დილა მშვიდობისა, პირველ როგში ფანტასტიკურია ბოლო ორი დღე იყო აქ, მეორე რიგში დიდი პატივია წარსდე ამ არაჩვეულებრივი ხალხის წინაშე ამ შესანიშნავი საუბრებით. მე ვგრძნობ, რომ მე მრავალმხრივ გამოვიყენებ, ზოგიერთ რამეს , რომელიც აქ გავიგე. ვიწყებ-- აქ პირდაპირ მოვდივარ ღრმა ძალიან, ღრმა ეკვადორის ჯუნგლებიდან, სადაც ვიყავი--იქ თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ მხოლოდ თვითმფრინავით-- სადაც შეხვდებით ადგილობრივ სახემოხატულ ადამიანებს, რომელთაც თუთიყუშის ბუმბულები უკეთიათ თავზე. იქ ადამიანები იბრძვიან, რათა თავი დაიცვან ნავთობკომპანიებისგან და იმ მაგისტრალებისგან რომლის გაყვანაც უნდათ ტყეში. ისინი ცდილობენ ცხოვრება განავითარონ ტყეში იმ სამყაროში სადაც სისუფთავეა , სადაც ადგილები ჯერ კიდევ შეურყვნელია, სამყარო, რომელიც არ არის დაბინძურებული. და ჩემთვის გასაკვირი და გასაოცარი ის არის. რომ ჩვენ აქ ვსაუბრობთ ამის შესახებ ტედში, სწორედ იქ ტროპიკული ტყეების შუაგულში, იქ იყო რამდენიმე მზის პანელი- პირველი ეკვადორის ამ ნაწილში-- წყალი მოჰქონდათ წყლის სატუმბიდან რის გამოც ქალებს აღარ უხდებოდათ შორს წასვლა. წყალი სუფთა იყო, მაგრამ ბატარების სიმცირის გამო, დიდი ოდენობის ელექტროენერგიის დაზოგვა უხდებიდათ. ასე რომ ყველა სახლს-- იქ დაახლოებით რვა სახლი იყო და ამ პატრა საზოგადოებას--შეეძლო ქონოდა სინათლე ყოველ საღამოს დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. იქ ყავთ მმართველი ყველა სამეფო რეგალიით, რომელსაც აქვთ საკუთარი ლეპტოპი. (სიცილი) ეს კაცი იყო საზღვარგარეთ , მაგრამ უკან დაბრუნდა, იგი ამბობს: "იცი ჩვენ სწრაფად გადავედით ახალ ეპოქაში , ჩვენ არაფერი ვიცოდით თეთრკანიანებზე 50 წლის წინ და ეხლა ჩვენ აქ ვართ ლეპტოპით ხელში, და სხვადასხვა საშუალებებით რომელთა ათვისებაც გვინდა თანამედროვე მსოფლიოსგან. ჩვენ გვინდა ბევრი რამ ვიცოდეთ ჯანდაცვაზე. გვინდა ვიცოდეთ რას საქმიანობენ სხვები---ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს. გვინდა ვიცოდეთ სხვადასხვა ენები. ვიცოდეთ ბრიტანული, ფრანგული და ჩინურიც კი, კარგად გამოგვდის ენების სწავლა." ის იქ არის თავისი კომპიუტერით, მაგრამ იბრძვის გაუძლოს ზეწოლებს,--- ვალების გამო, ეკვადორის უცხოური ვალების გამო, უძლებს მსოფლიო ბანკის, IMF-ის და რა თქმა უნდა იმ ადამიანების ზეწოლას, რომლებთაც ტყეების ექსპულატაცია სურთ ნავთობის მოსაპოვებლად. სწორედ , რომ იქიდან მოვდივარ პირდაპირ აქ. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩემი ექსპერიმენტი ვრცელდება სხვა სახის ცივილიზაციაზე-- მე მათ რეალურად ცივილიზაციას ვერ ვუწოდებ. სხვა ცხოვრების წესი, სხვა არსებები. ჩვენ ვისაუბრეთ ადრე ვაიდ დევისთან მსოფლიოში განსხვავებული ადამიანიური კულტურების შესახებ-- მაგრამ სამყარო არ შედგება მხოლოდ ადამიანებისგან, აქ არიან სხვა არსებებიც. სწორედ ეს მინდა გადმოგცეთ ტედის კონფერენციაზე, მე ყოველთვის ვაკეთებ ამას მსოფლიოს მაშტაბით, ხმა ცხოველების სამეფოში. ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ სლაიდებს ან კინოებს, მაგრამ ეს ქმნილებები გამოსცემენ ხმებს, რომლებიც რაღაცას ნიშნავს. და მე მინდა გადმოგცეთ მისალმება ტანზანიის ტყის შიმპანზისა- ოუუ ოუუ ოუუ ოუუ ოუუ ოუუ (აპლოდისმენტები) მე შიმპანზეებს ვსწავლობ 1960 წლიდან. ამ პერიოდში განვითარდა თანამედროვე ტექნოლოგიები რომელმაც რეალურად შეცვალა გზა და ბიოლოგებს დიდ დახმარებას უწევს. მაგალითად პირველად რამდენიმე წლის წინ შევძელით ძალიან მარტივად შეგროვებული ფეკალიიის ნიმუშებისთვის გაგვეკეთებინა დნმ-ის ანალიზი და პირველ ეტაპზე ამით გაგვეგო, რომელი მამრი შიმპანზე არის ინდივიდუალურად ახალშობილის მამა. ვინაიდან შიმპანზეებს აქვთ ძალიან განსხვავებული "საზოგადოება". ეს კვლევებს უხსნის ახალ პერსპექტრივებს და შესაძლებლობებს. ჩვენ ასევე ვიყენებთ GSI-ის -იგი არის გეოგრაფიული , ნუ მოკლედ GSI-- რათა განვსაზღვროთ შიმპანზეების გავრცელების არეალი. ასევე ვიყენებთ-მიუხედავათ იმისა, რომ კარგად ვერ გავერკვიე-- სატელიტურ სურათებს რათა ვნახოთ გაუტყეურების არეალი. ასევე არის მიღწევები ინფრარედში, ასე რომ შეგვიძლია ვნახით ცხოველები ღამითაც, და ვიდეოსჩამწერი მოწყობილებები, ჩაწერა ხდება უფრო ხარისხიანი და მეტყველი. ანუ დღეს მრავალმხრივ შეგვიძლია საქმის გაკეთება, რომელიც ჩვენ არ შეგვეძლო 1960 წელს. განსაკუთრებით მაშინ როცა შიმპანზეებს და სხვა ცხოველებს განვითარებული ტვინიებით, ტყვეობაში შეისწავლიან. თანამედროვე ტექნოლოგიები გვეხმარება გამოვიკვლიოთ ზოგიერთი ამ ცხოველის განვითარების უმაღლესი დონე. დღესდღეობით ვიცით, რომ მათ შეუძლიათ შეითვისონ ჩვევები რომლის შესწავლას აბსოლიტურად შეუძლებელი იყო როცა მე ჩავები მეცნიერებაში. ვფიქრობ შიმპანზეს რომელიც ტყვეობაშია, აქვს ბევრი ინტელექტუალური ქცევების უნარი მისი სახელია იანი-იაპონურად რაც სიყვარულს ნიშნავს მასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. მას უყვარს თავის კომპიუტერი-- ის მიატოვებს ხოლმე თავის დიდ ჯგუფს, მოჩუხჩუხე წყაროს, მის ხეებს და ყველაფერს. ის მოვა და ჯდება თავის კომპიუტერთან. მას უყვარს საბავშო ვიდეო თამაშები. მიუხედავათ იმისა რომ ის 28 წლისაა ის საქმიანობს კომპიუტერთან და კლავიატურას უფრო სწრაფად ხმარობს ვიდრე ზოგიერთი ადამიანი. ის ასრულებს კომპლექსურ დავალებებს ისე, რომ მე ვერ მივყვები მას, მაგრამ გასაოცარი ამ მდედრზე ისაა, რომ არ უყვარს შეცდომების დაშვება. თუ მას აქვს ცუდი გარბენი და ქულები არც ისე მაღალია, ის მოვა და დააბრახუნებს მინაზე ვინაიდან ის ვერ ამჩნევს ექსპერიმენტს ის თხოულობს მეორეჯერ ცდას და როდესაც კონცენტრაციას მოახდენს 20 წუთის მერე უნდა, რომ კვლავ გაიმეოროს იგივე, დაკმაყოფილების მიზნით, რომ მან ეს უკეთ შეასრულა. საჭმელიც არ არის მნიშვნელოვანი იგი იღებს ძალიან პატარა ჯილდოს, საპასუხოდ უყვარს ქიშმიში-- მაგრამ თუ ეტყვი წინასწარ ის გააკეთებს ამას არაფრის სანაცვლოთ. ასე რომ ხომ ხედავთ სად ვართ, შიმპანზე იყენებს კომპიუტერს. შიმპანზეები, გორილები, ორანგუტანგები ასევე სწავლობენ ადამიანური ენის ნიშნებს. აღსანიშნავი ის არის, რომ როდესაც მე პირველად ჩავედი გომბიაში 1960 წელს-- ძალიან კარგად მახსოვს თითქოს გუშინ ყოფილიყოს----- როცა პირველად წავედი მცენარეების დასათვარიელებლად, შიმპანზეები ჩემგან გარბოდნენ, თუმცა ზოგიერთი ნელ-ნელა მეჩვეოდა-- და მე დავინახე შავი გამოსახულება, რომელიც შემოხვეოდა ტერმიტების ბორცვს, მე დავაკვირდი მას ჩემი ჭოგრიტით. საბედნიეროდ ის იყო მამრი-- რომელსაც მე დევიდ გრებერდი დავარქვი-- თუმცა იმ დროს მეცნიერები მეუბნებოდნენ, რომ ცხოველებისთვის სახელის დარქმევა არ შეიძლებოდა მათ უნდა ჰქონოდათ ნომრები ის უფრო მეცნიერული იყო. ასე თუ ისე, დევიდ გრებერდი --დავინახე რომ აგროვებდა პატარა ბალახებს და იყენებდა მას ტერმიტების მიწისქვეშა ბუდიდან ამოსაყვანად. და არა მარტო ამას-ის ხანდახან წყვეტდა ხის ტოტებს და აშორებდა ფოთლებს. სახეს უცვლიდა საგანს ისე, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო გარკვეული მიზნისათვის-- ეს არის იარაღების კეთების საწყისი ეტაპი. ეს აღმოჩენა ძალიან ამაღელვებელი და განსაცვიფრებელი იყო ვინაიდან იმ დროს ფიქრობდნენ რომ ადამიანს, მხოლოდ ადამიანს შეეძლო იარაღის დამზადება და მისი გამოყენება. როდესაც სკოლაში დავდიოდი ჩვენ გვიხსნიდნენ ადამიანს, როგორც იარაღის შემქმნელს. როდესაც ეს ამბავი ჩემმა მენტორმა ლუის ლეკიმ გაიგო, მან თქვა: ''ჩვენ ახალიდან უნდა განსვსაზღვროთ ადამიანი და იარაღი ან შინპანზე უნდა მივიღოთ ადამიანად." (სიცილი) ახლა ჩვენ ვიცით რომ მხოლოდ გომბიაში არის ცხრა სხვადასხვა ხერხი, რომლის საშუალებითაც შიმპანზეები იყენებენ სხვადასხვა საგნებს განხვავებული მიზნებისთვის. უფრო მეტიც აფრიკის იმ ადგილებში, სადაც შიმპანზეებს შეისწავლიან, არის სრულიად განსხვავებული იარაღის გამოყენების ქცევები. დაკვირვების შედეგად, ჩანს რომ ეს ქცევები გადაეცემა ერთი შთამომავლობიდან მეორეს, იმიტაცია და პრაქტიკა-ეს არის ადამიანური კულტურის განსაზღვრება. რას მივაგენით ამ 40 წლის მანძილზე, როდესაც მე და სხვები შევისწავლიდით შიმპანზეებს და სხვა შესანიშნავ პრიმატებს თუ ძუძუმწოვრებს განვითარებული ტვინითა და სოციალური სისტემით, აღმოვაჩინეთ, რომ არ არის მკვეთრი ხაზი რომელიც ადამიანის რასაც ყოფს ცხოველთა სამეფოდან. ის ძალიან მკრთალი ხაზია. როცა ჩვენ ვნახულობთ თუ რას საქმიანობენ ცხოველები ის უფრო და უფრო მცირდება რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ის ჰგავს ადამიანს. შიმპანზეები-სამწუხაროდ არ გვაქვს დრო, რომ ვილაპარაკოთ მათ მომაჯდოვებელ ცხოვრებაზე-- მაგრამ მათ აქვთ ხანგრძლივი ბავშვობა 5 წელი რომელიც გამოიხატება დედასთან ერთდ ძილში და ძუძუსწოვში, შემდეგი სამი, ოთხი ან ხუთი წელი არის ემოციური დამოკიდებულება მასზე, სანამ შემდეგი ბავშვი გაუჩდება. ამ პერიოდში შესწავლა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქცევა არის ძალიან შემგუებლური და სხვა უამრავი რამეა რაც შეგვამცნობინებს შიმპანზეების საზოგადოებას. დიდი ხნის განმავლობაში დახმარებებმა დედასთან გატარებულმა ხანგრძლივმა ბავშობამ, ასევე თავის ძმებთან და დებთან ყოფნამ, შეიძლება გასტანოს მთელი ცხოვრება, რომელიც შესაძლოა 60 წელი გაგარძელდეს. მათ 60 წელზე მეტი ხნით შეუძლიათ ცხოვრება ჩვენ კი მხოლოდ 40 წელი გავატარეთ მათთან ერთად. და აღმოვაჩინეთ რომ შიმპანზეებს აქვთ სიბრალულისა და ალტრუიზმის უნარი. აღმოვაჩინეთ არასიტყვიერი კომუნიკაცია-ის ძალიან მდიდარია-- მათ აქვთ ძალიან ბევრი ხმები, რომელსაც სხვადასხვა შემთხვევის დროს იყენებენ. მაგრამ ისინი ასევე ხმარობენ შეხებას, ჟესტებს, პოზებს, და რისთვის აკეთებენ ისინი ამას? ისინი კოცნიან, ისინი ეხუტებიან და ართმევენ ხელს. ისინი ხელს უსმევენ ზურგზე, ტრბახობენ, ამოძრავებენ მუშტს-- იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ- და ისინი იყენებენ მათ იმავე კონტექსტში რასაც ჩვენ. მათ ყავთ ძალიან გამოცდილი ჯგუფები. ხანდახან ისინი ნადრირობენ მაგრამ არც ისე ხშირად, მაგრამ როცა ისინი ნადირონებნ ჩანან, როგორც გამოცდილი კოოპერაცია ვინაიდან ისინი იყოფენ ნადავლს. ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ მათ აქვთ ემოციები, მარტივი და შესაძლოა ხანდახან ერთიდაიმავე- ისეთი რომელსაც ჩვენ ვეძახით ბედნიერებას , მწუხარებას, უიმედობას. ისინი გონებრივად გრძნობენ ფიზიკურ ტკივილს. მე დრო არ მაქვს, რომ ამ ინფორმაციას მივყვე რომელიც გააუმჯობესებდა თქვენს საქმეს, მინდა ვთქვა,რომ აქ საუკეთესო უნივერსიტეტებში არიან გონებაგახსნილი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ცხოველების ემოციებს და პერსონალურ განცდებს. ჩვენ ვიცით რომ შიმპანზეეს და სხვა ცხოველებს აქვთ უნარი აღიქვან თავიანთი თავი სარკეში----საკუთარი თავი როგორც სხვა. მათ აქვთ იუმორის გრძნობა, ეს ისეთი საკითხებია რომელზეც ტრადიციულად ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა. მაგრამ ეს გვასწავლის ჩვენ პატივისცემას---- და ეს პატივისცემა ჩდება არა მხოლოდ შიმპანზეებზე, მე ასევე ვფიქრობ, რომ სხვა გასაოცარი ცხოველების მიმართაც, რომლებთან ერთადაც ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ. ყველაფერი ამის შემდეგ ჩვენ მოგვიხდება ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ ისეთი არსებები, რომლებთაც გააჩნია პერნსონალურობა , გონება და ზემოთ ხსენებული გრძნობები, ამის შემდეგ კი ჩვენ დავიწყებთ ფიქრს იმ მეთოდების შესახებ, რომელსაც იყენებს უამრავი მეცნიერი და პლანეტის ბრძენი ქმნილება, ის გვაჩვენებს დიდ სირცხვილს და პირველ რიგში მე ვიქნები. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ეს შიმპანზეები რომლებიც გვაფიქრებს ჩვენ ბევრ რამეზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქმნილებები ძალიან სწრაფად ქრებიან ბუნებაში. ისინი ქრებიან იმ მიზეზების გამო, რომლის შესახებაც აქ მყოფებმა ძალიან კარგად იცით. გაუტყეურება, ადამიანის პოპულაციის ზრდა რომელსაც უფრო მეტი მიწა სჭირდება. ისინი არიან გადაშენების პირას იმიტომ, რომ ზოგი ტყის კომპანია ჭრიან ხეებს შერჩევის გარეშე. ისინი კი უჩინარდებიან აფრიკის გულიდან. იმიტომ რომ მულტინაციონალური კომპანიები მივიდნენ და გაიყვანეს გზები მათ ასევე უნდათ იგივე გააკეთონ ეკვადორში და დანარჩენ ნაწილში სადაც ტყეები ხელშეუხებელია-- რათა ამოიღონ ნავთობი და საშენი მასალები. ეს გრძელდება კონგოში და მსოფლიოს სხვა ნაწილში, ასევე ცნობილია ისიც , რომ მიდის გამალებული ვაჭრობა. ეს ნიშნავს რომ ასობით , შესაძლოა ათიათასობით წლის წინ ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ ტყეში და ჰარმონიულად თანაარსებობდნენ ამ სამყაროსთან ეხლა კლავენ ცხოველებს თვიანთი საჭიროებისადმი საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის--- ეხლა კი უცბად, გზების გამო მონადირებს ქალაქაიდან შეუძლიათ წავიდნენ იქ. ისინი ესვრიან ყველაფერს რაც კი მოძრაობს თუნდაც დიდი იყოს თუნდაც პატარა ვირთხა, ისინი აშრობენ და წვავწენ მას. შემდეგ ისინი უკეთებენ ტრანსპორტირებას და გადააქვთ ისინი სპეციალური ტანკერებით, ან მაღაროს ტანკერბით ქალაქში სადაც მათ შემდგომ ყიდიან. ხალხი იხდის უფრო მეტ ფულს გატყავებულ ხორცში, ვიდრე შინაურ ხორცში--რომელიც კულტურულად გამოყვანილია. ეს კი ნიშნავს უწყვეტ და უზარმაზარ გადამზიდავ მანქანებს ტყეში ვინაიდან დღეს მოთხოვნაა ხორცზე, პიგმი მონადირებიც კი რომლებიც კონგოს ყურეში ცხოვრობდნენ თავიანთი წყნარი ცხოვრებით უკვე არიან გარეული ესეთ არასუფთა საქმეებში. მათ დაურიგეს იარაღები ისინი ისვრიან ტყის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის და იღებენ ფულს. მათი კულტურა ნადგურდება, ცხოველების ჩათვლით ვიზეც ისინი არიან დამოკიდებულები . ანუ როდესაც ტყის კომპანიები წავლენ იქ არაფერი დარჩება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ადგილობრივ ადამიანთა კულტურის განადგურებაზე და ეს კი ჩემს თვალწინ ხდება. ეს არის აფრიკის საშინელი სურათი– მე მიყვარს აფრიკა, და რას ვხედავთ ჩვენ აფრიკაში? ჩვენ ვხედავთ გაუტყეურებას, ჩვენ ვხედავთ რომ უდაბნო ფართოვდება, ვხედავთ მასიურ შიმშილს, ჩვენ ვხედავთ ავადმყოფობებს და ვხედავთ ადამიანთა პოპულაციის ზრდას იმ ნაწილში სადაც ადამიანები მჭიდროდ ცხოვრობენ და იმ ნაწილში სადაც მიწა შედარებით გამოყენებადია, ისინი ძალიან ღარიბები არიან იმისთვის, რომ იყიდონ საჭმელი. სად არიან ადამიანები რომლებზედაც გუშინ გვესმოდა, აღმოსავლეთ კუნძულზე, ვინ მოჭრა მათი უკანასკნელი ხე –სულელები არიან? არ იციან რა ხდება? რა თქმა უნდა, მაგრამ შენ ხედავ გაუსაძლის სიღარიბეს მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში რის გამოც არ დგას საკითხი, რომ დავტოვოთ ხე ხვალისთვის. "როგორ გამოვკვებო ჩემი ოჯახი დღეს? შესაძლოა მე მივიღო რამდენიმე დოლარი ამ ბოლო ხიდან, რომელიც ცოტა ხანი თავს გაგვატანიანებს, და შემდეგ ვილოცებთ, რომ იქნებ რამე მოხდეს რომ დაგვიცვას გარადუვალი დასასრულისგან." ეს არის შემსუბუქებული სურათი. ერთი რამ გვაქვს, რომელიც გვანსხვავებს შიმანზეებისგან და სხვა ცოცხალი არსებებისგან, ეს არის სალაპარაკო ენა–– ენა, რომლითც ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ ბავშვებს იმის შესახებ რა აღარ არის აქ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბრთ ახლო წარსულზე, დავგეგმოთ ახლო მომავალი, გავცვალოთ ერთმანეთში იდეები, იდებს შეუძლიათ გაზარდონ ჯგუფის აკუმულირებული სიბრძნე, ჩვენ შეგვიძია გავაკეთოთ ეს ერთმანეთში ლაპარაკით, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ვიდეოთი და დაწერილი ტექსტით. ჩვენ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ის უდიდესი ძალა, რომელიც ჩვენ გმართავს და რითაც ჩვენ ვანადგურებთ მსოფლიოს. განვითარებული მსოფლიო, ძალიან ცუდათ იქცევა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საკმარისი ცოდნა იმის შესახებ თუ რას ვაკეთებთ ჩვენ. იცით, ჩვენ ვზრდით ბავშვებს მსოფლიოში ბევრ ადგილას სადაც წყალი მათ წამლავს. და ჰაერი ზიანს აყენებს, საჭმელი კი რომელიც იქ იზრდება დაბინძურებული მიწსგან ასევე ვნებს მათ. განვითარებადი მსოფლიო არც ისე შორსაა,ის ყველგან არის. იცით რომ 50 ელემენტი რომელიც დღეს ჩვენ გავქვს ორგანიზმში არ გვქონდა 50 წლის წინ? და უამრავი დაავადება, როგორიც არის ასტმა, და ზოგიერთი სახეობის კიბო არის ზრდადი იმ ადგილებში სადაც ტოქსიკური ნივთიერებები ვრცელდება. ჩვენ საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს, ისევე როგორც ვაზიანებთ ცხოველებს და საკუთარ ბუნებას. დედა ბუნებას, რომელმაც ჩვენ შეგვქმნა. დედა ბუნებამ, რომელიც ჩვენ გვჭირდება განსატვირთად, სადაც ხეები, ყვავილები და ჩიტები მოქმედებენ ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უკვე არის ასობით და ათასობით ბავშვი განვითრებულ ქვეყნებში, რომელებთაც არასდროს უნახიათ ბუნება, ვინაიდან ისინი იზრდებიან და კონცენტრირებული არიან ვირტუალურ რეალობაში, მათ არ აქვთ შესაძლობლობა წავიდნენ და დაწვნენ მზეზე ან ტყეში თავი შეაფარონ მზის სხივებს და გაისეირნონ კანოეთი. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში მოგზაურობ, მაგრამ ვისურვებდი რომ მუდმივად ვიცხოვრო ტყეში, რომელიც მიყვარს. მე უნდა დავუტოვო ეს შესანიშნავი შიმპანზეები ჩემს სტუდენტებს და ამ საქნიამიანობით დაინტერესებულ ადამიანებს რათა გააგრძელონ მათი შესწავლა ვინადან ისინი მცირდებიან, დაახლოებით ორი მილიონიდან 100 წლის წინ დღეს არიან 150 000, მე ვიცოდი, რომ მე უნდა დამეტოვებინა ტყე და რაც შემეძლო გამეკეთებინა იმისთვის, რომ გამეზარდა მსოფლიოს შეგნება. რაც ბევრს ვლაპარაკობ შიმპანზეების გაჭირვებაზე უფრო, მეტს ვხვდები, რომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, პრობლემები რომელიც განვითარებულ მსოფლიოს აქვს და ხშირად ეს გამომდინარეობს განვითარებული მსოფლიოს სიხარბიდან, და ყველაფერი ერთად კი ქმნის უიმედობის განცდას--- რაც ნონსენსია. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ? იკითხა გუშინ ვიღაცამ, ვინაიდან მე ვმოგზაურობ, მე ვხვდები ადამიანებს რომლებმაც იმედი დაკარგეს. ისინი სასოწარკვეთილნი არიან, ისინი განიცდიან, " კარგი არავის აინტერესებს რასც ჩვენ ვაკეთებთ, ვჭამთ, ვსვამთ და ვქორწინდებით, ხვალ მოვკვდებით. ყველაფერი უიმედოა– ჩვენ ყოველთვის გვამცნობენ მედიით." და მე ვხვდები ადამიანებს, რომლებიც გაბრაზებულები არიან, ისეთი გაბრაზებული, რომ შესაძლოა ბრძოლა დაიწყონ, და ჩვენ ერთაინი ვართ ამაში. მე მყავს სამი პატარა შვილიშვილი, და როდესაც რომელიმე სტუდენტი გახდება და მეტყვის უმაღლეს სკოლაში ან უნივერსიტეტში. " ჩვენ გვშია" ან "ჩვენ სასოწარკვეთილები ვართ ვინაიდან შენ გათვალე ჩვენი მომავალი, მაგრამ ჩვენ არაფერი გააკეტეთ ამის შესაცვლელად და ჩავხედავ ჩემს შვილიშვილებს თვალებში და დავფიქრდები , რამდენი ვავნეთ ჩვენს პლანეტას მას შემდეგ რაც მე მათ ასაკში ვიყავი. მე ვგრძნობ ამ დიდ სირცხვილს და სწორედ ამიტომ 1991 წლიდან ტანზანიაში მე დავიწყე პროგრამა რომელსაც ქვია Roots and Shoots. მსოფლიოს მაშტაბით გამოუშვით პატარა ბროშურები, თითოეულ თქვენგან აქვს ის რაღაც, რაც უზრუნველყობს ბავშვების მომავალს, მე გთხოვთ რომ აიღოთ ბროშურა. ეს Roots and Shoots არის იმედი. Roots(ფესვები) ქმნის ფირმის ფუნდამენტს Shoots(კენწერო) ჩანს ძალიან შორეული. მაგრამ რომ მივაღწიოთ მზემდე უნდა გავამტვრიოთ კედლები, აგურის კედლები, როგორც ყველა პრობლემის საწყისი რომელიც ჩვენ გვაქვს ამ პლანეტაზე. ხედავთ, ეს არის იმედის გზავნილი. ათიათასობით ადამიანს მთელს მსოფლიოში შეუძლია გაარღვიოს და შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ. და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი Roots and Shoots არის ის, რომ ყველას ინდივიდუალურად შეუძლია განსხვავებული საქმე აკეთოს, ყველას აქვს თავისი როლი. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ახდეს გავლენას მსოფლიოზე, და თქვენ მეცნიერებმა იცით არ შეგიძლიათ--- თუ თქვენ მთელი დღე დარჩებით საწოლში თქვენ შეისუნთქვავთ ჟანგბადს და გამოყოფთ ნახშიროჟანგს და მიდიხართ საპირფერეშოში და ასე შემდეგ. ანუ შენ ცვლი გარემოს. ასე, რომ ეს პროგრამა გთავაზობთ სამი სახის პროექტს და ეს სამივე ემსახურება იმას რომ მსოფლიო უკეთესი გახდეს. ერთი პროექტი გულისხმობს ზრუნვას და ურთიერთობას ადამიანებთან. ერთი კიდევ განკუთვნილია ცხოველებისთვის, შინაური ცხოველების ჩათვლით--მე მინდა გითხრათ რომ რომ მე ყველაფერი შევისწავლე რაც ეხება ცხოველების ქცევას მას შემდეგ რაც წავედი გომბიაში, შიმპანზიდან დაწყებილი ჩემი ძაღლით დამთავრებული, რასტი მისი სახელი, რომელიც იყო ჩემი ბავშვობის კომპანიონი. და მესამე ეხება ლოკალურ გარემოს. ამ პროგრამის განხორციელება დამოკიდებულია ბავშვებზე, პირველ რიგში გვაინტერესებს რა ასკის არიან, ვინაიდან ჩვენ ვიწყებთ დაწყებითი სკოლიდან და უნივერსიტეტიდან. ასევე დამოკიდებულია იმაზე ისინი ქალაქში ცხოვრობენ თუ გარეუბანში დამოკიდებულია ღარიბია თუ მდიდარი. დამოკიდებულია ამერიკის რომელ ნაწილში არიან. ჩვენ ეხლა ყველა შტატში ვართ და პრობლემები ფლორიდაში განსხვავდება ნიუ იორკის პრობლემებისგან. ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ, რომელ ქვეყანაში ხარ და ჩვენ ვართ 60-ზე მეტ ქვეყანაში 5000-იანი აქტიური გუნდით და ჯგუფებისგან ვისმენ ისეთ რამეებს, რომლებიც არც კი გამიგია, ვინაიდან ბავშვები მონაწილეობენ ამ პროგრამაში და ავრცელებენ ერთმანეთში. რატომ? ვინაიდან ისინი დაინტერესდნენ ამით და ისინი არიან ერთ-ერთი ნაწილი რომელთაც გადაწყვიტეს ის თუ რას აპირებენ. ამის შესახებ ზოგჯერ მშობლები უყვებიან ან მასწავლებლები ასწავლიან ეს ეფექტურია, მაგრამ თუ ისინი თვითონ გადაწყვიტავენ და იტყვიან ჩვენ გვინდა დავასუფთაოთ ეს მდინარე და გავმრავლოთ თევზები იქ. ჩვენ გვინდა გავწმინდოთ ჰაერი ტოქსიკებისგან და გავაშენოთ ორგანული ბაღი. ჩვენ გვინდა რომ დრო გავატაროთ მოხუც ადამიანებთან მოვისმინოთ მათი ამბები და ჩავიწეროთ მათის ისტრიები, ჩვენ გვინდა რომ ვიმუშაოთ ძაღლების თავშესაფარში ჩვენ გვინდა შევისწავლოთ ცხოველები. ჩვენ გვინდა.........." ეს განწყობა იზრდება და ეს ძალიან დამაიდებელია ჩემთვის. ვინაიდან მე 300 დღე ვმიგზაურობ წელიწადში ყველგან არის Roots and Shoot-ის სხვადასხვა ასაკის ჯგუფები. ბავშვები გაბრწყინებული თვალებით გვეუბნებიან, "შეხედე რა ცვლილებები მოვახდინეთ." დღეს შემოვიდა ტექნოლოგიები, ახალი საკონუმიკაციო სისტემები რითაც ეს ბავშვები მთელი მსოფლიოს მაშტაბით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. თუ ვინმე დაინტერესებულია ჩვენი დახმარებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი იდეა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დახმარება რათა შევქმნათ ახალი სახის სისტემა, რომელიც დაეხმარება ამ ახალგაზრდა ადამიანებს გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ასევე მნიშვნელოვანია პრობლემები. მაგალითად "ჩვენ ვეცადეთ მაგრამ არაფერი გამოვიდა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ? და შემდეგ სხვა ჯგუფები შეეხმიანებიან ამ ბავშვებს, რომელიც შეიძლება იყოს ამერიკაში ან ისრაელში იტყვიან: "ეჰ, არასწორად გააკეთე , ესე უნდა გაგეკეთებინა." ფილოსოფია ძალიან მარტივია. ჩვენ ძალადობის არ გვჯერა არა ძალადობას, არა ბომბებს, არა იარაღის. ეს არ არის პრობლემების გადაჭრის გზა. ძალადობა შობს ძალადობას. ეს ჩემი შეხედულებაა. ანუ როგორ შეგვიძლია გადავჭრათ ეს საკითხი? პრობლემის გადაჭრის იარაღი არის ცოდნა და გაანალიზება ფაქტების ცოდნა, ნახვა თუ როგორ იმოქმედებს ის ერთიან სურათზე. მძიმე შრომა და შეუპოვრობა -თავის არ დანებება პერსპექტივის დანახვა, ცხოვრების სიყვარული და თანაგრძნობა. რამდენი წუთი დამრჩა? ორი, ერთი? კრის ანდერსონ : ერთი- ერთი ორი? ჯანე გუდალი: ორი, ორი, მე წავიღებ ორ წუთს. (სიცილი) შენ აპირებ მოსვლას და ჩემს აქედან გამოგდებას? (სიცილი) მოკლედ-- Roots and Shoots არის დასაწყისი შეცვალოს ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრება. ეს ის არის, რასაც ჩემს მთლიან ენერგია ვახმარ. მე მჯერა, რომ ესეთი სახის ჯგუფი შესაძლოა იყოს გავლენის მომხდენი, არა ეხლა, იმიტომ რომ თქვე შეგიძლიათ გაინაწილოთ ტექნოლოგია ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ გყავთ ბავშვები. და თუ გააცნობთ ამ პროგრამას და გადასცემთ თქვენ ბავშვებს, მათ ექნებათ კარგი შესაძებლობა, რომ გავიდნენ გარეთ და გააკეთონ სიკეთე ვინაიდან მათ ყავთ მშობლები თქვენ სახით. ეს ნათელია, როგორ ცდილობთ თქვენ ყველა, რომ მსოფლიო აქციოთ უკეთეს ადგილად. ეს ძალიან დამაიმედებელია. მაგრამ ბავშვები მკითხულობენ--- ეს არ დაიკავებს ორ წუთზე მეტს , მე პირობას ვიძლევი--- თუ მეტყვიან, " პროფესორო ჯაინ, თქვენ ნამდვილად გაქვთ მომავლის იმედი? თქვენ მოგზაურობთ და ხედავ ამ საშინელებენს რომელიც ხდება." ვუპასუხებ, პირველ რიგში ადამიანს აქვს გონება -მე არ მჭირდება ვთქვა რაიმე ამის შესახებ. ეხლა ჩვენ ვიცით რა პრობლემებია მსოფლიოში, ადამიანის გონება კი ვითრდება, რათა გადაჭრას ეს პრობლემები. ჩვენ ვილაპარაკეთ ამის შესახებ. მეორე ბუნების აღდგენა. ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ მდინარე და ჩვენ შეგვიძლია კვლავ დაუბრუნოთ მას ცხოვრება. ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი ადგილი დაუსახლებელია, რომელიც შასაძლებელია აღვადგინოთ და ავაყვავოთ დროთა განმავლობაში პატარა დახმარების გაწევით. და მესამე , ბოლო გამომსვლელი ლაპარაკობდა ამის შესახებ-ან ბოლოს წინა გამომსვლელი ადამიანის სულის შეუპოვრობის შესახებ. ჩვენს გარშემო უამრავი გასაოცარი ადამიანია რომლებიც აკეთებენ ისეთ რამეებს რომელიც წარმოუდგენელია. ნელსონ მანდელა- მე წამოვიღე პატარა კირქვის ნატეხი რობენის კუნძულის ციხიდან სადაც 27 წელი იყო დატყვევებული გამოვიდა არა გაბოროტებული და შეძლო გაძღოლოდა ხალხს აპარტეიდის შიშისა და სისხლისღვირის გარეშე. 11 სექტემბრის შემდეგ ნიუ იორკში მე ვგრძნობდი შიშს-მიუხედავათ იმისა, რომ იქ იყო ბევრი მამაცობა დიდი სიყვარული და თანაგრძნობა. მას შემდეგ, როდესაც მე დავიწყე ქყვეყანაში სიარული მე ვიგრძენი შიში-- შიში იმისა, რომ ადამიანების წამყვანი გრძნობა იყო შიშის განცდა და მათ აღარ შეეძლოთ გარემოზე წუხილი, ისინი ფიქრობვდნენ რომ არ იყვნენ პატრიოტები-- მე ვცდილობდი გამემხნევებინა ისინი, ვიღაც გამოვიდა მაჰათმა განდის პატარა ციტატით " თუ შენ გადახედავ კაცობრიობის ისტორიას, დაინახავ, რომ ყველა ბოროტი რეჟიმი შეიცვალა კარგით" და ამის შემდეგ ამ ქალმა მომცა ეს პატარა ზარი, და მე მინდა, რომ ჩემი გამოსვლა დავამთავრო ამით. მან თქვა: " თუ შენ ფიქრობ იმედზე და მშვიდობაზე, დააზარუნე. ეს ზარი გაკეთებულია ნაკლებად საშიში ნაღმისგან პილ-პოტის სასაკლაო მინდვრებიდან-- რომელიც იყო ერთ ერთი ყველაზე ბოროტი რეჟიმი მსოფლიოში-- სადაც დღეს ხალხი ერთად იწყებს ცხოვრებას მას შემდეგ რაც რეჟიმი ჩამოვარდა დიახაც ეს არის იმედი და სად არის იმედი? პოლიტიკოსებში? ისე ჩვენს ხელშია. ის თქვენს და ჩემს ხელშია და ჩვენი ბავშვების ხელშია. ეს მართლა ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ვართ ისინი ვისაც ძალუძს განსხვავებულის გაკეთება. თუ ჩვენ წავმართავთ ცხოვრებას ისე, რომ გადავდგათ ნათელი ეკოლოგიური ნაბიჯები, თუ ჩვენ ვიყიდით საგნებს, რომლებიც ეკოლოგიურია და არ ვიყიდით ისეთს, რომელიც არ არის ეკოლოგიური, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მსოფლიო დღეიდან. დიდი მადლობა.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ჯაინ გუდალს არ გაუხსნია კვანძი, მაგრამ ის ძალიან ახლოს იყო მიზანთან, როგორც არავინ არასდროს. პრიმატოლოგის აზრით, რეალური სხვაობა ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის არის მხოლოდ განვითარებული ენა. იგი გვიმტკიცებს ამას, რათა ჩვენ გავაანალიზოთ ის და შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ.
Jane Goodall, dubbed by her biographer "the woman who redefined man," has changed our perceptions of primates, people, and the connection between the two. Over the past 45 years, Goodall herself has also evolved -- from steadfast scientist to passionate conservationist and humanitarian. Full bio »
Translated into Georgian by Lasha Svanishvili
Reviewed by Irakli svanishvili
Comments? Please email the translators above.
17:25 Posted: Apr 2007
Views 1,029,750 | Comments 295
20:31 Posted: Jan 2008
Views 433,801 | Comments 80
16:25 Posted: Apr 2007
Views 565,558 | Comments 47
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.