როცა სტუდენტი ვიყავი აქ, ოქსფორდში 1970-იან წლებში მსოფლიოს მომავალი პირქუში მეჩვენებოდა. დემოგრაფიულ აფეთქებას ბოლო არ უჩანდა. გლობალური შიმშილი გარდაუვალი იყო. კიბოს ეპიდემია, გარემოში არსებული ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული აპირებდა ჩვენი სიცოcხლის შემოკლებას. მჟავური წვიმები მოდიოდა ტყეებში. უდაბნო წელიწადში 1 ან 2 მილით იზრდებოდა. ნავთობი თავდებოდა. და ბირთვული ზამთარი ბოლოს მოგვიღებდა. არც ერთი ამათთაგან არ მომხდარა. (სიცილი) და გაგიკვირდებათ თუ ნახავთ სინამდვილეში რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე პლანეტის საშუალოდ ერთ ადამიანზე, რეალურად, ინფლაციაზე მორგებული, სამჯერ გაიზარდა. ცხოვრების ხანგრძლივობა 30%-ით გაიზარდა ჩემი სიცოცხლის მანძილზე. ბავშვთა სიკვდილიანობა 2/3--ით შემცირდა. ერთ სულ მოსახლეზე პროდუქტის წარმოება მესამედით გაიზარდა. და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა მოსახლეობა გაორმაგდა.
როგორ მივაღწიეთ ამას -- როგორ თვლით ეს კარგია თუ ცუდი -- როგორ მივაღწიეთ ამას? როგორ გავხდით ერთადერთი სახეობა რომელიც უფრო წარმატებული ხდება გაზრდილი მოსახლეობის მიუხედავად? ამ გრაფაში ბურთულის ზომა აღნიშნავს მოსახლეობის რაოდენობას. ცხრილის დონე აღნიშნავს მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე. ვფიქრობ, ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორ აერთიანებენ ადამიანები თავიანთ ტვინებს და თავიანთი იდეების კომბინირებას და ხელახალ კომბინირებას ახდენენ, როგორ ხვდებიან და რა თქმა უნდა როგორ წყვილდებიან. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ თუ როგორ აქვთ იდეებს სექსი.
მინდა წარმოიდგინოთ ამგვარი ნივთებისგან როგორ მივიღეთ ამგვარი საგნები. ეს ორივე რეალური საგნებია. ერთ-ერთი მათგანი ნახევარი მილიონი წლის წინანდელი აშელური ხელის ნაჯახია ჰომო ერექტუსის მიერ შექმნილი. მეორე კი კომპიუტერის თაგვია. ორივე ზუსტად ერთი ზომის და ფორმისაა ზებუნებრიობის ხარისხით. ბევრი ვეცადე გამეგო რომელია დიდი, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ ორივე ადამიანის ხელისთვისაა შექმნილი. ორივე ტექნოლოგიაა. ბოლოს და ბოლოს, მათი მსგავსება არც ისე საინტერესოა. ეს უბრალოდ იმას გვაუწყებს, რომ ორივე ადამიანის ხელზეა მორგებული. გaნსხვავება, აი რა მაინტერესებს მე. რადგანაც მარცხენა საგანს ქმნიდნენ შეუცვლელი დიზაინით დაახლოებით მილიონი წლის მანძილზე -- მილიონ ნახევარი წლის წინიდან მილიონი წლის წინამდე. ჰომო ერექტუსი ამ ხელსაწყოს 30,000 თაობისთვის ამზადებდა. რა თქმა უნდა მცირე ცვლილებები იყო, მაგრამ იმ დროისათვის ხელსაწყოები უფრო ნელა იცვლებოდნენ ვიდრე ჩონჩხები. არანაირი პროგრესი არ იყო, არანაირი ინოვაცია. ეს უჩვეულო მოვლენაა, მაგრამ სიმართლეა. მაშინ როცა მარჯვენა ნივთი ხუთი წლის შემდეგ მოძველებულად ჩაითვლება. კიდევ ერთი განსხვავება არსებობს, მარცხენა ობიექტი ერთი ნივთიერებისგანაა დამზადებული. მარჯვენა ნივთი კი სხვადასხვა ნივთიერებების კომბინაციაა, სილიკონითა და მეტალით დაწყებული, პლასტმასი და ა.შ. უფრო მეტიც, ის წარმოადგენს სხვადასხვა იდეების ერთობლიობას, პლასტმასის იდეა, ლაზერის იდეა, ტრანზისტორების იდეა. ეს ყველაფერი ამ ტექნოლოგიაში იქნა გაერთიანებული.
და ზუსტად ეს კომბინაცია, ეს ერთობლივი ტექნოლოგია მაინტრიგებს. რადგანაც ვფიქრობ ესაა იმ საიდუმლოს გასაღები თუ რა ხდება მსოფლიოში. ჩემი სხეულიც დაგროვებული იდეებისაგან შედგება, კანის უჯრედების იდეა, ტვინის უჯრედების იდეა, ღვიძლის უჯრედების იდეა. ისინი ერთობლივად მოვიდნენ ჩვენამდე. როგორ ქმნის ევოლუცია კუმულაციურ, კომბინირებულ საგნებს? ის სექსუალურ გამრავლებას იყენებს. უსქესო სახეობებში, თუკი თქვენ მიიღებთ სხვადასხვა არსებებში ორ სხვადასხვა მუტაციას, მწვანისა და წითლის, ერთი აუცილებლად აჯობებს მეორეს. ერთი გადაშენდება რათა მეორე გადარჩება. მაგრამ სქესის მქონე სახეობებთან, ინდივიდს შეუძლია მემკვიდრეობით მიიღოს ორივე მუტაცია სხვადასხვა წინაპრისაგან. ასე, რომ რასაც სქესი აკეთებს არის ის, რომ ინდივიდს შესაძლებლობას აძლევს დაეყრდნოს მთელი სახეობების გენეტიკურ ინოვაციებს. მხოლოდ საკუთარი გვარის საზღვრებს არ მოიცავს.
რა არის ის პროცესი რომელსაც იგივე ეფექტი აქვს კულტურულ ევოლუციაში რაც სქესს ბიოლოგიურ ევოლუციაში? და ვფიქრობ, რომ პასუხი გაცვლაშია, ერთი ნივთის მეორეში გაცვლის ჩვევა. ეს ადამიანის უნიკალური თვისებაა. არცერთი სხვა ცხოველი ამას არ აკეთებს. შეგიძლიათ მათ ლაბორატორიებში ასწავლოთ და ცოტაოდენი გაცვლა გააკეთებინოთ. და მართლაც არსებობს ურთიერთგაცვლა სხვა ცხოველებში. მაგრამ ერთი ნივთის მეორეზე გაცვლა არასოდეს ხდება. როგორც ადამ სმიტმა თქვა: „არასოდეს მინახია ერთი ძაღლი მეორეს უცვლიდეს ძვალს“. (სიცილი) თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ კულტურა გაცვლის გარეშე. შეგიძლიათ გქონდეთ ასე ვთქვათ, უსქესო კულტურა. შიმპანზეებს, ვეშაპებს და სხვა ასეთ სახეობებს აქვთ კულტურა. ისინი ერთმანეთს იმ ტრადიციებს ასწავლიან რომლებიც მშობლებისაგან გადაეცემა შვილებს. ამ შემთხვევაში, შიმპანზეები ერთმანეთს ასწავლიან კაკლის ქვით გატეხვას. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ეს კულტურები არასოდეს გაფართოვდება, გაიზრდება, დაგროვდება და არასოდეს გახდება კომბინირებული. მიზეზი კი იმაშია, რომ არ არსებობს სექსი, ანუ არ არსებობს იდეების გაცვლა. შიმპანზეს სხვადასხვა ჯოგს სხვადასხვა კულტურა აქვთ. მათ შორის იდეების გაცვლა არ ხდება.
და რატომ იწვევს გაცვლა ცხოვრების დონის ამაღლებას? ამაზე პასუხი დევიდ რიკარდომ გაგვცა 1817 წელს. აი მისი ვერსია ქვის ხანის შესახებ, თუმცა ისიც მიუთითა, რომ ეს მხოლოდ ქვეყნებს შორის ვაჭრობის თვალსაზრით განიხილება. ადამს სჭირდება 4 საათი შუბის დასამზადებლად და 3 საათი ცულის დასამზადებლად. ოზს სჭირდება 1 საათი შუბის დასამზადებლად და 2 საათი ცულის დასამზადებლად. ამგვარად, ოზი შუბისა და ცულის დამზადებაში ჯობია ადამს. მას არ სჭირდება ადამი. მას საკუთარი შუბისა და ცულის დამზადება შეუძლია. მაგრამ არა, თუ დაფიქრდებით იმაზე, ოზს რომ დაემზადებინა ორი შუბი და ადამს ორი ცული, და შემდეგ ევაჭრათ, მაშინ ისინი მუშაობის თითო საათს დაზოგავდნენ. და რაც უფრო მეტჯერ გააკეთებენ ამას, ამის შესაძლებლობა უფრო მაღალი იქნება. რადგანაც რაც უფრო მეტს დაამზადებენ, ადამი უფრო კარგ ცულებს დაამზადებს და ოზი უფრო კარგ შუბებს. ასე, რომ მოგება ნავაჭრისაგან მხოლოდ გაიზრდება. და ეს გაცვლის მხოლოდ ერთ-ერთი კარგი მხარეა, სინამდვილეში ეს ქმნის იმპულს დამატებითი სპეციალიზაციის მისაღებად, რომელიც თავის მხრივ ქმნის იმპულს უფრო მეტი გაცვლისთვის და ა.შ. ადამმა და ოზმა ორივემ დაზოგეს ერთი საათი. აი ეს არის კეთილდღეობა, დროის დაზოგვა თქვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარჯზე.
ჰკითხეთ საკუთარ თავს რამდენი ხანი უნდა იმუშავოთ იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ერთ საათიანი განათება საღამოს წიგნის საკითხავად. დავიწყოთ თავიდან და ვთქვათ გადიხართ ქალაქგარეთ. იპოვეთ ცხვარი. დაკალით. მიიღეთ მისგან ქონი. ჩამოწურეთ. დაამზადეთ სანთელი და ა.შ. რამდენი ხანი დაგჭირდებათ? საკმაოდ დიდი ხანი. რამდენი ხანი უნდა იმუშავოთ სინამდვილეში რათა გამოიმუშავოთ ერთი საათი განათება საკითხავად თუკი ბრიტანეთის პირობებისთვის საშუალო ხელფასი გაქვთ? და პასუხია დაახლოებით ნახევარი წამი. ჯერ კიდევ 1950 წელს, 8 წამი უნდა გემუშავა საშუალო ხელფასით რათა მიგეღო განათება. აი კეთილდღეობის შვიდ ნახევარი წამი მოვიპოვეთ. 1950 წლიდან ასე იყო. რადგანაც ამ შვიდ ნახევარი წამის განმავლობაში სხვა რამის გაკეთება შეგიძლიათ. სხვა საქონელი შეიძინოთ ან სხვა მომსახურება მიიღოთ. 1880 წელს 15 წუთი დაგჭირდებოდათ ამ რაოდენობის განათების მოსაპოვებლად საშუალო ხელფასით. და კიდევ 1800 წელს ექვსი საათი უნდა გემუშავათ, რათა მიგეღოთ სანთელი, რომელიც 1 საათს გაანათებდა. სხვა სიტყვებით, საშუალო ადამიანს, საშუალო ხელფასით არ შეეძლო სანთლის შეძენა 1800 წელს.
დავუბრუნდეთ ცულისა და მაუსის სურათს და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვინ გააკეთა ისინი და ვისთვის?“ ქვის ცული ვიღაცისმიერაა დამზადებული საკუთარი თავისთვის. ეს იყო დამოუკიდებელი ქმედება. დღეისთვის ამის ნაკლებობა გვაქვს. მაგრამ მარჯვენა საგანი ჩემთვის შექმნეს სხვა ადამიანებმა. რამდენმა ადაიანმა? ათმა? ასმა? ათასმა? ვფიქრობ რამდენიმე მილიონმა. რადგანაც თქვენ უნდა ჩათვალოთ ის ადამიანები, რომლებმაც მოიყვანეს ყავა, რომელიც დალია იმ ადამიანმა ვინც ნავთობის კოშკურაზე იჯდა, რომელიც თავის მხრივ ბურღავდა ნავთობის მოსაპოვებლად, რომელიც გამოიყენება პლასტმასის დასამზადებლად და ასე დაუსრულებლივ. ისინი ყველანი ჩემთვის მუშაობდნენ, რათა მაუსი დაემზადებინათ ჩემთვის. აი ამგვარად მუშაობს საზოგადოება. ეს არის ის, რასაც მივაღწიეთ როგორც სახეობებმა.
ძველად, მდიდარი თუ იყავით თქვენზე მომუშავე ხალხი გყავდათ. ამგვარად ხდებოდით მდიდარი; მათი მუშაობით. ლუი XVI-ს მასზე მომუშავე უამრავი ადამიანი ჰყავდა. ისინი მას ამდაგვარ სულელურ კოსტიუმებს უმზადებდნენ. (სიცილი) და უკეთებდნენ სულელურ ვარცხნილობებს და ნებისმიერ რამეს. მას ყოველ ღამე 498 ადამიანი უმზადებდა სადილს. მაგრამ თანამედროვე ტურისტსაც, რომელიც ვერსალის სასახლეში ლუი XVI-ის ნახატებს ათვალიერებს სადილს ასევე 498 ადაიანი უმზადებს. ისინი მთელი პარიზის ბისტროებსა და კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიებში არიან. და ისინი ყველა მზად არიან, რომ მოგემსახურონ ნებისმიერ დროს შესანიშნავი კერძებით, რომლებიც სავარაუდოდ უფრო მაღალი ხარისხისაა ვიდრე ლუი XVI მიირთმევდა. ეს არის ის რაც შევქმენით, ჩვენ ყველანი ერთმანეთისთვის ვმუშაობთ. ჩვენ სპეციალიზაციის გამოყენებისა და გაცვლის საფუძველზე შეგვიძლია ავამაღლოთ ერთმანეთის ცხოვრების დონე.
ახლა ამუშავეთ სხვა ცხოველები ერთმანეთისთვის. ჭიანჭველები კლასიკური მაგალითია; მუშები მუშაობენ დედოფლისთვის და დედოფალი მუშებისთვის. მაგრამ არსებობს დიდი განსხვავება იმაში, რომ ეს ხდება მხოლოდ კოლონიის შიგნით. კოლონიები ერთმანეთისთვის არასოდეს მუშაობენ. და ამის მიზეზი შრომის რეპროდუქციულ გაყოფაშია. ანუ ისინი სპეციალიზდებიან რეპროდუქციის მიმართ. ყველაფერს დედოფალი აკეთებს. ჩვენს სახეობებში ჩვენ არ გვინდა ამის კეთება. ერთადერთი რამ რასაც ჩვენთვის ვაკეთებთ ეს რეპროდუქციაა. (სიცილი) ინგლისშიც კი ჩვენ არ შეგვიძლია დედოფლის განაყოფიერება.
და როდის დაიწყო ეს ჩვევა? რა რამდენი ხანია გრძელდება? და რას ნიშნავს საერთოდ? ვფიქრობ შესაძლოა ამის უძველესი ვერსიაა შრომის სქესობრუვად დაყოფა. მაგრამ ამის დამტკიცება არ შემიძლია. პირველი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ მამაკაცი მუშაობდა ქალისთვის და პირიქით. დღეს ყველა მონადირე-შემგროვებელ საზოგადოებაში არსებობს სურსათის მომპოვებელი განყოფილებები, რომლებიც შრომას ყოფს მთლიანობაში როგორც მონადირე მამაკაცები და შემგროვებელი ქალები. ყოველთვის ასე მარტივად არაა. მაგრამ არსებობს განსხვავება სპეციალიზებულ როლებში მამაკაცებსა და ქალებს შორის. და ამ სისტემაში კარგი ის არის, რომ მას ორივე მხარისთვის მოაქვს სარგებელი. ქალებმა იციან რომ აი აქ ჰაძასის მაგალითზე -- თხრიან ფესვებს, რათა გაუცვალონ კაცებს ხორცში -- მათ იციან, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ პროტეინის მისაღებად და ამოთხარონ ზედმეტი ფესვები და გაცვალოს ისინი ხორცში. და მას არ სჭირდება დამღლელ ნადირობაში წასვლა და გარეული ღორის მოკვლა. და კაცმაც იცის, რომ მას არ მოუწევს ფესვების თხრა. ფესვების მისაღებად. მას მხოლოდ იმის გაკეთება ევალება, რომ მოკლას საკმარისი გარეული ღორი რათა სხვასაც გაუნაწილოს. და ამიტომაც ორივე მხარე ზრდის ერთმანეთის ცხოვრების დონეს შრომის სქესობრივი გაყოფით.
როდის მოხდა ეს? ჩვენ არ ვიცით, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ნეანდერტალელებს ეს არ გაუკეთებიათ. ისინი უაღრესად კოოპერატიული სახეობები იყვნენ. ისინი ძალიან ჭკვიანები იყვნენ. ბოლოსდაბოლოს, საშუალოდ მათი ტვინი ჩემზე და თქვენს ტვინებზე დიდი იყო, ვინც ამ დარბაზში იმყოფებით. ისინი შემოქმედნი იყვნენ. ისინი მარხავდნენ თავიანთ მკვდრებს. მათ შესაძლოა ენაც ჰქონდათ, რადგან ვიცით, რომ ისინიც ჩვენნაირი FOXP2 გენების მატარებლები არიან, რომელიც აქ იქნა აღმოჩენილი, ოქსფორდში. და როგორც ჩანს მათ ლინგვისტური უნარ-ჩვევებიც ქონდათ. ისინი ბრწყინვალე ადამიანები იყვნენ. მე არ ვაკნინებ ნეანდერტალელებს. მაგრამ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება შრომის სქესობრივად დაყოფაზე. არ არსებობს მტკიცებულება ქალებისათვის დამახასიათებელ შემგროვებლობაზე. როგორც ჩანს ქალები კაცებთან ერთად ნადირობდნენ. და კიდევ ერთი, არ არსებობს ჯგუფებს შორის რაიმეს გაცვლის მტკიცებულება. რადგანაც ნეანდერტალელების მიერ დატოვებული საგნები და დამზადებული ნივთები ყოველთვის ადგილობრივი მასალისგანაა დამზადებული. მაგ, კავკასიაში არის მხარე სადაც შეგიძლიათ ნახოთ ნეანდერტალელების ადგილობრივი ინსტრუმენტები. ისინი ყოველთვის ადგილობრივი კირქვისგანააა დამზადებული. იმავე ველზე თანამედროვე ადამიანის ნარჩენებიცაა, დაახლოებით 30,000 წლის წინანდელი. და ზოგი მათგანი ადგილობრივი კირქვისაა და უფრო მეტი - ობსიდიანისგან, ძალიან შორიდან მოტანილი. და როცა ადამიანმა დაიწყო ნივთების ამდაგვარი მოძრაობა, ეს უკვე იმის მტკიცებულებაა, რომ ისინი აწარმოებდნენ ჯგუფებს შორის გაცვლებს.
ვაჭრობა ფერმერობაზე 10-ჯერ უფრო ძველია. ადამიანებს ვაჭრობა თანამედროვე რამ გონიათ. გაცვლები ჯგუფებს შორის ასობით ათასია წელია გრძელდება. და ამის დამადასტურებელი ნიშნები გამოჩნდა სადღაც 80-120,000 წლის წინათ აფრიკაში, როგორც ხედავთ ობსიდიანი, იასპი და სხვა საგნები გადაიტანეს გრძელ მანძილზე ეთიოპიაში. ასევე ხედავთ ნიჟარებს -- რომელიც ასევე აღმოაჩინა აქაურმა ჯგუფმა, ოქსფორდში -- 125 მილით ხმელეთზე ხმელთაშუა ზღვიდან , ალჟირშია გადატანილი. და ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ადამიანებმა გაცვლა დაიწყეს ჯგუფებს შიგნითაც. და ამან მიგვიყვანა სპეციალიზაციამდე.
როგორ უნდა გავიგოთ, რომ გრძელ-მანძილზე მოძრაობა ვაჭრობას ნიშნავს და არა მიგრაციას? შეხედეთ აბორიგენების მსგავს თანამედროვე მონადირე შემგროვებლებს, რომლებიც მოიპოვებენ მასალას ქვის ცულებისათვის ადგილზე რომელსაც ისას მთა ეწოდება, რომლის კარიერიც კალკადუნის ტომს ეკუთვნოდა. ისინი მათ მეზობლებთან ვაჭრობდნენ, მაგალითად ეკლიანი ზღვის კატებით. და შედეგად, ქვის ცულები ავსტრალიის უმეტეს ტერიტორიაზეც აღმოჩნდნენ. სამუშაო იარაღების ასეთ დიდ მანძილზე გადატანა მიუთითებს ვაჭრობას და არა მიგრაციას.
რა ხდება როცა ადამიანებს მოწყვიტავთ გაცვლას, მოწყვიტავთ გაცვლისა და სპეციალიზაციის შესაძლებლობისაგან? და პასუხი ისაა, რომ არა მარტო ტექნოლოგიური პროგრესი შეჩერდება, არამედ უკან წავა ის. ამის მაგალითი ტასმანიაა. როცა ზღვის დონემ აიწია და ტასმანია კუნძულად იქცა 10,000 წლის წინ, მასზე მყოფმა ადამიანებმა არა მარტო პროგრესის შენელება განიცადეს მატერიკზე მყოფ ადამიანებთან შედარებით, არამედ მოხდა მისი რეგრესი. მათ დაკარგეს სამუშაო იარაღების, სათევზაო აღჭურვილობის და ტანსაცმლის დამზადების უნარი, რადგანაც 4,000-ანი მოსახლეობა უბრალოდ არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ სპეციალიზირებული უნარ-ჩვევები, რომლებიც ტექნოლოგიების შესანარჩუნებლადაა საჭირო. ეს ისეთივეა ამ ოთახში მყოფი ადამიანები უკაცრიელ კუნძულზე რომ ჩაგაგდოთ. ჯიბეში მყოფ საგნებიდან რამდენის დამზადება შეგვეძლება 10,000 წლის შემდეგ? ეს არ მომხდარა ცეცხლოვან მიწაზე -- მსგავსი კუნძული, მსგავსი ხალხი. იმიტომ, რომ ცეცხლოვანი მიწა სამხრეთ ამერიკისგან გაცილებით ვიწრო მანძილითაა დაშორებული. და მათ შორის ვაჭრობა მიმდინარეობდა 10,000 წლის მანძილზე. ტასმანელები კი იზოლირებულეი იყვნენ.
დავუბრუნდეთ ისევ ამ სურათს და ჰკითხეთ საკუთარ თავს, არა მხოლოდ ის თუ ვისთვის არამედ ვინ იცოდა თუ როგორ უნდა გაეკეთებინა. ქვის ცულის შემთხვევაში ვინც ეს გააკეთა ისიც იცოდა როგორ გაეკეთებინა. მაგრამ ვინ იცის როგორ უნდა გავაკეთოთ კომპიუტერის მაუსი? არავინ, მართლაც არავინ. არავინაა პლანეტაზე ვინც იცის თუ როგორ უნდა გავაკეთოთ კომპიუტერის მაუსი. მე მართლა სერიოზულად ვამბობ. კომპიუტერის მაუსების კომპანიის პრეზიდენტმა არ იცის. მან მხოლოდ ის იცის თუ როგორ მართოს კომპანია. კონვეირზე მყოფმა ადამიანმაც არ იცის, რადგანაც არ იცის როგორ უნდა გაბურღოს ნავთობის ჭაბურღილი რათა მიიღოს ზეთი და მისგან დაამზადოს პლასტმასი და ა.შ. ჩვენ ცოტ-ცოტა ყველამ ვიცით, მაგრამ ყველაფერი არავინ.
მე რა თქმა უნდა ლეონარდ რიდის ესეს ციტირებას ვახდენ, 1950-ანი წლების ეკონომისტი, სათაურით „მე, ფანქარი“ რომელშიც ის წერს როგორ მზადდება ფანქარი, და როგორ არავინ იცის თუ როგორ მზადდება ფანქარი, რადგანაც იმ ადამიანებმა ვინც აწყობენ მას არ იციან გრაფიტის მოპოვება. და მათ არ იციან როგორ მოჭრან ხეები და სხვა ამგვარი რამეები. და რასაც ვაკეთებთ ადამიანთა საზოგადოებაში, გაცვლისა და სპეციალიზაციის მეშვეობით არის ის, რომ შევქმენით შესაძლებლობა დავამზადოთ ის რისი დამზადება თვითონაც არ ვიცით. ეს არ არის იგივე რაც ენის შემთხვევაშია. ენის მეშვეობით ჩვენ უნდა გადავცეთ იდეები, რომ ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. მაგრამ ტექნოლოგიის დახმარებით ჩვენ მართლაც შეგვიძლია ისეთი საგნების დამზადება, რომლებიც ჩვენი შესაძლებლობის საზღვრებს სცილდება.
ჩვენ გავცდით ადამიანის გონების შესაძლებლობის საზღვრებს არაჩვეულებრივი ხარისხით. და სხვათაშორის, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ არ ვარ დაინტერესებული I.Q.-ს შესახებ დისკუსიით თუ რომელ ჯგუფს უფრო მაღალი I.Q. აქვს. ამას სრუალიად არ აქვს მნიშვნელობა. საზოგადოებისთვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად კარგად ავრცელებენ თავიანთ იდეებს ადამიანები, და რამდენად კარგად თანამშრომლობენ, და არა ის თუ პიროვნულად რამდენად ჭკვიანია. ამგვარად ჩვენ შევქმენით რაღაც რასაც კოლექტიურ გონს ვუწოდებთ. ჩვენ მხოლოდ კვანძები ვართ მთლიან ქსელში. ჩვენ ნეირონები ვართ ამ ტვინში. ეს იდეების ურთიერთ გაცვლაა, მათ შორის იდეების შეხვედრა და შეწყვილება, ტექნოლოგიური პროგრესის მიზეზი ხდება თანდათანობით. თუმცა ცუდი რაღაცეებიც ხდება. და მომავალში, რადგანაც სულ წინ მივდივართ, ჩვენ რა თქმა უნდა საშინელი შემთხვევების გამოცდილებაც გვექნება. იქნება ომები; დეპრესიები; ბუნებრივი კატასტროფები. საშინელებები ამ საუკუნეშიც ხდება, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მაგრამ მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მასშტაბის დამყარებული კავშირები ადამიანებს შორის და იდეების შეხვედრებისა და შეწყვილების შესაძლებლობა არასოდეს ყოფილა. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ტექნოლოგია წინ წაიწევს და ცხოვრების ხარისხიც უფრო გაუმჯობესდება. რადგანაც ღრუბლებს შორის, უამრავ წყაროს შორის, ჩვენი შექმნილი დაყირავებულ დედამიწას შორის, სადაც არა მხოლოდ ელიტას, არამედ ნებისმიერს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი იდეა და გააცნოს ის სხვას და შეაწყვილოს, ჩვენ რა თქმა უნდა ვაჩქარებთ ინოვაციის ტემპს.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
TEDGlobal 2010 -ის საშუალებით ავტორი მეტ რიდლი გვიჩვენებს თუ როგორ წარმოადგენდა მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანის პროგრესულ ძრავას იდეების გაცნობა და შეწყვილება ახალი იდეების შესაქმნელად. ის ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად ჭკვიანია ცალკეული ადამიანი; ის რაც მართლაც მნიშვნელოვანია არის ის, თუ რამდენად გონიერია კოლექტიური გონი.
Matt Ridley argues that, through history, the engine of human progress and prosperity has been, and is, "ideas having sex with each other." Full bio »
Translated into Georgian by Annie kakhidze
Reviewed by Lasha Svanishvili
Comments? Please email the translators above.
19:01 Posted: Jan 2007
Views 630,514 | Comments 84
17:52 Posted: Apr 2008
Views 433,715 | Comments 83
19:11 Posted: Jan 2007
Views 517,126 | Comments 106
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.