უნდა ვაღიარო რომ ცოტათი ვნერვიულობ იმიტომ,რომ უნდა ვესაუბრო ძირეული საკითხების შესახებ, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ სიმსივნეზე განსხვავებულად, უამრავი ადამიანისაგან შემდგარ აუდიტორიას, რომელთაც ჩემზე მეტი იციან სიმსივნის შესახებ. თუმცა არც ისე ვნერვიულობ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ჩემი სათქმელის სისწორეში. (სიცილი) და ფაქტიურად ეს იქნება გზა,რომლითაც განვკურნავთ სიმსივნეს მომავალში. იმისათვის რომ ვისაუბროთ სიმსივნეზე, მე უნდა... მოდი სლაიდს გაჩვენებთ. პირველ რიგში, მინდა დაგანახოთ გენომიკების განსხვავებული პერსპექტივა. მინდა, რომ პერსპექტივაში გვაძლევდეს დიდ სურათს იმ ყველაფრისა, რაც ხდება... და შემდეგ ვისაუბრო პროტეომიკების შესახებ, რაზეც ბევრი არ გსმენიათ. ამის ახსნა წარმოაჩინებს იმას, რასაც მე მივიჩნევ განსხვავებულ იდეად სიმსივნის განკურნებაში.
მოდით გენომიკებით დავიწყებ. პოპულარული თემაა. რომლის საშუალებითაც ყველაზე მეტს შევისწავლით. მოწინავე საკითხია, რომელსაც აქვს თავისი საზღვრები. ალბათ ყველას გსმენიათ ანალოგია რომ გენომი ორგანიზმის პროგრამაა. და ეს რომ ჭეშმარიტება იყოს, ბრწყინვალე იქნება. მაგრამ არ არის. გენომი თქვენი ორგანიზმის ნაწილების ჩამონათვლის მსგავსია. ვერ ხსნის იმას, თუ როგორ არიან ეს ნაწილები დაკავშირებულნი. რას რა იწვევს და ა.შ. ასე, რომ თუ შევეცდები ანალოგის მოყვანას, წარმოვიდგინოთ რომ უნდა განვასხვაოთ კარგი, კანსაღი და ცუდი რესტორანი იმ ინგრედიენტების ჩამონათვლის მიხედვით, რაც მათ საწყობში აქვთ ანუ თუ თქვენ წახვალთ ფრანგულ რესტორანში და აღმოაჩენთ რომ მათ აქვთ მხოლოდ მარგარინი, კარაქი კი - არა, შეგიძლიათ თქვათ:'' აჰა, ვხვდები რაშიც არის პრობლემა. მე შემიძლია გამოვასწორო ეს." და, ალბათ, ამის განსაკუთრებული საშუალებებიც არის. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად განასხვავოთ ჩინური და ფრანგული რესტორნები იმითი, თუ რა აქვთ საწყობში. ე.ი. ინგრედიენტების სია ნამდვილად გაძლევთ რაგაც ინფორმაციას. და ზოგჯერ გატყობინებთ რომ რაღაც არასწორია. მაგ: თუ აქვთ ტონობით მარილი, შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ ზედმეტად მარილიან კერძებს ამზადებენ. მაგრამ ესეც შემოსაზღვრულია: იმისათვის, რომ გაარკვიო ჯანსაღი რესტორანია თუ არა, უნდა გასინჯო საკვები, უნდა იცოდე რა ხდება მათ სამზარეულოში, და რა შედეგს გაძლევს ინგრედიენტების ნარევი.
ანუ თუ შევხედავ პიროვნებას და აგრეთვე მის გენომს, ერთი და იგივეა. გენომის ის ნაწილი, რომლის ამოკითხვაც შეგვიძლია, არის ინგრედიენტების ჩამონათვალი. და ზუსტად, ზოგჯერ არის, რომ ვპოულობთ ინგრედიენტებს, რომლებიც ცუდია. ფიბროზული კისტა არის მაგალითი, როდესაც გაქვთ ცუდი ინგრედიენტები და , შესაბამისად, დაავადებაც. და ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავაკავშიროთ ინგრედიენტები და დაავადება. მაგრამ ხშირ შემთხვევებში, საჭიროა სამზარეულოში შეხედვა იმიტომ, რომ დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა ჯანმრთელი იყო... მათი გენომი არ შეცვლილა. ანუ გენომი, ფაქტიურად, შეიცავს სავარაუდო ინფორმაციას. ანუ თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ აღნიშნოთ განსხვავება აზიელ და ევროპელ ადამიანებს შორის მათი შემადგენელი ინგრედიენტების საფუძველზე. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ვერ განასხვავებთ ჯანმრთელ და ავადმყოფ ადამიანს ერთმანეთისგან... განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.
მაშინ რას გვაძლევს გენეტიკა. ნუ,პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია მისი ამოკითხვა, რაც შესანიშნავი და ძალიან სასარგებლოა გარკვეულ შემთხვევებში. და აგრეთვე დიდი თეორიული ტრიუმფია ბიოლოგიაში. ეს ერთ-ერთი თეორიაა, რომელიც ბიოლოგებმა სწორად ამოხსნეს. ეს დარვინისა და მენდელის მონაპოვრის გაგრძელებაა. და ეს ერთი შემთხვევაა,სადაც მათ თეორიული კონსტრუქცია იწინასწარმეტყველეს. მენდელს გენი წარმოედგინა როგორც აბსტრაქტული საგანი. დარვინმა მთელი თეორია ააგო, რომელიც გენების არსებობაზე იყო დამოკიდებული. შემდეგ უოტსონმა და კრიკმა აღმოაჩინეს ისინი. ასეთი რამ ფიზიკაში მუდმივად ხდება. თქვენ წინასწარმეტყველებთ შავი ხვრელის არსებობას, იხედებით ტელესკოპით და პოულობთ მას. მაგრამ ასე იშვიათად ხდება ბიოლოგიაში. ამიტომაც არის ეს ტრიუმფი... თითქოს რელიგიური გამოცდილებაა ბიოლოგიაში. დარვინის ევოლუცია ფუნდამენტური თეორიაა.
და სხვა მიზეზი, რამაც მისი პოპულარობა განაპირობა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ. და ფაქტიურად, კერი მულისის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ გაზობოთ გენომი თქვენივე სამზარეულოში რამდენიმე ინგრედიენტის დამატებით. გენომის განსაზღვრით დავადგინეთ ჩვენი კავშირი სხვა ცხოველებთან, გენეტიკური სიახლოვე, ან როგორ ვენათესავებით ერთმანეთს – ოჯახის ხე, ან სიცოცხლის ხე. უამრავი ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ გენეტიკური მასალის უბრალო შედარებით. ეხლა, სამედიცინო აპლიკაციებში, ეს ძალიან სასარგებლოა, იმიტომ, რომ იმავე სახის ინფორმაციას წარმოადგენს, რასაც ექიმი იღებს ოჯახის წევრებისგან... ალბათ, თქვენმა გენომმა უფრო მეტი იცის თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ, ვიდრე თქვენ, ამიტომ მისი გაშიფვრით შევძლებთ იმაზე მეტის გარკვევას, რაც თქვენთვისაა ცნობილი. ანუ ჩვენ შევძლებთ აღმოვაჩინოთ ის, რასაც ალბათ თქვენ იპოვიდით ნათესავების დათვალიერებით. მაგრამ შეიძლება გამაოგნებელიც კი იყოს. მე გავიკეთე 23andMe(გენეტიკური ტესტი) და გაკვირვებული დავრჩი აღმოჩენით რომ თურმე მსუქანი და მელოტი ვარ. (სიცილი) მაგრამ ზოგჯერ შეგიძლიათ გაცილებით უფრო საჭირო ინფორმაცია აღმოაჩინოთ.
მაგრამ ხშირ შემთხვევაში იმის გასარკვევად ხარ თუ არა ავად არ არის საკმარისი მხოლოდ მიდრეკილებების ცოდნა, არამედ ის თუ რა ხდება თქვენს ორგანიზმში ამ წუთს. ამისათვის, საჭიროა იმათზე დაკვირვება, რასაც გენომი აპროდუცირებს და რაც ხდება გენეტიკის შემდეგ. და აი სად გვჭირდება პროტეომიკები. ისევე,როგორც გენომი მოსაზღვრავს ყველა გენს, ასევე პროტეომიკები ყველა პროტეინის შესახებ ინფორმაციას. და პროტეინები არიან პატარა ქმნილებები, რომლებიც უჯრედებს შორის სიგნალს გადასცემენ... ფაქტიურად მოფუნქციონირე მანქანები არიან. სწორედ აქ ხდება მოქმედება. ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს განუწყვეტელი საუბარი უჯრედებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ეუბნებიან გაიზარდნონ ან მოკვდნენ. და როდესაც ავად ხართ, ეს საუბრები არასწორად მიმდინარეობს. საქმე ის არის რომ, საუბედუროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი განვსაზღვროთ ისევე, როგორც გენომის შემთხვევაში.
პრობლემა ის არის რომ... თუ შეეცდებით ყველა პროტეინის ამოცნობას, ეს ძალიან რთული პროცესია, ასობით საფეხურისგან შემდგარი, რასაც დიდი დრო სჭირდება. ეს დამოკიდებულია აგრეთვე პროტეინის რაოდენობაზე. მისი 10%ით ცვლილებაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ანუ არც ისე კარგი ციფრია როგორც დნმის შენთხვევაში. ფაქტიურად პრობლემა ისაა, რომ ვთქვათ ვიღაც ამ ხანგრძლივი პროცესის შუაშია, ისვენებს ცოტა ხნით, და ტოვებს რამეს ენზიმთან ერთად რამდენიმე წამით, და უეცრად ყველა გამოთვლა, ამის შემდეგ, აღარ მუშაობს. და ხალხი იღებს შეუსაბამო პასუხებს მსგავსი გამოთვლებისას. მეცნიერები ბევრს შრომობენ ამისთვის. მეც რამდენჯერმე ვცადე და ბოლოს დავნებდი.
მე ხშირად მირეკავდა ონკოლოგი სახელად დევიდ აგუსი. Applied Mindsს უამრავი ზარი შედის ადამიანებისგან, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, და არ მეგონა რომ ღირდა მეპასუხა, ამიტომ არ ვიღებდი ყურმილს. და ერთ დღეს, მირეკავდნენ ჯონ დოერი, ბილ ბერკმანი და ალ გორი, მთხოვდნენ დავკავშირებოდი დევიდ აგუსს. (სიცილი) გავიფიქრე, "კარგი, მოხერხებული ბიჭი ყოფილა." (სიცილი) და ჩვენი დიალოგიც შედგა. და მან მითხრა, " უკეთესი გზა მჭირდება პროტეინების განსაზღვრისა." რომელიც, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ადვილი. მან კი დაიჟინა,რომ აუცილებლად უნდა ეპოვნა, რადგან ყოველდღიურად იღუპებოდნენ პაციენტები იმიტომ, რომ ვერ ადგენდნენ თუ რა ხდებოდა მის ორგანიზმში. საჭირო იყო სპეციალური გზის მოძებნა. და მანაც მაჩვენა და განმიმარტა მაგალითები, როდესაც განსაკუთრებით ჭირდებოდა. და მეც მივხვდი, რომ ამას შეიძლება დიდი ცვლილება მოჰყოლოდა, თუ, რა თქმა უნდა, შევძლებდით. და მეც დავთანხმდი ერთად მუშაობაზე.
Applied Mindsს საკმარისი თანხა აქვს, რათა ვიმუშაოთ სურვილისამებრ ვინმეს დაფინანსების მოლოდინის გარეშეც. ასე რომ ჩვენც დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა. მუშაობის პროცესში მივხვდით თუ რაც იყო პრობლემა... ყავის პატარა ყლუპი... აქამდე ადამიანები აკეთებდენენ ამ ჩახლართულ პროცესს, და საჭირო იყო პროცესის ავტომატიზირებულ რეჟიმზე გადაყვანა, და რობოტების აგება, რომლებიც გაზომავდნენ პროტეომიკებს. და ჩვენ შევძელით ეს. დავიდთან ერთად შევქმენით მცირე კომპანია სახელად Applied Proteomics რომელიც ამზადებს რობოტების საამწყობო კონვეიერს, რის საშუალებითაც იზომება პროტეინები. მეც განახებთ თუ როგორ გამოიყურება ეს პროცესი.
ძირითადად, რასაც ჩვენ ვაკეთბთ არის ის რომ ვიღებთ სისხლის წვეთს რომელიმე პაციენტიდან, გადავარჩევთ პროტეინებს სისხლის წვეთში მათი წონის, და სხვა თვისებების მიხედვით და ვიღებთ კონკრეტულ სურათს, სადაც ზედმიწევნით ჩანს ასობით ათასი მოლეკულა ერთ ფონზე სისხლის წვეთიდან. და ჩვენ შეგვიძლია სხვა სინჯის აღება მეორე დღეს, და პროტეინულ განსხვავებაზე დაკვირვება... სურათი შეიცვლება ჭამისა ან/და ძილის შემდეგ. ისინი ნამდვილად გვატყობინებენ თუ რა ხდება ორგანიზმში. და ეს სურათი, რომელიც შეიძლება დიდ ლაქად მოგეჩვენოთ, ფაქტიურად არის ის რამაც მღელვარება შემმატა და მაგრძნობინა რომ სწორ გზაზე ვდგევართ. თუ გავადიდებ ამ სურათს, შემიძლია გაჩვენოთ რას ნიშნავს. მარცხნიდან მარჯვნივ აღრიცხულია პროტეინები წონის მიხედვით, ზემოდან ქვემოთ კი - რამდენად სრიალა. უფრო გავადიდებ რომ უკეთესად გაჩვენოთ. ე.ი. თითოეული ხაზი წარმოადგენს პროტეინის ნაწილისაგან მიგებულ სიგნალს. და თქვენ ხედავთ თუ როგორ წარმოიქმნება ხაზები ამ პატარა ჯგუფებში: bump, bump, bump, bump, bump ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვზომავთ მასას ისეთი სიზუსტით, რომ... ნახშირბადი არსებობს სხვადასხვა იზოტოპების სახით, და თუ მას აქვს ზედმეტი ნეიტრონი, ჩვენ აღვრიცხავთ მას როგორც განსხვავებულ ნივთიერებას. ანუ იზოტოპები განსხვავებულ ელემენტებად გამოისახება.
შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება თუ რამდენად დახვეწილი სისტემაა. ამ სურათის ხილვა ემსგავსება გალილეოს ადგილას ყოფნას, თითქოს ვარსკვლავებს პირველად აკვირდებოდეთ ტელესკოპის საშუალებით, და უცბათ ამბობთ, ''გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ვფიქრობდი.'' მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის საკუთარი მახასიათებლებით. ანუ ეს ხელმოწერაა, რომლისგანაც ვცდილობთ ნიმუშის შექმნას. რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ორ პაციენტს, კონკრეტული წამლის მიმართ რეაგირების მიხედვით არამსგავსს, და ვიკითხოთ,''რა ხდება განსხვავებული მათ ორგანიზმში?" ჩვენ შეგვიძლია საკმარისად ზუსტად გავზომოთ და დავაკვირდეთ მათ შორის განსხვავებას.
აი ჩვენ გვყავს ანეტა მწავნედ და ბეშქენი წითლად შეღებილი. ეს მზა მონაცემებია. როგორც ხედავთ, ძირითადად ერთმანეთს გადაფარავს და ყვითელია, მაგრამ მაინც არის რაღაც, რაც მხოლოდ ანეტას, ან მხოლოდ ბეშქენს გააჩნია. და თუ ვიპოვეთ მოდელი იმისა რაც რეაგირებს წამალზე ჩვენ დავინახავთ რომ სისხლში, მათ აქვთ პირობები, რომლის საშუალებითაც კონკრეტულ წამალზე გვაძლევენ რეაქციას. ჩვენ შეიძლება არც კი ვიცოდეთ რომელი პროტეინია ეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის მარკერს, რომელიც რეაგირებს დაავადებაზე. ვფიქრობ, რომ ამას უკვე დიდი გამოყენებითი პოტენციალი აქვს მედიცინაში. მაგრამ, ამავე დროს, ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, თუ როგორ განვკურნავთ სიმსივნეს. მოდით გადავალ სიმსივნეზე.
რაც შეეხება მას... როცა პროექტში ჩავერთე, ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ, უბრალოდ დევიდ აგუსთან მუშაობისას ვაკვირდებოდი როგორ კურნავდნენ და ოპერაციისას როგორ კვეთდნენ სიმსივნეს. პირადად ჩემთვის, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ რა კუთხიდან მივუახლოვდებოდით სიმსივნეს. ამისათვის უნდა გაგვერკვია სიმსივნის წარმოშობის მიზეზები. ჩვენ ვკურნავთ სიმსივნეს თითქოს ინფექციური დაავადება იყოს, თითქოს ისეთი რამე შეგვეყარა ორგანიზმში, რაც აუცილებლად უნდა მოიკლას ეს კი დიდი პარადიგმაა. ეს ის შემთხვევაა, როცა თეორიულმა პარადიგმამ ბიოლოგიაში იმუშავა... დაავადების ემბრიონალური თეორია. ყველაზე ხშირად რასაც ექიმები აკეთებენ არის დაავადების დიაგნოზირება... შესაბამისი კატეგორიის მინიჭება... და მეცნიერულად გამართლებული მკურნალობის სისტემის დანიშვნა. ეს კი ბრწყინვალედ მუშაობს ინფექციური დაავადებებისას.. ანუ თუ დაგიდგინეს რომ გაქვთ სიფილისი, დაგინიშნავენ პენიცილინს. ვიცით რომ ის იმოქმედებს. თუ მალარია, მაშინ ქინაქინს. ან რაიმე სხვა საშუალებას. და ეს არის ის,რის კეთებაშიც ექიმები გაწაფულნი არიან. და ნამდვილად სასწაულებრივია ინფექციური დაავადების შემთხვევაში რამდენად კარგად მუშაობს. და ,ალბათ, ამ აუდიტორიიდან უმრავლესობა არც იქნებოდა ცოცხალი ექიმები ამას რომ არ აკეთებდნენ.
მაგრამ მოდი ეხლა იგივე დავუკავშიროთ სიმსივნეს. პრობლემა ის არის, რომ სიმსივნის შემთხვევაში, არაფერი ზედმეტი არ არის თქვენს ორგანიზმში. პირიქით, შენი კუთვნილია დაზიანებული. როგორღაც უჯრედშორისი საუბრები აირია. და როგორ ამოვიცნობთ ამ საუბრებს? დღესდღეისობით ჩვენ ვყოფთ მას სხეულის ნაწილების მიხედვით, ანუ სად არის კერა, და შემდეგ მოგაკუთნებთ შესაბამის კატეგორიას მდებარეობის მიხედვით. შემდეგ ვიღებთ კლინიკურ სინჯებს ფილტვის კიბოს, პროსტატასა და მკერდის კიბოსათვის, და ვმკურნალობთ მათ როგორც განსხვავებულ დაავადებებს, და მათი დაყოფის ეს გზა კავშირშია იმასთან, რაც არასწორად მიმდინარეობს. და რა თქმა უნდა, დიდს არაფერს უკეთებს იმას, რაც არასწორად მიმდინარეობს. იმიტომ, რომ სიმსივნე იგივე მოშლილი სისტემაა. და,ფაქტიურად არასწორები ვართ, როცა სიმსივნეს რამედ აღვიქვამთ. ვფიქრობ რომ ეს დიდი შეცდომაა. სიმსივნე არ უნდა იყოს არსებითი სახელი, ის უნდა გავიაზროთ როგორც პროცესი, ის, რაც ხდება, და არა ის, რაც გვაქვს. და კიბოც სიმსივნის სიმპტომებია. პროცესი "სიმსივნე" ,ალბათ, გამუდმებით მიმდინარეობს. მაგრამ ორგანიზმში უამრავი სისტემაა, რომელიც აკონტროლებს მას.
ანალოგის საშუალებით უკეთესად გაგაგებინებთ რასაც ვგულისხმობ, როცა ვიყენებ "სიმსივნეს" როგორც ზმნას. წარმოვიდგინოთ არაფერი ვიცით წყალსადენის საქმის შესახებ, და თუ როგორ ვსაუბრობდით მასზე. დავუშვათ სამზარეულოში წყალი წვეთავს, ჩვენ ვიტყოდით, "ჩემს სახლს წყალი აქვს." წყალსადენის ოსტატის კითხვაზე თუ სად არის წყალი უპასუხებდით,"სამზარეულოში." "ე.ი.სამზარეულოს წყალია." ასეთი ვითარება იქნებოდა. "სამზარეულოს წყალი? პირველ რიგში კარგად უნდა შევამშრალოთ. და თუ გამწოვსაც დავუყენებთ, ყველაფერი რიგზე იქნება. მაშინ, როდესაც მისაღები ოთახის წყლის შემთხვევაში უმჯობესია გუდრონით დაფარო ჭერი." სულელურად ჟღერს,მაგრამ ეს ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მე იმას კი არ ვამბობ რომ არ უნდა მოამშრალო წყალი სიმსივნის შემთხვევაში, არამედ იმას რომ ეს არ არის პრობლემა, არამედ პრობლემის სიმპტომი.
სინამდვილეში რაც უნდა გავიაზროთ არის პროცესი, რომელიც ხდება პროტეომიკების დონეზე, ხდება...რატომ არ კურნავს ორგანიზმი საკუთარ თავს როგორც საჭიროა? იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ორგანიზმი ამ პრობლემას გამუდმებით უმკლავდება. ანუ თქვენი სახლი აგვარებს წყლის გაჟონვის პრობლემებს, ასწორებს მათ და წყალსაც აშრობს. ჩვენ გვჭირდება მიზეზობრივი მოდელი იმისა, რაც ფაქტიურად ხდება. და სწორედ პროტეომიკები გვაძლევენ მსგავსი მოდელის შექმნის საშუალებას.
დევიდმა დამპატიჟა სიმსივნის ნაციონალურ ინსტიტუტში, სადაც იყო ანა ბარკერი. ჩვენ ვისაუბრეთ და მე ვკითხე, "თქვენ რატომ არ გააკეთებთ ამას?' და ანამ მიპასუხა რომ არავინ უყურებს სიმსივნეს ასეთი კუთხით. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ პროგრამა სიმსივნის შესწავლის სფეროდან შორს მყოფი ხალხისა და ამ სფეროში კარგად ჩახედული ექიმებისათვის, რომლებიც დაამუშავებენ კვლევის სხვადასხვა ასპექტებს." მე და დევიდმა შევქმენით კონსორციუმი უსცში, სადაც მუშაობენ მსოფლიოს უძლიერესი ონკოლოგები და ბიოლოგები, ქოლდ სპრინგ ჰარბორიდან, სტანფორდი, ოსტინი... მეც აღარ ჩამოვთვლი ყველა ადგილის სახელწოდებას... მუშაობენ პროექტზე, რომელიც გაგრძელდება 5 წელი, და შევეცდებით შევქმნათ სიმსივნის მოდელი. პირველად ვირთაგვებზე ვცდით, და ალბათ ბევრი მათგანი მოკვდება კვლევის პერიოდში, მაგრამ ისინი კეთილი მიზნისთვის დაიხოცებიან. და ჩვენც შევეცდებით მივიღოთ სურათი, ალბათური მოდელი, საიდანაც შევიტყობთ, თუ როდის ხდება სიმსივნე, რა ხდება ამ დროს და როგორ უნდა განვკურნოთ ის.
მოდი დავასრულებ პატარა სურათით იმაზე, თუ როგორი იქნება სიმსივნის მკურნალობა მომავალში. ვფიქრობ, რომ ოდესღაც გვექნება რომელიმე მოდელი ადამიანებისთვის, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ საბოლოოდ... ვგულისხმობ, რომ ჩვენი ჯგუფი იშრომებს მანამ, სანამ არ ჩამოყალიბდება კარგი კომპიუტერული მოდელი... რაღაც მსოფლიო კლიმატის მოდელის მსგავსი. უამრავ განსხვავებულ ინფორმაციას მოგვცემს იმ პროცესების შესახებ, რაც პროტეომიკების დონეზე მიმდინარეობს. და ჩვენ შევქმნით ამ მოდელის საშუალებით რომელიმე კონკრეტული სიმსივნის ტიპის სიმულაციას... ეს აგრეთვე იმუშავებს ALSთვის, ან სხვა სახის სისტემის ნეიროდეგენერაციულ დაავადებაზე. ყველაფერი დაახლოვებით ასე იქნება... ჩვენ შევქმნით თქვენს სიმულაციურ მოდელს, ზოგადს კი არა,არამედ შინაგან გარემოში მიმდინარე პროცესების აღმწერს.
და ამ სიმულაციის საშუალებით ჩვენ დაგინიშნავთ სპეციალურად თქვენთვის გათვლილ მკურნალობის კურსს, და ეს იქნება უწყინარი კურსი ცოტა წამლებით. შეიძლება ერთ დღეს საერთოდ ჭამა აგეკრძალოთ, მეორე დღეს მცირე დოზით ქიმიოთერაპია, შესაძლებელია რადიაციაც. ხანდახან, რა თქმა უნდა, ქირურგიული ჩარევაც საჭირო იქნება. მსგავსი პროგრამის შექმნა დაეხმარება თქვენს ორგანიზმს დაუბრუნდეს ჯანსაღ მდგომარეობას... დაუბრუნდეს ჯანმრთელობას. იმიტომ, რომ თქვენი სხეული მაქსიმუმს გააკეთბს, რათა შეასწოროს ის , რაც არასწორად მიმდინარეობს, რაც არეულია. და თქვენს ორგანიზმს უამრავი მექანიზმი გააჩნია სიმსივნის წინააღმდეგ, ჩვენ უბრალოდ ბიძგი უნდა მივცეთ მათ გამართული მუშაობისათვის.
და მეც მჯერა რომ ეს იქნება სიმსივნის მკურნალობის გზა მომავალში. ამოსათვის, რა თქმა უნდა, უამრავი მუშაობა და კვლევაა საჩირო, ჩვენს გარდა სხვა გუნდებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში. და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მოვახერხებთ ყველასთვის მკურნალობის ინდივიდუალური კურსის დანიშვნას.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
დენი ჰილსი ყურადღებას ამახვილებს პროტეომიკების საშუალებით სიმსივნის გამოკვლევაზე. მისი განმარტებით, გენომიკები გვაჩვენებენ ჩვენი ორგანიზმის ინგრედიენტების ჩამონათვალს, პროტეომიკები კი – ამ ინგრედიენტთა შედეგს. ორგანიზმში მიმდინარე მოვლენების პროტეინულ დონეზე გააზრებამ, შეიძლება, ჩამოგვიყალიბოს თანამედროვე იდეები სიმსივნის წარმოქმნის შესახებ.
Inventor, scientist, author, engineer -- over his broad career, Danny Hillis has turned his ever-searching brain on an array of subjects, with surprising results. Full bio »
Translated into Georgian by ababinili ababinili
Reviewed by Michael Kaulashvili
Comments? Please email the translators above.
23:44 Posted: Feb 2010
Views 334,130 | Comments 154
20:02 Posted: May 2010
Views 2,243,740 | Comments 487
18:49 Posted: Oct 2006
Views 467,827 | Comments 182
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.