ალბათ ბევრ თქვენგანს გაუგონია ორი კომივოიაჟორის ისტორია რომლების ეწვივნენ აფრიკას მე-20 საუკუნის დასაწყისში. მათი მოგზაურობის მიზანი იყო გაერკვიათ თუ იყო შესაძლებლობა ფეხსაცმელი გაეყიდათ ადგილობრივებისთვის. ორივემ გამოაგზავნა დეპეშები მანჩესტერში. ერთმა მათგანმა მოიწერა: "სიტუაცია უიმედოა. წერტილი. ისინი არ ხმარობენ ფეხსაცმელს." მეორემ მოიწერა: "გადასარევი შესაძლებლობები. მათ ჯერ არ გაუგიათ ფეხსაცმლის შესახებ." (სიცილი)
ახლა მსგავსი სიტუაცია კლასიკური მუსიკის სამყაროშია ვინაიდან არსებობს ხალხი რომელსაც ჰგონია რომ კლასიკური მუსიკა კვდება. და აგრეთვე ვარსებობთ კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი წინ არის და ნაცვლად იმისა, რომ ჩავეძიოთ სტატისტიკასა და ტენდენციებში მოგიყვეთ დაშლილი ორკესტრების და გაკოტრებული ხმის ჩამწერი კომპანიების შესახებ მე ვიფიქრე, რომ ჯობია ექსპერიმენტი ჩავატაროთ სინამდვილეში ეს არც არის ექსპერიმენტი, ვინაიდან მე ვიცი შედეგი
მაგრამ ეს გავს ექსპერიმენტს. ახლა, სანამ -- (სიცილი) -- სანამ დავიწყებდეთ მე უნდა გავაკეთო ორი რამ. ერთი, მინდა შეგახსენოთ როგორია შვიდი წლის ბავშვის დაკრული პიანინოზე. შეიძლება ეს პატარა თქვენ სახლში გყავდეთ. ეს დაახლოებით ასე ჟღერს. (ფორტეპიანო) მე ვხედავ, რომ ზოგმა თქვენგანმა იცნო ეს ბავშვი. ერთ-წლიანი მეცადინეობის შემდეგ იგი რვა წლისაა და ახლა მისი დაკრული ასე ჟღერს. (ფორტეპიანო) შემდეგ ის კიდევ მეცადინეობს ერთი წლის განმავლობაში; იგი ცხრა წლისაა (ფორტეპიანო) კიდევ ერთი წელი გავიდა; ის ათი წლისაა (ფორტეპიანო) ამ დროისთვის ისინი ჩვეულებრივ ნებდებიან. (სიცილი) (აპლოდისმენტები) მაგრამ, რომ მოგეცადათ, სულ რაღაც ერთი წელი, თქვენ მოისმენდით ამას: (ფორტეპიანო)
შეიძლება იფიქროთ, რომ ის მოულოდნელად გახდა ვნებიანი, ენთუზიაზმით აღსავსე, დაინტერესებული, ახალი მასწავლებელი შეიძინა ან სრულწლოვანებას მიაღწია. სინამდვილეში რაც მოხდა იყო ის რომ შემცირდა იმპულსების რაოდენობა. დააკვირდით, პირველად დაკვრისას იმპულსი იყო ყოველ ნოტზე. (ფორტეპიანო) შემდეგ იმპულსები გადანაწილდა ყოველ მეორე ნოტზე. (ფორტეპიანო) შეგიძლიათ ჩემი თავის მოძრაობას დააკვირდეთ. (სიცილი) ცხრა წლის, ცხრა წლის იმპულსი ყოველ მეოთხე ნოტზე. (ფორტეპიანო) და ათი წლის, ყოველ მერვე ნოტზე (ფორტეპიანო) და 11 წლის, ერთი იმპულსი მთელი მუსიკალური ფრაზისთვის. (ფორტეპიანო)
მე არ ვიცი როგორ მოვხვდი ამ პოზაში. (სიცილი) მე არ მიფიქრია, რომ უნდა გავწიო ჩემი მხარი, ვიმოძრავო მთელი სხეულით არა, მე მუსიკამ გადამწია სწორედ ამ მიზეზით ვეძახი მე ამას ცალ-დუნდულა დაკვრას. (ფორტეპიანო) შეიძლება მეორე დუნდულაზეც. (ფორტეპიანო) იცით, ერთხელ ერთი ბატონი იყო ჩემს პრეზენტაციაზე როდესაც ახალგაზრდა პიანისტთან ერთად ვმუშაობდი. იგი იყო ოჰაიოში მყოფი კორპორაციის პრეზიდენტი. მე ვმუშაობდი ამ ახალგაზრდა პიანისთან და ვთქვი, "შენი პრობლემა იმაშია, რომ შენ ორ-დუნდულა მუსიკოსი ხარ. და უნდა იყო ცალ-დუნდულა მუსიკოსი." და მე დავეხმარე დაკვრისას სხეულის გადაწევაში. უცებ მუსიკა ამღერდა. აფრინდასავით. მთელმა დარბაზმა გაოცებით ამოისუნთქა განსხვავებისგან. მოგვიანებით წერილი მივიღე იმ ბატონისგან. იგი წერდა, "ჩემზე ამან ისე იმოქმედა. მე დავბრუნდი და მთელი ჩემი კომპანია გადავაქციე ცალ-დუნდულა კომპანიად." (სიცილი)
მეორე, რაც მინდა რომ გითხრათ გეხებათ უშუალოდ თქვენ. აქ ჩემი რწმენით 1,600 ადამიანია შეკრებილი ჩემი მიახლოებითი შეფასებით დაახლოებით 45 თქვენგანი არის აბსოლუტურად შეშლილი კლასიკურ მუსიკაზე. თქვენ გიჟდებით კლასიკურ მუსიკაზე. თქვენი რადიო მუდამ კლასიკურ ტალღაზეა. და თქვენ გაქვთ კომპაქტ-დისკები მანქანაში და დადიხართ სიმფონიური ორკესტრის კონცერტებზე თქვენი ბავშვები უკრავენ ინსტრუმენტებზე. თქვენ სიცოცხლე არ წარმოგიდგენიათ კლასიკური მუსიკის გარეშე. ეს პირველი ჯგუფია; საკმაოდ მცირე ჯგუფი. შემდეგ კიდევ ერთი უფრო მოზრდილი ჯგუფი. ეს არის ხალხი რომელთაც კლასიკურ მუსიკის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. (სიცილი) ხომ იცით, სახლში რომ დაბრუნდებით გრძელი დღის შემდეგ და დაისხავთ ჭიქა ღვინოს, კომფორტულად მოეწყობით ცოტა ვივალდი ფონად არ გვაწყენს. (სიცილი) ეს მეორე ჯგუფია. ახლა კი მესამე ჯგუფი. ეს არის ხალხი, რომელიც არასოდეს უსმენს კლასიკურ მუსიკას. ეს უბრალოდ არ არის თქვენი ცხოვრების ნაწილი. შეიძლება მოისმინოთ ის როგორც პასიურმა მწეველმა, აეროპორტში, მაგრამ -- (სიცილი) -- და შესაძლოა რაიმე "აიდა"-ს მარში დარბაზში შებრძანებისას. მაგრამ სხვამხრივ თქვენ არასოდეს მოუსმენდით ამას. ეს სავარაუდოდ ყველაზე დიდი ჯგუფია.
მაგრამ არის კიდევ ძალიან მცირე ჯგუფი. ეს არის ხალხი, რომელიც ფიქრობს რომ სმენა არ აქვს. ადამიანების განსაცვიფრებლად დიდი რაოდენობა თვლის რომ სმენა არ აქვს. ძალიან ხშირად მესმის: "ჩემს ქმარს სმენა არ აქვს." (სიცილი) სინამდვილეში, შეუძლებელია სმენა არ გქონდეთ. ასეთი რამ არ არსებობს. სმენა რომ არ გქონოდათ, სიჩქარეს ვერ გადართავდით მანქანაში მექანიკური კოლოფით. ვერ გაარჩევდით აქცენტებს ტექასურს, იტალიურისგან. და ტელეფონიც. ტელეფონი. დედა თუ გირეკავთ საშინელ ტელეფონზე, გირეკავთ და გეუბნებათ "გამარჯობა," თქვენ არა მხოლოდ იცით ვინ არის მეორე მხარეს, თქვენ მისი ხასიათის გარჩევაც კი შეგიძლიათ. თქვენ გაქვთ ფანტასტიური ყური. ყველას აქვს ფანტასტიური ყური. ასე რომ არავინ არის უსმენო.
მაგრამ აი რას გეტყვით. მე არ მაინტერესებს ამ პრეზენტაციის გაგრძელება ასეთი დიდი ნაპრალით მათ შორის, ვისაც ესმის უყვარს და გიჟდება კლასიკურ მუსიკაზე და დანარჩენ კატეგორიებს შორის. უსმენო ხალხი, ისინი აქ აღარ არიან. მაგრამ დანარჩენ სამ კატეგორიას შორისაც, ძალიან დიდი ნაპრალია. ასე რომ მე არ გავაგრძელებ, სანამ თვითოეული პიროვნება ამ ოთახში პარტერში და ბალკონზე და ყველა დანარჩენიც, არ შეიყვარებს და არ გაუგებს კლასიკურ მუსიკას. და სწორედ ამით დავკავდებით ახლა.
ალბათ შეამჩნევთ, რომ მცირედი ეჭვიც კი არ შემპარვია იმაში რომ ყველაფერი გამომივა თუ სახეზე შემხედავთ, მართალია? ეს ლიდერის ერთ-ერთი თვისებაა, რომ ის არ ეჭვობს ერთი წამითაც კი, რომ ხალხი რომელსაც ის უძღვება მოახდენს იმას, რაზეც იგი ოცნებობს. წარმოიდგინეთ მარტინ ლუთერ კინგს რომ ეთქვა, "მე მაქვს ოცნება. მაგრამ, არ ვიცი შეძლებენ თუ არა ისინი." (სიცილი)
კარგით. მე ავიღებ შოპენის ნაწარმოებს. ეს არის შოპენის საოცარი პრელუდია. შეიძლება გეცნოთ კიდევაც. (მუსიკა) იცით რა მგონია რომ ამ ოთახში ახლა მოხდა? როდესაც დავიწყე, თქვენ იფიქრეთ, "რა ლამაზად ჟღერს." (მუსიკა) "არ მგონია რომ ისევ ქობულეთში უნდა წავიდეთ გაისად ზაფხულის არდადაგებზე." (სიცილი) სასაცილოა არა? სასაცილოა ეს აზრები როგორ შემოიპარება ხოლმე თავში. და რა თქმა უნდა -- (აპლოდისმენტები) -- და რა თქმა უნდა, თუ ნაწარმოები გრძელია და თქვენ დამღლელი დღე გქონდათ, შეიძლება ჩაგეძინოთ კიდევაც. შემდეგ თქვენი მეგობარი ხელს გკრავთ ნეკნებში და გეტყვით, "გაიღვიძე! ეს ხომ კულტურაა!" და მერე კიდევ უარესად იგრძნობთ თავს.
მაგრამ როდისმე თუ გიფიქრიათ, რომ დაძინების მიზეზი კლასიკური მუსიკის მოსმენინსას თქვენი კი არა, ჩვენი ბრალია? ვინმემ იფიქრა სანამ უკრავდი, "რატომ იყენებს ის ამდენ იმპულსებს?" თავი რომ მექნია ნამდვილად მოგივიდოდათ ეს აზრი. (მუსიკა) და მთელი ცხოვრების მანძილზე, როდესაც კლასიკურ მუსიკას მოისმენთ თქვენ ყოველთვის შეძლებთ იგრძნოთ ის იმპულსები.
მოდით ვნახოთ რა ხდება აქ სინამდვილეში. ჩვენ გვაქვს ნოტა "სი". ეს არის "სი". შემდეგი ნოტაა "დო". "დო"-ს სამუშაო კი ის არის რომ "სი" დაანაღვლიანოს. და მართლაც გამოსდის არა? (სიცილი) კომპოზიტორებმა იციან ეს. თუ მათ უნდათ ნაღვლიანი მუსიკა ისინი ამ ორ ნოტს იყენებენ. (მუსიკა) მაგრამ სინამდვილეში ეს არის ოთხი ნაღვლიანი "სი". (სიცილი) შემდეგ ის ჩადის "ლა"-ზე. ახლა "სოლ"-ზე და შემდეგ "ფა"-ზე. ანუ ჩვენ გვაქვს "სი", "ლა", "სოლ", "ფა" და ამ მიმდევრობის შემდეგ რას ითხოვს ჩვენი ყური? ო, ეს ალბათ შემთხვევითობა იყო. მოდით კიდევ ვცადოთ. ოო, TED-ის ანსამბლი. (სიცილი) და თუ შეამჩნიეთ ყველას გაქვთ სმენა, მართალია? იცით, ყოველ სოფელში ბანგლადეშში ან ჩინეთში. ყველამ იცის: ტა, ტა, ტა, ტა -- ტა. ყველამ იცის რომ შემდეგი "მი"-ა.
მაგრამ შოპენს არ უნდოდა "მი"-ზე ეგრევე გადასვლა, იმიტომ რომ რა მოხდებოდა? ყველაფერი დასრულდებოდა, როგორც "ჰამლეტი". გახსოვთ "ჰამლეტი"? მოქმედება 1, სცენა 3: მან გაარკვია რომ ბიძამ მოკლა მამამისი. გახსოვთ ის მიდის ბიძასთან თითქმის კლავს. და შემდეგ უკან იხევს შემდეგ ისევ მიდის მოსაკლავად და თითქმის კლავს. კრიტიკოსები, რომლებიც აგერ უკანა რიგში ზიან მათ აუცილებლად აზრი უნდა ქონდეთ, და ამბობენ, "ჰამლეტი ზარმაციაო." (სიცილი) ან ამბობენ, "ჰამლეტს ოიდიპოს კომპლექსი აქვს." არა, სხვანაირად უბრალოდ დადგმა დამთავრდებოდა, სულელებო. ამიტომ ჩადო შექსპირმა ეს ყოველივე "ჰამლეტში". ხომ იცით, ოფელიას გაგიჟება და დადგმა დადგმაში, იორიკის თავი და მესაფლავენი. ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ დრო გაწელოს მე-5 მოქმედებამდე სადაც შეძლებს მოკლას ბიძამისი.
იგივეს აკეთებს შოპენიც. ეს-ესაა "მი"-ს მიუახლოვდა, და ამბობს, "ვაი, ჯობია უკან დავბრუნდე და გავიმეორო." და აკეთებს კიდევაც ამას. ახლა ის აღელდა - ეს აღელვებაა, მაგრამ თქვენ არ აღელდეთ ამის გამო. ახლა ის მიდის "ფა" დიეზამდე და ბოლოს "მი"-სთან მაგრამ ეს არასწორი აკორდია. იმიტომ რომ აკორდი რომელსაც ის ეძებს ესაა, და სამაგიეროდ ის აკეთებს ... ჩვენ ამას მატყუარა კადენციას (მიმდევრობას) ვეძახით, ვინაიდან მას შეცდომაში შევყავართ. მე ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებს, "თუ მატყუარა კადენცია გაქვთ აუცილებლად აწიეთ წარბები და ყველა გაიგებს." (სიცილი) (აპლოდისმენტები) კარგით. ესეიგი მივიდა "მი"-მდე, მაგრამ არასწორი აკორდია. ახლა ის ისევ "მი"-ს ცდილობს. არც ეს აკორდი ჭრის. ახლა ისევ "მი". არც ეს აკორდია სწორი. კიდევ "მი", მაინც არა. და ბოლოს ... წინა რიგში ბატონი იჯდა რომელმაც ასე ამოისუნთქა. ეს იგივე ემოციაა როგორც სახლში მისვლისას რთული დღის შემდეგ, მანქანის ძრავს რომ ჩააქრობს და იტყვის, "აჰ, მე სახლში ვარ." იმიტომ რომ ყველამ ვიცით სად არის სახლი.
ასე რომ ეს არის ნაწარმოები რომელიც შორიდან სახლში დაბრუნებას გადმოსცემს. და მე მას მთლიანად დაგიკრავთ და თქვენც გამომყევით. "სი", "დო", "სი", "დო" ,"სი", "დო", "სი" -- ჩავდივართ "ლა"-ზე, ჩავდივართ "სოლ"-ზე, ჩავდივართ "ფა"-ზე. თითქმის "მი"-მდე მივედით, მაგრამ ეგრევე რომ არ დამთავრდეს. ავდივართ უკან "სი"-ზე. აღელდა. მივიდა "ფა" დიეზთან. დაჯდა "მი"-ზე. არასწორი აკორდი. არასწორი აკორდი. არასწორი აკორდი. და ბოლოს "მი" და ის სახლშია. ის რასაც თქვენ ახლა ნახავთ ცალ-დუნდულა დაკვრაა. (სიცილი) ვინაიდან ჩემთვის, "სი"-ს და "მი"-ს დასაკავშირებლად, მე არ უნდა ვიფიქრო თვითოეულ ნოტაზე რომელიც გზად შემხვდება არამედ გრძელ, გრძელ ხაზზე "სი"-დან "მი"-მდე.
იცით, სულ ცოტახნის წინ სამხრეთ აფრიკას ვეწვიეთ, და შეუძლებელია ეწვიო ამ ქვეყანას და არ იფიქრო მანდელა-ზე რომელიც 27 წელი ციხეში იჯდა. რაზე ფიქრობდა ის? სადილზე? არა, ის ფიქრობდა ხედვაზე სამხრეთ აფრიკისთვის და კაცობრიობისთვის. ეს ყველაფერი გრძელი ხაზის ხედვასთან არის დაკავშირებული. როგორც ფრინველი, რომელიც ველს გადაუფრენს და არ აინტერესებს ღობეები მის ქვემოთ, გასაგებია? ახლა თქვენც გაჰყვებით ხაზს "სი"-დან "მი"-მდე. და კიდევ ერთი თხოვნა მექნება სანამ დავუკრავ ამ ნაწარმოებს მთლიანად. შეგიძლიათ იფიქროთ ვინმეზე ვინც უზომოდ გიყვართ, მაგრამ აღარ არის თქვენთან ერთად? საყვარელი ბებია, პარტნიორი, ვინმე თქვენს ცხოვრებაში ვინც მთელი გულით გიყვართ, მაგრამ ეს ადამიანი აღარ არის. გაიხსენეთ ეს ადამიანი, და ამავდროულად გაჰყევით ხაზს "სი"-დან "მი"-მდე, და თქვენ გაიგებთ ყველაფერს, რისი თქმაც უნდოდა შოპენს. (მუსიკა) (აპლოდისმენტები)
ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ, გაგიკვირდეთ რატომ გიკრავთ მე ტაშს. მე ეს გავაკეთე ერთ სკოლაში ბოსტონში დაახლოებით 70 12 წლის მე-7 კლასის მოსწავლესთან. და ზუსტად იგივე გავაკეთე მათთვის რაც თქვენთვის ყველაფერი ავუხსენი და ასე შემდეგ. ბოლოში ისინი გაგიჟდნენ ტაშის დაკვრით. ისინი უკრავდნენ ტაშს. მე ვუკრავდი ტაშს. ისინი უკრავდნენ ტაშს. ბოლოს ვიკითხე, "მე რატომ ვუკრავ ტაშს?" და ერთ-ერთმა ბავშვმა მიპასუხა, "იმიტომ რომ ჩვენ გისმენდით." (სიცილი) დაფიქრდით. 1,600 ადამიანი, დაკავებული ადამიანი რომელიც ჩართულია განსხვავებულ საქმეებში. უსმენს, ესმის და შთაგონებულია შოპენის ნაწარმოებით. ეს ხომ ჯადოსნური რამ არის. ვარ თუ არა დარწმუნებული, რომ თვითოეული თქვენგანი გამომყვა, გამიგო, შთაგონებულია. რა თქმა უნდა ვერ ვიქნები ამაში დარწმუნებული. მაგრამ გეტყვით რა მომივიდა ერთხელ.
მე ვიყავი ირლანდიაში რთული პერიოდის დროს, 10 წლის წინ და ვმუშაობდი კათოლიკე და პროტესტანტ ბავშვებთან კონფლიქტების გადაჭრის საკითხებზე. და გავაკეთე ეს ყველაფერი მათთვის. საკმაოდ სარისკო საქმეა ვინაიდან ქუჩაში გაზრდილი ბავშვები იყვნენ. ერთ-ერთი მადგან მოვიდა შემდეგ დილას ჩემთან და მითხრა, "იცით, მე არასოდეს მომისმენია კლასიკური მუსიკა, მაგრამ როდესაც ეს შოპინგის ნაწარმოები დაუკარით...." (სიცილი) მან თქვა, "ჩემი ძმა მოკლეს გასულ წელს და მე არ მიტირია მასზე. მაგრამ წუხელ, როდესაც ის ნაწარმოები დაუკარით, სწორედ ის იყო ვისზეც მე ვფიქრობდი. და ვიგრძენი ცრემლები ჩამომდინარე ჩემს სახეზე. და იცით, ძალიან კარგი შეგრძნება დამეუფლა, ვინაიდან ძმას დავემშვიდობე." მაშინ მე საბოლოოდ გადავწყვიტე კლასიკური მუსიკა ყველასათვის არის.
როგორ ილაპარაკებდით -- იმიტომ რომ ჩემი პროფესის ხალხი მუსიკოსები, ყოველთვის არ ხედავენ ამას ისევე როგორც მე. ისინი იძახიან მოსახლეობის 3 პროცენტს მოსწონს კლასიკური მუსიკა. ნეტავი შევძლოთ ამ რიცხვის 4%-მდე გაზრდა და ჩვენი პრობლემები დასრულებული იქნებოდა. მე ვამბობ, "როგორ ივლიდით? როგორ ილაპარაკებდით? როგორ იარსებებდით რომ გეფიქრათ მოსახლეობის 3 პროცენტზე და კლასიკურ მუსიკაზე. ოღონდაც 4%-მდე გაგვეზარდა. როგორ იარსებებდით რომ აღმოჩნდეს რომ ყველას უყვარს კლასიკური მუსიკა -- უბრალოდ ჯერ არ იციან ამის შესახებ." (სიცილი) ეს აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროებია.
მე ძალიან გადასარევი გამოცდილება მქონდა. მე ვიყავი 45 წლის, 20 წლის განმავლობაში ვდირიჟორობდი და უცებ დამარტყა. დირიჟორი ხომ საერთოდ ხმას არ გამოსცემს. ჩემი სურათი კომპაქტ-დისკის ყდაზეა -- (სიცილი) -- მაგრამ დირიჟორი ხომ ხმას არ გამოსცემს. ის სრულიად დამოკიდებულია მის უნარზე რომ დანარჩენებს მისცეს ძალა. და ამან ყველაფერი შეცვალა ჩემთვის. ცხოვრება შემიცვალა. მუსიკოსები ჩემი ორკესტრიდან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ. "ბენ, რა მოხდა?" აი რა მოხდა. მე აღმოვაჩინე რომ ჩემი საქმეა გავაღვიძო პოტენციალი და შესაძლებლობები სხვა ადამიანებში. და რა თქმა უნდა მინდოდა მცოდნოდა გამომდის თუ არა. და იცით როგორ შეიძლება ამის გარკვევა? უნდა შეხედოთ მათ თვალებში. თუ თვალები უბრწყინავთ, ესეიგი გამოგდის. ამ ადამიანის თვალებით მთელს სოფელს გაანათებდი. (სიცილი) კარგი. ესეიგი თუ თვალები ბრწყინავს, ესეიგი გამოგდის. თუ თვალები არ ბრწყინავს, მაშინ უნდა დასვა შეკითხვა. და შეკითხვა ასე ჟღერს: ვინ ვარ მე, თუ ჩემი მუსიკოსების თვალები არ ბრწყინავს? იგივე ეხება ბავშვებსაც. ვინ ვარ მე, თუ ჩემი ბავშვების თვალები არ ბრწყინავს? ეს აბსოლუტურად სხვა სამყაროა.
ახლა, სულ მალე უნდა დავასრულოთ ეს მაგიური კვირა მთებში, და დავბრუნდეთ წუთი-სოფელში. და აზრი აქვს დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: ვინ ვართ ჩვენ, როდესაც ვბრუნდებით წუთი-სოფელში? და იცით, მე მაქვს წარმატების განმარტება. ჩემთვის ეს ძალზედ მარტივია. ის არ ეხება სიმდიდრეს, პოპულარობას და ძალაუფლებას. ის ეხება იმას, თუ რამდენი თვალები ბრწყინავს ჩემს გარშემო.
ჩემი ბოლო აზრი კი ეხება იმას, რომ ნამდვილად მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვამბობთ. სიტყვებს რომლების ჩვენი პირიდან გამოდის. მე ეს გავიგე, როდესაც გავიცანი ქალბატონი, რომელიც ცოცხალი გამოვიდა ოსვენციმიდან, ერთ-ერთი იშვიათი გადარჩენილი. ის მოხვდა ოსვენციმში როდესაც 15 წლის იყო, მისი ძმა რვა წლის იყო, და მშობლები დაკარგეს. მან მიამბო შემდეგი, "ჩვენ ვიყავით მატარებელში, რომელიც ოსვენციმში მიდიოდა და მე დაბლა დავიხედე და დავინახე, რომ ჩემი ძმის ფეხსაცმელი დაკარგულიყო. და ვუთხარი, "ჯანდაბა! რატომ ხარ ასეთი სულელი, არ შეგიძლია შენს ნივთებს მიხედო?" -- როგორც უფროსმა დამ შეიძლება უთხრას უმცროს ძმას. საუბედუროდ, ეს იყო ბოლო სიტყვები, რომელიც მან ძმას უთხრა იმიტომ რომ მას შემდეგ არ უნახია. ის ოსვენციმში დაიღუპა. როდესაც ის გამოვიდა ოსვენციმიდან, მან ფიცი დადო. მან მითხრა, "მე გამოვედი ოსვენციმიდან და დავიფიცე. მე არასოდეს ვიტყვი არაფერს რაც არ გამოდგება, როგორც ჩემი ბოლო სიტყვები ცხოვრებაში." შეგვიძლია თუ არა ჩვენს ასე ვქნათ? არა. და ეს არასწორიც იქნებოდა ჩვენს მიმართ და სხვების მიმართ. მაგრამ შეგვიძლია გვახსოვდეს ამის შესახებ. გმადლობთ. (აპლოდისმენტები) თვალები გიბრწყინავთ, თვალები გიბრწყინავთ. გმადლობთ, გმადლობთ. (მუსიკა)
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ბენჯამინ ზანდერს ორი გატაცება აქვს: კლასიკური მუსიკა, და კაცობრიობისთვის მისი სიყვარულის სწავლება ახალი შესაძლებლობებთან, გამოცდილებებთან და კავშირებთან ერთად.
A leading interpreter of Mahler and Beethoven, Benjamin Zander is known for his charisma and unyielding energy -- and for his brilliant pre-concert talks. Full bio »
Translated into Georgian by Nick Davitashvili
Reviewed by David Machakhelidze
Comments? Please email the translators above.
32:09 Posted: Apr 2007
Views 1,385,688 | Comments 241
24:41 Posted: Aug 2006
Views 1,139,584 | Comments 279
24:05 Posted: Aug 2006
Views 949,943 | Comments 276
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.