იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა გავლენა აქვს მითოლოგიას ბიზნესზე, და თუ რას უნდა აკეთებდეს ”რწმენის მთავარი ოფიცერი”, ამისთვის უნდა მოისმინოთ ამბავი, განეშას შესახებ რომელიც იყო სპილოს თავიანი ღმერთი მეზღაპრეთა მწერალი, და ამბავი მისი ძმის, ათლეტური მხედართმთავრის, კარტიკეას შესახებ. ერთ დღეს, ძმებმა გადაწყვიტეს რომ გაემართად რბოლა სამი წრე სამყაროს გარშემო. კარტიკეა შემოახტა ფარშევანგს და გადაუფრინა კონტინენტებს, მთებს, ოკეანეებს. გააკეთა ერთი წრე, მეორე, მესამე. ხოლო მისმა ძმამ, განეშამ, უბრალოდ სამჯერ შემოუარა წრე თავის მშობლებს და თქვა, ”მე გავიმარჯვე”. ”ეგ როგორ?” თქვა კარტიკეამ. და განეშამ უპასუხა, უპასუხა, ”შენ შემოუარე გარე სამყაროს”, მე კი შემოვუარე ”ჩემ სამყაროს”. რომელი უფრო მნიშვნელოვანია?
თუ თქვენ გესმით რა განსხვავებაა გარე სამყაროსა და ჩემ საყაროს შორის მაშინ თქვენ გესმით რა არის ლოგოსი და მითოსი გარე სამყარო არის ობიექტური ლოგიკური, უნივერსალური, ფაქტიური, მეცნიერული ჩემი სამყარო კი არის სუბიექტური ემოციური, პიროვნული ესაა აღქმა, აზრები, გრძნობები, ოცნებები ესაა ის რწმენის სისტემა რომელსაც ჩვენ თან ვატარებთ ესაა ის მითები რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
გარე სამყარო გვასწავლის თუ როგორაა სამყარო მოწყობილი როგორ ამოდის მზე როგორ ვიბადებით. ჩემი სამყარო კი გვასწავლის თუ რატომ ამოდის მზე და თუ რატომ ვიბადებით ყველა კულტურა ცდილობს რომ შეიმეცნოს თავის თავი ”რატომ ვარსებობთ?” და ყველა კულტურას აქვს ცხოვრების თავისებური გაგება, მითოლოგიის თავისებური ვერსია.
კულტურა, ესაა რეაქცია ბუნებისადმი, და წინაპრების ეს მსოფხედველობა თაობიდან თაობას გადაეცემა ამბების, სიმბოლოებისა თუ რიტუალების ფორმით, და რაც ყოველთვის არის ინდიფერენტული რაციონალობის მიმართ. ასე რომ, როცა ამ საკითხს სწავლობთ, აცნობიერერბთ რომ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხს გააჩნია სამყაროს სხვადასხვანაირი აღქმა სხვადასხვა ხალხი სხვადასხვანაირად ხედავს საგნებსა და მოვლენებს გააჩნიათ სხვადასხვანაირი შეხედულებები.
არის ჩემი სამყარო, და არის შენი, და ჩემი სამყარო ყოველთვის ჯობია შენსას, იმიტომ რომ ჩემი სამყარო ხილულია, რაციონალური, და შენი კი ცრურწმენაა მხოლოდ რწმენაა, და ლოგიკას მოკლებული. სწორედ ესაა ცივილიზაციების დაპირისპირების საფუძველი. ამას ერთხელ ადგილი ჰქონდა 326 წელს ჩვ. წ. აღ-მდე მდინარე ინდუსის ნაპირებთან ეს მდინახე ახლა პაკისტანშია სწორედ ამ მდინარის სახელიდან მოდის ინდოეთის სახელი. ინდოეთი, ინდუს.
ალექსანდრე, ახალგაზრდა მაკედონელი, შეხვდა იქ ვინმე ”გიმნოსოფოსს”, რაც ნიშნავს ”შიშველ ბრძენს”. ჩვენ არ ვიცით თუ ვინ იყო ის. შეიძლება იყო მონაზონი, როგორც ბაჰუბალი, გამოსახული ამ სლაიდზე გომატეშვარა ბაჰუბალი რომლის ქანდაკებაც არსებობს მაისორთან ახლოს ან შეიძლება ეს იყო უბრალო იოგი რომელიც იჯდა ქვაზე და შეჰყურებდა ცას მზეს, მთვარეს
ალექსანდრემ ჰკითხა, ”რას აკეთებ?” და გიმნოსოფოსმა უპასუხა, ”მე განვიცდი არაფრობას”. მაშინ გიმნოსოფოსმა ჰკითხა, ”და შენს რას აკეთებ?” და ალექსანდრემ უპასუხა, ”მე ვიპყრობ ქვეყანას”. და ორივეს გაეცინათ. ორივე იმას ფიქრობდა თუ რა სულელი იყო მეორე. გიმნოსოფოსი ამბობდა ”და რაში სჭირდება ეს მსოფლიოს დაპრყობა? ეს ხომ უაზრობაა”. და ალექსანდრე ფიქრობდა ”რას დამჯდარა ეს კაცი და არაფერს აკეთებს? რა უმეცრად ხარჯვაა ცხოვრების”.
იმისათვის რომ გავიგოთ ამ მსოფხედველობებს შორის განსხვავება, ჩვენ უნდა გავიგოთ ალექსანდრეს სუბიექტური ჭეშმარიტება: მისი მითები, და ის მითოლოგია რამაც ჩამოაყალიბა იგი. ალექსანდრეს დედა, მშობლები, მასწავლებელი არისტოტელე, უყვებოდნენ ალექსანდრეს ამბებს ჰომეროსის ”ილიადიდან”. უყვებოდნენ ამბებს გმირ აქილევსის შესახებ. როცა აქილევსი ბრძოლაში მონაწილებდა მაშინ გამარჯვებას მოიპოვებდა, მაგრამ როგორც კი იგი ბრძოლიდან გამოდიოდა მაშინ წაგება ხდებოდა გარდაუვალი. ”აქილევსი იყო ადამიანი რომელიც ქმნიდა ისტორიას, მართავდა თავის ბედს, და შენც ასეთი უნდა იყო ალექსანდრე” - ამას ისმენდა იგი.
”აი როგორი არ უნდა იყო? არ უნდა იყო სიზიფეს ნაირი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მძიმე ქვა ააქვს მთის მწვერვალზე მხოლოდ იმიტომ რომ ღამით ნახოს თუ როგორ გორდება იგი დაღმართში. არ იცხოვრო მონოტონური, ჩვეულებრივი, უაზრო ცხოვრებით. იყავი შთამბეჭდავი! -- როგორც ბერძენი გმირები, როგორც იასონი, რომელმაც არგონავტებთან ერთად გადაკვეთა ზღვა და მოიპოვა ოქროს საწმისი. იყავი შთამბეჭდავი როგორც თეზევსი, რომელიც შევიდა ლაბირინთში და მოკლა ხარისთავა მინოტავრი. როცა რბოლაში ხარ, გაიმარჯვე! -- იმიტომ რომ როცა იმარჯვებ, მაშინ გამარჯვების აღტკინება არის ის რითაც ყველაზე ახლოს შეგიძლია მიუახლოვდე ღმერთების ამბროზიას”.
ეს იმიტომ, რომ, ხედავთ, ბერძნებს სწამდათ რომ თქვენ ერთხელ ცხოვრობთ, და როცა კვდებით, უნდა გადაკვეთოთ მდინარე სტიქსი, და თუ თქვენ არაჩვეულებრივი ცხოვრებით გიცხოვრიათ მაშინ თქვენ იქნებით მიღებული ელიზიუმში, ან რასაც ფრანგები ეძახიან ელისეების ბაღებში (სიცილი დარბაზში) -- გმირების სამოთხეში.
მაგრამ ეს არაა ის ამბები რომელსაც ისმენდა გიმნოსოფოსი. იგი ისმენდა სულ სხვა ისტორიებს. იგი ისმენდა ამბავს ბჰარატის შესახებ. ამ სახელიდან მოდის ინდოეთის სახელიც - ბჰარატა. ბჰარატიც სამყაროს იპყრობდა. და შემდეგ იგი ავიდა სამყაროს ცენტრში არსებული ყველაზე დიდი მთის, მერუს მწვერვალზე. და მას უნდოდა დაესვა თავისი ალამი და ეთქვა - ”მე ვიყავი აქ პირველი”. მაგრამ როცა იგი ავიდა მწვერვალზე, დაინახა რომ მწვერვალი დაფარული იყო მანამდე მისული სხვა სამყაროს დამპყრობლების ურიცხვი ალმებით, და ყოველი მათგანი იჩემებდა რომ ”მე ვიყავი აქ პირველი … …ამას ვფიქრობდი მე სანამ აქ მოვიდოდი”. და უეცრად, ამ უსასრულობით მოცულმა ბჰარატმა თავი განიცადა უმნიშვნელოდ. ეს იყო გიმნოსოფოსის მითოლოგია.
ხედავთ, მისი გმირები იყვნენ რამა - რაგუპატი რამა და კრიშნა, გოვინდა ჰარი, მაგრამ ესენი არ იყვნენ ორი ისტორიის ორი განსხვავებული გმირები. ეს იყო ერთი და იგივე გმირის ორი ცხოვრება. როცა რამაიანა სრულდება მაჰაბჰარატა იწყება, და როცა რამა კვდება კრიშნა იბადება და როცა კრიშნა კვდება უეჭველად იგი დაბრუნდება როგორც რამა.
ხედავთ, ინდოელებსაც ჰქონდათ მდინარე, რომელიც ჰყოფდა ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყოფებს. მაგრამ ამ მდინარეს ერთხელ არ კვეთავთ. თქვენ ამ მდინარეს გადაკვეთავთ და გადმოკვეთავთ უსასრულოდ. ამას ერქვა ვაიტარინი. ამას გადიოდი ისევ და ისევ და ისევ. ხედავთ, ინდოეთში არაფერი არ არსებობს უსასრულოდ, თავად სიკვდილიც კი. ამდენად ინდოეთში თქვენ ნახავს ისეთ დიდ რიტუალებსაც სადაც ჯერ ქმნიან ქალღმერთის დიდ ქანდაკებას, თაყვანს სცემენ 10 დღის განმავლობაში … და რას აკეთებენ 10 დღის შემდეგ? აგდებენ მდინარეში. იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. და შემდეგ წელს იგი კვლავ მოვა. რაც მიდის ის მოდის კიდეც, და ეს კანონი მარტო ადამიანებს კი არა ღმერთებსაც ეხებათ. ხედავთ, ღმერთებიც უნდა მოვიდნენ კიდევ და კიდევ და კიდევ, როგორც რამა, როგორც კრიშნა. ისი არა მარტო უსასრულო რაოდენობის ცხოვრებებს ცხოვრობენ, არამედ ერთ ცხოვრებასაც უსასრულოდ ცხოვრობენ მანამ სანამ ცხოვრების არსი არ იქნება შემეცნებული. როგორც ფილმში -”ზაზუნას დღე”. (სიცილი დარბაზში).
ორი განსხვავებული მითოლოგია. რომელია სწორი? ორი განსხვავებული მითოლოგია, ორი განსხვევებული სამყაროსეული ხედვა. ერთი წრფივი და მეორე ციკლური. ერთს სჯერა რომ ესაა ერთადერთი ცხოვრება. მეორეს კი სწამს რომ ესაა ერთი, მრავალი ცხოვრებათაგან. ასე რომ ალექსენდრეს ცხოვრების მნიშვნელი იყო ერთი. ასე რომ მისი ცხოვრების ღირებულებაც იყო ყველა მისი მიღწევების ჯამი. გიმნოსოფოსის ცხოვრების მნიშვნელი კი იყო უსასრულობა. ასე რომ რაც არ უნდა ექნა მას მისი ღირებულება იყო ნულის ტოლფასი. და მე მჯერა რომ ეს მითოლოგიური პარადიგმა არის სწორედ ის რამაც მიიყვანა ინდოელი მათემატიკოსები რიცხვი ნულის აღმოჩენამდე. ვინ იცის?
ამას მივყევართ სწორედ ბიზნესის მითოლოგიამდე. თუ ალექსანდრეს რწმენა განსაზღვრავდა მის ქმედებებს, თუ გიმნოსოფოსის რწმენა გასაზღვრავდა მის საქციელს, მაშინ აუცილებლად ამას ექნებოდა გავლენა იმ საქმეზე რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. იცით, ბიზნესი სხვა არაფერია თუ არადა რეზულტატი იმისა თუ როგორ მოქმედებს ბაზარი და როგორ იქცევა კომპანია. და თუ თქვენ უყურებთ კულტურებს მსოფლიოს გარშემო, მაშინ ისღა დაგრჩენიათ რომ გაიგოთ მითოლოგია და ამით დაინახავთ თუ როგორ იქცევიან და როგორ აწარმოებენ ბიზნესს.
შეხედეთ, თუკი თქვენ ცხოვრობთ ერთხელ, დაინახავთ თუ როგორი აკვიატებულია ორობითი ლოგიკა, აბსოლუტური სიმართლე, სტანდარტიზაცია, აბსოლუტურობა, დიზაინის წრფივი შაბლონები. მაგრამ თუკი თქვენ უყურებთ კულტურებს რომლებსაც აქვთ ციკლური და უსასრულო ცხოვრებისადმი რწმენა, მაშინ დაინახავთ კომფორტს არაზუსტ ლოგიკაში, შეხედულებებში, კონტექსტურ აზროვნებაში, როცა ყველაფერი არის ფარდობითი, დაახლოებით, -- (სიცილი დარბაზში) მეტ წილად. (სიცილი)
შეხედეთ ხელოვნებას, შეხედეთ ბალერინას. რამდენად წრფივია იგი სცენაზე. და შემდეგ შეხედეთ ინდოელ ხალხურ მოცეკვავეს, კუჩიპუდის მოცეკვავეს ან ბჰარატანატიამ მოცეკვავეს. დაკლაკნილად. (სიცილი)
და შეხედეთ ბიზნესს. სტანდარტული ბიზნეს მოდელი: ხედვა, მისია, ღირებულებები, პროცესები. ისე ჩანს გეგონება ესაა თავგადასავალი უდაბნოდან აღთქმულ მიწამდე, რომელსაც უძღვებიან ლიდერები. და თუკი თქვენ დაიცავთ პრინციპებს, მაშინ შეხვალთ სამოთხეში.
მაგრამ ინდოეთში არ არსებობს ”აღთქმული მიწა”. არსებობს ბევრი ”აღთქმული მიწები”, რაც დამოკიდებულია სოციალურ სტატუსზე, ცხოვრების ეტაპზე, იცით, ბიზნესები ვერ ხორციელდებიან როგორც ინსტიტუტები, როგორც ინდივიდუალების იდიოსინკრაზია. ეს ყოველთვის დამოკიდებული გემოვნებაზე, და ყოველთვის დამოკიდებულია ჩემ გემოვნებაზე.
აი მაგალითად ინდურ მუსიკაში არ არსებობს ჰარმონიის ცნება. არ არსებობს ორკესტრის დირიჟორი. არსებობს ერთი არტისტი და ყველა დანარჩენი მიჰყვება მას. და ეს შესრულება ვერასდროს გამეორდება. აქ ადგილი არა აქვს დოკუმენტაციას და კონტრაქტს. აქ მთავარია საუბარი და რწმენა, და არა წესების დაცვა. მთავარია საქმის ბოლომდე მიყვანა, თუნდაც წესების დარღვევის ან წესებიდან გადახვევის ხარჯზე. შეხედეთ ინდოელებს რომლებიც ამ დარბაზში არიან. ნახავთ რომ მათ ეღიმებათ. მათ იციან რაზედაცაა საუბარი (სიცილი) და მერე შეხედეთ იმ ხალხს რომელთაც გაუკეთებიათ ბიზნესი ინდოეთში. თქვენ დაინახავთ გაღიზიანებას მათ თვალებში. (სიცილი) (აპლოდისმენტები)
აი ესაა ინდოეთი დღეს. რეალობის საფუძველი არის სამყაროს ციკლურობის აღქმა. ასე რომ ეს იცვლება სწრაფად, ძალიან კონტრასტულად, ქაოტურად, ორაზროვნად, დაუგეგმავად. და ადამიანებისთვის ეს საკმაოდ მისაღებია. შემდეგ გლობალიზაცია იკავებს თავის ადგილს. შემოდის მოთხოვნა თანამედროვე ინსტიტუციონალურ აზროვნებაზე რომლის ფესვები არის ერთ ცხოვრებიან კულტურაში. და აქ კულტურათა შეტაკებას აქვს ადგილი, ისევე როგორც ეს მოხდა მდინარე ინდუსის ნაპირებთან. ამის მოხდენა გარდაუვალია.
მე ეს პირადად მაქვს განცდილი. მე განათლებით ექიმი ვარ. ქირურგიის სწავლა არასდროს მინდოდა. არ მკითხოთ რატომ. ალბად იმიტომ რომ მითოლოგია მიყვარს ძალიან. მინდოდა მესწავლა მითოლოგია, ასე რომ მომიწია რომ ჩემი თავისთვის თავად მესწავლებინა. და მითოლოგიაში ფულსაც არ გიხდიან, ყოველ შემთხვევისთვის დღევანდლამდე (სიცილი). ასე რომ მომიწია მუშაობა. ვმუშაობდი ფარმაცეფტიკულ ინდუსტრიაში. ჯანდაცვის ინდუსტრიაში. ვმუშაობდი მარკეტინგის, გაყიდვების, ცოდნის მართვის დარგში. ვატარებდი ტრეინინგებსაც. ბიზნეს კონსულტანტიც ვიყავი და ვაკეთებდი სტრატეგიულ და ტაქტიკურ ანალიზებს. მე ვხედავდი ჩემი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების გაღიზიანებას როცა საქმე ეხებოდა ინდოეთს.
მაგალითად: გვითხარით, საავადმყოფოების ინვოისირების პროცედურა. ნაბიჯი პირველი, მეორე, და მესამეც ხოლმე. (სიცილი). როგორ გინდათ ამ ”ხოლმეს” პარამეტრიზაცია? როგორ უნდა ჩადოთ ეს ამ მშვენიერ პროგრამაში? ვერ შესძლებთ.
ჩემ შეხედულებებს ვუზიარებდი ხალხს მაგრამ მათ ჩემი მოსმენა არ უნდოდათ, სანამ არ შევხვდი კიშორე ბიანის კომპანია ”ფიუჩერზ გრუპიდან”. მას ჰქონდა ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი რომელსაც ერქვა ”დიდი ბაზარი”. არსებობს 200-ზე მეტი ბაზარი ინდოეთის 50 ქალაქსა და დასახლებებში. და ამ კაცს საქმე ჰქონდა განსხვავებულ და დინამიურ ხალხთან. და მან ინტუიტიურად იცოდა რომ იაპონიის, ჩინეთი და ევროპისა და ამერიკის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები ინდოეთში ვერ იმუშავებდა. მან იცოდა რომ ინსტიტუციონალური აზროვნება ინდოეთში ვერ იმუშავებდა. მხოლოდ ინდივიდუალური. მას ინდოეთის მითიური სტრუქტურის ინტუიტიური აღქმა ჰქონდა.
ერთხელ მან მე მთხოვა რომ გავმხდარიყავი რწმენის მთავარი ოფიცერი და მითხრა, ”შენგან მხოლოდ ის მინდა რომ მომსახურე პერსონალის რწმენები ჩამოაყალიბო”. ჟღერს ისე მარტივად, მაგრამ რწმენას ვერ გაზომავ. მას ვერც მართავ. ასე რომ როგორ გინდათ რომ ეს რწმენა ააშენოთ? როგორ გინდათ რომ ამ ხალხის მგრძნობელობა აამაღლოთ ინდურობის მიმართ. თუნდაც, თუ ხართ ინდოელი, ეს არაა მკაფიოდ გამოხატული, ეს არაა თვალსაჩინო.
ასე რომ დავიწყე მუშაობა იმაზე რომ შემექმნა კულტურათა სტანდარტული მოდელი, რაც ნიშნავდა ამბების, სიმბოლოების და რიტუალების გამოგონებას. და ერთ ასეთ რიტუალს ახლა გაგიზიარებთ. ეს ემყარება ინდურ რიტუალს - დარშანს. ინდოელ ხალხს არა აქვთ მცნებები. ასე რომ არ არსებობს სწორი და არასწორი საქციელის კრიტერიუმი და ამდენად თქვენც დარწმუნებული არ ხართ თუ როგორ წარდგებით ღმერთის წინაშე. ამდენად ტაძარში ყოფნა ეს უბრალოდ აუდიენციაა ღმერთთან. თქვენ გინდათ რომ ნახოთ ღმერთი და გინდათ რომ ღმერთმაც უბრალოდ შეგხედოთ. ღმერთებს კი ძალიან დიდი თვალები აქვთ რომელსაც არც კი ახამხამებენ. ხანდახან ეს თვალები ვერცხლისგანაა გაკეთებული. ასე გიყურებენ ეს თვალები, და იმდენად რამდენადაც თქვენ არ იცით მართალი ხართ თუ მტყუანი, რასაც განიცდით ესაა მხოლოდ ღმერთთან სიახლოვის განცდა. ”უბრალოდ გამიგე თუ რატომაც გავაკეთე ჯუგაადი”. (სიცილი) ”რატომ ჩავიდინე ესა თუ ის საქციელი” ”მე არ ვიცი წესები, უბრალოდ გამიგე, გთხოვ”
ამის საფუძველზე ჩვენ შევქმენით ჩვენი ლიდერებისთვის რიტუალი. როცა ლიდერი გაივლის თავის ტრინინგს და მზადაა რომ გაუძღვეს თავის მაღაზიას ჩვენ მას ავუხვევდით თვალებს, და გარშემო მოვიყვანდით კლიენტებს, ოჯახის წევრებს, მის გუნდს, მის უფროსს. ხმამაღლა წავიკითხავდით მის შეფასებას, გადავცემდით გასაღებს და მოვხსნიდით დოლბანდს რითაც თვალები ჰქონდა ახვეული. და უეჭველად დაინახავდით მის თვალებში ცრემლს, იმიტომ რომ იგი მიხვდა. მან გააცნობიერა რომ იმისათვის რომ იყო წარმატებული არაა საჭირო იყო პროფესიონალი, არაა საჭირო რომ მოიკვეთო ემოციები. მას პირიქით უნდა ჩაერთო ყველა ახლობელი, თავის საქმეში იმისთვის რომ გაემარჯვა, რომ ახლობლებიც გაეხარებინა. თავისი უფროსი რომ კმაყოფილი ყოლოდა, ყველა რომ ბედნიერი ყოლოდა. რომ კლიენტი ბედნიერი ყოფილიყო, იმიტომ რომ კლიენტი ხომ ღმერთია.
სენსიტიურობა გვჭირდება. როცა ამის გვწამს, მაშინ შესაბამისი საქციელიც ხდება და საქმეც გამოდის. და ასეც იყო. დავუბრუნდეთ ალექსანდრეს და გიმნოსოფოსს. ყველა მეკითხება ”რომელი გზა ჯობია, ეს თუ ის?” და ეს ძალიან საშიში შეკითხვაა. იმიტომ ამ შეკითხვას მიყევხარ ფუნდამენტალიზმთან და ძალადობასთან. ასე რომ მე ამას არ ვუპასუხებ. გიპასუხებთ ინდური პასუხით, ინდური თავის ქნევით. (სიცილი) (აპლოდისმენტები)
გამომდინარე კონტექსტიდან, გამომდინარე იქედან თუ რისი მიღწევა გსურთ, აირჩიეთ თქვები პარადიგმები. იცით, ორივე პარადიგმა ადამიანის შექმნილია. ეს კულტურათა მიერ არის შექმნილი და არა ბუნების მიერ. ასე რომ როცა აწი შეხვდებით ვინმეს, უცნობს, ერთი თხოვნა: გაიგეთ რომ თქვენ ცხოვრობთ სუბიექტური ჭეშმარიტებით და ისიც ასეა. გაიგეთ ეს, როცა ამას გაიგებთ თქვენ აღმოაჩენთ რაღაც შთამბეჭდავს. აღმოაჩენთ რომ მითების უსაზღვრო სამყაროში სუფევს მარადიული ჭეშმარიტება და ვინ არის ყოვლივე ამის მჭვრეტელი? ვარუნას ათასი თვალი აქვს, ინდრას ასი. თქვენ და მე, მხოლოდ ორი. გმადლობთ (აპლოდისმენტები)
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
დევდატ პატანაიკი წარადგენს თავლის ამხელ შეხედულებას ინდური და დასავლურ მითების შესახებ - და აჩვენებს თუ როგორ განაპირობებს ურთირთ გაუგებრობას ეს ორი ფუნდამენტალურად განსხვავებული შეხედულებები ღმერთების, სიკვდილის და სამოთხის შესახებ.
Devdutt Pattanaik looks at business and modern life through the lens of mythology. Full bio »
Translated into Georgian by Andro Dgebuadze
Reviewed by Sopo Beradze
Comments? Please email the translators above.
19:12 Posted: Jun 2008
Views 439,914 | Comments 164
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.