როგორ დააკვირდებოდით იმას რისი დანახვაც არ შეგიძლიათ? ეს არის პირველი შეკითხვა იმათთვის ვინც დაინტერესებულია შავი ხვრელების აღმოჩენითა და შესწავლით. იმიტომ, რომ შავი ხვრელები არის ობიექტები, რომელთა გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს არ შეუძლია დააღწიოს მას თავი, სინათლესაც კი, ასე რომ მათი პირდაპირი დანახვა შეუძლებელია.
მაშ ასე, ჩემი დღევანდელი საუბარი შავი ხვრელების შესახებ ერთ, განსაკუთრებული შავ ხვრელს შეეხება. მე დაინტერესებული ვარ ვიპოვო არსებობს თუ არა ძალიან მასიური, როგორც ჩვეულებრივ ამბობენ ”სუპერმასიური” შავი ხვრელი ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. და ამ ინტერესის მიზეზი არის ის, რომ ეს გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას დავამტკიცოთ არსებობენ თუ არა სინამდვილეში ეს ეგზოტიკური ობიექტები. და კიდევ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ გარემოსთან ეს ზემასიური შავი ხვრელები და რა გავლენას ახდენენ ისინი იმ გალაქტიკის ფორმირებასა და ევოლუციაზე რომელშიც იმყოფებიან.
მაშ ასე, დასაწყისისთვის უნდა გავიგოთ რა არის შავი ხვრელი. ასე ჩვენ შევძლებთ მისი არსებობის დამტკიცების გაგებას. მაინც რა არის შავი ხვრელი? ერთი მხრივ შავი ხვრელი არის დაუჯერებლად მარტივი ობიექტი, იმიტომ, რომ მას გააჩნია მხოლოდ სამი მახასიათებელი თვისება რისი აღწერაც შეგვიძლია: მასა, სპინი და მუხტი. და მე მხოლოდ მასაზე ვისაუბრებ. ამ მხრივ ეს ძალიან მარტივი, მაგრამ სხვა მხრივ კი წარმოუდგენლად რთული ობიექტია, რომლის ასაღწერად აუცილებელია საკმაოდ ეგზოტიკური ფიზიკა და რაღაც ხარისხით წარმოადგენს გარღვევას სამყაროს ფიზიკურ გაგებაში.
მაგრამ დღეს, მე წარმოგიდგენთ შავ ხვრელს, მისი არსებობის დამტკიცების მიზნით, როგორც ობიექტს, რომლის მასაც თავმოყრილია ნულოვან მოცულობაში. მაშ ასე, იმის მიუხედავად რომ მე ვაპირებ საუბარს ზემძიმე ობიექტის შესახებ, და თუ რას ნიშნავს ეს ამას ერთ წუთში მივუბრუუდები, მას არ გააჩნია განსაზღვრული ზომა. ასე რომ ყველაფერი ცოტა ჩახლართულია.
მაგრამ საბედნიეროდ არსებობს სასრული ზომა რაც შეგვიძლია დავინახოთ და ის ცნობილია როგორც შვარცშილდის რადიუსი. დაერქვა ადამიანის საპატივცემულოდ, რომელმაც გაიაზრა თუ რატომაა ეს რადიუსი ასე მნიშვნელოვანი. ეს არის ვირტუალური რადიუსი, არარეალური - შავ ხვრელს არ გააჩნია ზომა. მაშ რატომაა ის ასე მნიშვნელოვანი? მნიშვნელვანია იმიტომ, რომ გვიჩვენებს რომ ნებისმიერი ობიექტი შეიძლება იქცეს შავ ხვრელად. ეს ნიშნავს რომ თქვენ, თქვენი მეზობელი, თქვენი ტელეფონი, ეს აუდიტორია, - შეიძლება იქცეს შავ ხვრელად. თუ თქვენ შეძლებთ იპოვოთ მათი შვარცშილდის რადიუსის ზომამდე შეკუმშვის მეთოდი.
და რა მოხდება მაშინ ? მაშინ გაიმარჯვებს მიზიდულობის ძალა. მიზიდულობის ძალა ამარცხებს ყველა ცნობილ ძალებს. და ობიექტი იძულებული იქნება გააგრძელოს შეკუმშვა უსასრულოდ მცირე ზომამდე. და გადაიქცევა შავ ხვრელად. ასე რომ თუ მე შევკუმშავდი დედამიწას შაქრის ნატეხის ზომამდე ის გადაიქცეოდა შავ ხვრელად. იმიტომ რომ შაქრის ნატეხის ზომა მისთვის არის შვარცშილდის რადისუის ტოლი.
ყველაზე მთავარია განვსაზღვროთ შვარცშილდის რადიუსის მნიშვნელობა. და აღმოჩნდა რომ მისი განსაზღვრა არც თუ ისე ძნელია. ის დამოკიდებულია მხოლოდ ობიექტის მასაზე. დიდი ზომის ობიექტებს გააჩნიათ დიდი შვარცშილდის რადიუსი. პატარებს კი პატარა. თუ ავიღებთ მზეს და შევკუმშავთ მას ოქსფორდის უნივერსიტეტის ზომამდე ის გადაიქცევა შავ ხვრელად.
მაშ ასე, ჩვენ უკვე ვიცით თუ რა არის შვარცშილდის რადიუსი. და ეს საკმაოდ სასარგებლო მომენტია, იმიტომ რომ ის ჩვენ გვიჩვენებს არამარტო იმას თუ როდის ფორმირდება შავი ხვრელი ასევე გვაძლევს გადამწყვეტ ელემეტებს შავის ხვრელის არსებობის დამტკიცებისათვის. მე მჭირდება მხოლოდ ორი რამ: წარმოდგენა ობიექტის მასაზე, რომელსაც ვუწოდებ შავ ხვრელს და იმაზე თუ როგორია მისი შვარცშილდის რადიუსი. და სანამ მასა განსაზღვრავს შვარცშილდის რადიუსს მე ფაქტობრივად ერთი რამეს ცოდნა მჭირდება.
ჩემი ამოცანა, შავი ხვრელის არსებობაში თქვენს დასარწმუნებლად, არის გაჩვენოთ, რომ არსებობს რაღაც ობიექტი, რომელიც შემოსაზღვრულია თავის შვარცშილდის რადიუსით. და თქვენი ამოცანა კი არის იყოთ სკეპტიკები. კარგით, მაშ ასე, მე ვაპირებ ვისაუბრო არაჩვეულებრივ შავ ხვრელზე; ვაპირებ ვისაუბრო სუპერმასიურ შავ ხვრელებზე.
მინდა რამოდენიმე სიტყვა გითხრათ თუ რა არის ჩვეულებრივი შავი ხვრელი, რადგანაც იქ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი შავი ხვრელი. ჩვეულებრივი შავი ხვრელი ითვლება ძალიან დიდი ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ეტაპად. თუ ვარსკვლავი თავის სიცოცხლეს დაიწყებს გაცილებით მეტი მასით ვიდრე მზის მასაა, ის სიცოცხლეს აფეთქებით დაასრულებს და ზეახალი ვარსკვლავის ლამაზ ნარჩენებს დაგვიტოვებს, რასაც აქ ვხედავთ. და ამ ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენებს შიგნით იქნება პატარა შავი ხვრელი, რომლის მასა დაახლოებით სამჯერ მეტი იქნება მზის მასაზე. ასტრონომიული ზომებით ეს ძალიან პატარა შავი ხვრელია.
ახლა კი მე მინდა ვისაუბრო სუპერმასიურ შავ ხვრელებზე. ითვლება რომ სუპერმასიური შავი ხვრელები განლაგებულნი არიან გალაქტიკების ცენტრებში. და ეს ლამაზი სურათი, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპითაა გადაღებული, გაჩვენებთ რომ გალაქტიკები სხვადასხვა ფორმის და ზომის არიან. არსებობენ დიდები. არსებობენ პატარები. თითქმის ყველა ობიექტი ამ სურათზე არის გალაქტიკა. მარცხნივ ზევით არის ძალიან ლამაზი სპირალი და ამ გალაქტიკაში ასობით მილიარდი ვარსკვლავია, უბრალოდ მასშტაბზე რომ შეგექმნათ წარმოდგენა. სინათლე, რომელსაც ვაკვირდებით ტიპიურ გალაქტიკაზე, როგორიც აქ მოცემული გალაქტიკაა, მოედინება ვარსკვლავებიდან. ჩვენ სწორედ ვარსკვლავების სინათლის წყალობით ვხედავთ გალაქტიკას.
არსებობს რამოდენიმე ეგზოტიკური გალაქტიკა. მე მათ გალაქტიკათა სამყაროს პრიმადონებს ვეძახი, იმიტომ რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. და ჩვენ მათ აქტიური გალაქტიკის ბირთვს ვუწოდებთ და ვეძახით იმიტომ, რომ მათი ბირთვი ანუ მათი ცენტრი, ძალიან აქტიურია ამიტომაც იქ ცენტრში, სადაც ყველაზე მეტი ვარსკვლავების შუქი გამოდის ჯერ კიდევ, ის რასაც ვხედავთ არის შუქი ამის ახსნა არ შეიძლება ვარსკვლავური ნათებით ის უფრო ენერგეტიკულია ფაქტია, ზოგიერთ მაგალითში რომელსაც, აქ ვხედავთ არის გამოსხივება, რომელიც გამოდის ცენტრიდან. აქაც, ენერგიის წყარო ძალიან ძნელი ასახსნელია თუ ფიქრობთ, რომ გალაქტიკები მხოლოდ ვარსკვლავებისგან შედგება.
ასე რომ, რაც არ უნდა ვიფიქროთ შესაძლოა იქ სუპერმასიური შავი ხვრელები იყოს რომლის გამოკვლევაც არის საჭირო თვითონ შავი ხვრელის დანახვა შეუძლებელია მაგრამ შეიძლება გარდავქმნათ შავი ხვრელის გრავიტაციული ენერგია ხილულ სინათლეში. ასე რომ, შესაძლოა გალაქტიკების ცენტში სუპერმასიური შავი ხვრელები იყოს. მაგრამ ეს არაპირდაპირი არგუმენტია.
მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა არა მხოლოდ ამ პრიმადონებს რომლებსაც აქვთ სუპერმასიური შავი ხვრელები, არამედ სხვა გალაქტიკებსაც აქვთ სუპერმასიური შავი ხვრელები მათ ცენტრებში. და თუ ეს ასეა - და ეს არის ნორმალური გალაქტიკის მაგალითი; რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის ვარსკვლავის შუქი. და თუ იქ არის სუპერმასიური შავი ხვრელი, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ რომ ეს არის შავი ხვრელი დიეტაზე. იმიტომ, რომ ეს არის საშუალება ავხსნათ ენერგეტიკული ფენომენი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აქტიური გალაქტიკის ბირთვში.
თუ გვინდა დავინახოთ ეს უხილავი შავი ხვრელები გალაქტიკების ცენტრში, საუკეთესო ადგილი იქნება ჩვენივე გალაქტიკა, ჩვენი ირმის ნახტომი. და ეს არის ფართოდ გაშლილი სურათი ირმის ნახტომის ცენტრიდან. რასაც ვხედავთ ეს არის ვარსკვლავების ხაზი. და ეს იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ გალაქტიკაში, რომელიც არის ბრტყელი, დისკის მსგავსი სტრუქტურით. და ჩვენ მის შუაში ვცხოვრობთ, და როცა მისი ცენტრისკენ ვიყურებით, ვხედავთ სიბრტყეს რომელიც არის თვით ამ გალაქტიკის სიბრტყე, ანუ ხაზი რომელიც ასახავს გალაქტიკის სიბრტყეს.
ჩვენი გალაქტისკის შესწავლის უპირატესობა ის არის, რომ ის უბრალოდ ყველაზე ახლო გალაქტიკის ცენტრია რომლის შესწავლაც შეგვიძლია, იმიტომ რომ სხვა უახლოესი 100-ჯერ უფრო შორს არის ჩვენგან. ასე, რომ შეგვიძლია უფრო დეტალურად შევისწავლოთ ჩვენი გალქტიკა ვიდრე სხვა რომელიმე. როგორც ხედავთ, დეტალების დანახვის შესაძლებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ექსპერიმენტში.
როგორ ამტკიცებენ ასტრონომები იმას რომ არის ძალიან დიდი მასა პატარა მოცულობაში? ეს არის ის რისი ჩვენებაც მინდა დღეს. მეთოდი არის დაკვირვება ვარსკვლავებზე თუ როგორ მოძრაობენ ისინი შავი ხვრელის გარშემო. ვარსკვლევები შავი ხვრელის გარშემო მოძრაობენ როგორც პლანეტები მზის გარშემო. ეს გრავიტაციული ველია რომელიც ამ ობიექტებს ამოძრავებს ორბიტაზე თუ იქ არ არის მასიური ობიექტი ეს ვარსკვლევები გაფრინდებოდნენ სხვაგან, ან საბოლოოდ უფრო ნელა დაიწყებდნენ მოძრაობას იმიტომ, რომ ის რაც განაპირობებს მათ ორბიტას არის მასა ამ ორბიტის ცენტრში.
შესანიშნავია, ეს იმაზე მეტყველებს თუ რისი დამტკიცებაც მინდოდა იქ არის დიდი მასა მცირე მოცულობაში. ასე რომ, თუ ვიცით მოძრაობის სიჩქარე ვიცით მასაც. და თუ ვიცი ორბიტის მასშტაბი ვიცი მისი რადიუსი. ასე, რომ მინდა ვნახო ვარსკვლავები რომლებიც ძალიან ახლოს არიან გალაქტიკის ცენტრთან. იმიტომ, რომ მინდა დავინახო მასა მცირე რეგიონის შიგნით. ამიტომაც ეს ნიშნავს რომ მინდა უფრო მეტი დეტალიზაცია და ამიტომაც ამ ექსპერიმენტისთვის გამოვიყენეთ მსოფლიოს ყველაზე დიდი ტელესკოპი.
რომელიც არის კეკის ობსერვატორიაში. რომელიც ორი ტელესკოპისგან შედგება 10 მეტრიანი სარკით, დაახლოებით ტენისის კორტის ზომით. მშვენიერია იმიტომ, რომ ის რასაც გვაძლევს დიდი ტელესკოპი ეს არის მცირე დეტალების დანახვის საშუალება. მაგრამ ეს ტელესკოპებს, როგორც ნებისმიერი ტელესკოპს დედამიწაზე აქვს გარკვეული პრობლემები, რომლებიც ართულებს ჩვენი მიზნების მიღწევას. ამის მიზეზია ატმოსფერო. კარგია რომ გვაქვს ატმოსფერო; მის გარეშე შეუძლებელია დედამიწაზე ცხოვრება. მაგრამ, ის პრობლემებს უქმნის ასტრონომებს რომლებსაც დაკვირვება უწევთ შორეულ ციურ სხეულებზე
იმისათვის რომ გავიგოთ რას ნიშნავს ეს წარმოიდგინეთ, რომ უყურებთ რიყის ქვას მდინარის ფსკერზე. როცა ვუყურებთ ქვას მდინარის ფსკერზე, დინება მუდმივად მოძრაობს და იხვევა, და ამით უფრო რთული ხდება ფსკერზე საერთოდ რამის დანახვა. ამის მსგავსად ატმოსფეროს გავლით ძალიან ძნელია დავინახოთ ასტრონომიული ობიექტები ატმოსფეროს უწყვეტი მოძრაობის გამო.
ამიტომაც მე ჩემი კარიერის საკმაოდ დიდი დრო გავატარე ატმოსფეროს მიერ დამახინჯებული სურათების გასწორებაში. ამ მთეოდით მიიღწევა ოცმაგი ეფექტი ვფიქრომ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ თუ იცით როგორ გავიუმჯობესოთ სიცოცხლე 20-ჯერ თქვენ დაგჭირდებათ საგრძნობლად შეცვალოთ ცხოვრების სტილი ვთქვათ ხელფასი, თქვენი შვილები ან თქვენ აუცილებლად შეიგრძნობთ ამას
ამ ანიმაციაში თქვენ ხედავთ მაგალითს თუ როგორ ტექნიკას ვიყენებთ ჩვენ, ადაპტიური ოპტიკა. თქვენ ხედავთ ანიმაციას რომელიც აჩვენებს მაგალითს თუ რას ვნახავდით ამ ტექნიკის გამოყენების გარეშე სხვა სიტყვებით, უბრალოდ სურათი სადაც ვარსკვლავებია ნაჩვენები, და კვადრატი უჩვენებს გალაქტიკის ცენტრს. სადც ჩვენი აზრით შავი ხვრელი არის მოთავსებული. მაშ ასე ამ ტექნოლოგიის გარეშე თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ ვარსკვლავები ამ ტექნოლოგიით თქვენ მოულოდნელად ხედავთ მას. ეს ტექნოლოგია იყენებს სარკეს ტელესკოპის ოპტიკურ სისტემაში რომელიც მუდმივად ვცლის წინააღმდეგობას რომელსაც ატმოსფერო ახდენს. ასე რომ. ეს გავს ძალიან უცნაური სათვალეებია თქვენი ტელესკოპისთვის.
შემდეგ სლაიდებში მინდა ყურადღება დადავიტანო პატარა ოთხკუთხედზე შვენ დავაკვირდებით ვარსკვლავებს ამ ოთხკუთხედის შიგნით თუმცა ჩვენ ყველა მათგანს ვაკვირდებოდით. მიდა ვნახოთ როგორ მოძრაობენ ისინი ექსპერიმენტის განმავლობაში ამ ობიექტებმა იმოძრავეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ექსპერიმენტი 15 წელი გრძელდებოდა, და ვნახეთ რომ ვარსკვლავები მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო.
ახლა ყველა ასტრონომს ყავს საყვარელი ვარსკვლავი და დღეს ჩემი რჩეულია SO-2 ვარსკვლავი. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ვარსკვლავი სამყაროში. იმიტომ, რომ მისი ბრუნვის ხანგრძლივობა 15 წელია ზუსტად. და გაგრძნობინებს თუ რა მცირე დრო არის ეს. მზეს 200 მილიონი წელი ჭირდება იმისთვის რომ შემოუაროს გალაქტიკის ცენტრს. ვარსკვლავები რომლებსაც მანამდე ვიცნობდით არ იყო იმდენად ახლოს ცენტრთან დაახლოებით 500 წლის ციკლით ეს კი ამას რამოდენიმეჯერ ასწრებს ადამიანის ცხოვრების მანძილზე ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
ეს მნიშვნელოვანია ამ ექსპერიმენტში. ორბიტა მეუბნება თუ რამდენი მასაა ძალიან მცირე რადიუსის შიგნით. ასე რომ, შემდეგი სურათი გვაჩვენებს თუ რა ზომის დაკვირვება შეგვეძლო ჩვენ გალაქტიკის ცენტრში ამ ექსპერიმენტამდე. ის რაც ვიცოდით მანმდე იყო მზის მასაზე ოთხ მილიონჯერ მეტი მასა იმ წრის შიგნით. და როგორც ხედავთ იქ იყო უფრო მეტი რამ, იმ წრეში თქვენ ხედავთ ძალიან ბევრ ვარკვლავს. იქ იყო ძალიან ბევრი ალტერნატივა იდეისთვის, რომ იქ არის სუპერმასიური შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრში, იმიტომ რომ შუძლებელია ძალიან ბევრი რამის იქ მოთავსება
მაგრამ, ამ ექსპერიმეტით ჩვენ ვნახეთ იგივე მასა მოთავსებულია გაცილებით პატარა მოცულობაში ათი ათასჯერ უფრო პატარაში. ამით ჩვენთვის შესაძლებელი გახდა დავამტკიცოთ რომ იქ არის უპერმასიური შავი ხვრელი იმისთვის რომ წარმოვიდგინოთ ეს ზომა ეს არის ჩენი მზის სისტემა უნდა მოვათავსოთ ოთხ მილონჯერ მეტი მასა ვიდრე მზის მასაა ამ მცირე მოცულობაში
ახლა კი რეკლამის გარეშე. სიმართლე მე გითხარით რომ ჩემი დავალება იყო მიმეღწია შვარცშილდის რადიუსისთვის. სიმართლე ის არის რომ მე ვერ მივაღწიე მას. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა რომ ავხსნათ ასეთი მასის კონცენტრაცია. ფაქტია, ყველაზე საუკეთესო საბუთი რაც დღეს გვაქვს არა მარტო სუპერ მასიური შავი ხვრელის არსებობაა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, არამედ ნებისმიერ გალაქტიკის ცენტრში მთელს სამყაროში. და შემდეგ რა? მე ვფიქრობ რომ ეს არის საუკეთესო რაც შეგვიძლია დღევანდელი ტექნოლოგიებით შევძლოთ გავგრძლოთ მუშაობა პრობლემაზე.
რისი თქმა მინდა ძალიან მოკლედ, რამოდენიმე მაგალითში იმის გადმოსაცემად თუ რისი გაკეთებაც შეგვიძლია დღეს გალაქტიკის ცენტრში, ვიცით რომ არის ან ყოველ შემთხვევაში გვჯერა, სუპერ მასიური შავი ხვრელის არსებობა. ამ ექსპერიმენტის ყველაზე მხიარული ფაზა არის ის რომ, გადავამოწმეთ ჩვენი ზოგიერთი წარმოდგენა სუპერმასიური შავი ხვრელის შესახებ რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრშია, თითქმის არც ერთი წარმოდგენა არ შეესაბემებოდა სინამდვილეს. და ეს სასაცილოა.
მოდით ვნახოთ ორი მათგანი. თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ, "რას ფიქრობთ ძველ ვარსკვლავზე, რომელიც მოძრაობს გალაქტიკის ცენტრის გარშემო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მათ დიდი დრო ქონდათ, რომ მიახლოვებოდნენ შავ ხვრელს" თქვენ მოელით რომ ძველი ვარსკვლავები შეგროვილი უნდა იყოს შავი ხვრელის გარშემო თქვენ უნდა ნახოთ ძალიან ბევრი ძველი ვარსკვლავი შავი ხვრელის გარშემო.
შესაბამისად, ახალგაზრდა ვარსკვლავები არ უნდა იყოს იქ შავი ხვრელი არ არის კეთილი მეზობელი ვარსკვლავების წარმოებისთვის ვარსკვლავის ფორმირებისთვის საჭიროა დიდი ზომის გაზის ბურთი და მტვრის შეკრება და ეს ძალიან მყიფე ფორმაა. და რას იზამს დიდი შავი ხვრელი? ის დაშლის ამ გაზის ღრუბელს ნაწილებათ ის ძალიან ძლიერია ერთ მხრიდან ვიდრე მეორე და ღრუბელიც ნაწილებად იყოფა ფატია, რომ ვარსკვალების ფორმირება შეუძლებელია მსგავს გარემოში
ამიტომაც იქ არ არის ახალგაზრდა ვარსკვლავები მაგრამ რა ვნახეთ ჩვენ დაკვირვებისას რომლებიც დღეს თქვენთვის არ მიჩვენებია ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ რომელი არის ახალგაზრდა და რომელი ძველი ძველი არის წითელი ახალი არის ლურჯი. და ყვითელი ჯერ არ ვიცით. აქაც სიურპრიზია იქ არის ძველი ვარსკვლავების უკმარისობა იქ არის ახალი ვარსკვლავები, ანუ ჩვენი წინასწარმეტყველება არ გამართლდა.
რაც საკმაოდ უცნაური და სასიამოვნოა. ფაქტია, ეს ის არის თუ რისი გარკვევაც გვინდა ჩვენ ეს საიდუმლოება თუ როგორ ამოვხსნათ -- ასეთი წინააღმდეგობები. ფაქტია, ჩემი სტუდენტები ამ წუთას ტელესკოპთან მუშაობენ ჰავაიში, ატარებენ დავირვებებს, რომლებიც იმედია შემდეგ ნაბიჯებამდე მიგვიყვანს. სად შეიძლება ვნახოთ პასუხი იმაზე თუ რატომ არის იქ ამდენი ახალი ვარსკვლავი და ასე ცოტა ძველი. იმისთვის რომ გავიგოთ ეს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმვარსკვალვების ორბიტებზე დაკვირვება რომლებიც უფრო შორსაა. ამისათვის ჩვენ უფრო რთული ტექნოლოგიები გვჭირდება ვიდრე გვაქვს დღეს
იმიტომ რომ, როცა ვთქვი რომ ჩვენ ვაკორექტირებთ ატმოსფერულ ზემოქმედებას, ჩვენ მხოლოდ შეცდომების ნახევარს ვასწორებთ. ჩვენ ამას ატმოსფეროში ლაზერის სხივით ვაკეთებთ ვფიქრობ შემდეგში ჩვენ უფრო მეტ ლაზერს გამოვიყენებთ და ეს არის ის რისი იმედიც გვაქვს მომდევნო წლებში. და უფრო შორეული მომავლისთვის გვინდა ავაშენოთ უფრო დიდი ტელესკოპები, იმიტომ რომ, გახსოვდეთ დიდი უკეთესია ასტრონომიისთვის.
გვინდა 30 მეტრიანი ტელესკოპის აშენება. და ამ ტელესკოპით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვარსკვლავები რომლებიც უფრო ახლოს არის გალაქტიკის ცენტრთან. და იმედი გვაქვს შევამოწმოთ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ზოგიერთი ასპექტები კოსმოლოგიის ზოგიერთი იდეები გალაქტიკების ფორმირების შესახებ. ასე რომ, ამ ექსპერიმენტის მომავალი ძალიან მომხიბლველია,
დასასრულს მე მინდა განახოთ ანიმაცია თუ როგორ მოძრაობენ ეს ვარსკვლავები ორბიტებზე, სამ განზომილებაში. და იმედი მაქვს, სხვა თუ არა, იმაში მაინც დაგარწმუნეთ რომ ფაქტია გვაქვს სუპერმასიური შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრში. და ეს იმას ნიშნავს რომ შავი ხვრელები არსებობს ჩვენს სამყაროში, და ჩვენ ეს უნდა შევისწავლოთ, ავხსნათ თუ როგორ შეიძლება ასეთი ობიექტების ფიზიკურ სამყაროში არსებობა
მეორე, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმას თუ როგორ ურთიერთქმედებს სუპერმასიური შავი ხვრელები და შესაძლოა გავიგოთ მათი როლი გალაქტიკების ფორმირებაში.
და ბოლო და არა უკანასკნელი, არც ერთი ამათგანი არ მოხდებოდა რომ არა დიდი პროგრესი რომელიც გაკეთდა ტექნოლოგიებში და ვფიქრობთ რომ ეს სეფერო საოცრად სწრაფად ვითარდება, და ძალიან ბევრს მოველით მისგან მომავალში. დიდი მადლობა (ტაში)
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ახალი ინფორმაცია კეკის ტელესკოპებიდან, ანდრეა გეზი აჩვენებს თუ როგორ ეხმარება ადაპტური ოპტიკა ასტრონომებს შეისწავლონ ჩვენი სამყაროს ყველაზე იდუმალი ობიექტები: შავი ხვრელები. ანდრეა გვაჩვენებს იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ შესაძლოა შავი ხვრელი ირმის ნახტომის ცენტრშიც იყოს.
Andrea Ghez is a stargazing detective, tracking the visible and invisible forces lurking in the vastness of interstellar space. Full bio »
Translated into Georgian by David Machakhelidze
Reviewed by Michael Kaulashvili
Comments? Please email the translators above.
17:09 Posted: Oct 2007
Views 869,616 | Comments 200
19:00 Posted: Nov 2008
Views 609,433 | Comments 231
16:09 Posted: Aug 2008
Views 678,994 | Comments 234
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.