თქვენ ყველამ იცით იმ ჭეშმარიტების შესახებ, რაზეც უნდა გესაუბროთ. ვგონებ, ის ფაქტი, რომ უთანასწორობა საზოგადოებას ვნებს და უთანხმოებას აჩენს საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ არსებობს. ერთადერთი რაც შეიცვალა, არის ის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ფაქტებს, შევადაროთ საზოგადოებები, ასე თუ ისე თანასწორი საზოგადოებები და დავინახოთ, რას იწვევს უთანასწორობა. მე წარმოგიდგენთ მონაცემებს და შემდგომ ავხსნი, რატომ არსებობს ის კავშირები, რომლებზეც მე მიგითითებთ.
მაგრამ ჯერ დავაკვირდეთ რამდენად საბრალონი ვართ. (სიცილი) მე სურს, პარადოქსით დავიწყო. ამ ცხრილზე ჩანს სიცოცხლის ხანგრძლივობა მთლიან ეროვნულ შემოსავალთან მიმართებით -- თუ, რამდენად მდიდრები არიან ქვეყნები საშუალოდ და თქვენ ხედავთ ქვეყნებს მარცხენა მხარეს ნორვეგიას, აშშ-ს, რომლებიც საბერძნეთზე, პორტუგალიაზე ორჯერ მდიდარი ქვეყნებია. და ეს მათ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საერთოდ არ აისახება. არ არსებობს რაიმე მიმართება მათ შორის, მაგრამ თუ დავაკვირდებით საზოგადოებებს შიგნით არსებულ სხვაობებს, შევამჩნევთ განსაკუთრებულ სოციალურ განსხავებებს, რომლებიც მჟღავნდება საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობაში აი, გიჩვენებთ სიცოხლის ხანგრძლივობის მონაცემებს,
ეს არის ინგლისისა და უელსის მცირე ნაწილი--- უღარიბესი ნაწილი მარჯვნივ, უმდიდრესი კი მარცხნივ. ძალიან დიდი განსხვავებაა ღარიბებსა და ჩვენს შორის. ზედა ფენაზე ოდნავ ქვევით მყოფთაც კი ნაკლებად კარგი ჯანმრთელობა აქვთ ვიდრე მათ, ვინც ზედა ფენას ეკუთვნის. ე.ი. შემოსავალი დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების შიგნით, და უმნიშვნელო რჩება საზოგადოებებს შორის მიმართებაში ეს პარადოქსი იმით აიხსნება, რომ ჩვენს საზოგადოებებს შიგნით ჩვენ ფარდოფითი შემოსავალი გვაინტერესებს ან სოციალური მდგომარეობა, სტატუსი-- რა ადგილი გვიკავია სხვებთან მიმართებით და ჩვენს შორის რამხელა სივრცეა. მიხვდებით თუ არა ამას, იკითხავთ: რა მოხდება, თუ ჩვენ ამ განსხვავებას გავზრდით ან შევამცირებთ, შემოსავლებს შორის სხვაობას გავზრდით ან დავაპატარავებთ?
სწორედ ამას გაჩვენებთ ეხლა. მე არანაირ ჰიპოთეტურ ინფორმაციას არ ვიყენებ. მე მომაქვს გაეროს მონაცემები -- იგივე მონაცემებს ფლობს მსოფლიო ბანკიც -- განვითარებული მდიდარი საბაზრო ეკონომიკის დემოკრატიების შემოსავლებთან დაკავშირებით. საზომი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ მარტივი გასაგებია და თქვენც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ. გვიჩვენებს, რამდენად მდიდარია ზედა 20 პროცენტი მოსახლეობა ქვედა(ღარიბ) 20 პროცენზე თითოეულ ქვეყანაში. თქვენ ხედავთ, რომ შედარებით თანასწორ ქვეყნებში - მარცხნივ იაპონია, ფინეთი, ნორვეგია, შევედეთი - ზედა 20 პროცენტი სამნახევარჯერ მდიდარია ქვედა 20 პროცენტზე. მაგრამ უფრო სოციალურად უთანასწორო გარემოში დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, აშშ, სინგაპური სხვაობა ორჯერ დიდია. იგივე საზომით, ჩვენ ორჯერ უფრო უთანაწორო საზოგადეობა გვაქვს ვიდრე სხვა წარმატებულ საბაზრო დემოკრატიებს.
ახალა გაჩვენებთ რა გავლენა აქვს ამას ჩვენს საზოგადოებაზე. ჩვენ შევაგროვეთ მონაცემები იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც უფრო ფართოდ გვხვდება საზოგადოების ქვედა ფენაში. საერთაშორისო მონაცემები სიცოცხლის განხგრძლივობაზე, ბავშვთა მათემატიკისა და წერა-კითხვის ქულებზე ჩვილ ბავშვთა სიკვიდლიანობისა და მკვლელობის დონეზე, პატიმარი მოსახლეობის წილზე, ახალგაზრდების ორსულებაზე, ნდობის დონეზე, სიმსუქნეზე, ფსიქიურ დაავადებებზე --- რომლებიც სტანდარტული დიაგნოსტიკური კლასიფიკაციით გულისხმობს ნარკომანიასა და ალკოჰილიზმს, და სოციალურ მობილობაზე. ყოველივეს ერთი ინდექსი მივანიჭეთ. ყველა მონაცემი თანასწორადაა შეწონილი - გამოყვანილია ქვეყნის საშუალო ქულა ამ საკითებში. და აი, თქვენ ხედავთ რა მიმართებაა უთანასწორობის საზომთან, რომელიც მე ახლახანს გაჩვენეთ. და მე კიდევ ხშირად მოვიყვან ამ ინფორმაციას. შედარებით უფრო უთანასწორო ქვეყნებში სიტუაცია უარესია ყველა ამ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით. საგრძნობლად დიდია თანაფარდობა. მაგრამ თუკი იგივე ინდექსს ავიღებთ ჯანმრთელობასა და სოციალურ პრობელემებთან დაკავშირებით ერთ სულ მოსახლეზე, მთლიან ეროვნულ პროდუქტთან მიმართებით, აქ კავშირი არ არსებობს, აღარანაირი თანაფარდობა არ გვაქვს.
ჩვენ ოდნავ გვაღელვებდა, რომ ხალხი იფიქრებდა, ჩვენ პრობლემებს ჩვენი მოსაზრების დასასაბუთებლად ვარჩევდით, უბრალოდ ვქმნიდით სამხილებს -- ამის გამო, ჩვენ UNICEF-ის ბავშვის კეთიდლღეობის ინდექსთან დაკავშირებით ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში ნაშრომიც ვიკვლიეთ. ეს ინდექსი სხვადასხვა ხალხის მიერ მოყვანილი 40 სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგებოდა. ეს გულისხმობდა - შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მშობლებთან ურთიერთობა, აქვთ თუ არა მათ სახლში წიგნები, როგორია იმუნიზაციის დონე, აქვთ თუ არა ჩხუბები სკოლაში. ყველაფერს მოიცავდა. აი, რა მიმართებაშია ის იგივე უთანასწორობის საზომთან. ბავშვები უარასედ არიან უთანასწორო საზოგადოებებში. თანაფარდობა შესამჩნევად მაღალია. მაგრამ, კიდევ ერთხელ, თუ დააკვირდებით ბავშვის კეთილდღეობის საზომს ერთ სულ მოსახლეზე ეროვნულ შემოსავალთან მიმართებით, ვერანაირ დამოკიდებულებას ვერ იპოვით. არანაირი მიმართება არ არსებობს.
რა მონაცემებიც მე აქამდე წარმოგიდგინეთ, იგივეს ადასტურებს. ჩვენი საზოგადოებების საშუალო კეთილდღეობა აღარ არის დამოკიდებული ეროვნულ შემოსავალზე და ეკონომიკურ ზრდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უფრო ღარიბ ქვეყნებში, მაგრამ არა მდიდარ, განვითარებულ სამყაროში. მაგრამ ჩვენს შორის განსხვავებები და ის, თუ სად ვართ ერთმანეთთან მიმართებით, დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ჩვენი ინდექსის გარკვეულ ნაწილებს წარმოგიდგენთ. მაგალითად, ნდობა. ეს არის უბრალოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ეთანხმება, რომ ხალხს შეგვიძლია ვენდოთ. ეს "მსოფლიოს ღირებულებათა კვევის" მონაცემებია. შედარებით უთანასწორო ნაწილში მოსახლეობის 15%-ია ვინც თვლის, რომ მათ სხვების ნდობა შეუძლიათ. მაგრამ უფრო თანასწორ საზოგადოებებში, ეს მაჩვენებელი 60-დან 65 პროცენტამდე იზრდება. და თუ დააკვირდებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხს, ან სოციალურ კაპიტალს, ძალიან მსგავსი მაჩვენებლებია უთანასწორობასთან მიმართებით.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს სამუშაო 2-ჯერ შევასრულეთ. პირველად მდიდარ, განვითარებად ქვეყნებზე, და შემდეგ ცალცალკე ტესტად გავიმეორეთ ყველაფერი ამერიკის 50 შტატში -- ვსვამდით ერთსა და იმავე კითხვას: შედარებით უთანასწორო შტატები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან მოცემული საზომების მიხედვით? აქ არის ნდობის მაჩვენებელი ფედერალური მთავრობის სოციალური კვლევის მიხედვით უთანასწორობასთან მიმართებით. ძალიან მსგავსი გაბნებვაა ნდობის ხარისხის დიაპაზონში. იგივე რამ ხდება. ძირითადად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება ნდობას საერთაშორისო დონეზე, უკავშირდება ნდობას 50 შტატს შორის - ჩვენ უბრალო დამთხვევაზე არ ვსაუბრობთ.
ეს ფსიქიკური დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემთხევით შერჩევაზე ერთი და იგივე დიაგნოსტიკური გამოკითხვების გამოყენებით ეს მონაცემები შეაგროვა. და მოგვცა საშუალება შეგვედარებინა მენტალური დაავადების დონე თითოეულ საზოგადოებაში. ეს მოსახლეობის ის პროცენტია, რომელსაც გასული წლის განმავლობაში რაიმე მენტალური დაავადება აღენიშნებოდა. რაც 8 პროცენტიდან სამჯერ უფრი დიდ მაჩვენებლამდე ადის -- გვაჩვენებს მთელს საზოგადოებებს, სადაც მენტალური დაავადებები სამჯერ ხშირია სხვებთან შედარებით. და კვლავაც დიდი კავშირი გვაქვს უთანასწორობასთან.
ეს ძალადობაა. ეს წითელი წერტილები ამერიკის შტატებია, და ლურჯი სამკუთხედები კანადის პროვინციებია. მაგრამ შეხედეთ განსხვავების მასშტაბებს. 15 მკვლევლობიდან 150-მდე ავდივართ. ეს არის პატიმართა წილი მთლიან მოსახლეობაში. დაახლოებით ათმაგი განსხვავებაა 40-დან 400-მდე ადის პატიმართა მოსახლეობა. ეს დამოკიდებულება არ არის დანაშაულის ზრდით განპირობებული. ზოგ შემთხევევებში ეს ასეა. მაგრამ ძირითადად ეს გაძლიერებულ სადამსჯელო ნორმებს ეხება, უფრო მკაცრ სასჯელებს. და უფრო უთანასწორო საზოგადოებები ინარჩუნებენ სიკვდილით დასჯას. აქ ჩანს ბავშვები, რომლებიც სკოლიდან გამოდიან. კვლავაც დიდი განსხვავებაა. საოცრად საზიანო, თუ მოსახლეობის ნიჭის გამოყენებაზე ვსაუბრობთ.
ეს სოციალური მობილობაა. ეს არის მობილობის დონე, შემოსავლებთან მიმართებაში, რომელიც გვეკითხება: ყავთ თუ არა მდიდარ მამებს მდიდარი შვილები და ღარიბ მამებს ღარიბი შვილები? თუ საერთოდ არ არის დამოკიდებულება მათ შორის? უფრო უთანასწორო საზოგადოებებში მამების შემოსავალი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - დიდ ბირტანეთში, აშშ-ში. და სკანდინავიის ქვეყნებში, მამების შემოსავალი ნაკლებად მნიშვნელოვანია. და უფრო ხშირია სოციალური მობილობა. და როგორც ამბობენ - და მე ვიცი ბევრი ამერიკელია აუდიტორიაში - თუ ამერიკელებს სურთ იცხოვრონ "ამერიკული ოცნებით", ისინი დანიაში უნდა გადასახლდნენ.
რამდენიმე რამ გამოვყავი თქვენთვის. შემეძლო ბევრი სხვა პრობლემა მომეყვანა. ეს ყველა ის პრობლემებია, რომლებიც ხშირად გვხვდება ქვედა ფენებში. მაგრამ უამრავი პრობლემაა სხვადასხვა შრეებში, რომლებიც უარესია უთანასწორო ქვეყნებში - არა უბრალოდ უარესი, არამედ ორჯერ და 10-ჯერ უარესი. იფიქრეთ დანახარჯებზე, მის ადამიანურ საფასურზე.
უკვე მოყვანილ გრაფიკს მინდა დავუბრუნდე, სადაც ყველაფერს მოვუყარეთ თავი, ორ დასკვნას გავაკეთებ. ერთი, რომ გრაფიკიდან გრაფიკამდე იკვეთება, რომ ქვეყნები, რომლებსაც უარესი მდგომარეობა ახასიათებთ - უთანასწოროა. და ისინი, რომლებსაც უკეთესად ვახასიათებთ - არის სკანდინავიური ქვეყნები და იაპონია, სჩანს, რომ საქმე გვაქვს უთანასწორობასთან დაკავშირებულ საერთო სოციალურ დისფუნქციასთან. არა მარტო ერთი და ორი რამ შავდება, არამედ საკითხთა უმრავლესობა.
კიდევ ერთი შენიშვნა ამ გრაფიკთან დაკავშირებით არის, რომ თუ ქვევით დავაკვირდებით, შვედეთი და იაპონია - ისინი ძალიან განსხვავებული ქვეყნებია ყოველ მხრივ. ქალთა პოზიცია, რამდენად ახლოს არიან ისინი ოჯახურ ბირთვთან, სავსებით განსხვავებულია მდიდარი განვითარებული ქვეყნების პირობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმაში, თუ როგორ აღწევენ მაღალი დონის თანასწორობას. შვედეთში დიდი სხვაობაა შემოსავლებს შორის. სხვაობას ბეგარით ამცირებენ. როგორც ზოგადად კეთილდღეობის სახელმწიფოში, გულუხვი დახმარებების გზებით და ა.შ. იაპონია ბევრად განსხვავბულია ამ მხრივ. აქ ბევრად ნაკლებია სხვაობა შემოსავლებს შორის. გაცილებით დაბალი ბეგარაცაა. კეთილდღეობის სახელმწიფო ბევრად მცირეა ამერიკის შტატების ანალიზისას მსგავს კონტრასტს ვაწყდებით. არსებობს ქვეყნები, რომლებიც გადანაწილებით იგებენ, და ქვეყნები, სადაც იმით იგებენ, რომ შემოსავლებს შორის მცირე სხვაობას ინარჩუნებენ. აქედან ვასკვნით, რომ დიდად არ აქვს მნიშვნელობა რა გზით აღწევ თანასწორობას, მთავარია შედეგამდე მისვლა.
მე არ ვსაუბრობ სრულ თანასწორობაზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რაც ხდება მდიდარ საბაზრო დემოკრატიებში. კიდევ ერთი მართლაც საოცარი ფაქტია, რომ არა მხოლოდ ღარიბები ზარალდებიან უთანასწორობით. არის რაღაც სიმართლე ჯონ დონსის "არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული". ბევრ კვლევაში შეგვიძლია შევადაროთ, როგორ იქცევინ ადამიანები შედარებით თანასწორ თუ უთანასწორო ქვეყნებში, იერარქიის თითოეულ საფეხურზე. აი ერთი მაგალითი. ეს არის ჩვილთა სიკვდილინობა. რამდენიმე შვედმა გამოიკვლია ჩვილთა სიკვდილიანობა ბრიტანული სოციოეკონომიკური კლასიფიკაციის მეთოდით. ანაქრონულად დალაგებულია - კლასიფიცირებულია მამების პროფესიის მიხედვით, მარტოხელა მშობლები დამოუკიდებლად არის განხილული. და სადაც "დაბალი სოციალური კლასი” წერია უკვალიფიკაციო ხელობის მცდონენი იგულისხმება. შუაში კვალიფიციური ხელობის მცოდნეა, შემდეგ უმცროსი ხელობის მცოდნე, და ასე გრძელდება პროფესიონალამდე - ექიმამდე, იურისტამდე, დიდი კომპანიის დირექტორებამდე.
თქვენ ხედავთ, რომ შვედეთი უფრო კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ბრიტანეთი მთელს სოციალურ იერარქიაში. ყველაზე დიდი სხვაობა საზოგადოების ქვედა ფენაში შეინიშნება, მაგრამ ზედა ფენაშიც კი ნაკლები სარგებელი ჩანს, როდესაც უთანასწორო საზოგადოებაში იმყოფები. ეს ჩანს 5 სხვადასხვა მონაცემში, რომელიც ეხება საგანმანათლებლო სისტემას და ჯანმრთელობას აშშ-ში და საერთაშორისო დონეზე. ეს საერთო სურათია - უფრო დიდი დონის უთანასწორორბა დიდ სხვაობებს ქვედა ფენაში წარმოქმნის. და მცირე სარგებელი მოაქვს ზედა ფენაში.
მე რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ამის ასახსნელად. ვგონებ, მე ვსაუბრობ უთანასაწორობის ფსიქოსოციალურ ეფექტებზე. მეტი კავშირია უფროს-უმცროსობის აღქმასთან, იმასთან, ხარ თუ არა დაფასებული, ან გცემენ თუ არა პატივს. შესაბამისად, სოციალურ სტატუსთან დაკავშირებული გრძნობები აღძრავს მომხმარებლურ დამოკიდებულებას ჩვენს საზოგადოებაში. ეს ასევე იწვევს უსაფრთხოების განცდას. მეტად გვაღელვებს, თუ როგორ გვიყურებენ და გვსჯიან, გვთვლიან თუ არა მიმზიდველებად, ჭკვიანებად, და მისთ. საზოგადოების შეფასებაზე დამოკიდებული გადაწყვეტილებები იზრდება, იზრდება შიში ამგვარად განსჯისა.
საინტერესოა ფაქტი - სოციალურ ფსიქოლოგში პარალელურად ტარდებოდა კვლევა: ადამიანების ჯგუფმა შეისწავლა 208 შემთხვევა, სადაც მოხალისეები ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში მოიხმეს. გაუზომეს სტრესის ჰორმონები, მათი რეაქცია სტრესული დავალებების შესრულებისას. საბოლოოდ, მათ აინტერესებდათ ენახათ, როგორი სტრესული შემთხვევების დროს იზრდებოდა კორტიზოლის დონე ყველაზე ხშირად - დონე მთავარი სტრესის ჰორმონისა. დასკვნა იყო, რომ იმ მომენტებში, როდესაც დავალება საზოგადოებისაგან განსჯის საფრთხეს შეიცავდა. საფრთხეს უქმნიდა თვით-შეფასებას და სოციალურ სტატუსს. გულისხმობდა შემთხვევებს, როდესაც ურაყოფითად განგსჯიდნენ. მსგავსი ტიპის სტრესს განსაკუთრებული ეფექტი აქვს სტრესის ფსიქოლოგიაზე.
ჩვენ გაგვაკრიტიკეს. - რა თქმა უნდა არსებობს ხალხი, ვისაც ეს არ მოსწონს და ხალხი, ვისაც ეს აოცებს. მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ, როდესაც ხალხი გვადანაშაულებს მონაცემების თვითნებურად შერჩევაში - ცდებიან. ჩვენ გვაქვს წესი - როდესაც წყარო გვაწვდის მონაცემს ერთი ქვეყნის შესახებ, ჩვენ მას ვაანალიზებთ. ჩვენი წყარო განსაზღვრავს, არის მონაცემი სანდო, თუ არა და არა ჩვენ. სხვა შემთხვევაში მიკერძოებასთან გვექნებოდა საქმე.
რა შეგვიძლია ვთქვათ სხვა ქვეყნებზე? 200-მდე კვლევა არსებობს აკადემიურ ჟურნალებში ჯანმრთელობის შემოსავალთან და თანასწორობასთან დამოკიდებულების სასწავლად. ეს კვლევები მხოლოდ ამ ქვეყნებს არ ეხება, და ამჟღავნებს ერთსა და იმავე ტენდენციას. იგივე ქვეყნები, იგივე დონის უთანასწორობა, პრობლემას პრობლემა მოსდევს. რატომ არ შემოგვყავს სხვა ფაქტორები? ჩვენ გაჩვენეთ, რომ ეეპ ერთ სულ მოსახლეზე არანაირ გავლენას არ ახდენს. რა თქმა უნდა სხვებს, ვისაც უფრო სრულყოფილი მეთოდები გამოუყნებია ჰქონიათ კონტროლი სიღარიბესა და განათლებაზე, და ა.შ.
რა შეგვიძლია ვთქვათ მიზეზ-შედეგობრიობაზე? თანაფარდობა თავისთავად არ ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრიობას. ჩვენ დიდ დროს ვხარჯავთ. მართლაც, ხალხმა იცის ამ შემთხვევებში მიზეზ-შედეგობრიობის შესახებ. ჩვენს ცნობიერებაში ცვლილებაა საჭირო, რომ მივხვდეთ მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, განვითარებულ ქვეყანაში, მხოლოდ იმუნური და კარდიოვასკულარული სისტემა არ განსაზღვრავს, მასზე სოციალური სტერესებიც მოქმედებს. მაგალითად, ამბობენ, რომ მიზეზი თუ რატომ არის ძალადობა უფრო ხშირი უთანასწორო საზოგადოებებში, არის ის, რომ ხალხი ვერ იტანს, როდესაც ზევიდან უყურებენ.
ეს რომ მოვაგვაროთ, საჭიროა, გავუმკლვდეთ პოსტ და პრე დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. უნდა შევზღუდოთ შემოსავალი, განსაკუთრებით, ზედმეტი შემოსვლების კულტურა. ვგონებ, ჩვენი უფროსები სკუთარ თანამშრომლებთან ანგარიშვალდებულები უნდა გავხადოთ, ყველანაირად, როგორც კი შეგვიძლია. სახლში წასაღები მესიჯი შეიძლება იყოს, - რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება ჩვენს შემოსავლებს შორის სხვაობის შემცირებით. უცებ ჩვენს ხელთაა მთელი საზოგადოების ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა, ეს აღმაფრთოვანებელია.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ინსტინქტურად ვგრძნობთ, რომ იმ საზოგადოების ბედი, სადაც უთანასწორობაა, ცუდად წარიმართება. რიჩარდ უილკინსონს მოჰყავს ფაქტები მწვავე ეკონომიკური უთანასწორობის დასახატად. ის მიგვითითებს იმაზე თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მდიდრები და ღარიებები ერთმანეთისაგან ძალინ შორი-შორს დგანან: რა გავლენა აქვს ამას ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, როგორიცაა ნდობა.
In "The Spirit Level," Richard Wilkinson charts data that proves societies that are more equal are healthier, happier societies. Full bio »
Translated into Georgian by Tamar Chubabria
Reviewed by meri togonidze
Comments? Please email the translators above.
09:15 Posted: Mar 2011
Views 1,205,115 | Comments 235
16:49 Posted: Aug 2010
Views 709,216 | Comments 381
17:56 Posted: Aug 2010
Views 1,346,265 | Comments 248
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.