1919 წელს ფაქტიურად უცნობმა გერმანელმა მათემატიკოსმა თეოდორ კალუცომ წარმოადგინა ძალიან გაბედული და ძალიან უცნაური იდეა. მან წამოაყენა იდეა რომლის მიხედვით ჩვენი სამყარო შეიძლება შეიცავდეს სამ განზომილებაზე მეტს. რაც ჩვენ ყველამ ვიცით. დამატებით ამ მიმართულებებისა: - მარცხენა-მარჯვნა, წინ-უკან მაღლა და დაბლა. კალუცომ წამოაყენა იდეა რომ შეიძლება არსებობს დამატებითი სივრცული განზომილებები რომლებსაც რაღაც მიზეზთა გამო ვერ ვხედავთ. როცა ვინმე ქმნის გაბედულ და უცნაურ იდეას, ზოგჯერ ეს ყველაფერი - გაბედული და უცნაურია მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო სამყაროსთან რომელშიც ვცხოვრობთ ეს კონკრეტული იდეა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მართალია თუ მცდარი, და დასასრულს მე განვიხილავ ექსპერიმენტებს რომლებმაც შემდგომი რამდენიმე წლის მანძილზე შეიძნება გვაჩვენოს სწორია თუ მცდარი. ამ იდეას მნიშვნელოვანი გავლენა ქონდა ფიზიკაზე გასულ საუკუნეში და აგრძელებს ინფორმირებას ბევრ უახლეს კვლევაზე.
მე მინდა გიამბოთ ამ ექსტრა განზომილებებზე. საიდან დავიწყოთ? დასაწყისისთვის ჩვენ გვჭირდება ამ ამბის ფონი (წინა ისტორია), ვეწვიოთ 1907 წელს, ეს არის წელი როდესაც აინშტაინი ბრწყინავს თავისი აღმოჩენის სინათლით ფარდობითობის სპეციალური თეორია და გადაწყვეტს რომ დაისახოს ახალი გეგმა რათა ცადოს და სრულად შეიცნოს გრავიტაციის უზარმაზარი შევსებადი ძალა. და ამავე დროს გარშემო არის უამრავი ადამიანი რომელნიც ფიქრობენ რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია ნიუტონმა მსოფლიოს მისცა გრავიტაციის თეორია 1600-იანების ბოლოს და ის შესანიშნავად მუშაობს. აღწერს პლანეტების მოძრაობას, მთვარის მოძრაობას და ა.შ. ვაშლის საეჭვო მოძრაობას ხიდან ვარდნისას ადამიანის თავში მოხვედრისას. ამ ყველაფერს ნიუტონის შრომა ხსნის
მაგრამ აინშტაინი აცნობიერებს რომ ნიუტონმა რაღაც დატოვა ამ ისტორიის გარეთ, რადგან თავად ნიუტონმა დაწერა რომ თუმცა იცოდა როგორ გამოეთვალა გრავიტაციის ეფექტი, მას არ შეეძლო გაერკვია რეალურად როგორ მუშაობდა ის. როგორ არის ის რომ მზე რომელიც 93 მილიონი მილითაა დაშორებული მოქმედებს დედამიწის მოძრაობაზე? როგორ მიაღწია მზემ ცარიელი ინერტული სივრცით გავლენის მოხდენა? ეს არის ის ამოცანა რომელიც აინშტაინმა თავის თავს დაუსახა გაერკვია როგორ მუშაობს გრავიტაცია. ნება მომეცით განახოთ რა აღმოაჩინა მან. აინშტაინმა აღმოაჩინა რომ საშუალება რომლითაც ვრცელდება გრავიტაცია თავად სივრცეა. იდეა ასეთი სახისაა: წარმოიდგინეთ სივრცე არის ასეთი ზედაპირი.
აინშტაინმა თქვა სივრცე სწორი და ბრტყელია თუ მასში არაა მატერია წარმოდგენილი. მაგრამ თუ გარემოში არის მატერია, მაგალითად ისეთი როგორიც მზეა ეს ხდება სივრცის ქსოვილის გამრუდების მიზეზი. ეს აკავშირებს გრავიტაციულ ძალას დედამიწაც კი ამრუდებს სივრცეს თავის გარშემო ახლა შევხედოთ მთვარეს ამ აზრის შესაბამისად მთვარე შეკავებულია ორბიტაზე, ის ბრუნავს ამ გამრუდებული გარემოს გასწვრივ მზე მთვარე და დედამიწა შეიძლება მის საფუძველზე შექმნილიყო. ვუახლოვდებით ამ ყველაფრის სრული ფორმატით აღქმას აღქმას. დედამიწა თავის მხრვ შეკავებულია ორბიტაზე რადგან ის ტრიალებს ველის გასწვრივ გარემოში რომელიც გამრუდებულია მზის არსებობით. ესაა ახალი იდეა იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ფაქტიურად გრავიტაცია.
ეს იდეა შემოწმებულ იქნა 1919 წელს ასტრონომიული დაკვირვებებით. ის ნამდვილად მუშაობს. ის აღწერს ფაქტებს. ამან მოუხვეჭა აინშტანს სახელი მთელს მსოფლიოში. და სწორედ ეს იყო კალუცოს აზრის წინაპირობა. ის როგორც აინშტაინი, ეძებდა იმას რასაც ჩვენ „ერთიან (მთლიან) თეორიას“ ვუწოდებთ. ამ ერთ თეორიას შესაძლებლობა უნდა ქონოდა აეხსნა ყველა ძალა რომელიც ბუნებაში არსებობს ერთიან იდეურ კონტექსტში, ერთიან პრინციპში, ერთ მთლიან განტოლებაში თუ გნებავთ. კალუზამ თავის თავს უთხრა, აიშნტაინმა შეძლო აეხსნა გრავიტაცია სივრცის დეფორმაციით და გამრუდების თვალსაზრისით ფაქტიურად სივრცით და დროით უფრო სწორად შეიძლება მე შემეძლოს იგივე თამაშში ჩართვა სხვა ცნობილი ძალის მეშვეობით. რომელიც იმ დროს იყო ცნობილი, ელექტრომაგნიტური ძალა ჩვენ სხვებიც ვიცით დღეს, მაგრამ იმ დროს ეს იყო მხოლოდ ერთი სხვა, რომელზეც ხალხი ფიქრობდა. იცით თქვენ, ძალა პასუხისმგებელი ელექტროობაზე და მაგნიტურ მიზიდულობაზე და ა.შ.
კალუცო ამბობს, იქნებ მე შემიძლია, იგივე თამაშის წარმარვა და ელექტრომაგნიტური ძალის აღწერა გამრუდებით და დეფორმაციით. ამან წარმოშვა კითხვა გამრუდება და დეფორმაცია რაში? აიშნტაინმა უკვე გამოიყენა სივრცე და დრო, გამრუდება და დეფორმაცია, გრავიტაციის აღწერისთვის. არაფერი ჩანს კიდევ რომ გამრუდდეს და დეფორმირდეს, კალუცომ თქვა, კარგი შეიძლება არსებობს სივრცის მეტი განზომილება, მან თქვა თუ მინდა აღვწერო კიდევ ერთი ძალა, შეიძლება მჭირდება კიდევ ერთი განზომილება. მან წარმოიდგინა რომ სამყაროს აქვს ოთხი სივრცული განზომილება და არა სამი. მან წარმოიდგინა რომ ელექტრომაგნიტიზმი ამრუდებდა ამ მეთხე განზომილებას. ასეა საქმე: როდესაც მან დაწერა განტოლებები გამრუდების და დეფორმაციის აღსაწერად სამყაროს ოთხ განზომილებაში და არა სამში, მან მიაგნო ძველ ფორმულებს, რომლებიც აიშნტაინს უკვე მიგნებული ჰქონდა სამ განზომილებაში ისინი გრავიტაციისთვის იყო -- მაგრამ მან აგრეთვე მიაგნო კიდევ ერთს დამატებითი განზომილების გამო. და როდესაც ამ განტოლებას დახედა, ის არ იყო სხვა, ვიდრე განტოლებები რომელიც მეცნიერებისთვის აქამდე იყო ცნობილი. ელექტრომაგნიტური ძალის აღსაწერად საოცარია ის იმდენად იყო აღელვებული ამის გაცნობიერებით რომ მთელი სახლი შემოირბინა „გამარჯვების“ ძახილით რომ მან მიაგნო „ერთიან თეორიას“
ნათლად რომ წარმოვიდგინოთ. კალუცო იყო კაცი რომელმაც თეორია ძალიან სერიოზულად მიიღო. მან ფაქტიურად -- აი ერთი ამბავიც, როდესაც მას უნდოდა ესწავლა ცურვა წაიკითხა წიგნი ცურვის ტრაქტატი -- (სიცილი) -- და ოკეანეში ჩაყვინთა. ეს არის კაცი რომელიც თეორიისთვის ცხოვრებას რისკავს. მაგრამ მათთვის ვინც ცოტა მეტად პრაქტიკულად მოაზროვნენი ვართ, დაუყოვნებლივ წარმოიშვება ორი კითხვა მისი მიგნებებიდან გამომდინარე. პირველი: თუ არსებობს სივრცის მეტი განზომილებები, სად არიან ისინი? ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ვხედავთ. და მეორე კითხვა: მართლა მუშაობს თუ არა თეორია დეტალებში? როდესაც შეეცდები მიუსადაგო სამყაროს ჩვენს ირგვლივ. პირველ კითხვაზე პასუხი გაცემულ იქნა 1926 წელს ოსკარ კლეინის მიერ. მან წარმოადგინა იდეა, რომ შეიძლება განზომილებები ორი სახისაა-- არსებობს დიდი ადვილად აღსაქმელი განზომილებები, მაგრამ არსებობს პატარა დახვეული განზომილებები, იმდენად პატარა რომ ისინი ყველა ჩვენს გარშემოა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ.
ნება მომეცით გაჩვენოთ ეს ვიზუალურად. წარმოიდგინეთ უყურებთ ისეთ რაღაცას როგორიც კაბელია, რომელიც შუქნიშანს აწვდის ელ. ენერგიას. ეს მანჰეტენია, თქვენ ცენტრალურ პარკში იმყოფებით -- ეს შეუსაბამობაა თუმცა შორი დისტანციიდან კაბელი გამოიყურება როგორც ერთ განზომილებიანი მაგრამ თქვენ და მე, ყველამ ვიცით რომ მას უნდა ქონდეს რაღაც სისქე. ის ძალიან ძნელი დასანახია შორი მანძილიდან. მაგრამ თუ ჩვენ გავადიდებთ მას პერსპექტივაში, ვთქვათ პატარა ჭიანჭველა დადის გარშემო პატარა ჭიანჭველები არიან იმდენად მცირე რომ მათთვის ხელმისაწვდომია ყველა განზომილება -- დიდი განზომილება, აგრეთვე ეს სააათის ისრის მიხედვით ისრის საწინააღმდეგო მიმართულება. და მე ვიმედოვნებ რომ იზიარებთ ამას დიდი დრო დასჭირდა რომ ჭიანჭველებს ეს გაეკეთებინათ.
თუმცა ეს ილუსტრირებას უკეთებს ფაქტს რომ განზომილებები შეიძლება იყოს ორი სახის დიდი და პატარა. და იდეას რომ შეიძლება დიდი განზომილებები ჩვენს გარშემო არიან ის განზომილებები რომლებიც ადვილად შეგივძლია აღვიქვათ, თუმცა შესაძლოა არსებობდნენ დამატებითი განზომილებები, დახვეული, კაბელის ცირკულარული ნაწილის მსგავსი, იმდენად მცირე რომ ისინი შეუმჩნეველი რჩება. ნება მომეცით განახოთ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს თუ ჩვენ ვუყურებთ, ვთქვათ თავად სივრცეს -- მე მხოლოდ შემიძლია წარმოვადგინო, რათქმაუნდა, მხოლოდ ორი განზომილება ეკრანზე. რამდენიმე თქვენგანი დააფიქსირებს ამას ერთ დღეს, მაგრამ რაიმე, რომელიც არაა ბრტყელი ეკრანზე არის ახალი განზომილება პატარავდება, პატარავდება და მიდის თავად სივრცის მიკროსკოპულ სიღრმეებამდე -- ეს არის აზრი რომელიც შეიძლება გქონდეთ დამატებით ხვეულ განზომილებებზე.
აქ არის პატარა წრიული ფორმა -- იმდენად პატარა რომ ჩვენ ვერ ვხედავთ. მაგრამ თუ ხართ ულტრა მიკროსკოპული ზომის ჭიანჭველა რომელიც აქ სეირნობს. თქვენ ივლით დიდ განზომილებაში რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით ეს როგორც ქსელის ნაწილი -- მაგრამ თქვენთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება პაწაწინა ხვეული განზომილებები. ისინი ისეთი მცირეა რომ ჩვენ არ შეგვიძლია შეუიარაღებელი თვალით დანახვა ანდაც ჩვენი ყველაზე მეტად დახვეწილი მოწყობილობითაც კი. რადგან ღრმადაა გადაკეცილი თავად სივრით ქსოვილში იდეა არის ის რომ უნდა არსებობდეს იმაზე მეტი განზომილებები რასაც ვხედავთ ეს არის ახსნა იმისა თუ როგორ შეიძლება სამყაროს ქონდეს მეტი განზომილებები მის გარდა რომლებსაც ვხედავთ. მაგრამ რა ხდება მეორე შეკითხვის თავს, რომელიც მე დავსვი: მუშაობს თუ არა თეორია ფაქტიურად როცა ცდილობ შეუსაბამო ის რეალურ სამყაროს?
აღმოჩნდა რომ აინშტაინი კალუცო და ბევრი სხვა მუშაობდნენ, მცდელობაზე განესაზღვრათ ეს ჩარჩო და გამოეყენებინათ ის ფიზიკაში სამყაროს მიმართ ისე როგორც იმ დროს ესმოდათ ეს. და დეტალურად ის არ მუშაობდა. დეტალურად მაგალითად ისინი ვერ იღებდნენ ელექტრონის მასას, რომ თეორია კორექტულად შეემუშავებინათ. ბევრი ადამიანი მუშაობდა ამაზე. მაგრამ 40-იანებში უფრო ზუსტად 50-იანებში ეს უცნაური, მაგრამ მყარი იდეა როგორ გაერთიანებულიყო ფიზიკის კანონები გაქრა. მანამდე სანამ რაღაც არაჩვეულებრივი არ მოხდა ჩვენს დროში, ჩვენს ეპოქაში. ახალი მიდგომა ფიზიკის კანონების გასაერთიანებლად გულისხმობდა ისეთი ფიზიკოსების გაერთიანებას როგორიც მაგალითად მე ვარ და სხვა მრავალი მთელი მსოფლიოს გარშემო, მას ქვია სუპერ სიმების თეორია, როგორც თვენ მიმითითეთ. და შესანიშნავი რამეა ის რომ სუპერ სიმების თეორიას არაფერი აქვს საერთო ექსტრა განზომილებების პირველ ხედვასთან მაგრამ როდესაც ჩვენ ვიკვლევთ სუპერ სიმების თეორიას, ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ მკვდრეთით აღდგა იდეა ახალი ფორმის ბრწყინვალებით.
ნება მომეცით გითხრათ, როგორ მუშაობს. სუპერ სიმების თეორია - რა არის ეს? არის თეორია რომელიც ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას: რა არის ძირითადი ფუნდამენტური, განუყოფელი შემადგენლობა, რომელიც ქმნის ყველაფერს სამყაროში ჩვენს ირგვლივ? იდეა არის ასეთი სახის: წარმოიდგინეთ ჩვენ ვუყურებთ ნაცნობ ობიექტს, სანთელი თავის შანდალში. და წარმოიდგინეთ ჩვენ გვინდა გავარკვიოთ რისგან შედგება ის. ჩვენ ვმოგზაურობთ ობიექტში ღრმად და შევისწავლით შემადგენლობას შიგნით სიღრმეში -- ჩვენ ყველამ ვიცით, საკმარის სიღრმეში , გექნებათ ატომები. ჩვენ ყველამ აგრეთვე ვიცით რომ ატომები არ არის ამბის დასასრული. მათ ყავთ პატარა ელექტრონები რომლებიც ბირთვის გარშემო ბრუნავს ბირთვი კი შეიცავს ნეიტრონებს და პროტონებს. თავის მხრივ ნეიტრონებს პროტონებს აქვთ მცირე ნაწილაკები ცნობილი როგორც კვარკები. ეს არის ის ადგილი სადაც საყოველთაოდ მიღებული იდეები წყდება.
აქ არის ახალი სიმების თეორიის იდეა. ნებისმიერი ნაწილაკის სიღრმეში არის რაღაც. ეს რაღაც არის მოცეკვავე ენერგიის ძაფი ვიბრირებადი სიმის მსგავსი -- აი აქედან მოდის სიმების თეორიის იდეა. და როგორც სიმებს რომელსაც ჩელოზე ხედავთ შეუძლიათ ვიბრირება სხვადასხვა ფორმით ამ სიმებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ფორმით ვიბრირება. ისინი არ აწარმოებენ სხვადასხვა მუსიკალურ ნოტებს. არამედ ისინი აწარმოებენ განსხვავებულ ნაწილაკებს, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან სამყაროს ჩვენს ირგვლივ. თუ ეს იდეები სწორია, ეს არის ის თუ როგორ გამოიყურება სამყაროს ულტრა მიკროსკოპული ლანდშაფტი. ის აშენებულია ამ პატარა ძაფისებრი ენერგიების უზარმაზარი რაოდენობით, რომლებიც სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებენ. სხვადასხვა სიხშირე ქმნის სხვადასხვა ნაწილაკს. სხვადასხვა ნაწილაკები პასუხისმგებელნი არიან ყველა იმ სიმდიდრეზე რომელიც არსებობს სამყაროში ჩვენს ირგვლივ.
და აი თქვენ ხედავთ უნიფიკაციას, რადგან მატერიალური ნაწილაკები, ელექტრონები და კვარკები, რადიაციული ნაწილაკები, პროტონები, გრავიტონები, ყველა აგებულია ერთი ორგანიზმით. ასე რომ მატერია და ბუნების ძალები, ყველა გაერთიანებულია ვიბრაციული სიმების სათაურის ქვეშ. და აი ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ ერთიან თეორიას. ახლა აქ არის მახე, როცა იძიებ სიმების თეორიის მათემატიკას. აღმოაჩენ რომ ის არ მუშაობს სამყაროში რომელსაც აქვს სივრცის სამი განზომილება არ მუშაობს არც ოთხ განზომილებიან სამყაროში, არც ხუთი არც ექვსი. საბოლოოდ განტოლებების ძიება ანახებს რომ ის მუშაობს სამყაროში რომელსაც აქვს 10 სივრცული განზომილება და ერთი დროის განზომილება. ის წარგვმართავს უკან დავუბრუნდეთ კალუზას და კლეინის იდეას -- რომ ჩვენი სამყაროს სათანადოდ აღსაწერად, აქვს მეტი განზომილებები ვიდრე ჩვენ ვხედავთ.
ახლა თქვენ შეიძლება იფიქროთ ამაზე და თქვათ კარგი თუ გაქვს ექსტრა განზომილებები და ისინი რეალურად მჭიდროდ დახვეულნი არიან, შესაძლოა ჩვენ ვერ ვხედავთ მათ თუ ისინი საკმარისად მცირენი არიან. მაგრამ თუ იქ პატარა ნამცეცა ცივილიზაცია, მწვანე ხალხისა დასეირნობენ და საკმარისად მცირენი არიან იმისთვის რომ დავინახოთ, ეს სიმართლეა ესაა სიმების თეორიის ერთ ერთი ვარაუდი -- არა, ეს არაა სიმების თეორიის მორიგი ვარაუდი.
მაგრამ ის წარმოშობს კითხვას: გადავმალოთ ეს ექსტრა განზომილებები თუ ძალუძთ მათ გვითხრან რაიმე სამყაროს შესახებ? დარჩენილ დროში მე მინდა გითხრათ მათი ორი მახასიათებელი. პირველი ბევრ ჩვენგანს გვჯერა რომ ამ ექსტრა განზომილებებში არის პასუხი იმისა თუ რა არის უღრმესი კითხვა თეორიული ფიზიკისა, თეორიული მეცნიერებისა. როცა ჩვენ მიმოვიხედავთ სამყაროში, რომელიც მეცნიერებმა შექმნეს ბოლო ასეულობით წლის განმავლობაში. აქ გამოჩნდება დაახლოებით 20 ციფრი, რომელიც რეალურად აღწერს ჩვენს სამყაროს, ეს არის ციფრები როგორცაა ნაწილაკების მასა, როგორიც ელექტრონი და კვარკი, გრავიტაციის ძალა. ელექტრომაგნიტური ძალის სიდიდე -- სიაში 20 ციფრია. რომლებიც იზომება წარმოუდგენელი სიზუსტით, მაგრამ არავის აქვს ახსნა თუ რატომ აქვს ამ ციფრებს კონკრეტული ღირებულება რომელსაც ისინი ქმნიან.
სიმების თეორია გვთავაზობს კი პასუხს? ჯერ არა. მაგრამ ჩვენ გვჯერა, პასუხი: თუ რატომ აქვს ამ ციფრებს ღირებულება შეიძლება დაეყრდნოს ექსტრა განზომილებებს. შესანიშნავია რომ თუ ამ ციფრებს ექნება სხვა ღირებულება, ცნობილებისგან განსხვავებით, სამყარო, ისეთი როგორიც ჩვენ ვიცით, არ უნდა არსებობდეს. ეს არის სიღრმისეული კითხვა. რატომ არის ეს ციფრები ასე ფაქიზად მოწყობილი რომ დაუშვან ვარსკვლავების ნათება და პლანეტების ჩამოყალიბება,. როდესაც ჩვენ ვაღიარებთ რომ გიკავია ეს ციფრები -- თუ მე მაქვს 20 ციფრი აქ და ნებას დაგრთავთ აამუშავო დაიკავო ციფრებთან, თითქმის ყველა ციფრი გააქრობს სამყაროს. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ამ 20 ციფრის ახსნა? და სიმების თეორია გვთავაზობს რომ ამ 20 ციფრს საქმე აქვს ექსტრა განზომილებებთან ნება მიბოძეთ განახოთ როგორ, ასე როცა ჩვენ ვსაუბრობთ ექსტრა განზომილებებზე სიმების თეორიაში. ეს არაა ექსტრა განზომილება, როგორც ძველ კალუზას და კლეინის იდეაში ეს არის ის რასაც სიმების თეორია ამბობს ექსტრა განზომილებებზე მათ აქვთ ძალიან მდიდარი ჩახლართული გეომეტრია.
ეს არის მაგალითი ცნობილი როგორც Calabi-Yau ფორმა -- სახელი არაა იმდენად მნიშვნელოვანი. მაგრამ როგორც ხედავთ, ექსტრა განზომილებები გახვეულია თავის თავში იხლართებიან ძალიან საინტერესო ფორმებში საინტერესო სტრუქტურაში. და იდეა არის ის რომ თუ ასე გამოიყურებიან ექსტრა განზომილებები, მაშინ ჩვენი სამყაროს მიკროსკოპული ლანდშაფტი ყველაფერი ჩვენს გარშემო ასე გამოიყურება უწვრილეს მასშტაბზე. როდესაც იქნევთ ხელს, თქვენ მოძრაობთ ამ ექსტრა განზომილებებს შორის, ისევ და ისევ, მაგრამ ისინი იმდენად მცირეა რომ ჩვენ არ ვიცით. რა არის ამ 20 ციფრის შესაბამისი ფიზიკური მნიშვნელობა?
შეადარეთ ეს, თუ თქვენ უყურებთ ინსტრუმენტს, ფრანგული საყვირი, შეამჩნევთ რომ ჰაერის ნაკადის ვიბრაცია ინსტრუმენტის ფორმის ზეგავლენის ქვეშაა. ახლა სიმების თეორიაში, ყველა ციფრი აისახება იმ გზით რომ სიმებს შეუძლია ვიბრირება. და როგორც ის ჰაერის ნაკადი იცვლის ფორმას ინსტრუმენტში, სიმები თავის მხრივ იქნებიან ვიბრაციული მოდელის გეომეტრიის გავლენის ქვეშ. იქ სადაც ისინი მოძრაობენ ნება მომეცით მოვიტანო რამდენიმე სიმი ამ აბავში. და თუ ხედავთ ამ პატარა სიმებს, რომლებიც ვიბრირებს -- ისინი უნდა იყვნენ აქ წამში -- სწორედ იქ, შეამჩნიეთ რომ ამ გზით მათი ვიბრაცია გავლენას ახდენს ექსტრა განზომილებების გეომეტრიაზე.
ასე რომ თუ ჩვენ გვეცოდინებოდა ზედმიწევნით როგორ გამოიყურებიან ექსტრა განზომილებები -- ჩვენ ჯერ არ ვიცით -- მაგრამ თუ გვეცოდინებოდა ჩვენ შეგვეძლებოდა გამოგვეთვალა დაშვებული შენიშვნები, დაშვებული ვიბრაციული მოდელი. და თუ ჩვენ შეგვეძლებოდა დაშვებული ვიბრაციული მოდელის გამოთვლა ჩვენ შეგვეძლებოდა გამოგვეთვალა ის 20 ციფრი. და თუ პასუხი რომელსაც ჩვენ მივირებთ ჩვენი გამოთვლებიდან, დათანხმდება ამ ციფრების ღირებულებებს განისაზღვრება დეტალური ექსპერიმენტი. ეს მრავალ მხრივ იქნება პირველი ფუნდამენტური ახსნა იმისა თუ რატომაა სამყაროს სტრუქტურა ისეთი როგორიც არის ახლა მეორე ამოსავალი წერტილი რომლითაც მინდა დავამტავრო არის: როგორ შეიძლება ჩვენ შევამოწმოთ ეს ექსტრა განზომილებები უფრო უშუალოდ? არის კი ეს საინტერესო მათემატიკური სტრუქტურა, რომელსაც ძალუძს ახსნას სამყაროს, წინამდებარე რამდენიმე აუხსნელი მახასიათებელი? ან შეგვიძლია ჩვენ რეალურად შევამოწმოთ ეს ექსტრა განზომილებები? და ჩვენ ვფიქრობთ -- ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან ამაღელვებელი -- შემდეგ ხუთ წელიწადში ჩვენ შესაძლოა გვქონდეს საშუალება შევამოწმოთ ამ ექსტრა განზომილებების არსებობა.
აი როგორ ხდება ცერნში, ჟენევა, შვეიცარია, მანქანა რომელიც აშენებულია, ქვია - დიდი ადრონული კოლაიდერი ეს არის მანქანა რომელის მილშიც უნდა შეუშვან ნაწილაკები რომლებიც იმოძრავებენ საწინააღმდეგო მიმართულებით სინათლის სიჩქარესთან ახლოს. ნაწილაკები იქნებიან დამიზნებული ერთმანეთის მიმართ ისე რომ ერთმანეთს პირისპირ შეეჯახონ იმედი არის იმისა რომ შეჯახებას ექნება საკმარისი ენერგია მას შეუძლია გამოსტყორცნოს, შეჯახების ნამსხვრევები ჩვენს განზომილებაში, სხვა განზომილებებში შეჭრით როგორ გავიგებთ ამას? კარგი ჩვენ გავზომავთ ენერგიის რაოდენობას, შეჯახების შემდეგ შევადარებთ მანამდე არსებულ ენერგიის რაოდენობას და თუ იქნება აქ ნაკლები ენერგია შეჯახების მერე ვიდრე მანამდე იყო, ცხადი იქნება რომ ენერგია გაიფანტა. და თუ გაიფანტა, იმ სახით რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ. ცხადი იქნება რომ ეს ექსტრა განზომილებები არსებობს.
ნება მომეცით გაჩვენოთ ეს იდეა ვიზუალურად. წარმოიდგინეთ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაწილაკი რომელსაც გრავიტონი ჰქვია -- ეს არის ის ნამსხვრევი რომელსაც ჩვენ ველოდებით რომ გამოსტყორცნის გარეთ თუ ექსტრა განზომილებები რეალურია მაგრამ აგერ როგორ წარიმართება ექსპერიმენტი. იღებთ ამ ნაწილაკებს, შეყრით მათ ერთად, შეყრით ერთად და თუ ჩვენ სწორედ მივდივართ, ამ შეჯახების გარკვეული ენერგია წავა ამ ნამსხვრევებში რომელიც გაიფანტება ექსტრა განზოილებებში. ეს ისეთი სახის ექსპერიმენტია, რომელსაც დავაკვირდებით შემდეგი ხუთი, შვიდი ან 10 წელი. და თუ ეს ექსპერიმენტი ანახებს წარმატებულ შედეგს, თუ დავინახავთ რომ ამ სახის ნაწილაკები გამოიტყორცნება და დაიმზირება , რომ ნაკლები ენერგიაა ჩვენს განზომილებებში მაშინ ჩვენ დავიწყებთ, ეს აჩვენებს რომ ექსტრა განზომილებები რეალურია.
და ეს ჩემთვის მართლაც შესანიშნავი ისტორიაა, და შესანიშნავი შესაძლებლობა. უკან რომ დავბრუნდეთ ნიუტონის აბსოლიტურ სივრცეში -- ის არ უზრუნველყოფდა არაფერს მაგრამ როგორც არენა, ეტაპი რომელზეც სამყაროს მოვლენების ახსნამ დაიდო ადგილი აინშტაინი მოდის და ამბობს: სივრცე და დრო შეიძლება გამრუდდეს და დეფორმირდეს, ეს არის გრავიტაცია. ახლა კი სიმების თეორია მოდის და ამბობს, დიახ გრავიტაცია, კვანტური მექანიკა, ელექტრომაგნიტიზმი -- ყველაფერი ერთ შეკვრაშია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამყაროს მეტი განზომილებები აქვს ვიდრე ჩვენ ვხედავთ და ეს არის ექსპერიმენტი, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ეს ჩვენს ცხოვრებაში. შესანიშნავი შესაძლებლობაა, ძალიან დიდი მადლობა.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ფიზიკოსი ბრაიან გრინი ხსნის სუპერ სიმების თეორიას, იდეა რომელიც ეხება მინი მასშტაბის ვიბრაციულ ენერგიებს რომლებიც 11 განზომილებაში ქმნიან ყოველ ნაწილაკს და ძალას სამყაროში.
Brian Greene is perhaps the best-known proponent of superstring theory, the idea that minuscule strands of energy vibrating in a higher dimensional space-time create every particle and force in the universe. Full bio »
Translated into Georgian by Michael Kaulashvili
Reviewed by tornike mamuladze
Comments? Please email the translators above.
14:59 Posted: Apr 2008
Views 1,194,768 | Comments 258
16:09 Posted: Aug 2008
Views 678,712 | Comments 234
21:26 Posted: Oct 2008
Views 908,340 | Comments 239
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.