მართინ ლუთერ კინგს არ უთქვამს, "მე ვხედავ კოშმარს" როდესაც ის იბრძოდა ადამინთა უფლებებისთვის. მან თქვა , " მე ვოცნებობ" და მეც ვოცნებობ. მე ვოცნებობ რომ შეწყდეს ფიქრი იმის შესახებ, რომ მომავალი არის კოშმარული, და ეს არის გამოწვევა ვინაიდან, თუ დაფიქრდებით, ახალი დროის ნებისმიერი ბლოკბასტერი, კაცობრიობისთვის არის აპოკალიფტური. მე ვფიქრობ თანამედროვე ფილმებს შორის "გზა" ყველაზე რთული საყურებელია ის არის შესანიშნავი კინომატოგრაფიული ნიმუში, მაგრამ იქ ყველაფერი გაუდაბურებულია ყველაფერი მკვდარია. მხოლოდ მამა და შვილი ცდილობს რომ გადარჩეს და მიჰყვებიან გზას. ვფიქრობ გარემოსდაცვითი მოძრაობა, რომლის ნაწილიც თავად ვარ ხელს უწყობს მომავლის ასეთი ხედვის ჩამოყალიბებას.
დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვპედალირებდით კოშმარულ ვერსიაზე, რომელიც უნდა მოხდეს. ჩვენ ვფოკუსირებდით ყველაზე უარეს სცენარზე. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით პრობლემებზე და საკმარისად არ ვფიქრობდით გამოსავალზე. ჩვენ ვიყენებდით შიშს, იმისთვის, რომ ადამიანების ყურადღება მიგვექცია. ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ შიში ორგანიზმში დაკავშირებულია საბრძოლო მექანიზმთან. ის არის ბრძოლის და გაქცევის მექანიზმის ნაწილი, როდესაც ცხოველი შეშინებულია--- ვთქვათ ირემი. ირემი შეშდება, ცოტა ხანი ყუჩდება და გარბის. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მდგომარეობაა, როდესაც ადამიანებს ვაიძულებთ შემოუერთდნენ ჩვენს საქმიანეობას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. ადამიანები "შეშდებიან" და გარბიან ჩვენგან, ვინაიდან ჩვენ ვიყენებთ შიშს. ვფიქრობ გარემოსდაცვითი მოძრაობა უნდა გაიზარდოს და დავიწყოთ ფიქრი რა არის პროგრესი.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანები გაუმჯობესდნენ? ერთ-ერთი პრობლემად გვესახება, ვფიქრობ, ის ადამიანები ვინც ფლობენ ბაზარს პროგრესის პირობებში და მიაღწიეს წარმატებას ფინანსური კუთხით. ეკონომიკური მნიშვნელობით პროგრესი მდგომარეობს იმაში,--- რომ თუ როგორღაც, გამოვიდა და მივაღწიეთ დასახულ დონეს, და ჩვენც ვართ უფრო თვითმყოფადი, საფონდო ბირჟაზე და მშპ აჩვენებს ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ. ასეთი განმარტებით ჩვენ ადამიანებში ვიწვევთ სიხარბეს შიშს მაგივრად--- მეტი ნიშნავს უკეთესს. კარგით რაა. დასავლეთის სამყაროს , ყველაფერი გვაქვს. შესაძლოა რაღაც ნაწილს არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველაფერი. ჩვენ უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ ეს არ არის ეტალონი ერების კეთილდღეობის. ფაქტია, რომ ჩვენი საანგარიშო სისტემის არქიტექტორმა საიმონ კუზნეცმა 1930-იან წლებში, თქვა, რომ : " ერის კეთილდღეობა მანდამაინც არ არის დაკავშირებული ეროვნულ შემოსავალთან." მაგრამ ჩვენ შევქმენით ისეთი საანგარიშო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია პროდუქციაზე და პროდუქციის მწარმოებელზე. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყო ისტორიულ პერიოდთან და გაამართლა კიდეც მეორე მსოფლიო ომის დროს როდესაც გვჭირდებოდა გვეწარმოებინა რაც შიძლება მეტი. ჩვენ ისეთი წარმატებული მწარმოებლები ვიყავით, რომ გავანადგურეთ ევროპის უმეტესი ნაწილი და მოგვიხდა მისი თავიდან აღდგენა. ასე რომ ჩვენი ნაციონალური საანგარიშო სისიტემა არის მაჩვენებელი იმისა თუ რას ვაწარმოებთ.
ადრეულ 1968 წელს, ამ შესანიშნავმა ადამიანმა რობერტ კენედიმ, თავისი წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების წინ მოგვცა საკმაოდ მახვილგონივრული განმარტება ეროვნული პროდუქრის ზრდის რაც კი აქამდე ყოფილა. მან თავისი სიტყვა დაასრულა შემდეგი ფრაზით, "ეროვნული პროდუქტის ზრდა შეიცავს ყველაფერს გარდა იმისა, რაც ქმნის ცხოვრებას ღირსეულს." რა უცნაურია არა? პროგრესის შეფასება, საზოგადოებრივი პროგრესის გაზომვა ხდება, პრაქტიკულად ყველაფრით გარდა იმისა რაც ცხოვრებას ხდის ღირსეულს? მჯერა კენედი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო ის თხოვდა სტატისტიკოსებს და მეც მათ შორის, რომ გავსულიყავით და მოგვეძებნა რა ქმნიდა ცხოვრებას ბედნიერს. ის მოითხოვდა რომ შეცვლილიყო ჩვენი საანგარიშო სისტემა და დაფუძნებულიყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა სოციალური სამართლიანობა, სტაბილურობა და ადამიანთა კეთილდღეობა.
ფაქტობრივად სოციალური მეცნიერები უკვე სვავენ ამ შეკითხვებს მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის გლობალური გამოკვლევა. ეკითხებიან ადამიანებს, თუ რა სურთ და არ არის გასაკვირი, რომ ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ამბობენ, რომ მათ უნდათ ბედნიერება საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის, თავიანთი ბავშვებისთვის, თავიანთი საზოგადოებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ფული ნაკლებ მნიშვნელოვანია. ისინი ფიქრობენ, რომ ბედნიერებისთვის ფული ნაკლებად მნიშვნელოვანია და არც ისე აუცილებელი როგორც სიყვარული. ჩვენ ყველას გვინდა, რომ გვიყვარდეს და უყვარდეთ მთელი ცხოვრება. ის არ არის ისე მნიშვნელოვანი როგორც ჯანმრთელობა. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩანს, რომ ეს არის ადამიანური სურვილები. რატომ არ ითვალისწინებენ სტატისტიკოსები ამ ყოველივეს? რატომ არ ვფიქრობთ ერების პროგრესზე ამ საკითხების ჩართვით, გარდა იმისა, თუ რა რაოდენობის პროდუქცია გვაქვს? სწორედ ეს არის ის, რასაც მთელი ზრდასრული ცხოვრება ვაკეთებ, ფიქრი იმაზე თუ როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას, როგორ ვიცხოვროთ კეთილდღეობაში, როგორ გაკეთდეს ეს ყოვილე გარემოსდაცვითი შეზღუდვებით.
ჩვენ შევქმენით, იმ ორგანიზაციაში სადაც მე ვმუშაობ, ახალი ეკონომიკურო ფონდი, მას ჩვენ ვეძახით ბედნიერი პლანეტის ინდექსს, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ბედნიერი და ამავდროულად პლანეტაც. რატომ არ ვქმნით პროგრესის ისეთ საზომს, რომელიც ამ ყოველივეს გვიჩვენებს? და რას ვაკეთებთ ჩვენ, ჩვენ ვამბობთ, რომ უკანასკნელი გამოსავალი ერებისთვის არის ის, თუ რამდენად წარმატებულნი არიან, ბედნერი და ჯანსაღი ცხოვრების შექმნაში. ეს უნდა იყოს მიზანი ყველა ერის მიზანი ამ პლანეტაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არის ერთი ფუნდამენტალური საკითხი, რა ოდენობით ვიყენებთ ჩვენ პლანეტის რესურსებს. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი პლანეტა. არის საკმაოდ შეზღუდული რესურსები ერთ პლანეტაზე რომელიც უნდა გავინაწილოთ. ეკონიმისტები საკმაოდ დაინტერესებულნი არიან შეზღუდულობით. როდესაც რესურსები შეზღუდულია და გვინდა რომ ის გადავაქციოთ კარგ რეზულტატად, საფიქრელია ეს ეფექტურობის კუთხით. ვაფასებთ რამდენად დავკმაყოფილდებით ფინანსებით. ეს არის საზომი თუ კეთილდღეობისთვის რამდენ რესურსს ვიყენებთ ჩვენ. ეს არის ეფექტური. ამის ჩვენების მარტივი გზა ჩანს გრაფიკზე.
ჰორიზონტალური ხაზი გრაფიკზე გვიჩვენებს, ეკოლოგიურ ნაბიჯებს, რომელიც აჩვენებს რა რაოდენობის რესურსებს ვიყენებთ და როგორ ვზემოქმედებთ პლანეტაზე. უფრო მეტი ცუდის მაჩვენებელია. ვერტიკალური ხაზი ასახავს "ბედნიერად ცხოვრების წლებს" ის გვიჩვენებს ერების კეთილდღეობას, რამდენად არის ბედნიერება ცხოვრების ხანგრძლივობის განმსაზღვრელი. ის ასახავს ერების ცხოვრების ხარისხის და ხანგრძლივობას. ყვითელი წერთილები რომელსაც ხედავთ არის გლობალური საშუალო მაჩვენებელი. დღესდღეობით უამრავი ერია საშუალო მაჩვენებლის გარშემო. მარჯევნა მაღლა მხარეს არის ქვეყნები რომლებიც საქმიანობენ გონივრულად და აქვთ კეთილდღეობა, მაგრამ ისინი იყენებენ პლანეტის ბევრ რესურსს. ესენია აშშ, დასავლეთის სხვა ქვეყნები და ასევე ამ სამკუთხედებში შედის ყურის რამდენიმე ქვეყანა. ამის საპირისპიროდ გრაფიკის მარცხენა მაღლა ნაწილში არის ქვეყნები, რომლებშიც არ არის კეთილდღეობა--- ტიპიურად ეს არის საჰარის უდაბნოს ქვეყნები აფრიკაში. ჰობსის თანახმად, იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა და არის უწყლობა. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთ ქვეყნებში 40 წელს აღწევს. მალარია. HIV/შიდსი კლავს ადამიანებს მსოფლიოს ამ რეგიონში.
მაგრამ არის კარგი ამბებიც! არის ზოგიერთი ქვეყანა, ყვითელ სამკითხედებში, რომლებსაც აქვთ საშუალოზე უკეთესი გლობალური მაჩვენებელი. ისინი გრაფიკის მარცხენა მაღლა ნაწილში არიან. ეს არის სასურველი გრაფა. ჩვენ გვინდა ვიყოთ მარცხენა მაღლა ნაწილში სადაც კარგად ცხოვრება არ ვნებს დედამიწას. ეს არის ლათინური ამერიკა. ქვეყნები სადაც საკუთრივ მე არ ვყოფილვარ. შესაძლოა თქვენ ხართ ნამყოფი. კოსტა რიკა. კოსტა რიკა--- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78,5 წელია. ეს უფრო მეტია ვიდრე აშშ-ის მაჩვენებელი. ესეა გელაპის ბოლო კვლევით მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ეხებოდა ბედნიერ ერებს პლანეტაზე--- ისინი უსწრებენ შვეიცარიასაც და დანიასაც. ეს არის ყველაზე ბედნიერი ადგილი. მათ აქვთ რესურსის მეოთხედი, რომელიც დასავლეთში აქტიურად გამოიყენება.--- რესურსების მეოთხედი.
რასთან გვაქვს საქმე? რა ხდება კოსტა რიკაში? შეგვიძლია ჩავხედოთ რამდენიმე მონაცემს. ელექტროენერგიის 99% იწარმოება განახლებადი ენერგიით, მათი მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი ვინც შუერთდა 2021 წლისთვის ნახშირბადის შემცირების ხელშეკრულებას. გააუქმეს არმია 1949 წელს--- 1949. და ინვესტიციებს ახორციელებენ სოციალურ პროგრამებში-- ჯანდაცვასა და განათლებაში. წიგნიერების უმაღლესი მაჩვენებელია ლათინურ ამერიკაში მსოფლოს მასშტაბით. მათ აქვთ ლათინური გამწევი(ზამბარა), არ არის ასე. მათ აქვთ სოციალური ურთიერთდაკავშირებულობა (სიცილი) საკითხავი ის არის რომ-- და რომელზედაც უნდა ვიფიქროთ-- რომ მომავალი, არ იქნება ჩრდილოეთ ამერიკის, არ იქნება დასავლეთ ევროპის. ის იქნება ლათინური ამერიკის რეალური გამოწვევა კი არის ის, რომ საშუალო მაჩვენებელი აქ ამოვწიოთ. ეს არის ის რაც გვჭირდება. თუ ვაპირებთ ამის შესრულებას, ჩვენ ქვეყნები ძირიდან, მარჯვენა მხარიდან უნდა ამოვწიოთ. და ამის შემდეგ დავიწყოთ ბედნიერი პლანეტის შექმნა. ეს ერთი გზა არის ამის საჩვენებლად.
შემდეგი გზა არის ის რომ ეს დავინახოთ შევხედოთ ტენდენციებს. რომ გადავხედოთ მსოფლიოს წარსულს ჩვენ არ გვაქვს კარგი მაჩვენებელი, მაგრამ ზოგიერთ მდიდარ ქვეყანას, რომელიც OECD ჯგუფის წევრია აქვს. ეს კარგად ცხოვრების ტენდენციაა ამ პერიოდისთვის, ოდნავი ზრდა, მაგრამ ეს არ არის ეკოლოგიური მიმართულებით. ანუ განსაზღვრული ბედნიერი პლანეტის მეთოოლოგიით, ჩვენ ვხდებით ნაკლებად ეფექტური იმით, რომ გამოვიყენოთ შეზღუდული რესურსიები და მივიღოთ ის სარგებელი რომელიც გვინდა. მნიშვნელოვანი საკითხია ის რომ, ვფიქრობ, ამ დარბაზში ყველას უნდა რომ საზოგადოება 2050 წელს შეხვდეს აპოკალიფტური მოლოდინების გარეშე. ის არ არის შორეული, ის არის ადამიანის ნახევარი ცხოვრება. ბავშვი რომელიც დღეს სკოლაში შედის 2050 წელს ჩემი ასაკის იქნება. ეს არ არის ძალიან შორეული მომავალი. სწორედ ეს არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი, რომ შეამციროს ნახშირბადის ემისია და გაზარდოს მწვანე ზოლი. დამერწმუნეთ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ის ცვლის ჩვენს საქმიანობას, ის ცვლის ორგანიზაციის შექმნის ხედვას, მთავრობის პოლიტიკას და ცხოვრების წესს. და მიზანი ის არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ცხოვრების დონე. არავინ არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც იტყვის რომ ცხოვრების ხარისხი დაეცა. ვფიქრობ არც ერთ ჩვენგანს არ უნდა, რომ ადამიანის პროგრესი შეჩერდეს. ჩვენ გვინდა რომ წავიდეთ წინ. ვფიქრობ ამისთვის საჭიროა დიდი ძალისხმევა. ეს ის საკითხია რაზეც ჩასაფერბულნი არიან კლიმატის ცვლილებების სკეფტიკოსები. ვფიქრობ ეს ის არის რაც მათ უნდათ. მათ უნდათ, რომ ცხოვრების ხარისხმა ზრდა განაგრძოს. მათ უნდათ, რომ შენარჩუნდეს ყველაფერი რაც შექმნეს. ჩვენ ვაპირებთ მათ დარწმუნებას, ვფიქრობ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს კი ნიშნავს, რომ რეალურად გვექნება უფრო მეტი ზრდა.
ახლა ყველასთვის ადვილია დახატოს გრაფიკები და მსგავსი რემეები, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ მრუდი შეიცვალოს. ეს არის ის რითაც შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სისტემის თეორია, სისტემის მექანიზმი, რითაც შევქმნით უკუსარგებლიან მარყუჟს, მიაწოდე სწორი ინფორმაცია სწორ დროს. ადამიანები ძალიან მოტივირებულები არიან დღეს თქვენ დგამთ ენერგოსაზომს სახლში და ხედავთ თუ რა ოდენობის ელექტროენერგიას ხარჯავთ და რა გიჯდებათ ის, თქვენი ბავშვები გაიქცევიან და გამორთავენ სინათლეს სწრაფად. რა მნიშვენოლობა აქვს ამას საზოგადოებისთვის? რა საჭიროა, რომ რადიოში ყოველ საღამოს ვუსმენთ ინფორმაციას FTSE 100-ის, Dow Jones-ის, დოლარის ფუნტ სტერლინგთან მიმართებას--- ხშირად არც კი ვიცი დოლარის ფუნტ სტერლინგთან რა შეფარდებაა ჩემთვის უკეთესი. რატომ ვისმენთ ამას? რატომ არ გვესმის რა ოდენობის ენერგია მოიხმარა ბრიტანეთმა ან ამერიკამ გუშინ? შევამცირეთ 3 პროცენტით ნახშირბადის ემისია? ესე იქმნება კოლექტიური მიზანი. ჩვენ ვავრცელებთ ამას მედიით და ვიწყებთ ამაზე ფიქრს. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური ეფექტი კეთილდღეობის გაზრდისთვის. მთავრობამ უნდა შექმნას კეთილდღეობის ეროვნული მაჩვენებელი, ბიზნესმა დაქირავებულის კეთილდღეობის ანგარიში, რომელიც დაკავშირებულია კრეატიულობასთან, დაკავშირებულია ინოვაციასთან, ჩვენ გვჭირდება ბევრი ახალი ინოვაცია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. პერსონალური თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება ბიძგიც. შესაძლოა მონაცემებზე უფრო მეტად ჩვენ გვჭირდეება დღეების აღნიშვნა. ბრიტანეთში გვაქვს ჯანმრთელობისთვის ძლიერი სახალხო დღესასწაული ხუთი ხილის და ბოსტნეულის დღე რამდენი ვარჯიშია საჭირო---- ამაში არასდროს ვყოფილვარ მაგარი. რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? რა არის ეს ხუთი მაჩვენებელი რომელიც უნდა შევასრულოთ რომ ვიყოთ ბედნიერნი?
რამდენიმე წლის წინ, ჩვენ სამთავრობო სამეცნიერო ოფისისითვის შევქმენით პროექტი, ეს იყო დიდი პროექტი რომელსაც ერქვა ფორსაიტის პროგრამა--- უამრავი ადამიანი--უამრავი ექპერტი იყო ჩართული---- ყველაფერმა კი მოგვცა ტონობით ნაშრომი, მაგრამ სამუშაო ეხებოდა საკითხს: თუ რა ხუთი მოქმედება უნდა ჩავიდინოთ რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრება? რა არის მათი მნიშვნელობა, რა არის ბედნიერების საიდუმლო, არის საკითხები, რომელიც ვფიქრობ მოქმედებს ბედნიერებაზე.
პირველი ეს არის ურთიერთობა, ეს არის სოციალური ურთიერთობა, რომელიც არის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. უთმობთ ადამიანებს, რომლებიც გიყვართ დროს და ენერგიას, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ? შეინარჩუნეთ ისინი. მეორე არის აქტიურობა ეს არის ცუდი ხასიათიდან გამოსვლის უსწრაფესი გზა გადით გარეთ, ისეირნეთ, ჩართეთ რადიო და იცეკვეთ. აქტიურობა არის კარგი დადებითი განწყობისთვის. მესამე, იყავი ყურადღებიანი. როგორ მოქმედებს თქვენზე მოვლენები, რომელიც მსოფლიოში ხდება, სეზონის ცვლილება, ადამიანები თქვენს გარშემო? ყურადღებას აქცევთ რა მოქმედებს თქვენზე და ცდილობთ მოძებნოთ გამოსავალი? მრავალი მოქმედება დაფუძნებულია მზრუნველობაზე, კოგნიტური ქცევითი თერაპია ძლიერ მოქმედებს ჩვენს კეთილდღეობაზე. მეოთხე არის ცოდნის მიღება და მისი შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი------ ისწავლეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასაკიანი ხალხი რომლებიც სწავლობენ და არიან ცნობისმოყვარენი, აქვთ უკეთესი ჯანმრთელობა, ვიდრე იმათ ვინც თავი დაანება ამას. მაგრამ არ არის აუცილებელი მას ქონდეს ფორმალური ხასიათი. ეს უფრო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა. შესაძლოა ისწავლო ახალი კერძის მომზადება, გაიხსენოთ ინსტრუმენტზე დაკვრა, რომელზეც ბავშობაში უკრავდით. ისწავლეთ. და ბოლო ეს არის ანტი-ეკონომიკური აქტივობა, გაეცი, ჩვენი სულგრძელობა, ჩვენი ალტრუიზმი, ჩვენი თანაგრძნობა, არის მჭიდროდ დაკავშირებული ტვინის დაჯილდოვების მექანიზმთან. ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს თუ გავცემთ. შეგიძლიათ ჩაატაროთ ექპერიმენტი, მიეცით ადამიანების ორ ჯგუფს 100-100 დოლარი დილით. ერთ ნაწილს უთხარით, რომ თავისთვის დახარჯონ დანარჩენს, სხვა ხალხისთვის შეამოწმეთ მათი ბედნიერება დღის ბოლოს, ისინი ვინც წავიდნენ და დახარჯეს თანხა სხვა ადამიანებზე უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი ვინც საკუთარ თავს დაახარჯეს.
ეს ხუთი გზა, რომლებიც ჩავდეთ ამ ბართებში, მინდა ვთქვა, რომ ზიანს არ აყენებენ დედამიწას, არ შეიცავენ ნახშიროჟანგს, არ არის საჭირო ბევრი მატერიალური ნივთი რომ დავკმაყოფილდეთ. ასე რომ წარმოიდგინეთ ეს რეალურია, რომ ჩვენმა ბედნიერებამ დედამიწას არ ავნოს. მართინ ლუთერ კინგს, სიკვდილის დღეს, ქონდა შესანიშნავი გამოსვლა. მან თქვა: " მე ვიცი რომ ჩვენ წინაშე არის გამოწვევები, შესაძლოა სირთულეებიც, მაგრამ მე არ მეშინია. მე არ ვფიქრობ ამაზე. მე ვიყავი მთის წვერზე, და ვნახე აღთქმული მიწა" ის იყო ორატორი, მაგრამ მე მჯერა რომ გარემოსდაცვითი მოძრაობა, ასევე ფაქტია , ბიზნეს საზოგადოებაც, მთავრობაც, უნდა ავიდეს მთის წვერზე, გადმოიხედოს და დაინახოს აღთქმული მიწა, ან შეპირებული მიწა, და საჭიროა ქონდეთ ხედვა იმ მსოფლიოსი, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა. და არა მხოლოდ ეს, ჩვენ გვჭირდება განვახორციელოთ დიდი გადასვალა რომ მივაღწიოთ იქ, ჩვენ გჭირდება გავაკეთოთ ეს გადასვლა კარგი ქმედებებით.
ადამიანებს უნდათ, რომ იყვნენ ბედნიერნი. მივაღწიოთ ეს ამ ხუთი გზით. ასევე გვჭირდება მიზანმიმართული ადამიანები ერთად, რომლებიც მიუთითებენ------- ბედნიერი პლანეტის ინდექზე. და მე მჯერა რომ შევქმნით ისეთ სამყაროს რომელიც ჩვენ ყველას გვინდა, სადაც ჩვენი ბედნიერება ძვირად არ დაუჯდება დედამიწას.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
სტატისტიკოსი ნიკ მარკსი სვამს საკითხს, თუ რატომ ხდება, რომ ქვეყნების წარმატება დამოკიდებულია მათ მწარმოებლურობაზე და არა ადამიანის ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე. ის წარმოადგენს ბედნიერი პლანეტის ინდექსს, რომელშიც სახელმწიფოს კეთილდღეობა არ არის დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე (ვინაიდან ადამიანთა ბედნიერებამ უარყოფითი ასახვა არ უნდა პოვოს დედამიწაზე) რომელ ქვეყნებს აქვთ უმაღლესი ბპი? ეს გაგაკვირვებთ პრეზენტაციის მოსმენისას.
Nic Marks gathers evidence about what makes us happy, and uses it to promote policy that puts the well-being of people and the planet first. He's the founder of the Centre for Well-Being at the UK think tank New Economics Foundation (NEF). Full bio »
Translated into Georgian by Lasha Svanishvili
Reviewed by Irakli svanishvili
Comments? Please email the translators above.
21:16 Posted: Sep 2006
Views 5,228,715 | Comments 722
17:39 Posted: Jun 2010
Views 1,189,018 | Comments 339
20:54 Posted: Nov 2007
Views 2,041,407 | Comments 309
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.