გინდათ გახდეთ უკეთესი? დაუშვათ, რომ თქვენი გენის ოდნავი ცვლილებით, თქვენ გაიუმჯობესებთ მეხსიერებას, გახდით მას უფრო ნათელს, ზუსტს და სწრაფს. ან თქვენ მოგინდებოდათ გახდეთ ფიზიკურად უფრო ძლიერი, ამტანი. ისურვებდით ყოფილიყავით უფრო მიმზიდველი და თქვენ თავში დარწმუნებული? რას იტყოდით ჯანმრთელ, ხანგრძლივ ცხოვრებაზე? თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც უნდა უფრო კრეატიული გახდეს? რას ისურვებდით კიდევ? და თუ მარტო ერთია ამოსარჩევი? (დარბაზიდან: კრეატიული) კრეატიულობა. რამდენმა ადამიანმა აირჩია კრეატიულობა? აიწიეთ ხელი. ვნახოთ... რამოდენიმემ. ალბათ იმდენმა რამდენი კრეატიული ადამიანიც არის აქ. ძალიან კარგი. რამდენმა აირჩია მეხსიერება. ცოტათი მეტმა. რაც შეეხება ფიზიკურ ფორმას? ცოტათი ნაკლები. რაც შეეხება დიდ ხანს სიცოცხლეს? უმეტესობა. როგორც ექიმი ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. თქვენ რომ შეგეძლოთ დასახელებულიდან რამის ამორჩევა, ეს სულ სხვა სამყარო იქნებოდა. ეს აუხდენელია? თუ შესაძლებელია?
ევოლუცია – მუდმივი თემაა აქ TED- კონფერენციებზე, მაგრამ თქვენ დღეს მოგიყვებით ერთი ექიმის შეხედულებას ამის შესახებ. XX საუკუნის უდიდესი გენეტიკოსი ფეოდოსი გრიგორის ძე დობჟინსკი, რომელიც ასევე მოღვაწეობდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, დაწერა ესსე, რომლის სათაურიცაა "ბიოლოგიაში არაფერს არ აქვს აზრი ევოლუციის გარეშე" თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, რომელიც არ იღებს ბიოლოგიური ევოლუციის ჭეშმარიტებას, თქვენთვის დადგა ხელსაყრელი მომენტი, რომ გამორთოთ ყურსასმენები, ამოიღოთ თქვენი სმარტფონი – უფლებას გაძლევთ – და იქნებ გადაფურცლოთ კეტრინ შულცის წიგნი უზუსტობის შესახებ, იმიტომ რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ ნაწილს თქვენთვის არანაირი აზრი არ ექნება. (სიცილი დარბაზში) მაგრამ თუ თქვენ აღიარებთ, ბიოლოგიურ ევოლუციას, დაუფიქრდით: საქმე მხოლოდ წარსულშია, თუ ეს მომავალს ეხება? ეს სხვებს უკავშირდება, თუ ასევე ჩვენც?
აი კიდევ ერთი წარმოდგენა სიცოცხლის ხეზე. ამ სურათზე, მე მოვათავსე ბუჩქი განშტოებებით ცენტრიდან, იმიტომ, რომ თუ თქვენ დააკვირდებით სიცოცხლის ხის გვერდებს ყველა არსებული სახეობა განშტოებების ბოლოებზეა. ევოლუციის მხრივ წარმატებულები იყვნენ : ის გადარჩა; მან აჩვენა ადაპტირებულობა მის გარემო პირობებთან ხის ადამიანური ნაწილი – ერთ-ერთი განშტოების ბოლო ნაწილშია, რათქმაუნდა, ჩვენ სხვები მეტად გვაინტერესებს. საერთო წინაპრიდან თანამედროვე შიმპანზესთან ერთად ჩვენ წავედით საკუთარი განვითარების გზით დაახლოებით 6-8 მლნ წლის წინ. ამ მონაკვეთში იყო, დაახლოებით, 20-25 ჰომინიდების სხვადასხვა სახეობა. ისინი ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ. ჩვენ ვარსებობთ 130 000 წელია. გამოდის, თითქოს ჩვენ შორს ვართ ცხოვრების ხის სხვა ნაწილებისაგან, მაგრამ შეიძლება ითქვას, ჩვენი უჯრედების ძირითადი სტრუქტურა საკმაოდ გავს სხვებისას.
თქვენ ხვდებით, რომ ამის გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ ვაიძულოთ უბრალო ბაქტერიის სტრუქტურას აწარმოოს ადამიანის ინსულინის ცილა დიაბეტის სამკურნალოდ? ეს არ არის ადამიანური ინსულინის ანალოგი; ეს ზუსტად იგივე ცილაა, ქიმიურად განურჩეველია იმისგან, რასაც აწარმოებს თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი. და ბაქტერიებზე საუბრისას, აცნობიერებთ, რომ ყველა თავის ნაწლავებში ატარებს უფრო მეტ ბაქტერიას, ვიდრე ჩვენს სხეულში არსებულ უჯრედებს? შესაძლოა, ათჯერ უფრო მეტს. წარმოიდგინეთ, როდესაც ანტონიო დამაზიო გეკითხებათ თქვენს თვითშეფასებაზე, ფიქრობთ თქვენ ბაქტერიებზე? ჩვენი ნაწლავები – გასაოცრად სტუმართმოყვარე გარემოა ამ ბაქტერიებისათვის. იქ არის სითბო, სიბნელე, სისველე, ძალიან კომფორტულია თქვენ კი აწოდებთ მათ ყველანაირ საკვებ ნივთიერებებს მათგან დამოუკიდებლად. პირდაპირ სამოთხეა ბაქტერიებისთვის, მაგრამ პერიოდული შესვენებებით დაუგეგმავი მიწოლით გასასვლელისკენ. მაგრამ საერთოდ, თქვენ – შესანიშნავი გარემო ხართ ამ ბაქტერიებისათვის, ისევე როგორც ისინი აუცილებელნი არიან თქვენი ცხოვრებისთვის. ისინი გვეხმარებიან მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების გადამუშავებაში. ისინი გიცავენ თქვენ ზოგიერთი დაავადებებისაგან.
მაგრამ რა მოხდება მომავალში? ვიმყოფებით ჩვენ ევოლუციურ ბალანსში როგორც ბიოლოგიური სახეობა? თუ ჩვენ გვიწერია გავხდეთ რაიმე სხვა – სავარაუდოდ, რაიმე უფრო მეტად ადაპტირებული გარემოსთან? მოდით აზრობრივად გავემგზავროთ წარსულში: 14 მლრდ. წლის წინ – დიდი აფეთქება. დაახლოებით 4,5 მლრდ. წლის წინ – დედამიწა, მზის სისტემა. დაახლოებით 3-4 მლრდ. წლის წინ ჩნდება სიცოცხლის პირველი ნიშნები. პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები გამოჩნდნენ, სავარაუდოდ, 800 მილიონი ან მილიარდი წლის წინ, და ბოლოს ჩნდება ადამიანის სახეობა – ბოლო 130 000 წელიწადში. სამყაროს უზარმაზარ, დაუსრულებელ სიმფონიაში, სიცოცხლე დედამიწაზე – პატარა აკორდია; ცხოველების სამეფო – თითქოს ერთი ტაქტია; და ადამიანური სიცოცხლე – პატარა ნოტია. ეს ჩვენ ვიყავით ასევე ეს იყო ამ ანგარიშის გასართობი ნაწილი იმედი მაქვს, მოგეწონათ.
როდესაც კოლეჯში პირველკურსელი ვიყავი და ვესწრებოდი ბიოლოგიის პირველ გაკვეთილებს, გაოცებული ვიყავი ბიოლოგიის სილამაზით და მიმზიდველობით. მე შემიყვარდა ევოლუციის ძალა, და მივხვდი რაღაც ფუნდამენტურს: სიცოცხლე თითქმის ყოველთვის არსებობდა ერთუჯრედიანი ორგანიზმების სახით, თითოეული უჯრედი უბრალოდ იყოფოდა, და იმ უჯრედის მთელი გენეტიკური ენერგია გრძელდებოდა ორივე შვილობილ უჯრედში. მაგრამ, მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გამოჩენისას რაღაც-რაღაცეებმა ცვლილება დაიწყო. სცენაზე გამოჩნდა სქესობრივი გამრავლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივი გამრავლების გამოჩენის შემდეგ, რომელიც გენომის გადაცემას ახორციელებს, სხეულის დანარჩენი ნაწილი ხდება გასავალი მასალა. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ორგანიზმების სიკვდილის გარდაუვალობა ევოლუციურ შკალაზე გამოჩნდა იმავე მომენტში, სადაც სქესობრივი გამრავლება.
ეხლა მე უნდა ვაღიარო, როდესაც მე ვიყავი კოლეჯის ბოლო კურსზე, მე ვფიქრობდი: კარგია, სექსი-სიკვდილი, სიკვდილი-სექსი, სიკვდილი სექსისათვის – მაშინ ეს საკმაოდ კარგად ჟღერდა მაგრამ წლების განმავლობაში მე უფრო და უფრო მეპარებოდა ეჭვი. მე გავიგე ჯორჯ ბერნსის გრძნობები, რომელიც ჯერ კიდევ გამოდიოდა ლას-ვეგასში. საკუთარ მეცხრე ათეულში ერთ საღამოს მისი ნომრის კარებზე დააკაკუნეს. მან გააღო კარი. მის წინ იდგა შესანიშნავი თამამად ჩაცმული მოცეკვავე. მან შეხედა მას და თქვა, "მე მოვედი სუპერ სექსისათვის". "კარგი", თქვა ჯორჯმა, "მე ავიღებ სუპერს."
მე მივხვდი როგორც თერაპევტი, რომ მე მივდიოდი მიზნისკენ, რომელიც განსხვავდებოდა ევოლუციის მიზნისაგან – არა საწინააღმდეგო, არამედ სხვა. მე ვცდილობდი ორგანიზმის შენახვას. მე ვცდილობდი ჩვენს ჯანმრთელად შენარჩუნებას. მე მინდოდა დაავადების შემდეგ ჯანმრთელობის აღდგენა. მე მინდოდა, რომ ჩვენ გვეცხოვრა მეტ ხანს და უფრო ჯანმრთელად. ევოლუციისთვის კი მთავარია – გადასცეს გენომი შემდეგ თაობას, ადაპტირდეს და გადარჩეს თაობიდან თაობამდე. ევოლუციონისტური თვალსაზრისით. თქვენ და მე – როგორც რაკეტა-მატარებლები, რომლებლებიც გადასცემენ გენეტიკურად სასარგებლო ტვირთს შემდეგ ორბიტალურ დონეზე, თვითონ კი შემდეგ ვარდებიან ოკეანეში. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვესმის ემოციები, რომლებიც გამოხატა ვუდი ალენმა, როდესაც თქვა: "მე არ მინდა მივაღწიო უკვდავებას ჩემი სამუშაოთი. მე მინდა მივაღწიო მას, სიკვდილის გარეშე."
ევოლუცია არ არის აუცილებელი იყოს შემწყალებელი დღეგრძელებისათვის. არ არის აუცილებელი იყოს შემწყალებელი ყველაზე დიდების დან ძლიერების ან სწრაფების, და ყველაზე ჭკვიანების მიმართაც კი. ევოლუცია ემხრობა იმ ქმნილებებს, რომლებიც უკეთ ადაპტირდნენ თავის გარემომცველ გარემოში. ეს არის ერთადერთი ტესტი გადარჩენაზე და წარმატებაზე. ოკეანის ფსკერზე, ის ბაქტერიები, რომლებიც სითბოს მოყვარულნი არიან და შეუძლიათ გეიზერის სიცხეში არსებობა ისეთში, იქ თევზი რომ ყოფილიყო, ის შეიწვებოდა თავისივე წვენში, ამის მიუხედავად, ამ ბაქტერიებმა შეძლეს ეს გარემო თავისათვის სტუმართმოყვარე გარემოდ გადაექციათ.
ამიტომ რას ნიშნავს ეს, თუ შევხედავთ იმას, თუ რა ხდებოდა ევოლუციის პროცესში, და ისევ ვიფიქრებთ ადამიანების ადგილზე ევოლუციაში, და განსაკუთრებით, თუ გავიხედავთ წინ შემდეგი ფაზისაკენ, მე ვიტყოდი, არის რიგი შესაძლებლობები. პირველი: ჩვენ არ ვევოლუციონირდებით. ჩვენ უკვე მივაღწიეთ ჩვენი სახეობის ბალანსს. მიზეზები შესაძლოა შემდეგი იყოს: პირველ რიგში, ჩვენ მედიცინის საშუალებით ვინარჩუნებთ გენების უმეტესობას, რომლებიც სხვა შემთხვევაში იქნებოდნენ დაბრაკულები და წაიშლებოდნენ ევოლუციიდან. მეორე, ჩვენ როგორც სახეობამ იმდენად შევცვალეთ გარემო, რომ ვაიძულეთ მას ადაპტირებულიყო ჩვენზე, ისევე როგორც ჩვენ ვადაპტირდებით მასთან. სხვათა შორის, ჩვენ ვცირკულირებთ ვმიგრირებთ და ვირევით ისე ძლიერად, რომ უკვე შეუძლებელია იზოლაციის მიღება, რომელიც აუცილებელია ევოლუციონირებისათვის.
მეორე შესაძლებლობა მდგომარეობს იმაში, რომ იქნება ტრადიციული ევოლუცია, ბუნებრივი, ბუნების ძალებით განპირობებული. არგუმენტაცია აქ ასეთია, რომ ევოლუცია მიმდინარეობს ნელა, მაგრამ გარდაუვლად. რაც შეეხება იზოლაციას – როდესაც ჩვენ, როგორც ბიოლოგიური სახეობა, დავსახლდებით მოშორებულ პლანეტებზე მოხდება იზოლაცია და გარემო პირობების ცვლილება, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს ევოლუციამდე თავისი ბუნებრივი ფორმით.
მაგრამ არის მესამე შესაძლებლობაც, მაცდური, დამაინტრიგებელი და შემზარავი შესაძლებლობა. მე ვეძახი მას ნეო-ევოლუციას – ახალ ევოლუციას, რომელიც არა მხოლოდ ბუნებრივია, არამედ მიმართული და ამორჩეულია ჩვენს, როგორც ინდივიდების მიერ, არჩევანით რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ. როგორ უნდა მოხდეს ასეთი რამ? როგორ შეიძლება გახდეს შესაძლებელი, რომ ჩვენ ეს შევძლოთ? გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ზოგიერთ კულტურაში ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას თავის შთამომავლობაზე. ზოგიერთ კულტურაში ისინი წყვიტავენ, რომ იყოლიონ მეტი ბიჭები. ეს არ არის ძალიან კარგი მათი საზოგადოებისათვის, მაგრამ სწორედ ამას ირჩევენ ინდივიდები და მათი ოჯახები.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგეძლოთ არა მხოლოდ თქვენი ბავშვის სქესის ამორჩევა, არამედ თქვენი საკუთარი სხეულისთვისაც მოახდინოთ გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც განკურნავენ ან აღკვეთავენ დაავადებას. რა იქნებოდა მაშინ, თქვენ რომ შეგეძლოთ გენეტიკურად შეცვლა, იმისათვის რომ წაშალოთ დიაბეტი ან ალცგეიმერის დაავადება, დაწიოთ კიბოს რისკი ან მოიშოროთ ინსულტი? ნუთუ არ მოგინდებოდათ ასეთი ცვლილებების გაკეთება თქვენს გენებში? თუ შევხედავთ მომავალს, ასეთი ტიპის ცვლილებები გახდება სულ უფრო და უფრო შესაძლებელი.
პროექტი "ადამიანის გენომი" დაიწყო 1990 წელს. და გრძელდებოდა 13 წელიწადს. ის ღირს 2.7 მლრდ. დოლარი. მისი დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს. თქვენ იგივე სამუშაოს შესრულებას 20 მლნ დოლარად შეძლებდით 3-4 თვეში. დღეს შესაძლებელია მიიღო სრული თანმიმდევრულობა ადამიანის ძირითადი სამი მილიარდი წყვილი გენისა დაახლოებით 20 000 დოლარად ერთი კვირის განმავლობაში. გაივლის არც ისე დიდი დრო, და სავსებით რეალური გახდება ადამიანის გენომი 1000 დოლარად, და ის იქნება ყველასათვის სულ უფრო ხელმისაწვდომი. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ნაციონალურმა საინჟინრო აკადემიამ (ა.შ.შ) გადასცა დრეიპერის პრემია ფრენსის არნოლდს და ვილემ შტემერს, ორ მეცნიერს, რომლებმაც დამოუკიდებლად შეიმუშავეს ტექნოლოგიები, რომლელებიც აჩქარებენ ბუნებრივ ევოლუციურ პროცესს, იმისათვის რომ მიიღონ სასურველი ცილები უფრო ეფექტური გზით – რასაც, ფრენსის არნოლდმა დაარქვა "მიმართული ევოლუცია". რამდენიმე წლის წინ ლასკერის პრემია გადაეცა მეცნიერს სინია იამანაკას მისი კვლევებისათვის, რომელშიც მან აიღო კანის მოზრდილი უჯრედი, ფიბრობლასტი, და მხოლოდ ოთხ გენზე ზემოქმედებით, მან აიძულა ამ უჯრედს გადაქცეულიყო ღეროვან პლურიპოტენტურად – უჯრედად, რომელსაც პოტენციურად შეუძლია გახდეს თქვენი ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედი.
ეს ცვლილებები უკვე ახლოსაა. იგივე ტექნოლოგიას, რომელმაც უზრუნველყო ბაქტერიებში ადამიანის ინსულინის წარმოება, შეუძლია ვირუსების შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ დაგიცავენ საკუთარი თავისაგან, არამედ გამოგიმუშავებენ იმუნიტეტს სხვა ვირუსებისგანაც. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეხლა მიმდინარეობს ექსპერიმენტალური ცდები გრიპის ვაქცინის, რომელიც გამოყავთ თამბაქოს მცენარის უჯრედებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაიმე კარგი თამბაქოსაგან?
ეს ყველაფერი, დღევანდელი რეალობაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო შესაძლებელი გახდება. წარმოიდგინეთ კიდევ ორი მცირე ცვლილება. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ უჯრედები თქვენს ორგანიზმში, მაგრამ, თუ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი შთამომავლის უჯრედები? თუ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სპერმა და საკვერცხეები, ან შეცვალოთ ეხლახანს განაყოფიერებული საკვერცხე, და ამით თქვენს ნაყოფს მისცეთ მეტი შანსი ჯანმრთელი ცხოვრებისათვის – მოაშოროთ დიაბეტი, ან ჰემოფილია, შეამციროთ კიბოს რისკი? ვის არ უნდა ჯანმრთელი შვილები? კიდევ გველის ანალიტიური ტექნოლოგიები, ისევ სამეცნიერო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოონ ცვლილებები დაავადების თავიდან ასაცილებლად, ასევე მოგვცემენ საშუალებას სუპერთვისებების შეძენისა. ზეშესაძლებლობები – მაგალითად უკეთესი მეხსიერება. რატომაც არ გავხდეთ მეტად გონიერები მაგალითად ანატოლი ვასერმანზე თუ მითუმეტესი გონების გაფართოება შეიძლება ახალი თაობის უოტსონის სუპერკომპიუტერით? რატომაც არ უნდა გვქონდეს სწრაფად შეკუმშვადი კუნთები, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ირბინოთ უფრო სწრაფად და დიდ ხანს? რატომაც არ ვიცხოვროთ მეტ ხანს? ეს ძალიან მომხიბლავი იქნება.
როდესაც დადგება მომენტი, როდესაც შევძლებთ ამის შემდეგი თაობისათვის გადაცემას და შევიძენთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მოვისურვებთ, სწორედ მაშინ შევცვლით ჩვენ უბრალო ევოლუციას ნეო-ევოლუციით. ჩვენ განვახორციელებთ იმ პროცესს, რომელსაც ჩვეულებრივ შესაძლოა 100 000 წელი დაჭირდეს, და შევამცირებთ მას ათას წლამდე – შესაძლოა 100 წლამდეც კი. აი ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენს შვილიშვილებს ან მათ შვილიშვილებს ექნებათ განკარგულებაში გამოვიყენებთ კი ჩვენ ამ შესაძლობლობებს, იმიასთვის, რომ გავხადოთ საზოგადოება უკეთესი, წარმატებული და უფრო მეტად კეთილი? თუ ჩვენ ავირჩევთ მხოლოდ ზოგიერთ თვისებას და მოვინდომებთ მივცეთ ისინი მხოლოდ რჩეულებს, მაგრამ არა დანარჩენებს? გადავაქცევთ ჩვენ საზოგადოებას უფრო მოსაწყენად და ერთფეროვნად თუ უფრო მყარად და მრავალფეროვნად? აი როგორი ტიპის კითხვებზე გავცემთ პასუხს
და თუ წავალთ უფრო ღრმად, შევძლებთ ავირჩიოთ სიბრძნე და შემდეგ გადავცეთ ეს სიბრძნე, იმისათვის რომ გაკეთდეს ბრძნული არჩევანი? კარგია ეს თუ ცუდი, და იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე თქვენ გგონიათ, ეს შესაძლებლობები გამოჩნდება ჩვენს წინაშე.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
მედიცინის ეთიკის სპეციალისტი ჰარვი ფინბერგი წარმოგვიდგენს მუდმივად ევოლუციონირებადი ადამიანის სახეობის განვითარების სამ გზას: 1) ევოლუციის სრულიად შეწყვეტა, 2) ბუნებრივად ევოლუციონირება ან 3) ჩვენი ევოლუციის შემდგომი ეტაპების კონტროლი, გენეტიკური მოდიფიკაციებით. იმისათვის რომ გავხდეთ უფრო ჭკვიანები, სწრაფები, უკეთესები. ნეოევოლუცია სრულიად შესაძლებელია. როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას?
Harvey Fineberg studies medical decisionmaking -- from how we roll out new medical technology, to how we cope with new illnesses and threatened epidemics. Full bio »
Translated into Georgian by George Arakhamia
Reviewed by Michael Kaulashvili
Comments? Please email the translators above.
20:00 Posted: Nov 2006
Views 592,742 | Comments 127
22:20 Posted: Apr 2007
Views 389,504 | Comments 40
22:56 Posted: Nov 2006
Views 1,191,941 | Comments 175
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.