გმადლობთ. აქ ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა. ბოლოს აქ ვისაუბრე ალბათ შვიდი წლის წინ. ვყვებოდი სპაგეტის სოუსზე. და იმდენი ადამიანი უყურებს ამ ვიდეოებს, როგორც ჩანს. მას მერე მოდის ხალხი ჩემთან და მეკითხება სპაგეტის სოუსზე, რაც მშვენიერი რამეა ცოტა ხნის განმავლობაში (სიცილი) მაგრამ არც ისე იდეალურია როდესაც შვიდი წელი გრძელდება. ასე რომ მოვედი იმისთვის, რომ სპაგეტის სოუსი უკან მოვიტოვო.
დილის სესიის თემა არის "ჩვენი ნაკეთობები". ასე რომ ვიფიქრე რომ მოვყვები ისტორიას ერთ ადამიანზე რომელმაც შექმნა თავის ერაში ერთ-ერთი ძვირფასი ნივთი. მისი სახელია კარლ ნორდენი. კარლ ნორდენი დაიბადა 1880 წელს. ის შვეიცარიელი იყო. და რა თქმა უნდა, შვეიცარიელები შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: რომლებიც აკეთებენ პატარა, იშვიათ, ძვირფას ობიექტებს და რომლებიც იმათ ფულს მართავენ რომლებიც ყიდულობენ პატარა, იშვიათ, ძვირფას ნივთებს. კარლ ნორდელი მტკიცედ მიეკუთვნება პირველ ბანაკს. ის ინჟინერია. სწავლობს ფედერალურ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ციურიხში. მისი ერთ-ერთი კლასელი იყო ყმაწვილი სახელად ლენინი რომელიც შემდგომ პატარა, ძვირფასი, იშვიათი ნივთების განადგურებას შეუდგა.
ის შვეიცარიელი ინჟინერია, კარლი. და ამას სიტყვის სრული მნიშვნელობით ვამბობ. აცვია სამ ნაწილიანი კოსტიუმები; და ატარებს ძალიან ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ულვაშს; ის დომინანტურია ნარცისისტული და მოტივირებული და აქვს გასაოცარი ეგო; და მუშაობს 16 საათს დღეში; და თავისი მტკიცე მოსაზრებები აქვს ცვლად ძაბვასთან დაკავშირებით; და მისი აზრით ნამზეური მორალური არამდგრადობის გამოვლინებაა; და სვამს დიდი ოდენობით ყავას; და თავის საუკეთესო შრომას ციურიხში, დედის სამზარეულოში საათობით აბსოლუტურ სიჩუმეში აკეთებს მხოლოდ სახაზავის თანხლებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, კარლ ნორდენი ემიგრირებს შეერთებულ შტატებში ზუსტად პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე და სახელოსნოს ხსნის ლაფაიეტის ქუჩაზე მანჰეტენის ცენტრში. და ის შეპყრობილი ხდება კითხვით როგორ ჩამოაგდოს ბომბი თვითმფრინავიდან. თუკი დაუფიქრდებით, GPS-ისა და რადარის ეპოქამდე, ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. რთული ფიზიკის პრობლემა. გაქვთ თვითმფრინავი, რომელიც ათასობით ფუტის სიმაღლეზეა ჰაერში, მოძრაობს ასობით მილი/საათით, და გინდათ იქიდან ობიექტის , ბომბის ჩამოგდება, სტატიკურ მიზანზე ყველანაირი ქარის, ღრუბლების და სხვა ბარიერების მიუხედავად. და ყველანაირი ტიპის ხალხი, პირველ მსოფლიო ომამდე და ომებს შორის, ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას, და თითქმის ყველას ხელი მოეცარა. არსებული ბომბის სამიზნეები წარმოუდგენლად დაუხვეწავი იყო.
მაგრამ კარლ ნორდენი ზუსტად ის არის, რომელმაც ამოხსნა ეს პრობლემა. და ის ქმნის საოცრად ჩახლართულ მოწყობილობას. რომელიც 23 კილოს იწონის. მისი სახელია ნორდენ მარკ 15 ბომბის სამიზნე. და აქვს ათასნაირი სახელური და საპირწონე და მოწყობილობა. ის ქმნის ამ ჩახლართულ ნივთს. ის აძლევს საშუალებას კონკრეტული ობიექტები დაიბომბოს ვიზუალური მონიშვნის საფუძველზე, დამმიზნებელი ზის შუშის ნაწილში და შეჰყავს თვითმფრინავის მონაცემები თვითმფრინავის სიჩქარე, ქარის სიჩქარე და კოორდინატები სამიზნის. და მოწყობილობა ეტყვის როდის ჩამოაგდოს ბომბი. და ნორდენი ამბობს ცნობილ სიტყვებს, "სანამ ბომბის სამიზნე გამოჩნდებოდა, ყუმბარები რეგულარულად აცდენდნენ მიზანს კილომეტრით ან მეტით." მაგრამ მისი სიტყვებით, მისი მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელი იყო ბომბის მიზანში მორტყმა 6 კილომეტრის სიმაღლიდან.
ეხლა არ შემიძლია გითხრათ როგორი აღტაცებით შეხვდენენ სამხედროები ამ მოწყობილობის გამოჩენი ამბავს. ეს ციურ მანანას ჰგავდა. აგერ იყო არმია რომელმაც ახლახანს გადაიტანა პირველი მსოფლიო ომი სადაც მილიონობით ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს სანგრებიდან, ყოველგვარი წინსვლის, პროგრესის გარეშე და ვიღაცამ გამოიგონა მოწყობილობა რომელიც საშუალებას აძლევდათ ჰაერში აჭრილიყვნენ გადაეფრინათ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და გაენადგურებინათ რაც სურდათ აბსოლუტური სიზუსტით.
და ამერიკის თავდაცვა ხარჯავს 1.5 მილიარდ დოლარს 1940 წლის დოლარებზეა საუბარი ნორდენის ბომბის სამიზნის პროექტის განსახორციელებლად. შედარებისთვის მანჰეტენის პროექტის მთლიანი დანახარჯი სამი მილიარდი დოლარი იყო. ნორდენის პროექტს დასჭირდა იმ თანხის ნახევარი რამდენიც მოხმარდა ყველაზე ცნობილ მილიტარისტულ-ინდუსტრიულ პროექტს თანამედროვე ეპოქაში. და იყო ხალხი, სტრატეგები, ამერიკის თავდაცვაში რომლებსაც მართლაც სჯეროდათ რომ ეს ერთი მოწყობილობა გადაწყვეტდა გამარჯვების ან დამარცხების ბედს როდესაც საქმე ნაცისტების ან იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა.
ნორდენისთვისაც ამ მოწყობილობას ზნეობრივი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ის მტკიცე ქრისტიანი იყო. იმდენად, რომ აღშფოთებული იყო როდესაც ხალხი ამ სამიზნეს მის გამოგონებას ეძახდა, რადგან მისი აზრით, მხოლოდ ღმერთს შეეძლო შემოქმედება. ის კი მხოლოდ მისი ნების აღსასრულებელი ინსტრუმენტი იყო. და რა იყო ღმრთის ნება? ღმერთს სურდა ნებისმიერ ომში ტანჯვის მოცულობის მინიმუმამდე შემცირება.
და რას აკეთებდა ნორდენის სამიზნე? იძლეოდა ზუსტად ამის საშუალებას. საშუალებას რომ ბომბი მხოლოდ იმ სამიზნეს მოხვედროდა რომლის დაბომბვა გარდაუვალი იყო. ასე რომ მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში ამერიკის თავდაცვა ყიდულობს 90 000 ნორდენის სამიზნეს 14'000 დოლარად თითოს ისევ 1940 წლის დოლარებში, რაც დიდი ფულია. შემდეგ ამზადებენ 50 000 ბომბდამშენს, რომ სცოდნოდათ მისი გამოყენება ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მომზადების სესიებში იმიტომ რომ რეალურად ეს ანალოგური კომპიუტერია; არც ისე მარტივი გამოსაყენებელი. და აიძულებენ თითოეულს ფიცი დადოს, რომ თუკი ტყვედ ჩავარდებიან, არ გასცემენ არცერთ დეტალს ამ მოწყობილობის გამოყენების თაობაზე, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მტრის ხელს აცდეს ეს უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგია.
როდესაც ნორდენის სამიზნე თვითმფრინავში აჰქონდათ ხოლმე მიყვებოდა შეიარაღებული დაცვის მთელი ჯგუფი. მიჰქონდათ ყუთით, რომელსაც ბრეზენტი ჰქონდა შემოხვეული. და ხელბორკილით იყო მიბმული ერთ-ერთ მცველზე. მისი ფოტოგრაფირების ნება არასოდეს მიუციათ. და მის შიგნით პატარა მოწყობილობა იყო რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში, მის განადგურებას უზრუნველყოფდა იმისთვის რომ როგორმე მოწინააღმდეგის ხელისთვის აეცილებინათ. ნორდენის სამიზნე იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
და რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს? აღმოჩნდა რომ ეს არ არის უებარი საშუალება. პრაქტიკაში ნორდენის სამიზნეს შეეძლო ჩამოეგდო ბომბი 6 კილომეტრის სიმაღლიდან.. მაგრამ მხოლოდ იდეალურ გარემოებებში. და რა თქმა უნდა ომის დროს გარემო სულაც არაა იდეალური. პირველ რიგში, ის ძალიან რთული გამოსაყენებელია, ძალიან ძალიან რთული. და ყველას 50 000 ბომბდამშენის ეკიპაჟიდან არ აქვს შესაბამისი მომზადება მის სამართავად. მეორეც, ის ხშირად გამოდის მწყობრიდან. მოწყობილობა სავსეა ათასნაირი ჯიროსკოპით და მოსაქაჩით და სამართავი საპირწონეებით, და არ მუშაობენ ისე როგორც უნდა მუშაობდნენ გახურებული ბრძოლის დროს.
მესამეც, როდესაც ნორდენი თავის გათვლებს აკეთებდა, დაშვებული ჰქონდა რომ თვითმფრინავი შედარებით მცირე სისწრაფით იფრენდა, ნაკლებ სიმაღლეზე. თუმცა რეალურ ომში ამას ვერ იზამ; თუ არ გინდა ჩამოგაგდონ. ასე რომ დაიწყეს მაღლა ფრენა გაცილებით მეტი სისწრაფით. და ნორდენის სამიზნე არ მუშაობს კარგად ამ პირობებში.
რაც ყველაზე მთავარია, სამიზნეს სჭირდებოდა მმართველი რომელსაც შეეძლო დაენახა ვიზუალურად სამიზნე. მაგრამ რა ხდება რეალურად? ღრუბლები, რა თქმა უნდა. მოწყობილობას უღრუბლო ცა სჭირდება სიზუსტისთვის. მაგრამ რამდენი უღრუბლო ცა იქნებოდა ცენტრალური ევროპის თავზე 1940 და 1945 წლებს შორის? არც თუ ისე ბევრი.
და იმის შეგრძნება რომ მოგცეთ რამდენად არააკურატული იყო სამიზნე, მოვიყვან ცნობილ მაგალითს 1944 წლიდან როდესაც მოკავშირეებმა დაბომბეს ქიმიური ქარხანა ლეუნაში, გერმანიაში. ქიმიური ქარხანა მოიცავდა 3 კვადრატულ კილომეტრს. და 22 დაბომბვითი მისიის მანძილზე, მოკავშირეებმა ჩამოაგდეს 85 000 ჭურვი ამ 3 კვადრატულ კილომეტრზე, ნორდენის სამიზნის გამოყენებით. რამდენი მათგანი მოხვდა თქვენი აზრით ამ 3 კვადრატულ კილომეტრიან პერიმეტრზე? 10%. დიახ, 10 პროცენტი. და ამ 10%-დან რომელიც დავარდა, 16% არც კი აფეთქდა; გაუმართავი იყო. ეს ქიმიური ქარხანა, ამ უდიდესი დაბომბვის მანძილზე ომის ისტორიაში კვირების განმავლობაში მუშაობდა.
ამ გახსენებაზე, რა სიფრთხილე სჭირდებოდა ამ მოწყობილობის ნაცისტებისგან დასაფარავად? აღმოჩნდა რომ კარლ ნორდენი, როგორც ჩამოყალიბებული შვეიცარიელი, აღფრთოვანებული იყო გერმანელი ინჟინრებით. ასე რომ 1930 წელს, ბევრი მათგანი დაიქირავა, მათ შორის ადამიანი სახელად ჰერმან ლონგი რომელმაც 1938 წელს მოწყობილობის სრული ნახაზები გადასცა ნაცისტებს. გამოდის რომ მათაც ჰქონდათ ნორდენის სამიზნე მთელი ომის ნაძილზე. რომელიც ასევე არ მუშაობდა მაინცდამაინც კარგად.
ასე რომ, რატომ ვლაპარაკობთ ნორდენის გამოგონებაზე? იმიტომ რომ ჩვენს დროში უხვად გვაქვს ნორდენის ბომმბის სამიზნის ანალოგები. ვცხოვრობთ დროში სადაც უამრავი მართლაც ძალიან ჭკვიანი ადამიანი მოძრაობს გარშემო, და ამბობს რომ გამოიგონეს რაღაც მოწყობილობა რომელიც სამუდამოდ შეცვლის მსოფლიოს. გამოიგონეს ვებ-გვერდები, რომელიც ხალხს თავისუფლების საშუალებას აძლევს. გამოიგონეს ასეთი ნივთი, ისეთი ნივთი, კიდევ ასეთი ნივთი რომელიც მსოფლიოს გააუმჯობესებს.
თუ წახვალთ სამხედროებთან იპოვნით უამრავ კარლ ნორდენს. თუ მიხვალთ პენტაგონში, გეტყვიან "იცით რა, ეხლა ნამდვილად შეგვიძლია ბომბის სამიზნეში 100% სიზუსტით მორტყმა 6 კილომეტრის სიმაღლიდან" და იცით რა? ეს მართლაც ასეა; ახლა უკვე შეუძლიათ ეს. მაგრამ ჩვენ ცხადად უნდა გვესმოდეს რამდენად მცირეს ნიშნავს ეს.
ერაქის ომში, პირველი ერაყის ომის დასაწყისში ამერიკის ჯარმა, საჰაერო ძალებმა, გააგზავნეს F-15E Fighter Eagles-ის ორი შენაერთი ერაყის უდაბნოში რომლებიც 5 მილიონი დოლარის ღირბეულების კამერებით იყო აღჭურვილი რომლის მეშვეობითაც მთელი უდაბნოს ზედაპირს აკონტროლებდნენ. და მათი მისია იყო რაკეტების გამშვებების აღმოჩენა და განადგურება, იმ დედამიწა-ჰაერი რაკეტების რომლებსაც ერაყელები ისრაელის წინააღმდეგ იყენებდნენ. ამ ორი დანაყოფის მისია იყო ყველა გამშვების განადგურება და გაფრინდნე მისიაზე დღე და ღამე, და ჩამოყარეს ათასობით ბომბი და ისროლეს ათასობით რაკეტა ამ კონკრეტული დანადგარების გასაუვნებელყოფად.
და როდესაც ომი დამთავრდა და აუდიტი ჩატარდა რომელსაც არმია ყოველთვის აკეთებს, საჰაერო ძალები აკეთებენ ყოველთვის დასვეს კითხვა: რამდენი გამშვები გავანადგურეთ რეალურად? და იცით პასუხი? ნული, არც ერთი ცალი. და რატომ? იმიტომ რომ იარაღი იყო არაზუსტი? არა, ისინი მშვენივრად ასრულებდნენ საქმეს. კილომეტრობით რადიუსში შეეძლოთ იმ ნივთის განადგურება. საქმე ისაა, რომ არ იცოდნენ სად იყო ეს გამშვებები. ამ ყველაფრის პრობლემა ბომბის მიზანში მორტყმა არაა პრობლემაა იცოდე სადაა მიზანი. ეს ყოველთვის უფრო რთული პრობლემა იყო როდესაც საქმე ომს ეხება.
ან ავღანეთის ბრძოლა ავიღოთ. რომელიც დამახასიათებელი იარაღი ჩრდილო პაკისტანის ომში? ეს არიდ დრონი. რა არის დრონი? ეს არის ნორდენ მარკ 15-ის შვილიშვილი. წარმოუდგენელი სიზუსტის იარაღი. და ბოლო ექვსი წლის მანძილზე ჩრდილოეთ პაკისტანში, ასობით რაკეტა გაუშვეს და გამოიყენეს დრონები 2000 ეჭვმიტანლი გასანადგურებლად პაკისტანელ და თალიბან სამხედროებს შორის. რა იყო ამ დრონების სიზუსტის მაჩვენებელი? მართლაც გასაოცარი. დაახლოებით 95% ზუსტად იყო მიზანში მოხვედრილი. ანუ 95% მოვკალით იმ ადამიანებიდან, ვინც უნდა მოგვეკლა, ასეა? ეს ერთ-ერთი გამორჩეული მაჩვენებელია თანამედროვე ომების ისტორიაში.
მაგრამ იცით რა არის მნიშვნელოვანი? ზუსტად იმ პერიოდში როდესაც ამ დრონებს ვიყენებდით გამანადგურებელი სიზუსტით, შეტევების რაოდენობა, კამიკაძეების და ტერორისტების შეტევების რაოდენობა ამერიკელი და ავღანი ძალების წინააღმდეგ ათჯერ გაიზარდა. როდესაც ჩვენ სულ უფრო ეფექტურები ვხდებოდით მათ დახოვცაში ისინი სულ უფრო ბრაზდებოდნენ და უფრო მოტივირებულები ხდებოდნენ ჩვენს დასახოცად. მე არ მომიყოლია წარმატების ისტორია. მე აგიღწერეთ სრულიად საწინააღმდეგო.
და ეს არის პრობლემა რომელიც ჩვენს დამოკიდებულებაშია, იმ ნივთებისადმი რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია გადავჭრათ პრობლემები ნივთების გამოგონებით მაგრამ ჩვენი პრობლემები გაცილებით რთულია. პრობლემა ბომბების სიზუსტეში არაა არამედ იმაში, როგორ იყენებ ამ ყველაფერს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უნდა გამოიყენო ბომბი საერთოდ, თუ არა.
არსებობს პოსტ სკრიპტუმი ნორდენის ამბავის კარლ ნორდენის და მისი შესანიშნავი სამიზნის ისტორიისა. და ასე ჟღერს. 1945 წლის 6 აგვისტოს B-29 ბომბდამშენი სახელად ენოლა გეი მიფრინავდა იაპონიის თავზე და ნორდენის სამიზნის გამოყენებით ჩამოაგდო უზარმაზარი თერმოატომური მოწყობილობა ქალაქის თავზე, სახელად ჰიროშიმა. და როგორც ამ სამიზნეს სჩვეოდა ბომბი აცდა სამიზნეს 250 მეტრით. მაგრამ რა თქმა უნდა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. და ეს არის ყველაზე დიდი ირონია რაც ნორდენის გამოგონებას უკავშირდება. საჰაერო ძალების დახარჯული 1.5 მილიარდი გამოიყენეს 3 მილიარდიანი ბომბის ჩამოსაგდებად, რომელსაც საერთოდ არ სჭირდებოდა სამიზნე.
ამ დროს, ნიუ იორკში არავინ უთხრა კარლ ნორდენს რომ მისი სამიზნე ჰიროშიმაში გამოიყენეს. ის მტკიცე ქრისტიანი იყო. მისი აზრით იგონებდა რაღაცას რასაც უნდა შეემცირებინა ომში ტანჯვის რაოდენობა. რეალობა კი ნამდვილად გულს გაუტეხავდა.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ვირტუოზი მთხრობელი მალკოლმ გლედველი ყვება ნორდენის ბომბის სამიზნის ისტორიას, მეორე მსოფლიო ომის იმედისმომცემი ტექნოლოგიის შესახებ, რომელსაც მოულოდნელი შედეგები მოჰყვა.
Detective of fads and emerging subcultures, chronicler of jobs-you-never-knew-existed, Malcolm Gladwell's work is toppling the popular understanding of bias, crime, food, marketing, race, consumers and intelligence. Full bio »
Translated into Georgian by Mikheil Tkavadze
Reviewed by George Pagava
Comments? Please email the translators above.
16:10 Posted: Sep 2011
Views 403,359 | Comments 77
19:32 Posted: Apr 2010
Views 313,011 | Comments 135
09:24 Posted: Oct 2011
Views 360,688 | Comments 87
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.