ჩვენ ვცხოვრობთ რთულ, ეკონომიკური სირთულეების ეპოქაში. და ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ რთული ეკონომიკური ეპოქისა, ვფიქრობ, არის ნებისმიერი სახის საჯარო ხარჯები, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, არის საჯარო ხარჯები მეცნიერებაზე ზოგადად, და კვლევით მეცნიერებასა და აღმოჩენებზე კერძოდ. ამიტომ მე შევეცდები, დაახლოებით 15 წუთში, დაგარწმუნოთ იმაში, რომ ეს სასაცილოა და ამის გააკეთება აბსურდია.
მაგრამ მოდით, ჯერ გავერკვეთ ვითარებაში, მინდა გაჩვენოთ – მომდევნო სლაიდი არ არის ჩემი მცდელობა წარმოვადგინო ყველაზე ცუდი სლაიდი TED-ის ისტორიაში, მაგრამ იგი ცოტა უწესრიგოა. (სიცილი) მაგრამ სინამდვილეში, ეს ჩემი ბრალი არაა, იგი გაზეთ „გარდიანი"-დანაა. და ეს ფაქტიურად კარგი დემონსტრაციაა იმისა, თუ რამდენად ფასობს მეცნიერება იმიტომ, რომ, თუ მე ვაპირებ წარმოვადგინო არგუმენტები ცნობისმოყვარეობაზე ორიენტირებული მეცნიერებისა და კვლევის დაფინანსების გასაგრძელებლად, უნდა გითხრათ, რამდენი ღირს იგი. ასე რომ ეს არის თამაში სახელად "გამოიცანით, რამდენია მეცნიერების ბიუჯეტი". ეს არის ბრიტანეთის მთავრობის ხარჯები. ხედავთ იქ, ეს დაახლოებით 620 მილიარდია წლიურად.
მეცნიერების ბიუჯეტი არის ფაქტიურად - თუ გახედავთ თქვენგან მარცხნივ, იქ შინდისფერი ლაქების კრებულია და შემდეგ ყვითელი ლაქების ნაკრები. იგი ერთ-ერთია ყვითელ ლაქათაგან. იმ დიდი ყვითელი ლაქის გარშემო. ეს არის დაახლოებით 3.3 მილიარდი ფუნტი წელიწადში, 620 მილიარდიდან. ეს თანხები მოიცავს ყველაფერს დიდ ბრიტანეთში, სამედიცინო კვლევას, კოსმოსურ კვლევას, სადაც მე ვმუშაობ, CERN-ში ჟენევაში, ნაწილაკების ფიზიკას, საინჟინრო კვლევები, ხელოვნება და ჰუმანიტარული დარგებიც, ფინანსდება მეცნიერების ბიუჯეტიდან, რომელიც სულ 3.3 მილიარდია, აი ის პატარა, პატარა ყვითელი ლაქა ნარინჯისფერ ლაქასთან, ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში. ასე რომ, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვკამათობთ ეს პროცენტი, სხვათა შორის, დაახლოებით იგივეა აშშ-შიც, გერმანიაშიც და საფრანგეთშიც. მეცნიერებისა და კვლევის წილი ქვეყნის ეკონომიკაში საჯარო დაფინანსებიდან არის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.6 პროცენტი. ასე რომ, აი ის, რაზეც ჩვენ ვკამათობთ.
პირველი, რაც მინდა ვთქვა, და ეს პირდაპირ "მზის სისტემის საოცრებებიდანაა", არის ის, რომ მზის სისტემისა და სამყაროს კვლევებმა გვაჩვენა, რომ იგი წარმოუდგენლად ლამაზია. ეს არის სურათი, რომელიც გამოგვიგზავნა კომოსურმა ზონდმა "კასინიმ", სატურნის ორბიტიდან, მას შემდეგ, რაც დავასრულეთ "მზის სისტემის საოცრებების" გადაღება. ასე რომ ის არ შევიდა სერიაში. ეს არის სატურნის "მთვარე" – ენცელადუსი. ასე რომ ის დიდი კაშკაშა, თეთრი სფერო კუთხეში, არის სატურნი, რომელიც ფაქტობრივად სურათის ფონზეა. და ის ნახევარმთვარე არის თანამგზარი ენცელადუსი, რომელიც დაახლოებით ბრიტანეთის კუნძულების ზომისაა. იგი დაახლოებით 500 კმ დიამეტრისაა.€ ანუ, პაწაწინა მთვარეა. უფრო მომხიბვლელი და ლამაზი კი ... ეს დაუმუშავებელი სურათია, სხვათა შორის, მინდა გითხრათ. იგი შავ-თეთრია, პირდაპირ სატურნის ორბიტიდან.
უფრო ლამაზი კი ისაა, თქვენ ალბათ ხედავთ ლიმბს, აი იქ რაღაც მკრთალს, როგორც კვამლის ქულა, თითქოს ამოდის ლიმბიდან. აი ასე წარმოჩნდა იგი "მზის სისტემის საოცრებებში". ლამაზი სურათია. ჩვენი აღმოჩენა იყო ის, რომ ის მკრთალი ქულები სინამდვილეში ყინულის შადრევნებია, რომლებიც ამ პატარა მთვარის ზედაპირიდან ამოიფრქვევიან. ეს მომხიბლავი და ლამაზია თავისთავად, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ შადრევნების ამოფრქვევის მექანიზმი მოითხოვს იქ თხევადი წყლის ტბების არსებობას ამ მთვარის ზედაპირის ქვეშ. და ამას კი ის მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენს პლანეტაზე, დედამიწაზე, იქ, სადაც თხევად წყალს ვპოულობთ, ჩვენ სიცოცხლესაც ვპოულობთ. ასე რომ, მყარი მტკიცებულების პოვნა სითხის, სითხის აუზების, არსებობისა მთვარის ზედაპირის ქვეშ, დედამიწიდან 750 მილიონი კილომეტრის დაშორებით, მართლაც საკმაოდ განსაცვიფრებელია. ამიტომ ჩვენ, ფაქტიურად, ვამბობთ იმას, რომ შესაძლებელია იქ სიცოცხლის პირობები არსებობდეს მზის სისტემაში. ეს უბრალოდ კომპიუტერული გრაფიკა იყო, ნება მიბოძეთ გაჩვენოთ ეს სურათი. აი ენცელადუსის კიდევ ერთი სურათი. როდესაც კასინიმ გაიფრინა ენცელადუსის ქვეშ. ისე, რომ მან ძალიან დაბლა გაიარა, სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ზედაპირიდან. ასე რომ ეს, კიდევ ერთხელ, რეალური სურათია ყინულის შადრევნების ამოფრქვევისა კოსმოსში, აბსოლუტური სილამაზეა.
მაგრამ ეს არ არის პირველი კანდიდატი სიცოცხლისა მზის სისტემაში. ეს არის, ალბათ, ეს ადგილი, იუპიტერის მთვარე, ევროპა. ერთხელ კიდევ, ჩვენ უნდა გვეფრინა იუპიტერის სისტემამდე იმის გასაგებად, რომ ეს მთვარე, როგორც ყველა მთვარე, იყო მხოლოდ და მხოლოდ მკვდარი კლდოვანი ბურთი. სინამდვილეში ეს ყინულის მთვარეა. რასაც თქვენ უყურებთ, არის ევროპის ზედაპირი. ეს ყინულის სქელი ფენაა, ალბათ ასი კილომეტრის სისქის. მაგრამ იმის გაზომვით, თუ როგორ ურთიერთქმედებს ევროპა იუპიტერის მაგნიტური ველთან და ყინულის იმ ნაპრალების მოძრაობის დაკვირვებით, რომლებსაც თქვენ ხედავთ ამ გამოსახულებაზე, ძალიან მტკიცედ ვასკვნით, რომ არსებობს თხევადი ოკეანე ევროპის მთელი ზედაპირის გარშემო. ანუ მთელი მთვარის გარშემო ყინულის ქვეშ არის თხევადი ოკეანე. ვფიქრობთ, იგი ასობით კილომეტრის სიღრმისაა. ჩვენ ვფიქრობთ, მასში მარილიანი წყალია, რაც ნიშნავს იმას, რომ იუპიტერის ამ მთვარეზე უფრო მეტი წყალია, ვიდრე დედამიწის ყველა ოკეანეში ერთად. ასე რომ ეს ადგილი, პატარა მთვარე იუპიტერის ორბიტაზე, სავარაუდოდ პირველი კანდიდატია მთვარეზე სიცოცხლის აღმოჩენისა, ანუ დედამიწის გარეთ ჩვენთვის ცნობილ სხეულებს შორის. ამაღელვებელი და ლამაზი აღმოჩენაა.
მზის სისტემის კვლევამ გვასწავლა, რომ მზის სისტემა მშვენიერია. შესაძლოა ასევე მან მიგვანიშნა ყველაზე ღრმა აზრის შეკითხვის პასუხზე, რაც კი გაგვჩენია – "ნუთუ მარტონი ვართ სამყაროში?" არსებობს თუ არა კვლევისა და მეცნიერებისაგან სხვა სარგებლობა, გარდა სასწაულის შეგრძნებისა? კი, არსებობს! ეს ძალიან ცნობილი სურათია, გადაღებული, ჩემი პირველი ქრისტეშობისას, 1968 წლის 24 დეკემბერს, როცა მე დაახლოებით რვა თვისა ვიყავი იგი გადაიღო აპოლო რვამ, როდესაც ის მთვარის უკანა მხარეს გავიდა. დედამიწის ამოსვლა აპოლო 8-დან. ცნობილი სურათია; მრავალი ადამიანი აცხადებს რომ ამ სურათმა გადაარჩინა 1968 წელი, რომელიც მშფოთვარე წელი იყო – სტუდენტების გამოსვლები პარიზში, ვიეტნამის ომის სიმძიმე. მიზეზი, რის გამოც ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს ამ სურათზე, და ალ გორმა ეს ბევრჯერ განაცხადა, ფაქტიურად, აქ, TED-ის სცენაზე, არის ის, რომ ამ სურათმა, სავარაუდოდ, საფუძველი ჩაუყარა გარემოს დაცვით მოძრაობას. იმიტომ, რომ ჩვენ პირველად დავინახეთ ჩვენი სამყარო, არა როგორც მყარი, უძრავი, თითქოს ურღევი ადგილი, არამედ როგორც ძალიან მცირე, მყიფე სამყარო, რომელიც ძლივს ჩანს კოსმოსური სივრცის სიბნელეში გამოკიდებული.
ასევე ხშირად არ აცხადებენ იმას, კოსმოსის კვლევის შესახებ, აპოლოს პროგრამის შესახებ, თუ რა წვლილი შეიტანა მან ეკონომიკაში. ვგულისხმობ იმას, რომ შეგიძლიათ მოიყვანოთ არგუმენტები, რომ ეს იყო მშვენიერი და უდიდესი მიღწევა და მოგვცა მსგავსი სურათები, მაგრამ იგი ძვირად დაჯდა, ასე არ არის? მართლაც ბევრი კვლევა ჩატარდა იმაზე თუ რა ეკონომიკური რენტაბელობა ჰქონდა, ან ეკონომიკური ზეგავლენა, აპოლოს. ერთერთი უდიდესი იყო, 1975 წლის Chase Econometrics-ის კვლევა. და მან აჩვენა, რომ ყოველმა დოლარმა, რაც დაიხარჯა აპოლოზე, 14 დოლარი შემოიტანა ამერიკის ეკონომიკაში ასე, რომ აპოლოს პროგრამამ საკუთარი თავი აანაზღაურა შთაგონებით, საინჟინრო მიღწევებით და, ვფიქრობ, ახალგაზრდა მეცნიერებისა და ინჟინრების სტიმულირებით 14 ჯერ მეტად. ასე, რომ კვლევას შეუძლია საკუთარი თავის ანაზღაურება.
რა შეიძლება ითქვას სამეცნიერო აღმოჩენაზე? რა იწვევს ინოვაციას? ეს სურათი პრაქტიკულად არაფერს არ ჰგავს. სინამდვილეში ეს არის წყალბადის სპექტრი. იცით, 1880-იან, 1890-იან წლებში, მრავალი მეცნიერი, ბევრი დამკვირვებელი, იკვლევდა ატომებიდან წამოსულ სინათლეს. და მათ დაინახეს ასეთი უცნაური სურათები. როდესაც სინათლეს პრიზმაში გაატარებთ, დაინახავთ იმას, რომ თუ თქვენ წყალბადს ათბობთ, იგი არ კაშკაშებს თეთრი სინათლის მსგავსად, არამედ იგი მხოლოდ სინათლის კონკრეტულ ფერებს ასხივებს: წითელს, ცისფერს, ზოგიერთ მუქ ლურჯს. ამან მიგვიყვანა ატომური სტრუქტურის ამოცნობამდე, რადგან ეს აიხსნა შემდეგნაირად: ატომი შედგება ერთი ბირთვისა და მის გარშემო მბრუნავი ელექტრონებისაგან. და ელექტრონებს შეუძლიათ მხოლოდ გარკვეულ ადგილებზე ყოფნა. და როცა ისინი ახტებიან მომდევნო დასაშვებ ადგილზე და ისევ უკან ჩამოვარდებიან, ისინი ასხივებენ სინათლის გარკვეულ ფერებს.
ასე რომ ის ფაქტი, რომ ატომები, როცა მათ ვათბობთ, სინათლის მხოლოდ ძალიან კონკრეტულ ფერებს ასხივებენ, იყო ერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც კვანტური თეორიის შექმნა გამოიწვია, ატომის სტრუქტურის თეორიის. ამ სურათის ჩვენება მხოლოდ იმიტომ მინდოდა, რომ ეს მნიშვნელოვანია. ეს სურათი მზის სპექტრს წარმოადგენს. ახლა კი, ეს სურათი წარმოადგენს მზის ატმოსფეროს ატომების მიერ სინათლის შთანთქმას. და ისევ, ისინი მხოლოდ სინათლის კონკრეტულ ფერებს შთანთქავენ, როცა ელექტრონი ხტება და უკან ვარდება, ხტება და უკან ვარდება. მაგრამ შეხედეთ შავი ხაზების რაოდენობას ამ სპექტრში. და ელემენტი ჰელიუმი აღმოჩენილია მხოლოდ მზის სინათლის თვალიერების შედეგად, რადგან მოიძებნა ზოგიერთი ისეთი შავი ხაზი, რომელიც არ შეესაბამებოდა რომელიმე ცნობილ ელემენტს. და ამიტომ ჰელიუმს ეწოდა ჰელიუმი. მას ასე ეწოდა "helios" - ჰელიოს მზის გამო.
ახლა, ეს ეზოთერულად ჟღერს, და მართლაც იყო ეზოთერული საქმიანობა, მაგრამ კვანტურმა თეორიამ სწრაფად გამოიწვია ნივთიერებებში ელექტრონების ქცევის ახსნა, მაგალითად სილიციუმში-კაჟში. ის, თუ როგორ იქცევა სილიციუმი, ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ტრანზისტორების შექმნა, არის წმინდა კვანტური მოვლენა. ასე, რომ ცნობისმოყვარეობით გამოწვეული ატომების სტრუქტურის შესწავლის გარეშე, რომელმაც მიგვიყვანა ამ საკმაოდ ეზოთერულ თეორიამდე, კვანტურ მექანიკამდე, არ იქნებოდა ტრანზისტორები, არ გვექნებოდა ელექტრონული ჩიპები, ჩვენ არ გვექნებოდა ფაქტიურად ის საფუძველი, რასაც ემყარება თანამედროვე ეკონომიკა.
აქ არის კიდევ ერთი, ჩემი აზრით, შესანიშნავი მომენტი ამ ზღაპარში. "მზის სისტემის საოცრებებში" ჩვენ მუდამ ხაზს ვუსვამთ, რომ ფიზიკის კანონები უნივერსალურია. ერთ ერთი ყველაზე წარმოუდგენელი რამ ფიზიკასა და ბუნების შესწავლაში, არის ის, რომ დედამიწაზე მიღებული ცოდნის გადატანა შეიძლება არა მხოლოდ პლანეტებზე, არამედ ყველაზე შორეულ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებზე. და ერთ-ერთი საოცარი წინასწარმეტყველება კვანტური მექანიკისა, მხოლოდ ატომების სტრუქტურის შეხედვით - იმავე თეორიისა, რომელიც აღწერს ტრანზისტორს - არის ის, რომ ამ სამყაროში არ შეიძლება არსებობდეს ვარსკვლავი, რომელიც მიაღწევს მისი ცხოვრების ბოლომდე და რომელიც მეტია, ვიდრე, საკმაოდ კონკრეტულად, 1.4 მზის მასა. ეს ზღვარი დაწესებულია ვარსკვლავების მასაზე. თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიყვანოთ ლაბორატორიაში ქაღალდზე, აიღოთ ტელესკოპი, მიაბრუნოთ ცისკენ და აღმოაჩენთ, რომ არ არსებობს მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც მეტია, ვიდრე 1.4 მზის მასა. ეს სრულიად საოცარი პროგნოზია.
რა ხდება როცა თქვენი ვარსკვლავი მასით ამ ზღვარზეა? აი, ეს არის მისი სურათი. ეს არის გალაქტიკის სურათი, ჩვეულებრივი "ჩვენი ეზოს" გალაქტიკის, რომლიც შეიცავს რამდენს? 100 მილიარდ ვარსკვლავს, როგორიცაა ჩვენი მზე. ს მხოლოდ ერთ-ერთია სამყაროს მილიარდი გალაქტიკის შორის. გალაქტიკის ბირთვში მილიარდი ვარსკვლავია, სწორედ ამიტომ კაშკაშებს იგი ასე. იგი დაახლოებით 50 მილიონი სინათლის წლის დაშორებითაა, ანუ ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი გალაქტიკაა. მაგრამ, ის ნათელი ვარსკვლავი ფაქტობრივად გალაქტიკის ერთი ვარსკვლავია. ასე რომ ის ვარსკვლავიც 50 მილიონი სინათლის წლის დაშორებითაა. იგი გალაქტიკის ნაწილია და ისევე ბრწყინავს, როგორც როგორც გალაქტიკის ცენტრი, რომელშიც მილიარდი მზეა. ეს Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებაა. ეს საოცარი ფენომენია, რადგან ეს ვარსკვლავია, იქ რომ ზის. ას ეწოდება ნახშირბად-ჟანგბადის ჯუჯა. მას აქვს დაახლოებით, ვთქვათ, 1.3 მზის მასა. და მას მეორე წყვილი ჰყავს, რომელიც მის გარშემო დადის, დიდი ვარსკვლავია, გაზის დიდი ბურთი. და იგი იწოვს აირს მისი კომპანიონი ვარსკვლავიდან, სანამ იგი ამ ზღვარს არ მიაღწევს, ე.წ. ჩანდრასეხარის ზღვარს, და მერე აფეთქდება. იგი აფეთქდება და ისე მკაფიოდ გაანათებს, როგორც მილიარდი მზე, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, და გამოათავისუფლებს, არა მხოლოდ ენერგიას, არამედ აგრეთვე ქიმიური ელემენტების უზარმაზარ რაოდენობას, სამყაროში. ფაქტობრივად, ეს არის ნახშირბად-ჟანგბადის ჯუჯა.
დასაწყისში არ არსებობდა ნახშირბადი და ჟანგბადი, სამყაროს "დიდ აფეთქებამდე". ნახშირბადი და ჟანგბადი არც სამყაროს პირველი თაობის ვარსკვლავებში არსებობდა. ისინი შეიქმნა ასეთ ვარსკვლავებში, როგორიც ეს არის, ჩაიკეტა და შემდეგ დაუბრუნდა სამყაროს ასეთი აფეთქების შედეგად, რომ შეიკრას პლანეტების, ვარსკვლავების, ახალი მზის სისტემების და, ცხადია, ჩვენისთანა ადამიანების სახით. მე ვფიქრობ, რომ არის ფიზიკის კანონები ძალის და სილამაზის და უნივერსალურობის შესანიშნავი დემონსტრირება, რადგან გვესმის ეს პროცესი, რადგან ჩვენ გვესმის, აქ დედამიწაზე ატომების სტრუქტურა.
აი ლამაზი ციტატა, რომელსაც მე მივაგენი - აქ საუბარია შემთხვევით აღმოჩენაზე - ალექსანდრე ფლემინგიდან. "როცა გარიჟრაჟზე გამეღვიძა 1928 წლის 28 სექტემბერს, მე ნამდვილად არ ვაპირებდი მთელ მედიცინაში რევოლუციის მოხდენას მსოფლიოში პირველი ანტიბიოტიკის აღმოჩენით." ატომების სამყაროს მკვლევარები არ აპირებდნენ ტრანზისტორის გამოგონებას. და ისინი ნამდვილად არ აპირებენ აღეწერათ ზეახალი ვასკვლავების აფეთქებების მექანიკა, რამაც საბოლოოდ გაგვაგებინა, თუ სადაც სინთეზირდება სამყაროში სიცოცხლის სამშენებლო ბლოკები. ასე რომ, ვფიქრობ, მეცნიერება შეიძლება იყოს... მოულოდნელი აღმოჩენები მნიშვნელოვანია. მას შეიძლება იყოს ლამაზი. მას შეუძლია გამოავლინოს ძალიან საოცარი რამ. და ბოლოს, მე ვფიქრობ, მას აგრეთვე შეუძლია, ცხადყოს ჩვენთვის ძალიან ღრმა აზრის მქონე იდეა – ჩვენი ადგილის შესახებ სამყაროში და ჩვენი მშობლიური პლანეტის ნამდვილი ღირებულება.
ეს არის ჩვენი მშობლიური პლანეტის ულამაზესი სურათი. ახლა, იგი არ ჰგავს ჩვენს პლანეტა-სახლს. ეს ჰგავს სატურნს იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, ასეც არის. ეს იყო გადაღებული კასინის კოსმოსური სადგურიდან. მაგრამ ეს ცნობილი სურათია, არა იმიტომ, რომ სატურნის რგოლები ლამაზი და დიდებულია, არამედ სინამდვილეში პატარა მკრთალი ლაქის გამო, რომელიც ერთ-ერთი რგოლის ქვეშაა ჩამოკიდებული. თუ მე აი იქ ზემოთ გავადიდებ, თქვენ მას დაინახავთ. იგი მთვარისავით გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ეს დედამიწის სურათია. ეს სატურნის გამოსახულებასთან ერთად მიღებული დედამიწის სურათია. ეს არის ჩვენი პლანეტა 750 მილიონი კილომეტრიდან. ვფიქრობ დედამიწას აქვს უცნაური თვისება – რაც უფრო შორდები, მით უფრო ლამაზი ჩანს.
მაგრამ ეს არ არის ჩვენი პლანეტის ყველაზე შორეულ ან ყველაზე ცნობილი სურათი. იგი იყო მიღებული კოსმოსური აპარატიდან, რომელსაც ვოიჯერი ჰქვია. ეს კი ჩემი სურათია მის წინ – მასშტაბისათვის. ვოიჯერი არის პატარა მანქანა. იგი ამჟამად 20 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული დედამიწას, გადასცემს ამ თეფშის საშუალებით, რომლის სიმძლავრეც 20 ვატია, და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მასთან კავშირი. მაგრამ იგი ეწვია იუპიტერს, სატურნს, ურანს და ნეპტუნს. და ოთხივე ამ პლანეტის მონახულების შემდეგ კარლ საგანს, რომელიც ერთ-ერთი ჩემი დიდი გმირია, გაუჩნდა შესანიშნავი იდეა მოებრუნებინა ვოიჯერი და გადაეღო ყველა პლანეტის სურათი, რომლებიც მან ნახა. და მან დედამიწის ეს სურათი გადაიღო. აქ ძალიან ძნელია დედამიწის დანახვა, ეს ე.წ. "მკრთალი ცისფერი წერტილის" სურათია, მაგრამ დედამიწა სინათლის ამ სხივშია. ეს არის დედამიწა რვა მილიარდი კილომეტრის მანძილიდან.
მე მინდა წაგიკითხოთ, თუ რა დაწერა კ.საგანმა ამის შესახებ, ჩემი გამოსვლის დასასრულს, რადგან მე ვერ გეტყვით, ასეთივე ლამაზ სიტყვებს იმის აღსაწერად, თუ რა იხილა მან იმ სურათზე, რომელიც თვითონ გადაიღო. მან თქვა: "დაფიქრდით კიდევ ერთხელ ამ წერტილზე. ეს აქაა. ეს სახლია. ეს ჩვენ ვართ. მასზეა, ყველა, ვინც გვიყვარს, ყველა, ვისაც ვიცნობთ, ყველა, ვიზეც ოდესმე გვსმენია, ყველა ადამიანი, ვისაც ოდესმე უცხოვრია. ერთობლიობა სიხარულისა და ტანჯვის, ათასობით თავდაჯერებული რელიგიის, იდეოლოგიისა და ეკონომიკური დოქტრინის, ყველა მონადირისა და მძარცველის, ყველა გმირისა და ლაჩრის, ცივილიზაციის ყველა შემოქმედისა და გამანადგურებლის, ყველა მეფისა და გლეხის, ყველა შეყვარებული ახალგაზრდა წყვილის, ყველა დედისა და მამის, იმედიანი ბავშვის, გამომგონებლისა და აღმომჩენის, მორალის ყველა მასწავლებლის, ყველა კორუმპირებული პოლიტიკოსის, ყველა ვარსკვლავის, ყველა უმაღლესი ლიდერის, ყველა წმინდანისა და ცოდვილის ჩვენი სახეობის ისტორიაში, ცხოვრობდა იქ, მტვრის ნამცეცზე, მზის სხივების ქვეშ. ნათქვამია, რომ ასტრონომია არის დამამშვიდებელი და ხასიათის სიმტკიცის მომცემი საქმიანობა. ალბათ არ არსებობს, უკეთესი დემონსტრაცია ადამიანის ამპარტავნების უგუნურებისა, ვიდრე ჩვენი პატარა სამყაროს ეს შორეული სურათი. ჩემი აზრით, იგი ხაზს უსვამს, ჩვენს პასუხისმგებლობას, მეტი გულისხმიერებით მოვექცეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ და დავაფასოთ ეს ფერმკრთალი ცისფერი წერტილი – ერთადერთი ჩვენთვის ოდესმე ცნობილი სახლი."
ლამაზი სიტყვებია მეცნიერებისა და კვლევის ძალაზე. ყოველთვის იყო და მომავალშიც ყოველთვის იქნება გამოთქმული მოსაზრება, რომ ჩვენ უკვე საკმარისი ვიცით სამყაროს შესახებ. შეიძლებოდა ეს აზრი 1920 წ მიგვეღო... და არ გვექნებოდა პენიცილინი. შეიძლებოდა იგი 1890-იან წლებში მიგვეღო... და არ იქნებოდა ტრანზისტორი. და ეს აზრი დღესაც გამოითქმის – ამ ეკონომიკური სიძნელეების დროს. რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიცით. ჩვენ აღარ გვჭირდება აღმოვაჩინოთ რაიმე ჩვენი სამყარო შესახებ.
ნება მომეცით უკანასკნელი სიტყვები ვესესხო პიროვნებას, რომელიც სწრაფად ხდება ჩემი გმირი, ჰემფრი დევის, რომელიც ეწეოდა მეცნიერებას მე -19 საუკუნის დასაწყისში. იგი ყოველთვის თავდასხმებს განიცდიდა. ჩვენ საკმარისი ცოდნა გვაქვს მე -19 საუკუნის დასაწყისში. საჭიროა მხოლოდ მისი გამოყენება; მხოლოდ შემოქმედება აი რა უპასუხა მან: მისი თქმით, "არაფერი არაა უფრო საბედისწერო ადამიანის გონების პროგრესისათვის, ვიდრე ვარაუდი, რომ ჩვენი სამეცნიერო შეხედულებები საბოლოო და უცვლელია, რომ ჩვენი ტრიუმფი აბსოლუტურია, რომ აღარ არსებობენ ბუნების საიდუმლოებანი, და რომ აღარ არსებობენ ახალი დასაპყრობი სამყაროები".
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
მძიმე ეკონომიკური პრობლემების დროს ჩვენი კვლევითი მეცნიერების პროგრამები - კოსმოსური სივრცის კვლევიდან დიდ ადრონულ კოლაიდერამდე (LHC) - პირველნი განიცდიან ბიუჯეტის შემცირებას. ბრაიან კოქსი განმარტავს, თუ როგორ ანაზღაურებს თავის თავს ცნობისმოყვარეობაზე დამყარებული მეცნიერება, კვებავს ინოვაციებსა და ამართლებს ჩვენს არსებობას.
Physicist Brian Cox has two jobs: working with the Large Hadron Collider at CERN, and explaining big science to the general public. He's a professor at the University of Manchester. Full bio »
Translated into Georgian by Irakli Garibashvili
Reviewed by Levan Khomeriki
Comments? Please email the translators above.
03:29 Posted: May 2009
Views 339,172 | Comments 102
14:59 Posted: Apr 2008
Views 1,207,310 | Comments 258
16:26 Posted: Dec 2009
Views 263,726 | Comments 122
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.