მინდა გესაუბროთ სამსახურის შესახებ კონკრეტულად კი, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს შეასრულონ საქმე სამსახურში, ეს პრობლემა, მგონი, ყველას გვაერთიანებს... მაგრამ, მოდით, თავიდან დავიწყოთ: არსებობენ კომპანიები, არასამეწარმეო ორგანიზაციები და საქველმოქმედო ორგანიზაციები და ყველა ამ ორგანიზაციას ჰყავს თანამშრომლები ან მოხალისეები.. და ისინი ელიან ამ თანამშრომლებისგან საქმის კეთებას მათთვის.. დიადი საქმის კეთებას-- იმედს ვიტოვებ მაინც, რომ ეს ასეა.. ჩვეულებრივად, კარგ საქმეს მაინც. იყოს, ძალიან კარგი საქმე. და რასაც ორგანიზაციები აკეთებენ, არის, რომ ისინი წყვეტენ რომ ადამიანებს სჭირდებათ ერთ ადგილას თავმოყრა იმისთვის, რომ გააკეთონ საქმე. ასე რომ იქნება ეს საქველმოქმედო, კომერციული ან სხვა სახის ორგანიზაცია ადამიანები, როგორც წესი, თუ აფრიკაში არ მუშაობთ, და თუ იღბლიანი ხართ, ძირითადად, ყოველ დღე დადიან სამსახურში (ოფისში). ასე რომ, კომპანიები აშენებენ ოფისებს ისინი მიდიან, ყიდულობენ შენობას, ან ქირაობენ შენობას ან იჯარით იღებენ ფართს, და ავსებენ მათ სხვადასხვა საგნებით მაგიდებით, მერხებით, სკამებით, კომპიუტერული აღჭურვილობით პროგრამებით, ინტერნეტთან წვდომით, შეიძლება მაცივრითაც, და რამდენიმე სხვა ნივთით, და ელიან თანამშრომლებისგან, ან მოხალისეებისგან, რომ მივიდნენ ყოველ დღე ამ ადგილას და მაგრად იმუშავონ. თითქოს ამის თხოვნა აბსოლუტურად მიზანშეწონილია.
თუმცა, თუკი ადამიანებს ადამიანებს გულახდილად დაელაპარაკებით და საკუთარ თავში ჩაიხედავთ და შეეკითხებით: სინამდვილეში სად მიგიწევს გული, როდესაც საქმე გაქვს გასაკეთებელი? აღმოაჩენთ, რომ ადამიანები არ ამბობენ იმას, რასაც ბიზნესმენები მოელიან მათგან. თუ კითხავთ ადამიანებს: სინამდვილეში სად მიგიწევს გული როდესაც საქმე გაქვს გასაკეთებელი? როგორც წესი, სამ განსხვავებულ პასუხს მიიღებთ. პირველი: რაიმე ადგილი ან ოთახი მეორე: მოძრავი ობიექტი და მესამე: არის დრო.
აი, მაგალითები: როცა ვეკითხები ადამიანს - და მე ვეკითხები ადამიანებს ამ შეკითხვას 10 წლის განმავლობაში ვეკითხები: სად მიგიწევს გული, როდესაც საქმე გაქვს გასაკეთებელი? მეუბნებიან: აივანზე ან გემბანზე, სამზარეულოში. ან, სახლის რომელიმე დამატებით ოთახში, სარდაფში, ყავახანაში, ბიბლიოთეკაში მერე ასევე გაიგებთ ისეთ პასუხებს, როგორიცაა: მატარებელი, თვითმფრინავი, ავტომანქანა, ანუ, გადაადგილების საშუალებები. მერე ასევე გაიგებთ: ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, თუ მართლა დილით ადრე მიხდება საქმის კეთება, ან მაგალითად, ძალიან გვიან.. ან მაგ.: შაბათ-კვირას. თითქმის არასდროს გეტვიან: ოფისშიო. მაგრამ ბიზნესი ხარჯავს მთელ თანხებს ოფისებში. და ხალხს აიძულებენ იარონ იქ ყოველდღიურად, და ხალხი მაინც არ მუშაობს ამ ადგილას.
რა ხდება? რატომ? რატომ ხდება ასე? რასაც მიხვდებით, არის, რომ თუ უფრო ჩაუღრმავდებით ამ საკითხს, გამოარკვევთ, რომ ხალხი აი რა ხდება -- ხალხი მიდის სამსახურში და ისინი ძირითადად ჰყოფენ თავიანთ სამუშაო დღეს სამუშაო მომენტების ნაწილებად. აი რა ხდება ოფისში. შენ აღარ გაქვს სამუშაო დღე. შენ გაქვს სამუშაო მომენტები. თიქოს ოფისის შესასვლელი კარი ბლენდერი იყოს. შედიხარ და შენი დღე იჭრება ნაწილებად, იმიტომ, რომ გაქვს 15 წუთი აქ, 30 წუთი იქ, მერე კიდე, რაღაც ხდება და უცბად, მოწყდები შენს საქმეს, უცბად, რაღაც სხვა უნდა აკეთო, მერე ისევ 20 წუთი გაქვს, მერე ლანჩი, მერე კიდევ სხვა რამე უნდა გააკეთო, მერე ისევ 15 წუთი მუშაობ, და კვლავ: ვიღაც გაწყვეტინებს და გისვამს შეკითხვას. და სანამ შენ მიხვდები, უკვე 5:00 საათია. შეხედავ განვლილ დღეს და მიხვდები, რომ დიდი არც არაფერი გაგიკეთებია, ყველანი ვყოფილვართ ამ დღეში. ალბათ გუშინაც, ან გუშინწინ, ან უფრო ადრე. უყურებ შენს განვლილ დღეს და, ამბობ: არც არაფერი გამიკეთებია დღეს მნიშვნელოვანი ვიყავი რა სამსახურში. ვიჯექი მაგიდასთან. გამოვიყენე ძვირადღირებული კომპიუტერი. გამოვიყენე პროგრამა, რომელიც მითხრეს, რომ უნდა გამომეყენებინა. ვიყავი შეხვედრებზე, რომლებზეც მთხოვეს, რომ წავსულიყავი. ზარებიც გავაკეთე, ყველაფერი გავაკეთე. მაგრამ რეალურად არც არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, დავალებული საქმიანობები დავასრულე. აზრიანი სამუშაო არ შემისრულებია.
სინამდვილეში, განსაკუთრებით შემოქმედებით ხალხს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, მწერლებს, ინჟინრებს, მოაზროვნეებს, და ხალხს, რომელსაც ნამდვილად სჭირდებათ ხანგრძლივი დრო, რომ საქმე დაასრულონ. ვერ მოსთხოვ ადამიანს, რომ იყოს შემოქმედებითი 15 წუთში და იფიქროს პრობლემაზე. შეიძლება გქონდეს უცაბედი იდეა, მაგრამ იმისთვის რომ ჩაუღრმავდე რაიმე პრობლემას და გააანალიზო ის, გჭირდება ხანგრძლივი, შეუწყვეტელი დრო. და იმისდა მიუხედავად, რომ სამუშაო დღე როგორც წესი რვა საათია, რამდენ ადამიანს ჰქონია რვა საათი სამუშაო ადგილას თავიანთთვის? და შვიდი საათი? ექვსი? ხუთი? იქნებ ოთხი? როდის იყო ბოლოს სამი საათი გაატარეთ ოფისში შეწუხების გარეშე, მარტომ? ორი საათი? ერთი, შეიძლება. ძალიან, ძალიან ცოტა ადამიან აქვს ნამდვილი ხანგრძლივი დრო შეწუხების გარეშე თავიანთ ოფისში. ამიტომაც არის რომ ადამიანები საქმის გაკეთებას სახლებში ამჯობინებენ. ან შეიძლება წავიდნენ სამსახურში, მაგრამ ან ძალიან ადრე დილით, ან გვიან ღამით, როცა ირგვლივ არავინაა, ან რჩებიან გვიანობამდე, როცა ყველა წასულია, ან შაბათ-კვირას იყენებენ. ან აკეთებენ საქმეს თვითმფრინავში, ავტომანქანაში ან მატარებელში. იმიტომ, რომ ასეთ ადგილებში ყურადღება არ ებნევათ.
კი, ასეთ ადგილებშიც გაგებნევა ყურადღება ოდნავ, მაგრამ მართლა ცუდი სახის ყურადღების გამფანტველი რამ ასეთ ადგილებში არ შეგხვდება ამაზე ვისაუბრებ სულ ერთ წუთში. და ასეთი სახის ფენომენი დროის პატარა ნაწილაკების ქონის სახით მახსენებს სხვა რამეს: რაც არ გამოდის როცა თქვენ ხელს გიშლიან, ეს არის ძილი. ვფიქრობ, ძილი და საქმე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. არ ვგულისხმობ, რომ ძილის დროს მუშაობა შეიძლება, ან პირიქით, ძილი საქმის დროს. ამას ნამდვილად არ ვგულისხმობ. მე ვსაუბრობ კონკრეტულად ფაქტზე, რომ ძილი და საქმე ფაზებზე დაფუძნებული აქტივობებია ან ეტაპებზე დაფუძნებული. (ეტაპობრივი) ძილი გულისხმობს ძილის ეტაპებს, სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად მოიხსენებს მათ, გამოვყოფ ხუთ მათგანს: იმისთვის რომ გქონდეთ ნამდვილად ღრმა, აზრიანი აქტივობები უნდა გქონდეთ ადრეულად. და თუ ხელს გიშლიან ამაში, ადრეული ფაზიდანვე, ან საწოლში შეგაწუხებენ, ან ხმა შეგაწუხებთ, ან რაიმე თუ მოხდება, რაც ძილში ხელს შეგიშლით, უბრალოდ ვერ გააგრძელებთ ძილს იქიდან, სადაც დატოვეთ,
თუ ძილი შეგაწყვეტინეს და გაგაღვიძეს, თავიდან უნდა დაიწყოთ. ასე რომ, უნდა გადახვიდეთ რამდენიმე ფაზით უკან და თავიდან დაიწყოთ. და რაც ხდება - ზოგჯერ შეიძლება ასეთი დღები გქონდეთ, როცა გაიღვიძებ რვა საათზე დილით, ან შვიდზე როცა იღვიძებთ, და დგებით, ფიქრობთ, აუ, კარგად არ მეძინა. უბრალოდ ძილი იყო რა, წავედი საწოლში, ვიწექი, მაგრამ რეალურად არ მეძინა ამბობენ, რომ იძინებ, მაგრამ კი არ იძინებ, მიდიხარ ძილისკენ უბრალოდ, რაღაც დრო სჭირდება, რომ ეს ძილის ფაზები გაიარო თუ შეგაწყვეტინებენ კიდევ, კარგად არ გძინავს. ასე რომ, ვფიქრობთ რომ კარგად გვძინავს, როცა მთელი ღამის განმავლობაში ხელს გვიშლიან? არა მგონია ვინმემ მიპასუხოს დადებითად (კი) და რატომ ველოდებით მაშინ, რომ ადამიანი იმუშავებს კარგად, თუ მთელი დღის განმავლობაში ხელს უშლიან და აწყვეტინებენ? როგორ შეგვიძლია მოვთხოვოთ ადამიანებს საქმის კეთება, თუ მიდიან ოფისში, რომ ხელი შეუშალონ აშკარად აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, ჩემთვის.
ხოდა რა არის ეს ხელისშემშლელი ფაქტორები რომლებიც ხდება სამუშაო ადგილებზე? რაც არ ხდება სხვა ადგილებში? სხვა ადგილებში კი გაქვს ხელისშემშლელი ფაქტორები ირგვლივ, როგორიც არის, მაგალითად, ტელევიზორი ან, წახვიდოდი სასეირნოდ, ან, მაცივარია ქვემოთ ან გაქვს შენი კუთვნილი სავარძელი, ან რასაც გინდა გააკეთებ სხვას, საქმის გარდა. და თუ გაესაუბრებით კონკრეტულ მენეჯერებს, ისინი გეტყვიან, რომ არ უნდათ, რომ მათმა თანამშრომლებმა სახლში იმუშაონ ხელის შემშლელი ფაქტორების გამო. ისინი ასევე ამბობენ: ზოგჯერ ისინი ასევე იტყვიან, რომ თუ არ შემიძლია დავინახო ადამიანი, როგორ გავიგო ის ნამდვილად მუშაობს თუ არა? რაც სასაცილოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რასაც მენეჯერები იყენებენ გასამართლებლად. მეც ერთ-ერთი ვარ ამ მენეჯერთაგან მე მესმის, ვიცი როგორ ხდება ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ უნდა გავაუმჯობესოთ ეს საქმე ხშირად ჩამოგვითვლიან ყურადღების გამბნევ მიზეზებს, მე ვერ მივცემ უფლებას მას, იმუშაოს სახლში. ისინი უყურებენ ტელევიზორს, სხვა რაღაცეებს გააკეთებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ესენი არ არიან რეალურად ყურადღების გამაბნეველი მიზეზები.. იმიტომ რომ ეს მიზეზები ნებაყოფლობითია. შენ წყვეტ, როდის გინდა რომ უყურო ტელევიზორს, შენ წყვეტ, როდის გინდა ჩართო და გამორთო. შენ წყვეტ, როდის გინდა ქვევით ჩახვიდე ან სასეირნოდ წახვიდე.. ოფისში კი ძირითადი ყურადღების გამფანტველი მიზეზები და ხელისშემშლელი ფაქტორები რომლებიც ნამდვილად უშლის ხელს ხალხის მიერ სამუშაოს შესრულებას არის იძულებითი. ხოდა, მოდით გავიაროთ ახლა ზოგიერთი მათგანი.
მენეჯერები და უფროსები ხშირად გაფიქრებინებენ, რომ ნამდვილი ხელისშემშლელი სამუშაოს შესრულების დროს არის ან Facebook–ი ან Twitter–ი youtube–ი და სხვა საიტები. და ისინი იქამდე მიდიან, რომ კრძალავენ ამ საიტებს სამსახურში. ზოგიერთი თქვენთაგანი შეიძლება მუშაობს კიდეც ისეთ ადგილას, სადაც ზოგიერთი საიტი ჩართული არ არის.. ჩინეთში ხომ არ ვართ? რა ხდება ჩვენს თავს? ვებსაიტზე ვერ შედიხარ სამსახურში, და ეს არის პრობლემა, რომლის გამოც ხალხი საქმეს არ აკეთებს? იმიტომ რომ Facebook-ით და Twitter-ით არიან გართულნი? ეს სასაცილოა. ეს აბსოლუტური ტყუილია. დღეს Facebook–ი და Twitter–ი, ისევე როგორც Youtube–ი არის, მხოლოდ, თანამედროვეობის სიგარეტის მწეველთა შესვენებები. არავის აინტერესებდა ადამიანი სამუშაო დროის 15 წუთს სიგარეტის მოწევისთვის თუ გამოიყენებდა ათი წლის წინ, მაშინ რატომაა დღეს ასეთი დაინტერესებული შევა თუ არა ხელქვეითი Facebook–ზე ან რომელიმე სხვა საიტზე, Twitter–ზე ან Youtube–ზე? ეს არ არის რეალური პრობლემები ოფისში.
ნამდვილი პრობლემები მდგომარეობს იმაში, რასაც მე ვუწოდებ "მ და მ" -ს მენეჯერები და მითინგები. აი ნამდვილი პრობლემები თანამედროვე ოფისებში დღეს. აი რატომ ვერ სრულდება სამუშაო სამსახურში. იმიტომ რომ მ და მ უშლის ხელს. აი საინტერესო რა არის: თუ გადახედავთ ყველა იმ ადგილს, სადაც ხალხს ურჩევნია მუშაობა, მაგ.: სახლში, ავტომობილში, თვითმფრინავში, ან გვიან ღამე, ან დილით ადრე, თქვენ ვერ ნახავთ ამ ადგილებში მენეჯერს ან შეხვედრას; ნახავთ ბევრ სხვა ყურადღების გამაბნეველ ფაქტორს, მაგრამ არა მენეჯერს და მითინგს. მოკლედ, მ და მ-ები არ შეგხვდებათ სხვა ადგილებში. მაგრამ შეგხვდებათ ოფისებში. და მენეჯერები ძირითადად ისინი არიან, ვინც ხალხს სამუშაოს გაკეთებაში ხელს უშლიან. პრინციპში, მენეჯერები ამისთვის არიან. იმისთვის რომ ხალხს ხელი შეუშალონ. შეაწყვეტინონ. მართლა საქმეს კი არ აკეთებენ, უბრალოდ, უნდა დარწმუნდნენ, რომ ყველა სხვა ადამიანი მუშაობს, რაც თავის მხრივ, ხელის შეშლას გულისხმობს. ჩვენ ძალიან ბევრი მენეჯერი გვყავს. მსოფლიოშიც უამრავი ადამიანია. შესაბამისად, ბევრი ხელის შემშლელი - მენეჯერების სახით. ისინი შემოდიან, გეკითხებიან: "როგორ მიდის საქმეები?" "მანახე რა ხდება" და ამგვარი რამეები. და განაგრძობენ ხელის შეშლას ცუდ დროს, როცა შენ რეალურად ცდილობ გააკეთო ის, რაშიც ფულს გიხდიან, ისინი მიისწრაფვიან ხელის შეშლისკენ.
რაც, ცოტა არ იყოს, ცუდია. მაგრამ, რაც კიდე უფრო უარესია, არის ის რასაც მენეჯერები ყველაზე მეტად სჩადიან: მითინგები. მითინგები, კი, უბრალოდ, მომწამვლელია, საშინელი, მომწამვლელი რაღაც, სამუშაო დღის განმავლობაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა. და თქვენ ვერასდროს ნახავთ ჩვეულებრივი თანამშრომლის მიერ მოწვეულ სპონტანურ შეხვედრას; ასე არ ხდება. მენეჯერი აწყობს მითინგებს, იმისთვის, რომ თანამშრომლები ერთად შეიკრიბოს და აი რაც უსაღვროდ უშლის ხალხს ხელს: -- როცა ამბობენ, "აი შეხედეთ, შევკრებთ 10 ადამიანს ერთად ახლავე და გვექნება შეხვედრა. არ მაინტერესებს, რას აკეთებთ. უბრალოდ, შენ უნდა შეწყვიტო შენი საქმე, იმისთვის რომ დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას. მაგრამ, იმის ალბათობა რამდენია, რომ ეს 10 ადამიანი მზადაა, შეწყვიტოს თავიანთი საქმე? იქნებ რაიმე მნიშვნელოვანზე ფიქრობენ ამ მომენტში? იქნებ რამე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ? უცბად რომ ეუბნებით, რომ უნდა შეწყვიტონ საქმე და რაღაც სხვა გააკეთონ. ხოდა მიდიან შეხვედრების ოთახში, შეიკრიბებიან, და საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც რეალურად არც არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შეხვედრა სამუშაო არ არის. შეხვედრები გულისხმობს ადგილს, სადაც წახვალ და ისაუბრებ იმ საკითხებზე, რაც მომავალში უნდა გააკეთო.
მაგრამ შეხვედრები ასევე წარმოშობს სხვა შეხვედრებს. ერთი გადადის სხვა შეხვედრაში და კიდე სხვა შეხვედრაში. ძირითადად ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე მითინგებზე, და ისინი არიან ძალიან ძვირადღირებულნი ორგანიზაციისათვის. კომპანიები ხშირად ფიქრობენ, რომ ერთ საათიანი შეხვედრა მართლაც ერთ საათიანია, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეხვედრაზე მხოლოდ ერთი კაცია. თუ შეხვედრაზე 10 კაცია, ეს გულისხმობს 10 საათიან შეხვედრას და არა 1 საათიანს. პროდუქტიულობის 10 საათი, რომელიც აკლდება ორაგნიზაციას, ამ ერთ საათიანი შეხვედრის ჩატარება, რომელიც სავარაუდოდ უნდა ჩატარდეს ორი ან სამი ადამიანის მიერ, რამოდენიმე წუთიანი საუბრებით. ამის მაგივრად, ტარდება გრძელვადიანი შეხვედრა, იმიტომ რომ შეხვედრა ტარდება იმ სახით, რა სახითაც კომპ. პროგრამა მუშაობს, 15, 30 ან ერთ საათიანი შეყოვნებებით. თქვენ ვერ დაგეგმავთ 8 საათიან შეხვედრას აუთლუქით. უბრალოდ, ვერც შეძლებთ. არც ვიცი შეგიძლიათ თუ არა. შეგიძლიათ დაიშნოთ 15, 30, ან 45 წუთიანი ან ერთ საათიანი. ასე რომ ჩვენ გვინდა შევავსოთ ეს დრო როცა საქმე მართლა სწრაფად უნდა წავიდეს.
ასე რომ, მითინგები და მენეჯერები არის ორი უდიდესი პრობლემა ბიზნესში დღეს. განსაკუთრებით, ოფისებში. რომლებიც არ შეგხვდებათ ოფისების გარეთ. ასე რომ მაქვს რამოდენიმე შემოთავაზება იმისთვის, რომ გამოასწოროთ ეს სიტუაცია. რა შეუძლიათ მენეჯერებს გააკეთონ -- ჭკვიანმა მენეჯერებმა, იმედია-- რაც შეუძლიათ, არის ის, რომ ოფისი გადააქციონ ადამიანებისთვის სამუშაოდ უკეთეს ადგილად. ისე, რომ ოფისი არ იყოს ადგილი, სადაც უარეს შემთხვევაში წახვალ, არამედ ის უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანი პირველ რიგში წავა სამუშაოდ და იტყვის: "როცა მართლა მინდა საქმე გავაკეთო, მე მივდივარ ჩემს ოფისში." იმიტომ რომ ეს ადგილი არის კარგად აღჭურვილი, ყველაფერი უნდა იყოს იქ მათთვის, რომ სამუშაო შეასრულონ, მაგრამ დღეს მათ იქ წასვლა არ უნდათ, ხოდა როგორ შევცვალოთ აღნიშნული სიტუაცია? მე მაქვს სამი შემოთავაზება, რომელთაც ახლავე გაგიზიარებთ. დაახლოებით 3 წუთი დამრჩა, რაც კარგად მეყოფა.
ჩვენ ყველას გვსმენია ჩვეული პარასკევის ამბავი. არ ვიცი ხალხი ისევ თუ აკეთებს ამას მაგრამ რას იტყვით, მაგალითად, ხუთშაბათს - "არა-ლაპარაკის"- დღეზე? ან მაგალითად-- აირჩიეთ ერთი ხუთშაბათი მხოლოდ ერთხელ თვეში და გაყავით ეს დღე ორად და თქვით სათამოს -- აი ძალიან ადვილია, მარტო საღამოს, თვეში ერთ ხუთშაბათს. პირველ ხუთშაბათს - მხოლოდ საღამოს არავინ ისაუბრებს ერთმანეთთან ოფისში. მხოლოდ სიჩუმე. სულ ეს არის. და თქვენ აღმოაჩენთ, რომ საქმის უშველებელი ნაწილი კეთდება მაშინ, როცა არავინ საუბრობს ერთმანეთთან. აი როდის აკეთებს ხალხი საქმეს, როცა არავინ აწუხებს მათ, როცა არავინ ხელს არ უშლის. თუკი მისცემთ ვინმეს, მაგალითად, 4 საათს ხელშეუშლელი დროისა, არის საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ მისცეთ ადამიანს მუშაობისას. ეს კომპიუტერზე უკეთესიც კი არის. ახალ მონიტორზე, ახალ პროგრამაზე და ნებისმიერ სხვა საგანზე უკეთესი, რასაც ჩვეულებრივ ვიყენებთ. 4 საათი ჩუმი დრო იქნება საოცრად ღირებული. თუ ამას გამოცდით, მიხვდებით, რომ მართალი ვარ. და სავარაუდოდ, ამას უფრო ხშირადაც გააკეთებთ. მერე შეიძლება ყოველ მეორე კვირას, ან ყოველ კვირას, კვირაში ერთხელ, საღამოობით ერთმანეთთან საუბარს აკრძალავთ. ასე აღმოაჩენთ, რომ ეს ის არის, რაც ნამდვილად მუშაობს.
კიდევ სხვა, რაც შეგიძლიათ სცადოთ, არის აქტიური კომუნიკაციიდან და თანამშრომლობიდან რაც პირისპირ თანამშრომლობას გულისხმობს, მხარზე ხელის დარტყმა, გამარჯობის თქმა, შეხვედრები, ნაკლებად აქტიურ კომუნიკაციაზე გადასვლა მაგალითად, იმეილით და მესინჯერით კონტაქტი სხვა ასეთი საშუალებით კონტაქტი - და ასეთი რამეები. ზოგი ადამიანი იტყვის, რომ მაგ. იმეილი მართლა ყურადღებას ფანტავს, ასევე, მესინჯერიც. და სხვა ასეთი საშუალებები. მაგრამ ისინი ყურადღებას იქცევენ თქვენი საკუთარი არჩევანის შესაბამისად შეგიძლიათ გამორთოთ იმეილის აპლიკაცია, მაგრამ თქვენს ბოსს ვერ გაექცევით, მესინჯერსაც გამორთავთ, მაგრამ თქვენს მენეჯერს ვერ დაემალებით. შეგიძლიათ გადადოთ ეს საშუალებები გვერდზე და შეგიძლიათ ხელის შეშლის დრო თქვენ თვითონ დააწესოთ, როცა მოგინდებათ,მაშინ როცა მოიცლით, როცა მზად ხართ, რომ ისევ გააგრძელოთ ძველი საქმე იმიტომ, რომ საქმე, ისევე როგორც ძილი მიმდინარეობს ფაზების მიხედვით. ასე რომ თქვენ შეიძლება დაიწყოთ საქმე, შემდეგ რაღაც მონაკვეთში გაწყვიტოთ ის რასაც აკეთებთ, და მოიცალოთ იმეილის და მესინჯერის შესამოწმებლად. და საერთოდ, ძალიან ცოტა საქმეა, რაც საჩქაროა, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რასაც იმ წამსვე უნდა უპასუხოთ. ასე რომ, თუ თქვენი მენეჯერი, მოუწოდებს ხალხს რომ გამოიყენოს მესინჯერი და იმეილი და სხვა საშუალებები, რაც სხვამ შეიძლება გადადოს გვერდზე, და დაუბრუნდეს მას თავისი გეგმის მიხედვით.
და ბოლო შემოთავაზება: თუ თქვენ გაქვთ შეხვედრა, და ასევე გაქვთ უფლება უბრალოდ გააუქმეთ, გააუქმეთ შემდეგი შეხვედრა. დღეს პარასკევია - ხოდა აი ორშაბათს, როგორც ყოველთვის ხშირია შეხვედრები უბრალოდ გააუქმეთ. მე არ ვგულისხმობ გადადებას, უბრალოდ, ამოშალეთ თქვენი მეხსიერებიდან. გააქრეთ. და აღმოაჩენთ რომ ყველაფერი, უბრალოდ, არაჩვეულებრივადაა. ყველა ის დისკუსია და გადაწყვეტილება რასაც ფიქრობთ, რომ უნდა გაგეკეთებინათ, ორშაბათს დილის 9 საათზე, უბრალოდ, დაივიწყეთ, და ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. ხალხს ექნება უფრო თავისუფალი დილა, ფიქრის დრო ექნებათ.. და აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი, რაც უნდა გაგეკეთებინათ, სინამდვილეში არ უნდა გააკეთოთ.
მოკლედ, აი ეს არის ის სამი შემოთავაზება, რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. იფიქრეთ ამაზე. და იმედი მაქვს, რომ ზოგიერთი ამ იდეათაგანი იყო საკმარისად პროვოკაციული იმისთვის, რომ მენეჯერები და ბოსები და ბიზნესის მფლობელები და ის ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს მართავენ, დაფიქრდნენ, რომ ცოტა უნდა შეჩერდნენ და მისცენ ხალხს ცოტა უფრო მეტი დრო, რომ საქმე გააკეთონ. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ კარგად დაფასდება.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ჯეისონ ფრიდს მუშაობაზე რადიკალური თეორია აქვს: რომ ოფისი ამისთვს შესაბამისი ადგილი არ არის. ის გვაცნობს მთავარ პრობლემებს ამასთან დაკავშირებით და გვთავაზობს სამი გადაწყვეტის საშუალებას, თუ როგორ უნდა გააკეთო საქმე სამუშაო ადგილას.
Jason Fried thinks deeply about collaboration, productivity and the nature of work. He's the co-founder of 37signals, makers of Basecamp and other web-based collaboration tools, and co-author of "Rework." Full bio »
Translated into Georgian by meri togonidze
Reviewed by Natalie Saginashvili
Comments? Please email the translators above.
08:00 Posted: Feb 2009
Views 682,384 | Comments 101
06:51 Posted: Apr 2010
Views 1,305,881 | Comments 149
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.