly 100,000 times around the world each day. Full bio »
Translated into Georgian by Razmik Badalyan
Reviewed by Michael Kaulashvili
Comments? Please email the translators above.
05:28 Posted: Apr 2012
Views 420,617 | Comments 165
02:58 Posted: Jun 2009
Views 1,113,142 | Comments 311
06:02 Posted: Apr 2012
Views 260,338 | Comments 67
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.