დღეს მე მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გადავაქციოთ შიში იმედად. როცა მივდივართ ექიმთან, და შევდგამთ ფეხს მის კაბინეტში არის სიტყვები, რომლის მოსმენაც არ გვინდა. არის სიტყვები, რომლებისაც ნამდვილად გვეშინია. დიაბეტი, კიბო, პარკინსონი, ალცჰეიმერი, გულისა და ფილტვების უკმარისობა. ეს არის დაავადებები, რომლებიც გვაუძლურებს. რომლებთანაც ვერაფერს გავხდებით.
და მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ დღეს განსხვავებული აზრი და მეთოდი თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დაავადებებს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. რატომ შეიძლება ამის გამო ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დაინგრეს, თუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ის უკვე დაინგრა. სად ვართ ჩვენ კლინიკური თვალსაზრისით დღეს და სად ვიქნებით ხვალ. და რა გვიშლის წინსვლაში. და ჩვენ ამას 18 წუთში მოვახერხებთ, პირობას გაძლევთ.
მე მინდა დავიწყო ამ სლაიდით, იმიტომ რომ ამ სლაიდში ასახულია თუ რას ფიქრობს Science Magazine ამის შესახებ. ეს არის 2002 წლის ნომერი, რომელშიც დაიბეჭდა მრავალი სტატია ხელოვნურ ადამიანზე. ეს იყო ნომერი რეგენერაციულ მედიცინის შესახებ. რეგენერაციული მედიცინა ძალიან მარტივი იდეაა ყველასთვის ადვილად გასაგები. ესა არის ტემპის აჩქარება, რითაც სხეული კურნავს საკუთარ თავს კლინიკურად მისაღები დროის მონაკვეთში. ჩვენ ვიცით თუ როგორ მივაღწიოთ ამას უამრავი არსებული საშუალებებით. ჩვენ ვიცით რომ თუ გვაქვს დაზიანებული მენჯ-ბარძაყის სახსარი,ის შეიძლება შევცვალოთ ხელოვნურით. და ეს არის იდეა რომელიც Science Magazine გამოსახა ჟურნალის ყდაზე
ეს არის რეგენერაციული მედიცინის სრული ანტითეზისი. ეს არ არის რეგენერაციული მედიცინა. რეგენერაციული მედიცინა არის ის რაც გამოაქვეყნა Business Week-მა როცა მათ დაწერეს სტატია რეგენერაციულ მედიცინაზე ცოტა ხნის წინ იდეა იმაში მდგომარეობს რომ იმის ნაცვლად რომ გავარკვიოთ თუ, როგორ ვებრძოლოთ სიმპტომებს მოწყობილობებითა და წამლებით, და ასე შემდეგ - და ამ თემას რამდენიმეჯერ დავუბრუნდები - ამის მაგივრად ჩვენ რეგენერაციას ვუკეთებთ სხეულის დაკარგულ ფუნქციებს კონკრეტული ორგანოს ფუნქციების და ქსოვილების რეგენერაციით. ამ მეთოდით, მკურნალობის დასასრულს, თქვენ ისეთივე იქნებით, როგორც დასაწყისში.
ძალიან ცოტაა კარგი იდეები -- თუ დამეთანხმებითნ ეს კარგი იდეაა -- ძალიან ცოტაა ჭეშმარიტად ახალი იდეები. და ესეც ზუსტად ასეთივეა თუ ისტორიას გადავხედავთ, ჩარლზ ლინდბერგი -- რომელიც ცნობილი იყო როგორც მფრინავი - იყო პირველი იმათთაგანი ალექსის კარელთან ერთად რომლებიც გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები როკფელერებისგან, რომლებამც დაიწყეს ფიქრი, შეიძლება თუ არა გამოვზარდოთ ორგანოები? და მათ 1937 წელს გამოქვეყნეს წიგნი, სადაც მათ ფაქტიურად დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება ბიო-რეაქტორში, რომ გამოვზარდოთ ორგანოები? მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მე მინდა დღეს მიმდინარე ძალიან საინტერესო კვლევის ნაწილი გაგიზიაროთ.
მაგარმ სანამ ამას გავაკეთებ მე მინდა გამოვხატო ჩემი უკმაყოფილება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიმართ და ამის საჭიროება თქვენც დაგანახოთ. ბევრ გუშინდელ გამოსვლაში ითქვა იმის შესახებ თუ როგორ გავაუმჯობესოთ სიცოცხლის ხარისხი და შევამციროთ სიღარიბე. და გავზარდოთ სიცოცხლის ხანგრძლივობა მთელს პლანეტაზე. ერთ ერთი გამოწვევა არის ის რომ, რამდენადაც მდიდრები ვართ მით უფრო მეტ ხანს ვცოცხლობთ. რაც უფრო მეტ ხანს ვცოცხლობთ, მით უფრო ძვირი გვიჯდება იმ დაავედებების მკურნალობა დაბერებამდე.
ეს არის მარტივი შეფარდებაა ქვეყნის სიმდიდრესა და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობას შორის. მარტივი შესამჩენვია ის რომ რაც უფრო მდიდარია ქვეყანა მით უფრო მეტი ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს იქ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რატომ არის ასეთი დრამატული ეს პრობლემა ახლა? თუ მოსახლეობის საშუალო ასაკი არის 30, მაშინ საშუალო დაავადებების ტიპი რომელსაც ვებრძვით ძეიძლება იყოს დრო და დრო ტერფის მოტეხილობა, ცოტაოდენი ასთმა. თუ საშუალო ასაკი თქვენს ქვეყანაში არის 45 დან 55 წლამდე საშუალოდ გავრცელებული დაავადება არის დიაბეტი, ნაადრევი დიაბეტი, გულის დაავადებები, კორონარული არტერიების დაავადებები. დაავადებები რომელიბიც პრინციპულად უფრო ძნელი დასამარცხებელია და უფრო ძვირია.
შეერთებული შტატების დემოგრაფიას რომ გადავხედოთ ეს არის "The United States of America."-მონაცემები 1930 წელს ერთ პენსიონერზე 41 მოსამსახურე მოდიოდა. 41 ადამიანი რომელიც არ იყო ძალიან მძიმედ ავად, იხიდნენ გადასახადს ერთი დაავადებული პენსიონერისთვის. 2010 წელს, 2 მოსამსახურე ერთ პენსიონერზე აშშ-ში. და იგივეა ყველა განვითარებულ, მდიდარ ქვეყანაში მთელს მსოფლიოში. როგორ უნდა მოხერხდეს პაციენტების განკურნება, როცა დაბერების რეალობა ასე გამოიყურება?
ეს არის ასაკის და მურნალობის ხარჯების შეფარდება. სადც ჩანს, რომ 45 დან 45 წლამდე არის საფასურის მკვეთრი ზრდა. ეს მართლაც საინტერესოა - თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება ვნახოთ ხარჯები სამედიცინო მომსახურებაზე, სიცოცხლის განმავლობაში. დაახლოებით 7 წლით ადრე სიკვდილამდე ფიქსირდება მკვეთრი ზრდა. და ფაქტიურად შეიძლება - (სიცილი) - მოდით არ ჩავუღრმავდეთ ამას. (სიცილი)
ძალიან ცოტა, ძალიან ცოტა რამ შეიძლება გაკეთდეს რომ შევცვალოთ ასეთი ავადმყოფობების მკურნალობის მეთოდები და გამოვცადოთ, ის რასაც მე ვეძახი ჯანმრთელ დაბერებას. მე ვფიქრობ, რომ არის 4 მეთოდი. და ერთი მათგანი არ ითვალისწინებს დაზღვევასა და სამართლებრივ სისტემას. ეს სისტემები განსაზღვრავენ გადამხდელს. ისინი სინამდვილეში არ ცვლიან მკურნალობის ფაქტიურ საფასურს.
ასევე შეიძლება არ ვიმკურნალოთ. შეიძლება მკურნალობის ნორმირება. მაგრამ ამის შესახებ მეტს არ ვისაუბრებ. ეს ძალიან მოსაწყენია. შესაძლებელია აღკვეთა. ცხადია, რომ პროფილაქტიკაზე უნდა დაიხარჯოს ბევრი ფული.
მაგრამ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, თუნდაც ჩემთვის, არის ავადმყოფობების დიაგნოსტირება განვითარების საწყის სადიებში, და შემდგომ მისი მკურნალობა, და არა სიმპტომებთან ბრძოლა. მოდით ამ კუთხით შევხედოთ დიაბეტს. რას ვაკეთებთ დღეს დიაბეტთან მიმართებაში? ჩვენ მის დიაგნოსტიკას ვახდენთ მას შემდეგ რაც ის ხდება სიმპტომატური, და შემდეგ ვკურნავთ სიმპტომებს 10, 20, 30, 40 წლის განმავლობაში. და ყველაფერი რიგზეა. ინსულინი საკმაოდ კარგი წამალია. მაგრამ უცებ ის არ მოქმედებს. და დიაბეტს მივყავართ ნაწინასწარმეტყველებ დამაუძლურებელ ავადმყოფობამდე.
რატომ არ შეგვყვას კუჭქვეშა ჯირკვალში ნივთიერება ადრეულ სტადიებზე რეგენერაციისათვის, თუნდა მანამდე სანამ ის სიმპტომატური გახდება? ეს შეიძლება ცოტათი ძვირიც იყოს, როცა ამას დავიწყებთ მაგრამ თუ გაამართლებს, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება.
ჩემი თვალსაზრისით, ეს ვიდეო ძალიან ეფექტურ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე თუ რას ვამბობ მე. ეს არის ტრიტონი, ის თავიდან ზრდის მის კიდურს. თუ ეს შეუძლია ტრიტონს. რატომ არ შეგვიძლია ჩვენ? სინამდვილეში მინდა დაგანახოთ უფრო მნიშვნელოვანი მომენტები კიდურების რეგენერაცია წამში. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ რეგენერაციულ მედიცინაში - არის იგივე სხეულის სისტემაში შემავალი ორგანოებისთვის, ქსოვილებისთვის და თვით ორგანოებისთვის. რა ხდება სინამდვილეში - თუ დავსნეულდით, ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ სიმპტომებს, და მივეჩვიოთ ცხოვრების ახალ პირობებს.
მე გეტყვით თქვენ, რომ ხვალ -- როდის იქნება ხვალ ამაზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ უახლოეს მომავალში -- ჩვენ ვისაუბრებთ რეგენარაციულ რეაბილიტაციაზე. ეს არის კიდურის პროთეზი, იმის მსგავსი, როგორიც ჯარისკაცს აქვს, რომელიც ერაყიდან დაბრუნდა... იქ არის 370 ჯარისკაცი, რომლებმაც ერაყში კიდურები დაკარგეს. წარმოიდგინეთ, პროთეზის ნაცვლად მათ, რომ შეეძლოთ კიდურების რეგენერაცია. ეს გიჟური იდეაა. მე გაჩვენებთ, თუ სად ვართ ამ იდეაზე მუშაობის პროცესში.
ამის გამოყენება შეიძლება ორგანოების ნებისმიერი სისტემისათვის. როგორ შევძელბთ ამას? ამის გაკეთება შეიძლება სხეულთან კომუნიკაციის დამყარებით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხეულის ენაზე საუბარი. და ჩავრთოთ პროცესები, რომელთა ჩართვაც შეგვეძლო სანამ ებრიონები ვიყავით. ძუძუმწოვარის ემბრიონი, თუ დაკარგავს კიდურს ორსულობის პირველ ტრიმესტრში, თავიდან გამოიზრდის მას. ამგვარად, ჩვენს დნმ-ს აქვს ჭრილობების მკურნალობის მექანიზმი. ეს ბუნებრივი პროცესია, და ის ქრება, როცა ჩვენ ვიზრდებით. ბავშვი, დაახლოებით 6 თვემდე, თუ შემთხვევით დაკარგავს თითის წვერს, მას ახალი თითის წვერი გამოეზრდება. ხუთი წლის ბავშვს კი ეს უკვე არ შეუძლია.
იმისათვის, რომ დავიწყოთ სხეულთან დიალოგი უნდა ვისაუბროთ მის ენაზე. და ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს უკვე დღეს. მე მოგიყვანთ სამი ასეთი ინსტრუმენტის მაგალითს, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ სხეულს.
პირველი - უჯრედული თერაპია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს თავს ბუნებრივად ვმკურნალობთ, და უმთავრესად უჯრედების საშუალებით. ამიტომაც, თუ ვიპოვით საჭირო უჯრედებს და მოვახდენთ მათ იმპლანტაციას სხეულში, მათ შეიძლება გვიმკურნალონ. მეორე, ჩვენ შეგვიძლია მატერიალების გამოყენება. გუშინ ჩვენ გავიგეთ ახალი მატერიალების მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ რომ შეგვეძლოს მატერიალების გამოგონება, მატერიალების შემუშავება, ან ბუნებრივი გარემოდან მათი გამოცალკევება, მაშინ ჩვენ შევძლებდით ამ მატერიალებით დაგვერწმუნებინნა სხეული, რომ განეკურნა საკუთარი თავი. და ბოლოს, ჩვენ შეგვეძლებოდა გამოგვეყენებინა ჭკვიანი მოწყობილობები რომლებიც განტვირთავენ სხეულს და მისცემენ განკურნების საშუალებას.
მე გაჩვენებთ ყოველი მაგალითის შესაბამის მაგალითს, და დავიწყებ მატერიალებით. სტივ ბაიალკას - პიტსბურგის უნივერსიტეტიდან - დაახლოებით ათი წლის წინ ჰქონდა შესანიშნავი იდეა. და ეს იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ღორის წვრილი ნაწლავი, თუ გადავყრით ყველა უჯრედს, და თუ გავაკეთებთ ამას, როცა ის ბიოლოგიურად აქტიურია, შესაძლოა შეიცავს ყველა საჭირო ფაქტორასა და სიგნალს რომლებიც განკურნების სიგნალს მისცემენ სხეულს. და მან დასვა მნიშვნელოვანი კითხვა. მან დასვა კითხვა, თუ ავიღებთ ასეთ მატერიალს, რომელიც არის ბუნებრივი მატერიალი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს შეხორცებას წვრილ ნაწლავში, და მოვათავსოთ ის კიდე სადმე ადამიანის სხეულში, მოგვცემს თუ არა ქსოვილის სპეცოფიურ რეაქციას? თუ გამოგვივა პატარა კუჭი, როცა ვცდილობთ ახალი ყურის გამოზრდას?
მე არ მოგიყვებოდით ამ ისტორიას, რომ არ ყოფილიყო ის დამაჯერებელი. სურათი რომლის ჩვენებაც მინდა - (სიცილი) - დამაჯერებელი სურათი. თუცმა, იმათთვის ვინც ცოტათი მაინც მიდრეკილია პირღებინებისკენ - და მიუხედავად იმისა რომ არ გინდათ ამის აღიარება მეგობრებთან - შუქი ჩამქარალია. ყველაზე კარგი დროა დახედოთ თქვენს ფეხებს, შეამოწმოთ სმარტფონი, გააკეთოთ რამე რომ არ უყუროთ ეკრანს. (სიცილი)
რისი ჩვენებაც მინდა - ეს არის დიაბეტური წყლული. და მუხედავად ამისა - უკეთესია გავიცინოთ მანამ სანამ ვნახავთ. ეს დიაბეტის რეალობაა. მე ვფიქრობ, როცა ჩვენ ხშირად გვესმის დიაბეტიანებზე, დიაბეტურ წყლულებზე, ჩვენ არ ვუკავშირებთ წყლულს შესაძლო მკურნალობას, ანუ ამპუტაცია, თუ შეუძლებელია განკურნება. მე გაჩვენებთ სლაიდს. ცოტა ხნით. ეს არის დიაბეტური წყლული. ეს საშინელებაა. მკურნალობა - ამპუტაცია. ეს ხნიერი ქალია. მას ღვიძლის კიბო აქვს დიაბეტთან ერთად, და გადწყვიტა სიკვდილი იმით თუ რაც დარჩა მისი სხეულისგან ხელუხლებელი.
და ამ ქალმა გადაწყვიტა, წყლულის ერთ წლიანი მკურნალობის მცდელობების შემდეგ, მოსინჯოს სტივის მიერ გამოგონილი ახალი მკურნალობა. აი როგორ გამოიყურებოდა ის 11 კვირის შემდეგ. ეს მატერიალი შეგებოდა მხოლოდ ბუნებრივი სიგნალებისგან. და ამ მატერიალმა გააღვიძა სხეულის მკურნალობის რეაქცია რომელიც აქამდე არ იყო.
იქნება კიდევ რამოდენიმე უფრო სამწუხარო სლაიდს მათთვის თქვენს შორის - გეტყვით როცა შეგიძლიათ შეხედოთ. ეს არის ცხენი. ცხენს არ ტკივა. ცხენისვის ეს რომ მტკივნეული ყოფილიყო, არ გაჩვენებდით ამ სლაიდს. ამ ცხენს უბრალოდ აქვს კიდევ ერთი ნესტო, რომელიც გამოეზარდა, ჯირითის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ. მკურნალობიდან სულ რაღაც რამოდენიმე კვირის შემდეგ -- ამ შემთხვევაში, ამიღეთ ის მატერიალი და გადავაქციეთ ის ჟელედ, ამოვავსეთ ეს ადგილი და გავიმეორეთ მკურნალობა რამოდენიმეჯერ - და ცხენი გამოჯანმრთელდა. და თუ გავაკეთებთ ამ ადგილის ექოსკოპიას, ყველაფერი რიგზე იქნება.
აქ არის დელფინი, რომელსაც მიამაგრეს ფარფლი. მიმდინარე დროისთვის 400 000 პაციენტი მთელს მსოფლიოში იყენებს ამ მატერიალს ჭრილობების შესახორცებლად. შეიძლება თუ არა კიდურების რეგენერაცია? DARPA-მ გამოუყო სტივს 15 მილიონი დოლარი რომ განახორციელოს პროექტი, რითაც დაიყებს ამკითხვაზე პასუხის ძიებას.
და მე გაჩვნებთ სურათს რომელიც 15 მილიონი ღირს. ეს 78 წლის ადამიანია, რომელმაც თითის წვერი დაკარგა. გახსოვთ, ადრე გითხარით ბავშვების შესახებ, რომლებმაც თითის წვერები დაკარგეს. აი როგორ გამოიყურება ეს მკურნალობის შემდეგ. ეს დღესაც ხდება. ეს დღეს კლინიკურადაა დამტკიცებული. არის მატერიალები, რომლებიც ამას აკეთებს. არის სკერებლები გულისთვის.
მაგრამ შეიძლება თუ არა წავიდეთ უფრო წინ? შეიძლება თუ არა, მატერიალების გამოყენების ნაცვლად გამოვიყენოთ რამოდენიმე უჯრედი მატერიალთან ერთად, და მოვაშოროთ ქსოვილის დაზიანებული ნაწილები, მოვათავსოთ ბიო-გამხრწნელი მატერიალი? აქ ვხედავთ გულის კუნთის პატარა ნაჭერს ჭურჭელში. ეს ტერუო ოკანომ გააკეთა ტოკიოს ქალთა საავადმყოფოში. მას ფაქტიურად შეუძლია ჭურჭელში გამოზარდოს მფეთქავი უჯრედები. ის აციებს ჭურჭელს და ის იცვლის მის თვისებებს, რის შემდეგაც გადმოაქვს ის ჭურჭლიდან. ეს ძალიან მაგარია.
ახლა მინდა გაჩვენოთ უჯრედზე-დაფუძნებული რეგენერაცია. და რაც მინდა გაჩვენოთ ეს არის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც პაციენტის ბარძაყიდანაა ამოღებული. ისევ, თუ თქვენ სუსტად გრძნობთ თავს, არ უყუროთ. მაგრამ ეს ძალიან მაგარია. ეს არის შუნტირების ოპერაცია, იმის მსგავსი როგორც ალ გორს ჰქონდა, ცოტა განსხვავებით. ამ შემთხვევაში, შუნტირების ოპერაციის ბოლოში, თქვენ ნახავთ პაციენტის ღეროვან უჯრედებს რომლებიც ოპერაციის დასაწყისში იქნა ამოღებული მოთავსდება პირდაპირ პაციენტის გულში. და მე აქ ვდგავარ იმიტომ, რომ გაჩვენოთ თუ რამდენად ნაადრევია ეს ტექნოლოგია ჯერ. აი ღეროვანი უჯრედები, პირდაპირ პაციენტის მფეთქავ გულში. და თუ ყურადღებით დააკვირდებით, ის უნდა მოთავსდეს ამ წერტილის გარშემო თქვენ ხედავთ უკუ-დინებას. თქვენ ხედავთ ღეროვან უჯრედებს რომლებიც უკან ბრუნდება. ჩვენ გვჭირდება უახლესი ტექნოლოგიები, ახალი მოწყობილობები, რომ მოვათავსოთ უჯრედები საჭირო ადგილას საჭირო დროს.
სულ ცოტა ინფორმაცია, ინფორმაციის მცირე ნაწილი. ეს შემთხვევითი ექსპერიმენტი იყო. მაშინ ასეთი იყო 20-დან ერთი. ახლა დაახლოებით 100 დან ერთი. ჩვეულებრივ, თუ ავიღებთ ექსტრემალურად ავადმყოფ პაციენტს და გავუკეთებთ შუნტირებას, ისინი ცოტათი უკეთესად იგრძნობენ თავს. თუ გამოვიყენებთ ღეროვან უჯრედებს შუნტირებასთან ერთად, ამ კონკრეტულ პაციენტებს სიმპტომები არ გამოუჩნდება. ეს 2 წლის წინ იყო. უკეთესი იქნებოდა, რომ შესაძლებელი იყოს ამ ავადმყოფობების ადრეული დიაგნოსტიკა, და მოვახერხოთ ვიწინასწარმეტყველოთ ავადმყოფობები გართულებებით.
ეს ისეთივე პროცედურაა, მაგრამ უკვე მინიმალური ქირურგიული ჩარევით, სულ რაღაც 3 ჭრილობა სხეულზე, ვპოულობთ გულს და ვნერგავთ ღეროვან უჯრედებს. აი უჯრედები. ჩვენ არ გვაქვს დრო შევეხოთ უფრო მეტ დეტალებს, თუმცა ესეც უკვე მუშაობს. შეიძლება ავიღოთ ნაკლებად დაავადებული პაციენტი და დავაბრუნოთ ის ფაქტიურად უსიმპტომო მდგომარეობაში ამისთანა მკურნალობით.
აი კიდევ ერთი მაგალითი, როცა ვკურნავთ ღეროვანი უჯრედებით, მეთოდი ბოლომდე არ დახვეწილა ჯერ მაგრამ მალე იქნება. ეს არის კეისი მარას ნამუშევარი პიტსბურგიდან, კოლეგების ჯგუფთან ერთად მთელი მსოფლიოდან. მათ გადაწყვიტეს, რომ ლიპოსაქციის შემდეგ დარჩენილი სითხე, აქ ა.შ.შ.-ში ხშირად იკეთებენ ლიპოსაქციას. (სიცილი) ეს არის ღეროვანი უკრედების კარგი წყარო. ისინი ძალიან ბევრია ამ სითხეში. ასე რომ შეგიძლიათ მოხვიდეთ და შეითხელოთ მუცელი. მიირება სითხე, ამ შემთხვევაში ღეროვანი უჯრედები იზოლირებულია და გადაქვცეულია ნეირონებად. ყველაფერი ლაბორატორიაში კეთდება. და მე ვფიქრობ, ძალიან მალე ჩვენ ვნახავთ პაციენტების განკურნებას მათივე ღეროვანი უჯრედებით, რომელიც მიიღეა მათივე ცხიმიდან ან ლიპოციტებიდან.
მე უკვე ვამბობდი, რომ მოწყობილობების გამოყენება შეძლებს საგრძნობლად შეცვალოს პაციენტების მკურნალობის პროცესი და კიდევ ერთი მაგალითი, მანამ სანამ დავასრულებ. ეს ისევე ტრაგიკულია. ჩვენ ძალიან მყარი და იმედის გამაცრუებელი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს კოლეგებთან ა.შ.შ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ქირურგიული კვლევების ინსტიტუტიდან. რომლებსაცუწევთ 11 000 ერაყიდან დაბრუნებული ჯარისკაცების მკურნალობა. ბევრ მათგანს აქვს ძალიან მძიმე დამწვრობები.
და თუ არის ის-რაც ჩვენ გავიგედ დამწვრობებზე, ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით მათი მკურნალობა. ის რაც გაკეთდა დამწვრობის მკურნალობისთვის - უმთავრესად ჩვენ ვიყენებთ გადანერგვას ჯერ ჩვენ ვამზადებთ რაღაცას აქ და მერე ვნერგავთ დაზიანებულ ადგილზე და მერე ჩვენ ვცდილობთ მეორედ და მესამედ. ამ შემთხვევისთვის, არის შექმნილი ახალი ბიო-რეაქტორი -- ის კლინიკურად უნდა შემოწმდეს გვიან ამ წელს ISR-ში -- იორგ ჰერლახის მიერ პიტსბურგიდან. და ეს ბიო-რეაქტორი თავსდება დამწვრობის ზედაპირზე. პოსტოლეტიდან, რომესაც ხედავთ, ასხურებენ უჯრედებს. ის ასხურებს უჯრედებს ზედაპირზე. რეაქტორი იმუშავებს როგორც გარემოს გამაფხვიერებელი, და ამასთანავე შეასრულებს სხვა ფუქციებსაც, ასე და ამგვარად ჩვენ ვთესავთ ამ ნიადაგში იმის მაგივრად რომ გადმოვნერგოთ. ეს სრულიად განსხვავებული მეთოდია.
აი ჩემი 18 წუთიც უახლოვდება დასასრულს. ნება მომეცით დავასრულო კარგი სიახლეებით, და შესაძლოა ცოტა ცუდითაც. კარგი სიახლე - ეს ის არის რაც ხდება დღეს. ეს მნიშვნელოვანი საქმეა. გამოსახულებები, გარკვეულ წილად ნათელ წარმოდგენას ქმნიან ამაზე. ეს ძალიან ძნელია დისციპლინათაშორისი განსხვავებების მაღალი დონის გამო. ცოდნის თითქმის ყველა სფერო და კლინიკური პრაქტიკები ამოქმედდა ამის რეალიზაციისთვის.
ზოგიერთი მთავრობა და რეგიონების ჯგუფი აღიარებს, რომ ეს არის ავადმყოფობების მკურნალობის ახალი მეთოდი. იაპონიის მთავრობა პირველი იყო ამაში, როცა მათ 3 მილიარდის ინვესტიცია ჩადეს, და მოგიანებით კიდევ 2 მილიარდი დაამატეს. ეს დამთხვევა არ არის. იაპონია - ყველაზე მოხუცი ქვეყანაა მსოფლიოში თუ საშუალო ასაკის თვალსაზრისით შევხედავთ. მათ ეს სჭირდებათ, თუ არა და მათი ჯანდაცვის სისტემა მოკვდება. ამიტომაც ისინი აკეთებენ დიდ კაპიტალდაბანდებებს ამ სფეროში. ევროკავშირში - იგივეა. ჩინეთში - იგივე. ჩინეთმა ახლახან აამოქმედა ქსოვილების გამოკვლევის ეროვნული ცენტრი. ბიუჯერი პირველ წელს იყო 250 მილიონი დოლარი.
ა.შ.შ.-ში ჩვენ რაღაც სხვანაირი მიდგომა გვაქვს. ჩვენ - (სიცილი) მართლა ელ გორი უნდა გახდეს ამერიკის პრეზიდენტი ჩვენ სხვა მიდგომა გვაქვს. და მიდგომა უმთავრესად მდგომარეობს პროექტის ჩვეულებრივ მხარდაჭერაში ჩამოყალიბების დროს. მაგრამ არ ყოფილა გრძელვადიანი ინვესტიციები, რომ შეგვექმნა ყველაფერი აუცილებელი და მიგვემართა საჭირო მხარეს.
მე მინდა დავასრულო ციტატით, რომელმაც შეიძლება მტკივნეულად მოხვდეს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორს, შესანიშნავ ადამიანს. მე და ჯეი ვაკანტი ჰარვარდიდან მივედით მასთა და კიდე მისი ინსტიტუტის რამდენიმე დირექტორთან ვიზიტით რამდენიმე თვის წინ. და ვცადეთ დაგვერწმუნებინა ის იმაში, რომ აეღოთ პატარა ნაწილი 27.5 მილიარდიდან, რომელსაც მიიღებს შემდეგ წელს და მიემართა ის სტრატეგიულად, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ შეგვიძლია დავაჩქაროთ პროცესი, რომ ეს ტექნოლოგია უფრო სწაფათ მივიდეს პაციენტამდე. და ამ ძალიან გამაღიზიანებელი ვიზიტის ბოლოს, ინსტიტუტის დირექტორმა თქვა: "თქვენი ხედვა უფრო მეტია ვიდა ჩვენი მადა" და მე დავასრულებ იმით, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ შევიცვალოთ ხედვა, მაგრამ ერთად ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი მადა. გმადლობთ.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ალან რასელი შეისწავლის რეგენერაციულ მედიცინას - ინოვაციური იდეა, თუ როგორ გამოვიყენოთ სხეულის დაზიანებისა და დაავადების სიგნალი რომელიც მართავს რეგენერაციის პროცესს.
In the fight against disease, defect and injury, Alan Russell has a novel argument: Why not engineer new tissue and organs to replace sick ones? Full bio »
Translated into Georgian by David Machakhelidze
Reviewed by Michael Kaulashvili
Comments? Please email the translators above.
05:10 Posted: Aug 2007
Views 1,231,475 | Comments 90
22:45 Posted: Oct 2006
Views 1,346,458 | Comments 460
20:22 Posted: Jun 2008
Views 406,534 | Comments 78
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.