Return to the talk Return to talk

Transcript

Select language

Translated by Sandro Subeliani
Reviewed by Michael Kaulashvili

0:11 კომპიუტერების ისტორიის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით შეგვემცირებინა ნაპრალი ჩვენსა და ციფრულ ინფორმაციას შორის, ნაპრალი ჩვენს მატერიალურ სამყაროსა და ეკრანში არსებულ სამყაროს შორის სადაც ჩვენი წარმოსახვა შესაძლოა გაცხოველდეს. და ეს ნაპრალი გახდა მოკლე მოკლე და უფრო მოკლე და ახლა ეს ნაპრალი უფრო შემცირდა უფრო ცოტაა ვიდრე მილიმეტრი, სენსორული მინის სისქე და კომპიუტერული გამოთვლის ძალა გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი.

0:43 მაგრამ მე მაინტერესებდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის საზღვარი მე წარმოვიდგინე თუ როგორი სახის შეიძლებოდა ყოფილიყო. პირველად, მე შევქმენი ეს იარაღი რომელიც აღწევს ციფრულ სივრცეში, ასე რომ, როცა თქვენ დააწვებით ძლიერად ეკრანს ის გადაადგილდება თავისი მატერიალური სხეულიდან პიქსელში. დიზაინერებმა შეძლეს განეხორციელებინათ ეს იდეა ძირითადად 3D–ში და ქირურგებს შეუძლიათ ივარჯიშონ ვირტუალურ ორგანოებზე ეკრანის ქვეშ. ამ იარაღით საზღვარი დაინგრა.

1:16 მაგრამ ჩვენი ხელები ჯერ კიდევ რჩება ეკრანის გარეთ. როგორ შეგიძლიათ შეაღწიო შიგნით და ურთიერთობა დაამყარო ციფრულ ინფორმაციასთან ხელების სრული სიმარჯვის გამოყენებით? მაიკროსოფტის მიერ შემუშავებულ მეცნიერებასთან, და ჩემს მენტორ ქათი ბულანჯერთან ერთად, მე გადავაკეთე კომპიუტერი და შევქმენი პატარა სივრცე კლავიატურის მაღლა ციფრულ სამუშაო სივრცეში. გამჭვირვალე ეკრანისა და ღრმა კამერის შერწყმით თქვენი თითებისა და სახის შესაგრძნობად, ახლა თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ხელები კლავიატურიდან და შეაღწიოთ სამ განზომილებიან სივრცეში და შეეხოთ პიქსელს თქვენი შიშველი ხელებით.

1:48 (აპლოდისმენტები)

1:51 რადგან, ფანჯრებსა და ფაილებს აქვთ ადგილმდებარეობა რეალურ სივრცეში, მათი არჩევა ისეთივე ადვილია, როგორც წიგნის აღება თქვენი თაროდან. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გადააადგილო ეს წიგნი შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ, გამოარჩიოთ ფრაზები, სიტყვები ვირტუალურ სენსორულ დაფაზე, ყოველი მოტივტივე ფანჯრის ქვემოთ არქიტექტორებს შეუძლიათ დაჭიმონ ან აბრუნონ მოდელები უშუალოდ მათი ხელებით. ასე რომ, ამ მაგალითებში ჩვენ ვაღწევთ ციფრულ სამყაროში.

2:15 მაგრამ როგორ უნდა შევაბრუნოთ მისი როლი? და ნაცლად ამისა ციფრულმა ინფორმაციამ მოაღწიოს ჩვენამდე? მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ჩვენთაგანს აქვს გამოცდილება ონლაინში ნივთების ყიდვისა და დაბრუნების. მაგრამ ახლა თქვენ არ უნდა იდარდოთ ამის გამო. რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ონლაინ სივრცეში მოიმატა ასაწყობმა ოთახებმა. თქვენ ხედავთ, რომ შეგიძლიათ თავი–დაამონტაჟოთ ან დაინახოთ–ეკრანში როცა სისტემა მიხვდება თქვენი სხეულის გეომეტირას.

2:41 განვიხილოთ ეს იდეა მომავლისთვის, მე დავიწყე ფიქრი, როგორი იქნება ეს პიქსელები ჩვენს სივრცეში, როგორ შეგვიძლია ჩვენ ის გავხადოთ მატერიალური ისე, რომ შევეხოთ და შევიგრძნოთ იგი? როგორი უნდა ყოფილიყო მომავალში? Mit Media Lab-ში, ჩემს მრჩეველ ჰიროში იშისთან და ჩემს თანამშრომელ რემი პოსტთან ერთად, ჩვენ შევქმენით ეს მატერიალური პიქსელი. ამ შემთხვევაში, ეს სფეროსებრი მაგნიტი წარმოადგენს სამ განზომილებიან პიქსელს ჩვენს სივრცეში, რაც ნიშნავს, რომ ორივეს, კომპიუტერებს და ხალხს შეუძლიათ გადაადგილონ ეს ობიექტი ყველგან მის სამ განზომილებიან სივრცეში. ჩვენ გავაკეთეთ ისე,, რომ არსებიათად გავაუქმეთ გრავიტაცია და გავაკონტროლეთ მოძრაობა მაგნიტური ლევიტაციის და მექანიკური ამოძრავების კომბინაციის მეშვეობით და ტექნოლოგიის შეგრძნებით. ობიექტის ციფრული პროგრამირებით ჩვენ ვათავისუფლებთ ობიექტს დროისა და სივრცის ძალდატანებისგან, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის მოძრაობები შესაძლებელია ჩაწერილ იქნას, განმეორდეს და დატოვოს სამუდამოდ მატერიალური სამყარო. ქორეოგრაფიის შესწავლა შესაძლებელია დისტანციიდან და მაიკლ ჯორდანის ცნობილი სროლა შესაძლოა განმეორდეს ისევ და ისევ როგორც ფიზიკური რეალობა. სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს როგორც იარღი კომპლექსური კონცეფციების შესასწავლად როგორიც არის პლანეტების მოძრაობა, ფიზიკა, კომპიუტერის ეკრანისგან და სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, ეს არის რეალური, ხელშესახები გამოცდილება, რომ შეგიძლიათ შეეხოთ და შეიგრძნოთ. ეს არის ძალიან ძლიერი. და რა არის იმაზე უფრო ამაღელვებელი როდესაც, ის რაც კომპიუტერშია, გარდაიქმნება ფიზიკურად იწყებს წარმოჩენას სყაროს დაპროგრამება როგორ შეცვლის ჩვენ ყოველდღიურ ფიზიკურ მოქმედებებს.

4:26 (სიცილი)

4:28 თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ციფრული ინფორმაცია არ გვაჩვენებს ჩვენ უბრალო რაღაცას არამედ იწყებს უშუალოდ ჩვენზე მოქმედებას როგორ ჩვენ ფიზიკური გარემოს ნაწილი ჩვენი სამყაროსთან კავშირის შეწყვეტის გარეშე.

4:41 დღეს, ჩვენ დავიწყეთ საუბარი საზღვრის შესახებ, მაგრამ თუ ჩვენ გავანადგურეთ ეს საზღვარი, ერთადერთი საზღვარი დარჩა ჩვენს წარმოსახვაში,

4:52 გმადლობთ

4:53 (აპლოდისმენტები)